• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ინტერვიუ ესთეტიკური მედიცინის ექიმ თეონა შრაისთან

March 2, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ინსტაგრამის ფილტრების სამყაროში ქალების უმრავლესობას სურს იდეალურად გამოიყურებოდეს. ამის შესაძლებლობას კი იძლევა ესთეტიკური მედიცინა, რომელიც უფრო და უფრო ვითარდება და მასზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა საკმაოდ რთულია სანდო და მაღალკვალიფიციური სპეციალისტის პოვნა, რომელსაც საკუთარ სახეს ანდობ. როგორ უნდა დაიმსახუროს ესთეტიკის მედიცინის ექიმმა მომავალი პაციენტის ნდობა და რომელი პროცედურაა დღეს ყველაზე მოთხოვნადი? − ამის შესახებ #OK! ესთეტიკური მედიცინის ცენტრ Viva Aesthetic’s-ის დამფუძნებელს და ინიექციონისტ თეონა შრაის ესაუბრა.

 

თეონა, უპირველესად გაეცანით ჩვენს მკითხველს.

დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. შემდეგ შევისწავლე ესთეტიკური მედიცინის დარგი ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრში − კლინიკაში „ენდორფინი“, სადაც 4 წელი ვიმუშავე და ჩამოვყალიბდი პროფესიონალად ჩემს დარგში. ასევე, პროფესიულ განვითარებაში დამეხმარა საზღვარგარეთ, კონგრესებსა და ტრენინგებზე მიღებული ცოდნა. ახლა კი, ჩემი თავი ახალი გამოწვევების წინაშე დავაყენე და გავხსენი საკუთარი ესთეტიკური მედიცინის ცენტრი − Viva Aesthetic’s.

რა სახის პროცედურებს სთავაზობთ პაციენტებს და რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა?

პაციენტებს ვთავაზობ სხვადასხვა პროცედურას, როგორიცაა ბოტოქსით ინიექცია − ნაოჭების საწინააღმდეგო, ფილერით ინიექცია − ტუჩის შევსება/გალამაზება, ყვრიმალების შევსება, ნაიარევებისა და ნაოჭების შევსება. ასევე, თმის მეზოთერაპია, კანის გამაჯანსაღებელი და გასაახალგაზრდავებელი პროცედურები და სხვ. ყველაზე პოპულარულია ტუჩის მოცულობის გაზრდა, ასევე, ასიმეტრიის გასწორება. შემდეგ უკვე ბოტოქსის ინიექციები.

რა შემთხვევაში ეუბნებით პაციენტს უარს პროცედურაზე?

უარს ვამბობ ინიექციის შესრულებაზე, თუ პაციენტს არარეალური მოლოდინი აქვს პროცედურისგან. თუ მისი ანატომია არ გვაძლევს საშუალებას იმ ეფექტის მიღების, რომელიც მას სურს. ასევე, არ არის მიზანშეწონილი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. გარდა ამისა, დაავადებები, მაგალითად, დიაბეტი ან ეპილეფსია, რა შემთხვევაშიც ინიექციურ ჩარევებს საერთოდ არ ვაკეთებთ.

 

როგორია თქვენი მიდგომა პაციენტებთან?

ყველაზე მთავარი გულწრფელობაა. ჩემს პაციენტებს ყოველთვის სიმართლეს ვეუბნები, ვუხსნი პროცედურის დეტალებს, მათ მოქმედებასა და ხანგრძლივობას. ინიექციური პროცედურები ხშირად რამდენიმეწუთიან ტკივილთან ასოცირდება. ამ დროს მე მათ კომფორტს უზრუნველვყოფ. პაციენტები მენდობიან, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

როგორ შეძელით ნდობის მოპოვება?

ამაში საკუთარი სოციალური გვერდები დამეხმარა. საკმაოდ ცნობილია ჩემი ინსტაგრამ თუ Facebook-გვერდები, სადაც პროცედურის შედეგებს, პაციენტების რეკომენდაციებს, მათ შთაბეჭდილებებს ვაზიარებ. ეს მეხმარება საკუთარ მომავალ პაციენტებთან ურთიერთობისას და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მადლიერი პაციენტების რაოდენობა, რაც განსაზღვრავს ნდობის ხარისხს.

გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგმები.

ჩემი სამომავლო გეგმები ჩემს ესთეტიკ-ცენტრს უკავშირდება. მინდა Viva Aesthetic’s ცენტრი ასოცირდებოდეს ხარისხთან, იყოს ისეთი ადგილი, სადაც მომხმარებელი შეძლებს პროცედურების ჩატარებას მაღალი ხარისხის პრეპარატებით. ჩემი ამბიცია ჯანსაღია, მსურს ამ დარგში მეტად განვითარება და მისი გაზიარება კოლეგებისთვის. Viva Aesthetic’s ცენტრში ექიმებს აქვთ საშუალება დაეუფლონ ესთეტიკური მედიცინის დარგს, შეისწავლონ ეს პროფესია ბაზისურად. სწავლება შესაძლებელია სამ ენაზე: ქართულად, რუსულად და ინგლისურად. კურსის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი, რის შემდეგაც ექიმები შეძლებენ მუშაობას ამ სფეროში.

რას ეტყოდით ქალებს?

თქვენს მკითხველებს და ყველა ქალს მინდა მივულოცო 3 და 8 მარტი. გიყვარდეთ საკუთარი თავი და იყავით თავდაჯერებულები, თუ ამისთვის ინიექციური ჩარევაა საჭირო, მაშინ გადადგით ეს ნაბიჯი იმისათვის, რომ იყოთ საკუთარ თავთან ჰარმონიაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

https://www.facebook.com/vivaacaag

მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალო, ხვიჩიას ქ. #5

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! “ნანინა” – როცა ხელნაკეთი თეთრეული ოჯახურ ისტორიასა და ქართულ ტრადიციას აერთიანებს
ინტერვიუ

#OK! “ნანინა” – როცა ხელნაკეთი თეთრეული ოჯახურ ისტორიასა და ქართულ ტრადიციას აერთიანებს

November 27, 2026
#OK! ნათია შათირიშვილი – BPW საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა
ინტერვიუ

#OK! ნათია შათირიშვილი – BPW საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა

November 25, 2026
#OK! ნინა ჯალიაშვილი „Mrs Planet 2026“-ის გამარჯვებული გახდა
ინტერვიუ

#OK! ნინა ჯალიაშვილი „Mrs Planet 2026“-ის გამარჯვებული გახდა

November 25, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა – ახალი ეტაპი ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში
OK! Business

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა – ახალი ეტაპი ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში

November 24, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! განახლებული სასტუმროს ნომრები და საკონფერენციო დარბაზები „თბილისი მარიოტისგან“

#OK! განახლებული სასტუმროს ნომრები და საკონფერენციო დარბაზები „თბილისი მარიოტისგან“

August 5, 2022
#OK! ემილი რატაკოვსკი Attico-ს კაბით! მოდელი დროს მეუღლესთან ერთად ატარებს!

#OK! ემილი რატაკოვსკი Attico-ს კაბით! მოდელი დროს მეუღლესთან ერთად ატარებს!

June 2, 2021
#OK! ორსული რიანა Vogue-ის მაისის ნომრის გარეკანს ამშვენებს

#OK! ორსული რიანა Vogue-ის მაისის ნომრის გარეკანს ამშვენებს

April 12, 2022
#OK! Arte-ს წარმატების ისტორია – იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე

#OK! Arte-ს წარმატების ისტორია – იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე

December 15, 2025

კვირის ჰიტები

#OK! „მეტამორფოზა“ – გზა ცვლილებებიდან შინაგან თავისუფლებამდე

#OK! „მეტამორფოზა“ – გზა ცვლილებებიდან შინაგან თავისუფლებამდე

November 21, 2026
#OK! ნინა ჯალიაშვილი „Mrs Planet 2026“-ის გამარჯვებული გახდა

#OK! ნინა ჯალიაშვილი „Mrs Planet 2026“-ის გამარჯვებული გახდა

November 25, 2026
#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი

#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი

November 23, 2026
#OK! პროფესიული სიზუსტე და ადამიანური ენა სამედიცინო კომუნიკაციაში – ეკატერინე ხიდაშელი სამედიცინო სფეროს კომუნიკაციებზე

#OK! პროფესიული სიზუსტე და ადამიანური ენა სამედიცინო კომუნიკაციაში – ეკატერინე ხიდაშელი სამედიცინო სფეროს კომუნიკაციებზე

November 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები