• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Men

#OK! MEN – ლაშა ტალახაძე

March 12, 2024
საკითხავი დრო: 2 mins read

OK! MEN-ის სტუმარია რიოს და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ოთხგზის, ევროპის ხუთგზის, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, რეკორდსმენი, უკონკურენტო, ლეგენდარული ლაშა ტალახაძე. სპორტსმენი ამჯერად OK!-ის შეკითხვებს უპასუხებს.

 

 

ლაშა, მსოფლიო შეთანხმდა, რომ უკონკურენტო ხართ. მოსაწყენი ხომ არ გახდა კონკურენტის არარსებობა თქვენთვის?

არა, ადვილად ვიგებ და არ მაქვს ბევრი სანერვიულო − ეს ხუმრობით. კონკურენცია საჭიროა, რათა არ მოდუნდე, იყო ტონუსში.

პირველი რკინა, რომელსაც დაეჭიდეთ, რამდენი კილოგრამი იყო?

8 კილოგრამი. საბავშვო შტანგა, რომელზეც ტექნიკა მასწავლეს და ძალიან მძიმე იყო. 10 კილო რომ ავწიე, თავი დიდი სპორტსმენი მეგონა, 19 კილოზე, მეთქი მორჩა, ჩემია სამყარო! თურმე სად ხარ…

როცა კარიერას იწყებდით, რა გეგონათ დაუძლეველი წონა?

ეს ასაკზეა დამოკიდებული. 70, 90, 100 და 200-ს რომ გადააბიჯებ, მერე არის კიდევ უფრო დიდი შრომა.

ახლა არ ფიქრობთ, რომ მართლა თქვენია ყველაფერი?

ჯერ კიდევ არა. არ მინდა თავს მოდუნების საშუალება მივცე. ყველამ იცის ჩვენი გეგმები, ეს არ იყო მხოლოდ გაჟღერებისთვის. 500 კილო. აი, ამ წონას რომ დავაფიქსირებ, შემდეგ შეიძლება მქონდეს კმაყოფილების გრძნობა, თუმცა მერე შესაძლოა სხვა რამ დავისახო მიზნად… რა ტიტულებიც დამრჩენია კარიერაში, როცა ავიღებ, შემდეგ შეიძლება ვთქვა, რომ ჩემი იყო ყველაფერი. ჯერ ადრეა.

 

 

თავიდანვე ძალოსნობით დაკავდით, თუ სპორტის სხვა სახეობასაც განიხილავდით?

თავიდან ძალოსნობა იყო, მაგრამ შემდეგ მომინდა ფეხბურთი, შემდეგ − თავისუფალი ჭიდაობა, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს, მაგრამ საბოლოოდ, ისევ ძალოსნობას დავუბრუნდი. დაახლოებით 13 წლის ასაკიდან აქ ვარ.

პირველი შემოსავალი, რომელიც სპორტმა მოგიტანათ.

ევროპის ჩემპიონატი იყო, 17-წლამდელთა. პრემია ჩამერიცხა და ჩემმა მშობლებმა, როგორც ყველა ქართველი მოიქცეოდა, ისეთი სუფრა გაშალეს, რომ 10 ათასი ლარი დაჯდა. მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი. ხელფასი მქონდა 250 ლარი. ისე მიხაროდა, უბედნიერესი ვიყავი, 16 წლის ასაკში. ძალიან დიდი მოტივაცია იყო, ვხედავდი, რომ რაც უფრო წინ წავიდოდი, უკეთ ვიქნებოდი.

 

 

შედარებით უფროსი თაობის სპორტსმენმა მიამბო, მსოფლიო რომ მოვიგე და თანხა რომ მითხრეს, რამდენი მეკუთვნოდა, რამდენიმე დღე ვგეგმავდი, რაში დავხარჯავდიო. ბოლოს 500-500 ლარობით მომცეს და ვერაფერიც ვერ ვიყიდეო. რომელი ეტაპიდან ხდება, როდესაც სპორტით თავის რჩენა შეუძლია საქართველოში სპორტსმენს?

დღეს უკეთესი რეალობაა, ჩვენს ხელფასს დღეს საკუთარ თავსა და ოჯახს ვახარჯავთ. დიდების მსოფლიო ჩემპიონატიდან უკვე შემეძლო დამოუკიდებელი ცხოვრება. თბილისშიც გადმოვედი, სახლიც ვიყიდე, რა თქმა უნდა, ჩემებიც დამეხმარნენ. რაც უფრო წინ მიიწევ, გიფასდება. მთავარია, მანამდე არ დანებდე. თუ სპორტსმენი მონდომებულია, დაახლოებით 18 წლის ასაკიდან იწყება წარმატება.

ლაშა, დიდი ძალის გარდა, ძალოსნობაში რა არის საჭირო, რომ კარგი სპორტსმენი გახდეთ?

ხშირად აღმინიშნავს, რომ სპორტსმენი შესაძლოა იყოს ტალანტი, მაგრამ თავისი უჭკუობით დაიღუპოს, ან კარგი მწვრთნელი არ ჰყავდეს, ან კარგი დამრიგებელი, და დაკარგოს დიდი სპორტული კარიერა. გამიმართლა, რომ სწორი მწვრთნელები შემხვდნენ, დღემდე ზრუნავენ ჩემზე, მუდამ წინ და არც ერთი ნაბიჯით უკან. დიდი მადლობა ამისთვის გიორგი ასანიძეს და ავთანდილ გახოკიძეს.

იმისათვის, რომ იყოთ წარმატებული სპორტსმენი, ბევრ რამეზე გიწევთ უარის თქმა?

მით უმეტეს, ჩემს სპორტში, კვირაც რომ გააცდინო, თვეზე მეტი გჭირდება ფორმის დასაბრუნებლად. ბევრ რამეზე გვიწევს უარის თქმა, იმარჯვებ და ხვდები, რომ გიღირს, ყველაფერს თავისი დრო აქვს. იმდენი წელია რეჟიმით მიწევს ცხოვრება… ოჯახს ძალიან მონატრებული ვარ, შემოტევებიც კი მეწყება ბავშვების გარეშე.

2 გოგონა გყავთ, ერთი ძალიან პატარაა. უფროსი თუ აცნობიერებს უკვე, ვინ არის მისი მამიკო? ბავშვობაში ერთხელ ყველას გვითქვამს, რომ აი, მოვა მამაჩემი და გააფრენს მამაშენს ამერიკაში. თქვენს პატარებს რეალურად შეუძლიათ თქვან, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცი მათი მამაა.

ჯერ ვერ აცნობიერებენ. ვიდეოს რომ უღებენ და მიგზავნიან, სადაც მამა-მამას იძახიან, უკვე ბედნიერი ვარ. მიმაჩნია, რომ ისეთ ასაკში წამოვალ სპორტიდან, ჩემს უფროსს გოგოს დარჩება მახსოვრობაში მამა სპორტში. მერე მუდამ მათთან ვიქნები.

 

ისე, მკაცრი მამა ხართ თუ ყველაფერს უსრულებთ?

არ ვარ მკაცრი და არც გაჭრის. ისეთი ცელქები არიან, არ ჩერდებიან. ვათამამებ, როგორც შემიძლია, არ მინდა აკრძალვებით დავამახსოვრო ის მოკლე პერიოდიც, რაც მათთან ვარ. ჩემს მეუღლეს − ანუკის უწევს ეგ ფუნქცია შეითავსოს.

მეუღლე როგორი ხართ?

როცა მაქვს დრო, ოჯახთან ერთად ვიყო, ერთდროულად კიდევ ბევრი რამის მოგვარება მიწევს, არ მინდა მეუღლემ მარტო იგრძნოს თავი და ვცდილობ მაქსიმალურად მის გვერდით ვიყო. ყოველთვის არ გამომდის, მუდამ გადარბენაზე ვარ, მაგრამ მართლა ვცდილობ.

ბოლო დროს ბიზნესმა დაიწყო სპორტის დასპონსორება.

სიმართლე გითხრათ, სპორტსმენებს დაფასება არ აქვთ. ვერ ვხედავ. მე მართლა მაქვს ყველაფერი, არაფერი მაქვს საწუწუნო, მაგრამ როცა ვხედავ სხვა სპორტსმენებს, არ უნდა დავივიწყოთ. დღეს მეორე აიღეს? მესამე? აუცილებლად აიღებენ პირველსაც, თუკი გვერდით დაუდგებით. ოლიმპიური ჩემპიონებით უნდა ყველას PR-ი გაიკეთოს. მათ, ვინც ოლიმპიადამდე მიაღწიეს, უდიდესი შრომა გაიღეს ამ ყველაფერში. მათ მიმართაც თუ გამოიჩენენ ყურადღებას, ძალიან კარგი იქნება. მე მიდგას რამდენიმე კომპანია გვერდით და მადლობა მათ ამისთვის. ალბათ, ერთად გაიზრდება ბიზნესიც და სპორტისადმი ინტერესიც. ჯერ ადრეა ვისაუბროთ იმაზე, რომ აი, ბიზნესი მხარში უდგას ქართულ სპორტს. ჩვენ მართლა, სპორტის გარდა ვერაფერს ვახერხებთ, სამომავლოდ უნდა ვარჩინოთ ოჯახები. მე ახლა ვცდილობ დავიწყო რაიმე ბიზნესი, მეხმარებიან ჩემი ძმა და მეგობრები. და ყველას არ აქვს ეს ფუფუნება. იცით, რა ცუდად ვგრძნობდი თავს, როცა მე მილიონი მოვიგე და მეორე და მესამე ადგილებზე იყო მიზერული თანხები? ისე გამიხარდა საპრიზო თანხების გაზრდა, ვერ წარმოიდგენთ!

 

ტექსტი: მაცაცო კევლიშვილი

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

გაიგე მეტი: OK! Menლაშა ტალახაძე

ასევე გაეცანი

#OK! იღბალია ყველაფერი – პაატა ბურჭულაძე
OK! Men

#OK! იღბალია ყველაფერი – პაატა ბურჭულაძე

May 6, 2025
#OK! აპარტ ჯგუფი – პირველი ქართული დეველოპერული კომპანია TIME-ის ფურცლებზე
OK! Men

#OK! აპარტ ჯგუფი – პირველი ქართული დეველოპერული კომპანია TIME-ის ფურცლებზე

March 25, 2025
#OK! გიორგის და ლინდას სიმბიოზი
OK! Men

#OK! გიორგის და ლინდას სიმბიოზი

September 10, 2024
#OK! Men – ბუკა თოლოდავა
OK! Men

#OK! Men – ბუკა თოლოდავა

September 6, 2024

ახლა კითხულობენ

#OK! ვარსკვლავური დები: Burberry-ის ჩვენებაზე მიმავალი ჯიჯი და ბელა ჰადიდები

#OK! ვარსკვლავური დები: Burberry-ის ჩვენებაზე მიმავალი ჯიჯი და ბელა ჰადიდები

March 12, 2022
#OK! პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა მეორე შვილის სქესი გაამხილეს

#OK! პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა მეორე შვილის სქესი გაამხილეს

March 9, 2021
#OK! ქოუჩინგი – პიროვნული და პროფესიული განვითარების სწრაფი მეთოდი (ინტერვიუ თამარ ბოკერიასთან)

#OK! ქოუჩინგი – პიროვნული და პროფესიული განვითარების სწრაფი მეთოდი (ინტერვიუ თამარ ბოკერიასთან)

November 24, 2021
#OK! 60 წლის ჯიმ ქერი სამსახიობო კარიერას ასრულებს

#OK! 60 წლის ჯიმ ქერი სამსახიობო კარიერას ასრულებს

April 1, 2022

კვირის ჰიტები

No Content Available
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები