• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! რაგბის მოედნიდან ოქტაგონამდე – როგორ იწყებს მერაბ შარიქაძე სპორტულ ცხოვრებას თავიდან

May 15, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი მერაბ შარიქაძე მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით 11 წლით დისკვალიფიცირდა. სანქცია უკავშირდება დოპინგ-სინჯების გაყალბების სქემას, რომელიც საერთაშორისო გამოძიების შედეგად გამოვლინდა.

გადაწყვეტილება „ოპერაცია ობსიდიანის“ ფარგლებში ჩატარებულმა ერთობლივმა გამოძიებამ – მსოფლიო რაგბისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მონაწილეობით – მიიღო. გამოძიება 2023 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრების ნიმუშებში ანომალიები დაფიქსირდა.

გამოძიების თანახმად, გამოვლინდა ორგანიზებული სქემა, რომელიც დოპინგ-ტესტების წინ მოთამაშეების გაფრთხილებასა და შარდის სინჯების შეცვლას უკავშირდებოდა. სულ მცირე ხუთი შემთხვევა დადასტურდა, როდესაც მორაგბეები ნიმუშებს ცვლიდნენ, რათა დადებითი პასუხისთვის თავი აერიდებინათ. მსოფლიო რაგბის შეფასებით, სქემა ძირითადად რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარების დაფარვას ემსახურებოდა.

 

 

ყველაზე მკაცრი სასჯელი სწორედ ბორჯღალოსნების ყოფილ კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს შეეხო. მასთან ერთად დისკვალიფიცირდნენ სხვა ქართველი მორაგბეებიც:

  • გიორგი ჭყოიძე – 6 წელი;
  • ლაშა ხმალაძე, ოთარ ლაშხი და მირიან მოდებაძე – 3-3 წელი;
  • ლაშა ლომიძე – 9 თვე.

საქმეში ფიგურირების გამო საქართველოს ნაკრების ყოფილი ექიმი ნუცა შამათავაც 9 წლით ჩამოაშორეს საქმიანობას.

BBC-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს ეროვნული ტესტირების სააგენტოს წარმომადგენლები მოსალოდნელი შემოწმებების შესახებ წინასწარ ატყობინებდნენ გუნდის ექიმს, რომელიც ინფორმაციას მოთამაშეებს უზიარებდა.

მერაბ შარიქაძე, რომელსაც საქართველოს ნაკრების მაისურით 105 მატჩი აქვს ჩატარებული და სამ მსოფლიო თასზე ითამაშა, ფაქტობრივად რაგბში კარიერას ასრულებს – 11-წლიანი დისკვალიფიკაცია პროფესიონალურ სპორტში დაბრუნების შანსს პრაქტიკულად გამორიცხავს.

 

მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

 

აღსანიშნავია, რომ შარიქაძემ დოპინგ-სკანდალზე რამდენიმე თვის წინ, Setanta Sports Georgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მაშინ ყოფილმა კაპიტანმა განაცხადა, რომ თანაგუნდელის თხოვნით საკუთარი შარდის ნიმუშის გამოყენებას დათანხმდა და იმ მომენტში ვერ აცნობიერებდა, რამდენად მძიმე დარღვევად ჩაითვლებოდა ეს ქმედება. მისივე თქმით, რაგბის კავშირსა და სამწვრთნელო შტაბს აღნიშნულ საქმესთან კავშირი არ ჰქონია.

“ცხოვ­რე­ბა­ში დო­პინ­გი არ მი­მი­ღია, ჩი­ლი­მიც არ მო­მი­წე­ვია და დო­პინ­გი რა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბო­და. როცა მი­თხრეს, შარ­დის გაც­ვლას გე­და­ვე­ბი­ა­ნო, გა­მაჟ­რი­ა­ლა. ჩემი ნი­მუ­ში გა­მო­ი­ყე­ნეს სხვა მო­რაგ­ბე­ე­ბის ნი­მუ­შე­ბის მა­გივ­რად… ჩემ­თვის სან­დო ადა­მი­ან­მა მთხო­ვა, რომ ჩემი ძმე­ბის­თვის ნი­მუ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა და რას ვე­ტყო­დი, შარდს არ ჩა­ვა­ბა­რებ­დი?!” – აღნიშნა მერაბმა.

შარიქაძისთვის სარაგბო კარიერის იძულებითი დასრულება მხოლოდ პროფესიული კრიზისი არ აღმოჩნდა – ეს მისთვის მძიმე პირად ტრაგედიადაც იქცა. როგორც სპორტსმენმა ინტერვიუში გაიხსენა, ოჯახს დისკვალიფიკაციის შესახებ მხოლოდ მაშინ უამბო, როდესაც ფიჯისთან მატჩის წინ ეროვნული ნაკრების შემადგენლობა გამოქვეყნდა.

“ეს ამ­ბა­ვი ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლად დე­და­ჩემ­მა მი­ი­ღო. დე­და­ჩე­მის ცუ­დად გახ­დო­მას ჩემს ამ­ბავს ვუ­კავ­ში­რებ… ვამ­ბობ­დი, რომ უა­რე­სე­ბიც ხდე­ბა და მთა­ვა­რია, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მყავ­და. სამ­წუ­ხა­როდ, უა­რე­სიც მოხ­და. დე­და­ჩე­მი აღარ არის”.

მისი თქმით ყველაზე მძიმე დედის მიერ დაწერილი წერილი აღმოჩნდა, რომელიც საფულეში იპოვა:

“ღმერ­თო, გთხო­ვა, ბუკა და­აბ­რუ­ნე მო­ე­დან­ზე, კა­პიტ­ნად”. თვი­თონ ტკი­ვილს ვერ გა­უძ­ლო და მა­ინც ჩემს კა­რი­ე­რა­ზე ფიქ­რობ­და ბოლო მო­მენ­ტამ­დე”.

 

მერაბ შარიქაძე: „გამარჯვება ლევან მაისაშვილს ეძღვნება" - Crystalsport

 

შარიქაძე, დისკვალიფიკაციის მიუხედავად, პროფესიონალურ სპორტში ახალი გზით დაბრუნდა – მორაგბემ კარიერა შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) გააგრძელა და სადებიუტო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

ცოტა ხნის წინ საქართველოში ახალი MMA ორგანიზაცია „რკენა“ დაფუძნდა, რომლის მიზანი ქართველი მებრძოლების აღმოჩენა, მათი განვითარება და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანაა. ორგანიზაციის პირველი ღონისძიება Fight Night 29 ნოემბერს გაიმართა და საღამოს ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ მერაბ შარიქაძე იყო. ყოფილი ბორჯღალოსანი ოქტაგონზე პირველად წარდგა, თუმცა დებიუტანტის სტატუსმა ხელი არ შეუშალა – შარიქაძემ ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და MMA-ში წარმატებული სტარტი აიღო.

რაგბიდან ორთაბრძოლებში გადასვლა სპორტსმენისთვის ახალი ეტაპი გახდა. წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების ლიდერი და კაპიტანი ფიზიკური ძალით, გამძლეობითა და საბრძოლო ხასიათით გამოირჩეოდა – თვისებები, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, MMA-საც კარგად მოერგო.

შარიქაძის წარმატებულმა დებიუტმა ქართული სპორტის გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია და არ გამოირიცხება, რომ ყოფილი მორაგბე მომავალში ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ სახედაც იქცეს.

 

დე, შენს სულ ვენაცვალე... შენი სახელის ხსოვნა იყოს..." - მერაბ შარიქაძის გარდაცვლილი დედისთვის მიძღვნილი გამარჯვება და მადლობა მეუღლეს ...

ტექსტი: მარიამ შულაია

ასევე გაეცანი

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება
OK! News

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები
Fashion

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?
OK! News

#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

November 6, 2026
2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?
OK! News

2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

November 6, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly VMA-ის წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღებას იპყრობენ

#OK! მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly VMA-ის წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღებას იპყრობენ

October 11, 2021
#OK! ტიმოთი შალამეს და კაილი ჯენერის პირველი საერთო კადრები

#OK! ტიმოთი შალამეს და კაილი ჯენერის პირველი საერთო კადრები

June 2, 2023
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! პრინცესა დიანა – ქალი, რომელმაც სამეფო ოჯახის ისტორია შეცვალა

#OK! პრინცესა დიანა – ქალი, რომელმაც სამეფო ოჯახის ისტორია შეცვალა

August 31, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

November 2, 2026
#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

November 2, 2026
2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

November 6, 2026
#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია

#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია

November 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები