„ლიბერთის“ საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი სწორედ მომხმარებლის კეთილგანწყობა და კმაყოფილების მოპოვებაა. მათი ღირებულებები პირდაპირ აისახება ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. „ლიბერთის“ მომხმარებლის ლოიალობის პროგრამები − CashBack და სოციალური პროექტები კი ინოვაციის, შემოქმედებითობის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის საუკეთესო მაგალითია. ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად OK!-ის მკითხველს ლოიალობის განყოფილების ხელმძღვანელი − დარეჯან მალაღურაძე უამბობს.
დაჯი, თქვენ უკვე არაერთი წელია მომსახურების სექტორში საქმიანობთ. სულ ცოტა ხანია, რაც „ლიბერთის“ გუნდს შეუერთდით და გილოცავთ. უპირველესად, გაეცანით OK!-ის მკითხველს და გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ.
ბიზნესისადმი ინტერესი პატარაობიდან გამიჩნდა. ჩემი კარიერის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა მესწავლა, მნიშვნელოვანი გამოცდილება მიმეღო და საკუთარი წვლილი შემეტანა საქართველოს წამყვან ბიზნესსექტორებში: ფარმაცევტულ, სამშენებლო, ფინანსურ, სადაზღვევო და სახელმწიფო ორგანიზაციებში. 10 წელზე მეტია, რაც მომსახურების მიმართულებით ვმუშაობ სტრატეგიული მარკეტინგის, ბიზნესპროექტების მართვის, მათ შორის სოციალური შინაარსის, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების შექმნისა და განხორციელების, ასევე, ახალი სერვისების დანერგვის მიმართულებებით. თითოეული კომპანიისთვის, რომელთანაც ვითანამშრომლე, მნიშვნელოვანი და უპირატესი − მომხმარებელია. შესაბამისად, ჩემი საქმიანობაც სწორედ ადამიანების სურვილების, საჭიროებების კვლევას ეფუძნებოდა. მომხმარებელთან შეხების წერტილების კვლევა მუდმივი პროცესია, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მომხმარებელზე მორგებული სერვისების თანამედროვე ხედვაც სწორედ ინდივიდუალურ მიდგომებზეა დაფუძნებული, რაც, თავის მხრივ, აუმჯობესებს ადამიანების ჩართულობას და შედეგებს.
დაჯი, ძალიან საინტერესოა თქვენს ასაკში ასეთი წარმატებული ბიზნესგამოცდილება. გარდა ბიზნესისა, უკვე წლებია აკადემიურ საქმიანობასაც ეწევით. ნებისმიერი საქმიანობა გარემოში ორმხრივია. თქვენ რას იღებთ აკადემიური საქმიანობიდან?
5 წელზე მეტია მიწვეული ლექტორი ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და „საქართველოს უნივერსიტეტში“ − სტრატეგიული მარკეტინგის მიმართულებით. სტუდენტებთან ურთიერთობა ორმხრივია: ვასწავლი და თავადაც ბევრს ვსწავლობ მათგან. პროცესი ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, მომავალ თაობასთან ურთიერთობა, მათი ინტერესების გათვალისწინება ძალიან მეხმარება მიმდინარე საქმიანობაში სამომავლო პროდუქტებისა და სერვისების შექმნაში.
ერთი წლის წინ „ლიბერთიმ“ ახალი სტრატეგია − „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ დააანონსა, რომელიც ბანკის ტრანსფორმაციას და მის უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებას მოიცავს. ამასთან ერთად, ჩვენ ვხედავთ, რომ ბანკი აქტიურად ზრუნავს გუნდის გაძლიერებაზეც…
ფინანსური ინსტიტუტების მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა, მუდმივად ვადევნებდი თვალს საფინანსო სექტორში მიმდინარე სიახლეებს, ცვლილებებს. ვფიქრობ, „ლიბერთის“ ახალი სტრატეგიის ფარგლებში, გაუმჯობესებაზე ზრუნვის, საინტერესოს შექმნის, ტრანსფორმაციის, ახალი გამოწვევების მოტივაციის ჭრილში, ბანკისა და ჩემი ხედვა და ღირებულებები გადაიკვეთა.
ბანკში პირველი შთაბეჭდილება ჩემმა გუნდმა მოახდინა. პასუხისმგებლობა, გუნდურობა, პროფესიონალიზმი, მეგობრობა − ბანკის გამოკვეთილი ღირებულებაა და წახალისებულია. პირველსავე დღიდან ვგრძნობ გუნდის მხარდაჭერას, რაც საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას მაძლევს. მჯერა, რომ ერთად მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ როგორც ბიზნესის მხარდასაჭერად, ისე თითოეული ადამიანისა და მათი ოჯახების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მიხარია, რომ გუნდი შედგება ადამიანებისგან, რომელთაგან მნიშვნელოვან გამოცდილებას მივიღებ და პროფესიულად განვვითარდები.
მომხმარებლის ლოიალობის მიმართულებით, CashBack და სოციალური პროექტები ბანკში ინოვაციის, შემოქმედებითობის მხარდაჭერის, ხელშეწყობის საუკეთესო მაგალითებია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიმუშაო გუნდთან, სადაც იდეების რეალიზაცია სრულიად რეალურია. მჯერა, რომ ერთად შევეჭიდებით ამბიციურ მიზნებს და განვახორციელებთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს თითოეული ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით.
ბანკის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ცვლილებები, რომლებსაც გუნდთან ერთად განვახორციელებთ, ეხება სრულიად საქართველოს. „ლიბერთის“ აქვს ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურა. დიდი პასუხისმგებლობა, მნიშვნელოვანი გამოწვევა და მოტივაციაა ის, რომ საქმიანობას ვაგრძელებ ქვეყანაში სიდიდით მესამე ბანკში, რომელიც 1.7 მილიონ ადამიანს ემსახურება.
ახალი სტრატეგიის ფარგლებში, „ლიბერთის“ მთავარი ღირებულება არის ადამიანი. თქვენი მიმართულებით რას აკეთებს ბანკი ადამიანებისთვის?
ბანკის მისიაა − ადამიანების, მათი ოჯახებისა და ბიზნესების გაუმჯობესება საქართველოში. „ლიბერთიში“ ჩემი მიმართულება ლოიალობის განვითარებაა, ჩართული ვარ ბანკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ორ ძირითად პროექტში − CashBack და სოციალური პროგრამები. CashBack-ის მიზანი ბანკის არსებული მომხმარებლების გააქტიურებაა მათზე მორგებული საინტერესო CashBack-შეთავაზებებით, მათი ლოიალობის ზრდა და ახალი მომხმარებლების დაინტერესება. ასევე, პროექტში ჩართულ მეგობარ კომპანიებთან ურთიერთობის გაღრმავება და ნაყოფიერი თანამშრომლობა.
სოციალური პროექტები კი, ორიენტირებულია სახელმწიფოს მხრიდან სოციალური სარგოს მიმღებ ადამიანებზე. სოციალურ პროექტში ჩართულია კომპანიები აქტიურად მოხმარებადი სექტორებიდან: აფთიაქი, სუპერმარკეტი, კლინიკები, თეატრები. მათთან ერთობლივი, განსაკუთრებული შეთავაზებებით ვზრუნავთ და ვაუმჯობესებთ ადამიანების ყოველდღიურობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მომხმარებლებისთვის მომსახურებები და სერვისები. ასევე, გავზარდოთ „ლიბერთის“ ბარათების გამოყენების მოტივაცია. ეს კი ხელს შეგვიწყობს, კიდევ უფრო კარგად შევისწავლოთ მომხმარებლის სურვილები და საჭიროებები.
CashBack და სოციალურ პროექტებში ჩვენს მეგობარ კომპანიებთან ერთობლივად ვქმნით მნიშვნელოვან ღირებულებას, რაც პირდაპირ აისახება ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე. მიმდინარე ეტაპზე მოლაპარაკება წარმოებს განსხვავებული სექტორების ყველაზე მსხვილ ქსელურ კომპანიებთან. შესაბამისად, სულ მალე საშუალება გვექნება „ლიბერთის“ მომხმარებლებს მათზე მორგებული სპეციალური შეთავაზებები კიდევ უფრო გავამრავალფეროვნოთ.
მიხარია, რომ მეძლევა საშუალება ვიზრუნო ბანკისთვის მნიშვნელოვან სეგმენტზე − უფროსი თაობის ადამიანებზე. ეს პრივილეგია, შესაძლებლობა და უდიდესი პასუხისმგებლობაა.
„ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამა CashBack-ს ჩვენი მკითხველი და თქვენი მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს. პროგრამა ანებივრებს „ლიბერთის“ ბარათის მფლობელებს მუდმივი აქციებით და განსაკუთრებული შეთავაზებებით მათთვის სასურველ CashBack-ის მეგობარ ობიექტებში. რამდენი კომპანიაა დღეს ამ პროექტში ჩართული?
CashBack-პროექტი განსაკუთრებით უყვარს „ლიბერთის“ მომხმარებელს. ყოველდღიურად მნიშვნელოვნად იზრდება პროექტით დაინტერესება და ჩართულობა როგორც მომხმარებლების, ასევე კომპანიების მხრიდან. პროექტში ჩართულია განსხვავებული სექტორის 500-მდე კომპანია მთელი საქართველოდან, მათ შორის მსხვილი ქსელური კომპანიები და ქართული სტარტაპები. მინდა აღვნიშნო, რომ CashBack განსაკუთრებულად ეხმარება ქართულ სტარტაპებს ცნობადობის გაზრდაში, შეთავაზებების გამოკვეთასა და მომხმარებლების დაინტერესებაში.
CashBack-ის მეგობარ კომპანიებში კონკრეტული ქეშბექ-შეთავაზება არ არის პროდუქტების მიხედვით, არამედ ვრცელდება მთელ ასორტიმენტზე. ჩვენს მომხმარებლებს ხშირად ვანებივრებთ გაზრდილი CashBack-აქციებით მათთვის საყვარელ და სასურველ კომპანიებში. შესაბამისად, პროექტის მიმართ დაინტერესება და აქციების მოლოდინი ძალიან მაღალია ლოიალური მომხმარებლების მხრიდან. ჩვენი მთავარი მოტივაცია ჩვენი მომხმარებელია, მათი კეთილგანწყობა და კმაყოფილებაა.
რა უპირატესობებით სარგებლობენ კომპანიები, რომლებიც „ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამაში არიან ჩართული? და რა არის საჭირო იმისათვის, რომ ამ პროგრამაში ჩაერთონ?
ბანკის მასშტაბიდან გამომდინარე, 1.7 მლნ მომხმარებელს აქვს Cashback და სოციალურ პროექტში ჩართულ კომპანიებზე წვდომა, რაც ეფექტიანად აისახება მეგობარი კომპანიების ცნობადობისა და მომხმარებლების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდაზე. „ლიბერთი“ მუდმივად ზრუნავს მეგობარ კომპანიებზე, ურთიერთობის გაღრმავების მიზნით პროექტებში ჩართული კომპანიებისთვის მოქმედებს გადახდის კონკურენტული ტარიფები. ასევე, საბანკო სერვისებზე სპეციალური პირობებით ხელმისაწვდომობა. CashBack-ის პლატფორმა ისეა აწყობილი, რომ თითოეულ კომპანიას საშუალება აქვს ონლაინრეჟიმში დაინახოს მომხმარებლის პოტენციური რაოდენობა და შეაფასოს თანამშრომლობის პოზიტიური შედეგები.
ლოიალობის განვითარების გუნდში მოტივირებულები ვართ მრავალფეროვანი შეთავაზების მიზნით პროექტში გავაერთიანოთ სხვადასხვა კატეგორიის კომპანიები, რითაც ჩვენს მომხმარებლებს დავაინტერესებთ და გავახარებთ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების დასადგენად ვატარებთ კვლევებს და მიღებულ სიღრმისეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვადგენთ ჩვენი აუდიტორიის საჭიროებებს, სურვილებს, ამ ინფორმაციაზე დაფუძნებით კი ვირჩევთ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი მომხმარებლის ლოიალობას გაზრდის.
CashBack ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, „ლიბერთისთან“ დამეგობრება ბევრი კომპანიის მიზანია. იმედია, ჩვენი ინტერვიუს მკითხველი ბიზნესებიც დაინტერესდებიან და მოგმართავენ. მალე წინასაახალწლო სამზადისი დაიწყება. როგორ ემზადებით და რას ჰპირდებით თქვენს ერთგულ მომხმარებელს?
CashBack-ის მომხმარებლებს ნამდვილ ახალ წელს ვპირდებით. დღესასწაული იქნება გრანდიოზული, მასშტაბური, მოიცავს მთელ საქართველოს და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ყველას გახარებას. თუმცა, დეტალებს დღეს არ გავამხელ − სიურპრიზები ხომ CashBack-ის სტილია. დაინტერესებულ ადამიანებს კი ვურჩევ მუდმივად ადევნონ თვალი ქეშბექის ვებგვერდს ან ფეისბუქ-გვერდს.
მის: ჭავჭავაძის გამზირი 74
ტელ: 032 2 555 500
Email: [email protected]
web:
www.libertybank.ge
ტექსტი: ქეთი მაჭავარიანი
ფოტო: ალექსეი სეროვი