• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! კლინიკა ჰელსი თქვენი ჯანმრთელობისთვის

July 15, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

„კლინიკა ჰელსი“ მრავალპროფილური ამბულატორიული კლინიკაა, რომელიც ორიენტირებულია ხარისხსა და პაციენტების კომფორტზე. აღსანიშნავია ფაქტი, რომ იგი აღჭურვილია მაღალ სტანდარტს მორგებული თანამედროვე ტექნოლოგიით. „კლინიკა ჰელსიში“ მოსული თითოეული ადამიანი ზუსტად იგებს თავის ანამნეზს და სარგებლობს მისთვის საჭირო პროცედურით, რაზეც პასუხისმგებლები არიან აქ მომუშავე თავისი საქმის პროფესიონალი ექიმები. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა კლინიკის მფლობელსა და PR-მენეჯერს, მეგი (მარგარეტ) ინაიშვილს.

გვესაუბრეთ „კლინიკა ჰელსის“ საქმიანობის შესახებ.

„კლინიკა ჰელსი“ წარმოადგენს მრავალპროფილურ, ამბულატორიულ კლინიკას, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, პაციენტის კომფორტზე, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მტკიცებით მედიცინაზე, რაც ნიშნავს პაციენტისთვის უსაფრთხო, საერთაშორისო სტანდარტის დონის მქონე სერვისების მიწოდებას და უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებთან კონსულტაციის გავლის შესაძლებლობას.

ჩვენს კლინიკაში წარმოდგენილია ყველა თერაპიული მიმართულება: თერაპიული მიმართულებები წარმოდგენილია სხვადასხვა მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით. კერძოდ, იმუნოლოგია-ალერგოლოგიურ მიმართულებას უძღვებიან ალერგოლოგ-იმუნოლოგები სრული შესაბამისი სერვისებისა და კვლევების მიწოდებით, როგორიცაა ბოლო თაობის სპირომეტრიის ჩატარება, ალერგიული სინჯები და ა.შ.

ნევროლოგიური, გასტროენტეროლოგიური, ენდოკრინოლოგიური (ენდოკრინოლოგიური მიმართულებით, გამოვყოფ, რომ შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის პუნქციური ბიოფსიის გაკეთება და სხვა სრული ენდოკრინოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, ლაბორატორიული კვლევებით დაწყებული, და დენსიტომეტრიული გამოკვლევით დასრულებული), ოტორინოლარინგოლოგიური, ოფთალმოლოგიური, უროლოგიური მიმართულებები. აღვნიშნავ, რომ ჩვენს კლინიკასთან თანამშრომლობენ რეგიონისა და თბილისის წამყვანი სპეციალისტები, წინასწარი ჩაწერით, „კოვიდ“ − რეგულაციების გათვალისწინებით და უსაფრთხოების სრული  დაცვით!

კარდიოლოგიური მიმართულება, რომელიც მოიცავს წამყვან კარდიოლოგებთან კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრამას, კარდიოექოსკოპიას, არტერიული ჰიპერტენზიისა და ღამის აპნოეს ჰოლტერის 24-საათიან მონიტორირებას, რაც მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობის დანიშნულებისათვის და შესაბამისად, პაციენტის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

გინეკოლოგიურ-ონკოლოგიური კვლევების, კონსულტაციებისა და პროცედურების ჩატარება. მაგალითად, ბოლო თაობის კოლპოსკოპიის აპარატი, სკრინინგული Pap-ტესტი, ინვაზიური და არაინვაზიური პროცედურები, რაც ფართო სპექტრით ემსახურება ქალთა ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრას.

დერმატო-კოსმეტოლოგიური მიმართულება, რომელიც დიდ ინტერესთა სფეროს წარმოადგენს და საკმაოდ წარმატებულად − ბოლო თაობის აპარატების მეშვეობით დერმატოსკოპიისა და ტრიქოსკოპიის ჩატარება, ასევე, კოსმეტოლოგიური დეფექტების, პაპილომებისა და მეჭეჭების მოშორება მცირე ინვაზიური მეთოდებით. გარდა ამისა, პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა, გაიკეთონ შემდეგი პროცედურები: პლაზმოლიფტინგი, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია.

კლინიკა თანამშრომლობს წამყვან კოსმეტოლოგიურ ევროპულ ლაბორატორიასთან და ამ ურთიერთობის ფარგლებში, ჩვენს პაციენტებს სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ, რაც ემსახურება ჯანსაღი კანის მოვლას, შენარჩუნებას, და ასევე, სხვადასხვა პრობლემური კანის მკურნალობას.

ანგიოლოგიური მიმართულება − სისხლძარღვების დუპლექსსკანირება, სკლეროთერაპია, კაპილარებისა და ვენების მოშორება ოპერაციის გარეშე ThermaVein-ის აპარატით.

საოჯახო მედიცინის მიმართულება − რეგიონის წამყვანი პედიატრები, რაც აისახება პაციენტთა მშობლების მხრიდან ნდობაზე, ერთგულებასა და კეთილგანწყობაზე ჩვენი კლინიკის მიმართ.

რადიალური დარტყმით-ტალღური თერაპია − შვეიცარიული შტორცის აპარატით − ექსკლუზიური სერვისი რეგიონში. დარტყმით-ტალღური თერაპიის ეფექტებია ტკივილის შეგრძნების შემცირება და სრულად გაქრობა;

უჯრედებში სისხლის მოწოდების გაუმჯობესება; კალციფიცირებული ფიბრობლასტების (მარილების), ძვლოვანი წანაზარდების დაშლა და თანდათან მათი ფრაგმენტების გაწოვა; მყესებისა და იოგების მდგრადობის გაუმჯობესება;

ქსოვილებში ანთებითი პროცესების მნიშვნელოვანი შემცირება და გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება;

სისხლის წნევის ნორმალიზება.

დიაგნოსტიკური მიმართულებით, პაციენტებს წამყვან სპეციალისტებთან სრული ულტრაბგერითი გამოკვლევის საშუალება ეძლევათ. ულტრაბგერითი დენსიტომეტრია − რადიოლოგიური უსაფრთხოების გათვალისწინებით, საუკეთესო სკრინინგული საშუალებაა ოსტეოპოროზისთვის. ექსკლუზიურად პედიატრიული პროგრამით − ოსტეოპენიური სინდრომისა და ზრდის ჩამორჩენის დროული დიაგნოსტიკისთვის. ეს მნიშვნელოვანია, რათა სწორად ვმართოთ ბავშვის ზრდა-განვითარების საკითხები.

კლინიკური ლაბორატორია − მუშაობს საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. ჩვენ ვაძლევთ პაციენტებს მაღალი ხარისხის ლაბორატორიულ კვლევას; ანალიზები კეთდება არა მარტო შიდა, არამედ გარე კონტროლით. შიდა კონტროლი მოიცავს ლაბორატორიის ანალიტიკური მეთოდების კრიტიკულ შეფასებას − ნიმუშის შემოსვლიდან შედეგის გაცემის ჩათვლით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ხარისხის გარე კონტროლი.

კლინიკა „ჰელსის“ ლაბორატორია მონაწილეობს ხარისხის გარე კონტროლის შეფასების პროგრამაში, რომელიც მოწოდებულია გერმანიის ხარისხის კონტროლის ცენტრის მიერ (ქ. ბონი). აღნიშნული პროგრამით ტარდება ლაბორატორიული ანალიზების გეგმური ხარისხის კონტროლი წელიწადში 4-ჯერ, შემდეგ კი ხდება ჩვენი ლაბორატორიის შედეგების ინტერპრეტაცია, შეფასება და სერტიფიცირება ინტერნაციონალურ დონეზე. ეს კი არის ჩვენთან ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების ევროპული ხარისხისა და სიზუსტის გარანტია. ამავდროულად, ინფექციის კონტროლის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც აქტუალურია „კოვიდ“-ეპოქაში და ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში.

 

პაციენტების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა რომელია?

ძალიან აქტუალურია დარტყმით-ტალღური თერაპია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტების დამოკიდებულება, რადგან აფასებენ მკურნალობის ამ ეფექტურ მეთოდს, რომელიც არის არაინვაზიური და ამავდროულად, თვალსაჩინო შედეგების მქონე თერაპიის ადრეულ სტადიებზე.

ასევე, მოთხოვნადია დენსიტომეტრიული გამოკვლევა, რითაც ხდება ძვლის მინერალური სიმკვრივის გამოკვლევა და ხორციელდება, როგორც უკვე ვახსენე, ოსტეოპოროზის სკრინინგისთვის, რაც ერთგვარი ოქროს სტანდარტია.

ამასთანავე, პოპულარულია კაპილარების მოშორება ThermaVein-ის აპარატით, თერმული იმპულსების საშუალებით. ამ აპარატის უპირატესობაა, რომ არის ცნობილი და სანდო ბრენდი, რომელიც არანაირ რისკს არ წარმოადგენს პაციენტისთვის, აქვს კარგი შედეგი, რაც ჩანს პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ. მთავარია, რომ უსაფრთხო, მყისიერი და ეფექტურია, აქვს მუდმივი შედეგები, მკურნალობისთვის საჭიროა მცირე დრო, არის ლაზერის, ელექტროლიზისის და IPL-ის უსაფრთხო ალტერნატივა; აქვს კანის დაზიანების მინიმალური რისკი, არ იწვევს სისხლჩაქცევებს, ნაწიბურებს, პიგმენტაციის დაკარგვას, და გამორიცხავს სხვა გვერდით ეფექტებს.

გარდა ამისა, ძალიან მოთხოვნადი, პოპულარული და ცნობილი პროცედურაა სკლეროთერაპია − ვენებისა და კაპილარების მოშორება ოპერაციის გარეშე, მათთვის, ვისაც აწუხებს ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ან სურს კოსმეტიკური ნაკლის მოშორება. სკლეროთერაპიის საშუალებით, პაციენტს აქვს შესაძლებლობა თავიდან აიცილოს ვარიკოზით გამოწვეული გართულებები და თავის ფეხებს დაუბრუნოს ჯანმრთელობა და სილამაზე.

„კლინიკა ჰელსი“ „კოვიდ“-მიმართულებითაც მუშაობს. გვესაუბრეთ ამასთან დაკავშირებით.

ჩვენი კლინიკა მაქსიმალურად ზრუნავს როგორც პაციენტებზე, ასევე თანამშრომლებზე. დაცულია ინფექციის კონტროლის ყველა ნორმა, რაც სავალდებულოა ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში. ამავდროულად, კლინიკის 60%-ზე მეტი თანამშრომელი უკვე 2-ჯერაა აცრილი „კოვიდ“-საწინააღმდეგო ვაქცინით, რაც დიდ უპირატესობას ანიჭებს ჩვენთან მოსული პაციენტების უსაფრთხოებას. ასევე, ვახორციელებთ PCR-ტესტირებას. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენი რეგიონის მოსახლეობას ყველაზე კომფორტულ პირობებს (როგორც კლინიკაში მოსვლის, ასევე სასურველ ლოკაციაზე მომსახურების შემთხვევაში) და ხელმისაწვდომ ფასებს, დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

„კლინიკა ჰელსის“ სამომავლო გეგმები.

ქვეყანაში დღევანდელი სამედიცინო სერვისების მიწოდების ანალიზმა გვიჩვენა, რომ ყველაზე დეფიციტურია პაციენტის მიმართ ყურადღება და მუდმივი მეთვალყურეობა მის ჯანმრთელობასა და დანიშნულების შესრულებაზე. ამის გათვალისწინებით, ჩვენს კლინიკაში უკვე შეიქმნა კონცეპტუალური სერვისების პლატფორმა, რომელსაც ეწოდება „როგორ ხარ?“ ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა მიმართულებით (მაგ. „ჯანმრთელი გული“, „ჯანმრთელი ძვლოვანი სისტემა“, „ჯანმრთელი ვენური სისტემა“, „ჯანსაღი სუნთქვა“, „ქალთა ჯანმრთელობა“, „ჯანსაღი კანი“, „ბავშვთა ჯანმრთელობა და სიხარული…“) ჩვენი პაციენტებისთვის გარკვეული პაკეტით სარგებლობის ფარგლებში, რეგულარულად დაუკავშირდება მკურნალი ექიმი ან ექიმის ასისტენტი, მოიკითხავს − „როგორ ხარ?“ დააზუსტებს მკურნალობის მიმდინარეობას, მისცემს შესაბამის რჩევებს და შეახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არსებული დაავადების სწორი მკურნალობა, რათა არ განვითარდეს ამ დაავადებით გამოწვეული სხვა გართულებები.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები
Health & Beauty

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს
Health & Beauty

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025
#OK! „ანალაინი“ –  უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე
Health & Beauty

#OK! „ანალაინი“ – უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

July 5, 2025
#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია
Health & Beauty

#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

July 3, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! როცა ბიზნესი იპყრობს ხელოვნებას

#OK! როცა ბიზნესი იპყრობს ხელოვნებას

February 26, 2021
#OK! სტივ ჯობსის 23 წლის ქალიშვილი სამოდელო კონტრაქტს DNA Model Management-თან აფორმებს

#OK! სტივ ჯობსის 23 წლის ქალიშვილი სამოდელო კონტრაქტს DNA Model Management-თან აფორმებს

March 8, 2022
#OK! ჯიჯი ჰადიდი მშობიარობის შემდეგ პირველად პოდიუმზე

#OK! ჯიჯი ჰადიდი მშობიარობის შემდეგ პირველად პოდიუმზე

March 6, 2021
#OK! რის გამო უჩივლებს დედოფალი ელიზაბეტი პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სასამართლოში?

#OK! რის გამო უჩივლებს დედოფალი ელიზაბეტი პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სასამართლოში?

August 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“

#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“

July 10, 2025
#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში  გადავიდა –  რა უნდა გავითვალისწინოთ?

#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში გადავიდა – რა უნდა გავითვალისწინოთ?

July 11, 2025
#OK! სადღესასწაულო კომპანია Event Room-ი – ადგილი, სადაც ოცნებები რეალობად იქცევა

#OK! სადღესასწაულო კომპანია Event Room-ი – ადგილი, სადაც ოცნებები რეალობად იქცევა

July 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები