• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! გზა ოცნებიდან რეალობამდე – ახალგაზრდა ანტრეპრენერის, მარიამ გარშაულიშვილის ამბავი

April 11, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ფოტოგრაფობა მისი ბავშვობის ოცნება იყო. ამ გზით ცდილობდა გადმოეცა თავისი ემოციები და ხედვა. მიუხედავად ამისა, სულ სხვა პროფესია აირჩია, თუმცა ფოტოგრაფიასთან კავშირი არასოდეს დაუკარგავს. წარმატებული ციფრული მარკეტინგის სპეციალისტობის პარალელურად, ყოველთვის ფიქრობდა, რომ საკუთარი სტუდია შეექმნა, 20 წლისამ ეს მოახერხა კიდეც. შემდეგ კი, პირველ ბავშვზე მშობიარობის მერე, როცა სახლში ყოფნამ მოუწია, მიხვდა, რომ კომპანია სრულიად ახალ ეტაპზე უნდა გადაეყვანა – სტუდიისა და ახალი ოფისის გახსნით. დღეს კომპანია WATSON-ი აერთიანებს ციფრული მარკეტინგის მომსახურებას, კომერციულ პროდაქშენს და პროფესიონალურ ფოტო-ვიდეოსტუდიას. სულ ცოტა ხნის წინ WATSON-ს ახალი მიმართულება დაემატა – აკადემია, რომელიც დაეხმარება დამწყებ ფოტოგრაფებს პირველი ნაბიჯების გადადგმასა და პროფესიულ ზრდაში. უფრო ვრცლად ამ თემებზე მარიამ გარშაულიშვილი თავად გვესაუბრა.

 

 

მარიამ, როდის გაგიჩნდა სტუდიის შექმნის იდეა?

მახსოვს, სკოლას როცა ვამთავრებდი, ჯერ კიდევ მაშინ მქონდა ბიზნესიდეა – 4 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სფეროები გამეერთიანებინა. ამისთვის ვემზადებოდი კიდეც, ყველაფერს ვაკეთებდი – ვიძენდი აპარატურას, თითქოს წინასწარ ვგრძნობდი, რომ სტუდიას გავხსნიდი.

პირველ ბავშვზე მშობიარობის შემდეგ, როცა სახლში მომიწია ყოფნამ, მივხვდი, რომ დრო იყო. ბავშვიც ახალი ეტაპი იყო ცხოვრებაში და WATSON-იც სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა სტუდიის და ახალი ოფისის გახსნით.

დღეს ჩემი კომპანია WATSON-ი აერთიანებს ციფრული მარკეტინგის მომსახურებას, კომერციულ პროდაქშენს, პროფესიონალურ ფოტო-ვიდეოსტუდიასა და აკადემიას, სადაც ამ ეტაპზე სტუდენტებს მხოლოდ ფოტოგრაფიის ხელოვნებას ვასწავლით. საბედნიეროდ, WATSON-ში ყველა იმ მიმართულების გაერთიანება შევძელი, რომელიც ცხოვრებისეულად მაინტერესებდა. ბიზნესი, მარკეტინგი, ფოტოგრაფია, ვიდეოგრაფია, მენეჯმენტი, ფსიქოლოგიაც კი, რადგან ბიზნესში დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებელსა და თანამშრომლებთან სწორ მიდგომას, სტრესის მართვას, პრობლემებთან მუშაობას და ა.შ.

 

რას სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენს სტუდიაში ტარდება როგორც კომერციული, ასევე პირადი ხასიათის გადაღებები. ამასთანავე, ჩვენი გადაღებებისგან თავისუფალ დროს გვაქვს საათობრივი გაქირავების სერვისი სხვა ფოტოგრაფებისა და მათი მომხმარებლებისთვის. ამით უზრუნველვყოფთ სტუდიის სრულ დატვირთულობას. ჩვენი სივრცე აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, დეკორაციებით, ფონებით, ყველაფრით, რაც პროფესიონალური დონის გადაღებისთვის არის საჭირო.

 

 

რაშია შთაგონებისა და ასევე, განვითარების საიდუმლო ფოტოგრაფიაში?

არამარტო ფოტოგრაფიაში, ზოგადად ნებისმიერ საქმიანობაში განვითარების საიდუმლო საქმის სიყვარულია. დღემდე, თავისუფალ დროს ახალი განათების სქემებს ვსწავლობ, ვვითარდები, ვაგრძელებ აპარატურის შეძენას, გაუმჯობესებას და ეს პროცესი არ მბეზრდება. გულწრფელად რომ გითხრათ, ყოველთვე რაღაც ახალი მომაქვს სტუდიაში და სიახლის დანერგვას ვცდილობ. მნიშვნელოვანია, არ გაჩერდე. თუ ეს საქმე არ გიყვარს, აუცილებლად მოგბეზრდება და დაიღლები.

ფოტოგრაფია, როგორც პროფესია, რთულად დასაწყებია. პირველ რიგში, დიდ ინვესტიციას მოითხოვს აპარატურა, რთულია პირველ მომხმარებელზე გასვლა, პორტფოლიოს შექმნა და სხვ. გზის დასაწყისში ძალიან არასტაბილურია შემოსავლის მხრივ, ამასთანავე, საჭიროა ბევრი თავისუფალი დრო, რადგან როცა დამკვეთი გადაღებას ჩაგინიშნავს, იმ დროს უნდა მიხვიდე, თუ მუშაობ სრულ განაკვეთზე, სხვაგან ფიზიკურად ვერ ჩანიშნავ გადაღებას და ვერ განვითარდები ფოტოგრაფიის მიმართულებით. ამას გარდა, კომფორტული ადამიანიც უნდა იყო დამკვეთთან ურთიერთობაში. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესიაა.

 

რისი შენახვა შეუძლია კადრს?

ფოტოგრაფებს კარგად გვესმის, რომ თითოეული კადრი ერთი დიდი ისტორიაა, რომელიც უამრავ გრძნობას და ემოციას ინახავს. მყავს მომხმარებლები, რომელთა ქორწილი, ორსულობა, ჩვილის სამშობიაროდან გამოყვანა, ნათლობა და დაბადების დღეებიც კი ჩემი გადაღებულია. წარმოუდგენელი ემოციაა ჩემთვის ასეთ გადაღებებზე მისვლა.

 

ფოტო შავ-თეთრი თუ ფერადი?

რთულია რომელიმე გადაჭრით აირჩიო. ორივეს თავისი ხიბლი აქვს.

 

ფოტოგრაფია არის გზა…

გააჩნია, როგორ დაინახავ. ჩემთვის ფოტოგრაფია არის საკუთარი შესაძლებლობების, ხედვის, ინდივიდუალურობის გამოხატვის საუკეთესო გზა.

 

 

და სიახლის შესახებ მოგვიყევით, რა კურსებს სთავაზობთ მსურველებს?

ცოტა ხნის წინ WATSON-ს ახალი მიმართულება დაემატა – აკადემია, რომლის მიზანიც დამწყები ფოტოგრაფების მხარდაჭერა, პირველი ნაბიჯების გადადგმაში დახმარება, გამოცდილების გაზიარება და გზის ჩვენება იყო. ჩემს სტუდიას ხშირად ქირაობენ დამწყები ფოტოგრაფები, რომლებიც აღნიშნავენ, თუ როგორ უჭირთ პირველი ნაბიჯების გადადგმა. ამიტომაც გადავწყვიტე აკადემიის დამატება, სადაც ამ ეტაპზე მხოლოდ ფოტოგრაფიას შევასწავლით, თუმცა სამომავლოდ ვგეგმავ სხვა მიმართულებების დამატებასაც, რაც სრულიად ახალია, ამიტომ ამ ეტაპზე არ ვიჩქარეთ და არ დაგვიმატებია კურსები სხვა მიმართულებით, თუმცა აუცილებლად დავამატებთ.

 

სამომავლო გეგმები

არ მიყვარს წინასწარ გეგმებზე საუბარი, თუმცა მხოლოდ იმას გეტყვით, რომ დღეს იმაზე მეტი მოტივაცია მაქვს, ვიდრე ოდესმე მქონია, რადგან ის, რაზეც ადრე ვოცნებობდი და მჯეროდა, განვახორციელე. დავინახე, რომ თუ რაღაცას აკეთებ და თუნდაც მცირე ნაბიჯებით მიდიხარ წინ – ოცნებები ხდება. ამიტომ კიდევ უფრო დიდი მიზნები და გეგმები მაქვს.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – შენი სიცოცხლე შენს ხელშია
ინტერვიუ

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – შენი სიცოცხლე შენს ხელშია

October 15, 2026
#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა
OK! News

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

October 14, 2026
#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება
ინტერვიუ

#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება

October 13, 2026
#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული
ინტერვიუ

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

April 3, 2021
#OK! ბენდი „ჩვენი“

#OK! ბენდი „ჩვენი“

June 5, 2024
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

March 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026
#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

October 15, 2026
#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

October 12, 2026
#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

October 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები