• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! მარგო რობის გზა გაჭირვებული ბავშვობიდან “ბარბის” ჰოლივუდურ ცხოვრებამდე

July 16, 2023
საკითხავი დრო: 24 mins read

ჰოლივუდი ბევრი ადამიანისთვის კაშკაშავარსკვლავებით სავსე ზღაპრულ ადგილთანასოცირდება, კინოსამყაროს ცენტრთან, სადაცყველა ოცნება ხდება, მაგრამ ეს სულაც არნიშნავსიმას, რომ ინდუსტრიის ყველაზე გამოჩენილივარსკვლავებისთვის ამ “უნაკლო ჰოლივუდურცხოვრებამდე” მისვლა მარტივი აღმოჩნდა. ბუნებრივია, ზოგიერთ მსახიობს გაუმართლა, რადგან ცნობილი მშობლები ჰყავდა, ზოგიერთსკი შეძლებულმა ოჯახის წევრებმა როგორცფინანსური დახმარება და სწავლის დაფინანსება, ასევე ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გაუწიეს. თუმცა, არსებობენ ისეთი მსახიობები, რომლებმაც გამოიარეს ცხოვრების ურთულესი გზასრულიად მარტოებმა, რომ საწადელისთვისმიეღწიათ, შეითავსეს არაერთი პროფესია დაიმუშავეს თავდაუზოგავად, იმისთვის, რომბავშვობის ოცნება აეხდინათ. სწორედ ასეთვარსკვლავებს მიეკუთვნება ავსტრალიელიმსახიობი მარგო რობი, რომელმაც ჰოლივუდისერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი, ნიჭიერი დაწარმატებული მსახიობის ტიტულის მიღებამდედიდი გზა განვლო.

გასული წლების განმავლობაში შეითავსეარაერთი საქმიანობა, შეიცვალესაცხოვრებელი ადგილი და წინ აღუდექიმშობლების გადაწყვეტილებასგამხდარიყავი წარმატებული იურისტი. რატომ მაინცდამაინც მსახიობობა, რაგიზიდავდა ამ პროფესიაში?

მე ყოველთვის მიყვარდა ეს საქმიანობა, თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, როგორცაღნიშნეთ, სკოლის დამთავრების შემდეგმშობლებმა ჩემი სურვილი არგაითვალისწინეს და მაიძულეს მესწავლასამართალზე, მათ უნდოდათ იურისტიგამოვსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომკარგად გამომდიოდა ეს საქმე დავფიქრობ, რომ წარმატებული იურისტიგამოვიდოდი სწავლა სწორედ ამმიმართულებით რომ გამეგრძელებინა, ამით ვერანაირ სიამოვმებას ვერ ვიღებდი. ვერ ვგრძნობდი იმას, რომ ამ საქმისკეთება ბედნიერებას მანიჭებდა, ამიტომაც, ერთხელ თავი დავანებეყველაფერს და გადავწყვიტე ჰოლივუდშიწავსულიყავი.

ყველაფერი ისეთი მარტივი არ იყო, როგორც გარედან ჩანდა. სანამსამსახიობო კარიერას დავიწყებდი, მანამდე გამოცდილება უნდა მიმეღო დარაც ყველაზე მთავარია, უნდა მქონოდასაკმარისი შემოსავალი, რომ მეცხოვრა დაელემენტარულად მეარსება. ორი წლისგანმავლობაში ვმუშაობდი მაღაზიაში, შემდეგ გავხდი ბავშვების ძიძა, ცოტახნისშემდეგ კი Subway-ში დავიწყესენდვიჩების გაკეთება. ბევრ ადამიანსდღემდე არ სჯერა, თუმცა ძალიან ბევრისაქმიანობა შევითვისე. ჩამოთვლილთანერთად, ვიმუშავე აფთიაქშიფარმაცევტად, საკვებ ობიექტშიმიმტანად, მწმენდავად და შემდეგდამლაგებლად. ძალიან დიდი ხანიდამჭირდა ჩემი ოცნების ასახდენად, მაგრამ ერთი წამითაც არ მინანიაარცერთი გადაწყვეტილება.

არის კონკრეტული ფილმი, რომლისნახვისგანაც მიღებულმა შთაბეჭდილებამამ პროფესიის სიყვარული შთაგაგონა?

დიდი სიამოვნებით ვიტყოდი ფილმებსHiroshima mon amour, In the Realm of the Senses ან 2001: A Space Odyssey, თუმცა ვის ვატყუებ, ფილმი, რომელმაც კინოსამყაროშემაყვარა და ამ პროფესიითდამაინტერესა არის George of the Jungle. არმკითხით, რატომ მიყვარდა ეს ფილმი, მაგრამ წლების წინ რადიკალურადშეცვალა ამ ფილმის ნახვამ ჩემიწარმოსახვა, აზროვნება და სრულიად კინოსამყარო.

როდის დარწმუნდნენ შენი მშობლები, რომ ნამდვილად პროფესიონალიმსახიობი იყავი, ეს კი იყო შენთვისრეალური საქმიანობა და არა ჰობი?

სიმართლე გითხრათ, მანამ, სანამ მათნოუ–იორკში, Times Square-ზე, ცათამბრჯენზე ჩემი პოსტერი არდაინახეს, მანამდე ეს ვერ გააანალიზეს. ძალიან დიდი ხანი დასჭირდათ იმისგადასალახად და გასააზრებლად, რომ არვაპირებდი უნივერსიტეტში სწავლას, მაგრამ დროდადრო ყველაფერიშეიცვალა, ჩემი პოსტერის დანახვისშემდეგ ვიგრძენი, რომ ისინი ჩემითამაყობდნენ, მათ მართლა უხაროდათჩემი წარმატება.

ძალიან მოკრძალებული ოჯახის წევრებიმყავს. მახსოვს, ბავშვობაში, როდესაცკინოში დავდიოდით, პირველი, რასაცდედა ამბობდა, იყო იმის აღნიშვნა, თუროგორი ძვირი ღირდა კინოს ბილეთი, პოპკორნი და კოკა–კოლა. ჩვენთვისთითოეული პენი მნიშვნელოვანი იყო. ფულის დაზოგვის მიზნით დედა პოპკორნსსახლში აკეთებდა და შემდეგ კინოშისწორედ ის მიგვქონდა.

დღევანდელი საზოგადოება ხშირადაკრიტიკებს ვარსკვლავებს, ზოგჯერუმიზეზოდ. არასწორი ინფორმაცია კიროგორც წესი ძალიან სწრაფადვრცელდება. არის თუ არა კონკრეტულითემა, რომელზე საუბარიც გულს ტკენს, რადგან ზუსტად იცი, რომ სიმართლე არაა?

ის, რომ მე ჩემს თავისუფალ დროსძირითადად ძვირადღირებულ იახტებზევატარებ, ვმოგზაურობ და ვფიქრობმხოლოდ მდიდრულ გარემოზე, საჩუქრებსა და გართობაზე. ნეტავ, მართლა ასე იყოს. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ დილით როდესაც ვიღვიძებთ, ჩვენუნაკლოები ვართ, ვიცვამთ აბრეშუმისხალათს და უდარდელად ვატარებთ დღეს, მაგრამ ეს ასე არაა. ზოგჯერ მთელი დღისგანმავლობაში ჩემი ტექსტების სწავლასვანდომებ, გადასაღებ მოედანზემუშაობაში გლამურული არაფერია, თუჩვენ წითელ ხალიჩაზე გამოვდივართმოწესრიგებულები და ლამაზები, ეს იმასარ ნიშნავს, რომ ყოველდღე ასეა. ჩვენცგვაქვს ზოგჯერ პრობლემები, რადგანჩვენც ჩვეულებრიგი ადამიანები ვართ.

თქვენ თავად ალაგებთ სახლს, წმენდთიატაკებს, რეცხავთ ჭურჭელს, სახლში არგყავთ არცერთი დამხმარე. რამდენიმეინტერვიუში ახსენეთ ეს, თუმცაადამიანები დღემდე არ გიჯერებენ.

დიახ, ერთხელ ქუჩაში შემხვდა ჩემიგულშემატკივარი, რომელმაც საუბრისდროს მკითხა თუ რამდენი ადამიანიმუშაობდა ჩემთვის სახლში, მე კივუპასუხე, რომ არცერთი. მან არდამიჯერადა გაეღიმა. მე ჩემით ვწმენ იატაკებს, მტვერს, ვრეცხავ ჭურჭელს, ვალაგებ ეზოს, მე ეს ყველაფერი სიამოვმებას მანიჭებსგარკვეულწილად. როდესაც მაქვს დრო დაშემიძლია, რომ გავაკეთო ეს ყველაფერი, რატომ უნდა დავჯდე უსაქმოდ დაგავაკეთებინო სხვას?

რას ეტყოდი გოგონებს, რომლებსაც სურთსგახდნენ მსახიობები და რომელთათვისაცშენ მისაბაძი მაგალითი ხარ?

ნუ ეცდებიან გაიზარდონ ნაადრევად. მინდა, დავაკონკრეტო, რას ვგულისხმობამაში, ნუ ეცდებიან გამოტოვონცხოვრების საინტერესო ეტაპები მხოლოდიმის გამო, რომ მოუთმენლად ელიან რამოხდება მომავალში. ყველა პერიოდსაქვს თავისი ხიბლი და ამ მოგზაურობითუნდა დატკბნენ.

გაიგე მეტი: Margot Robbieბარბიმარგო რობი

ასევე გაეცანი

#OK! `კახა კაშია და იკა კაშია` – ნანუკა გულუა უთბილეს კადრებს გვიზიარებს!
OK! News

#OK! `კახა კაშია და იკა კაშია` – ნანუკა გულუა უთბილეს კადრებს გვიზიარებს!

December 10, 2023
#OK! CNN-მა თბილისი „ჯადოსნური საშობაო“ ევროპული ქალაქების სიაში დაასახელა!
OK! News

#OK! CNN-მა თბილისი „ჯადოსნური საშობაო“ ევროპული ქალაქების სიაში დაასახელა!

December 9, 2023
#OK! „დაიბადა იკა კაშია“ – ნანუკა გულუა და კახა კაშია მეორე შვილის მშობლები გახდნენ!
OK! News

#OK! „დაიბადა იკა კაშია“ – ნანუკა გულუა და კახა კაშია მეორე შვილის მშობლები გახდნენ!

December 8, 2023
#OK! „რადგან დედამ არ გასწავლათ, მე გასწავლით.. “ – ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოების კრიტიკას პასუხობს!
OK! News

#OK! „რადგან დედამ არ გასწავლათ, მე გასწავლით.. “ – ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოების კრიტიკას პასუხობს!

December 7, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! რას ფიქრობს ტინა კუნაკი მონიკა ბელუჩიზე?

#OK! რას ფიქრობს ტინა კუნაკი მონიკა ბელუჩიზე?

May 16, 2021
#OK! დღეს ლილი-როუზ დეპი 24 წლის გახდა:  წარმოგიდგენთ გამორჩეულ ფილმებს ახალგაზრდა ვარსკვლავის შემოქმედებიდან

#OK! დღეს ლილი-როუზ დეპი 24 წლის გახდა: წარმოგიდგენთ გამორჩეულ ფილმებს ახალგაზრდა ვარსკვლავის შემოქმედებიდან

May 27, 2023
#OK! მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly 2021 წლის Billboard Music Awards-ის დაჯილდოებაზე

#OK! მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly 2021 წლის Billboard Music Awards-ის დაჯილდოებაზე

May 24, 2021
#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცნობ FRIENDS-ის პერსონაჟებს?

#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცნობ FRIENDS-ის პერსონაჟებს?

December 31, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ფილოსოფოსის თვალით დანახული ბათუმი და ბათუმელები…

#OK! ფილოსოფოსის თვალით დანახული ბათუმი და ბათუმელები…

December 4, 2023
#OK! Pro Hub – თქვენი პირველი არჩევანი სილამაზის სფეროში

#OK! Pro Hub – თქვენი პირველი არჩევანი სილამაზის სფეროში

December 9, 2023
#OK! ტკბილი რეცეპტები

#OK! ტკბილი რეცეპტები

December 8, 2023
#OK! დაგეგმეთ დაუვიწყარი წვეულება – “სახლი მინდორში”

#OK! დაგეგმეთ დაუვიწყარი წვეულება – “სახლი მინდორში”

December 7, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები