• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! მექსიკური და ესპანური ხასიათი რესტორან „ბაჩატაში“

September 7, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

OK! Gastro Book-ი გიამბობთ ყველასგან განსხვავებული კონცეფციის, ხასიათისა და ინტერიერის რესტორნის – „ბაჩატას“ შესახებ, ადგილის, რომელიც იდეალურია მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად სავახშმოდ და დროის მყუდრო გარემოში გასატარებლად. მანამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს რესტორნის თანადამფუძნებლებთან, მარიამ გოგოჭურსა და მის მეუღლესთან, მამუკა კვირკველიასთან, რომლებმაც უფრო ვრცლად და დეტალურად გვიამბეს „ბაჩატას“ დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ.

 

უპირველესად, გაგვაცანით „ბაჩატას“ დაფუძნების ისტორია. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე გამოჩნდა?

მოგესალმებით და მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. „ბაჩატას“ კარი 4 თვის წინ გავაღეთ და უკვე ძალიან ბევრ სტუმარს შევაყვარეთ თავი, ჩვენთვის „ბაჩატა“ მეორე სახლია და აუცილებლად იგივე გრძნობა გაგიჩნდებათ თქვენც, როგორც კი ფეხს შემოაბიჯებთ.

მისი ისტორია ასე იწყება: მე და მამუკა გურმანი ადამიანები ვართ და მუდმივად ვეძებთ საინტერესო სივრცეებს, სადაც შეიძლება გემრიელად მიირთვა, მყუდროდ მოეწყო, ისიამოვნო საუცხოო სასმლით და განიტვირთო. რა თქმა უნდა, თბილისში არის ჩვენი ფავორიტი ობიექტები, თუმცა გვინდოდა კიდევ უფრო მეტი ადგილი, რომელსაც ყოველდღე ვესტუმრებოდით და ეს არ იქნებოდა მომაბეზრებელი, არ დაემსგავსებოდა რუტინას და ყოველთვის ახალი შთაბეჭდილებებით აგვავსებდა. სწორედ ამიტომ გაჩნდა „ბაჩატას“ იდეა, ადგილი, სადაც არ მოგბეზრდება მეგობრებთან შეხვედრა, ოჯახის წევრებთან ერთად ვახშამი თუ საღამოს სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებაზე სიამოვნება.

გვესაუბრეთ რესტორნის კონცეფციაზე.

ხშირად გვეკითხებიან, რატომ დავარქვით „ბაჩატა“ და აქვს თუ არა რაიმე საერთო ცეკვასთან.

იდეა არ ყოფილა პირდაპირი პარალელის გავლება სახელსა და ცეკვას შორის, თანაც „ბაჩატა“ უფრო ბრაზილიური ცეკვაა, ვიდრე მექსიკური, თუმცა მას აქვს ხასიათი, ძალიან საინტერესო და ინტიმური. მარტივი, ლამაზი, რომანტიკული და მიმზიდველი მოძრაობები ჩვენს კონცეფციასთან გავაიგივეთ. იგივე განწყობა გვინდოდა შეგვექმნა ჩვენთან და ვფიქრობ, გამოგვივიდა.

 

რა სახის მომსახურებას სთავაზობთ საზოგადოებას?

ჩემი აზრით, „მომსახურება“ ცოტა უხეში სიტყვაა, ჩვენ გულიანად ვიღებთ და ვუმასპინძლდებით ჩვენს სტუმრებს ლანჩზე, ვახშამსა და უფრო გვიან საინტერესო საავტორო კოქტეილებზე, რომელთაც მექსიკელი და ესპანელი ადამიანების სახელები ჰქვიათ.

ხშირად აღნიშნავენ ჩვენთან ღონისძიებებს, დაბადების დღეებსა და კორპორაციულ წვეულებებს, ვეხმარებით სტუმრებს საინტერესო საღამოების დაგეგმვაში, რომელიც არ სცდება მექსიკურ და ესპანურ ხასიათს.

„ბაჩატას“ სამზარეულო გაგვაცანით.

სამზარეულოს ახლაგაზრდა და ძალიან ნიჭიერი შეფი მართავს და მუდმივად სიახლეებს გვთავაზობს. მენიუ არ არის მოცულობითი, თუმცა სიურპრიზებით სავსეა. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ინგრედიენტების ხარისხს და ჩვენი გამორჩეული გემოები დიდწილად ამის დამსახურებაცაა.

თამამად ვიტყვი, რომ მექსიკური „ტაკოები“, „კესადია“, „ემპანადა“, „სევიჩე“ და, რა თქმა უნდა, ჩვენი განსაკუთრებული ჩიზქეიქი „სან სებასტიანი“ „სმარტ ფუდის“ კატეგორიაა. ყველასთვის გასაგები და მისაღები, რასაკვირველია, ჩვენი საავტორო შტრიხებით.

რა მიგაჩნიათ რესტორნის ნიშად?

გახსნამდე რომ გეკითხათ, გეტყოდით, რომ კონცეფცია და გარემოა, თუმცა ამ გადმოსახედიდან ჩვენი ნიშაა ის ადამიანები, ვინც ჩვენთან დადიან და ზუსტად ხვდებიან, სად მოხვდნენ. ძალიან ამაყი ვარ, რომ მუდმივად ასეთი კარგი სტუმრები გვყავს. ამიტომ აქ არის – BaChata Community.

 

სად მდებარეობს რესტორანი?

„ბაჩატა“ აბაშიძის 31 ნომერში მდებარეობს და არც ისე მარტივია მოგნება, რადგან დიდი აბრებითა და კაშკაშა რეკლამებით არ ვსარგებლობთ.

რატომ „ბაჩატა“?

იმიტომ, რომ ყველასგან განსხვავებულია – ხასიათით, ინტერიერით, კონცეფციით. თუმცა ამას მოყოლით ვერ ახსნი, ერთხელ თუ მაინც ესტუმრებით „ბაჩატას“, თავად მიხვდებით განსხვავებას.

ბოლოს სამომავლო გეგმები გაგვაცანით.

„ბაჩატა“ დიდი რესტორანი არ არის, თუმცა მუდმივად ვცდილობთ ვიყოთ მოვლენების ეპიცენტრში. ცოტა ხნის წინ ვიყავით Gudauri Summer Set-ზე და ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევა იყო. ვეცდებით, მუსიკალურ ფესტივალებში კიდევ მივიღოთ მონაწილეობა.

სექტემბრიდან მთელი კვირა საინტერესო ღონისძიებებით იქნება დატვირთული, რომ თითქმის ყოველდღე შევქმნათ ნამდვილი მექსიკური ფიესტა.

ასევე გაეცანი

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში
Gastro

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში

February 23, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026
#OK! RTVELISI BRAND SHOP – ახალი სივრცე, ახალი შესაძლებლობები Sheraton-ში
Gastro

#OK! RTVELISI BRAND SHOP – ახალი სივრცე, ახალი შესაძლებლობები Sheraton-ში

February 13, 2026
#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა
Gastro

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

November 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ლედი გაგას თვალისმომჭრელმა იმიჯმა ინტერნეტი დაიპყრო: ვარსკვლავი ჯიმი კიმელის შოუს Christian Siriano-ს კაბით ესტუმრა

#OK! ლედი გაგას თვალისმომჭრელმა იმიჯმა ინტერნეტი დაიპყრო: ვარსკვლავი ჯიმი კიმელის შოუს Christian Siriano-ს კაბით ესტუმრა

January 26, 2022
#OK! 10 ცნობილი ქართველი მერწყული

#OK! 10 ცნობილი ქართველი მერწყული

January 30, 2023
#OK! ჭირი იქა, ლხინი აქა…

#OK! ჭირი იქა, ლხინი აქა…

March 31, 2022
#OK! ორსულმა როუზი ჰანტინგტონმა ლონდონში საკუთარი ბრენდის, Rose Inc-ის მაღაზია გახსნა!

#OK! ორსულმა როუზი ჰანტინგტონმა ლონდონში საკუთარი ბრენდის, Rose Inc-ის მაღაზია გახსნა!

September 7, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

February 20, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

February 20, 2026
#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

February 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები