• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „ჰარი პოტერის“ ჯადოსნური სამყარო „ოლივანდერის“ მაღაზიაში

June 6, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

 1997 წელს სამყარომ გაიცნო ბიჭუნა, სახელად ჰარი პოტერი. წიგნმა და ფილმა „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ბევრ ადამიანს შეაყვარა თავი. ჰოგვორტსის სკოლაში ჯადოქრობის ხელოვნების დაუფლებამ, ქვიდიჩის შეჯიბრებებში მონაწილეობამ და ბოროტ ჯადოქართან საბრძოლველად მომზადებამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა როგორც მკითხველზე, ისე მაყურებელზე. ,„ჰარი პოტერი“ დღემდე აგრძელებს ადამიანების გულების მოჯადოებას და სწორედ აღნიშნული წიგნის სიყვარული გახდა „ოლივანდერის მაღაზიის“ შექმნის მთავარი იდეა.

ერთ დღესაც, საქართველოში „პოტერჰედები“ შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს შეექმნათ „ოლივანდერის მაღაზია“, სადაც „ჰარი პოტერის“ მოყვარულები შეძლებდნენ მათთვის საყვარელი საკულტო ფილმებისა და პერსონაჟების ნივთების შეძენას.

„შექმნის დღიდან, „ოლივანდერის მაღაზიის“ მიზანი იგივეა, რაც მისი სლოგანი – ჩვენ ვასრულებთ პოტერჰედთა ოცნებებს. დაწყებული დროის მდევრით, დამთავრებული ჯადოსნური ნაყენების ქვაბით, „ოლივანდერში“ ნებისმიერ ჯადოსნურ ნივთს იპოვით, რომელიც ჰოგვორტსში სწავლის პერიოდში შეიძლება დაგჭირდეთ“.’ – ამბობენ „ოლივანდერში“.

 

 

რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ჯადოქრობა და მაგია „ოლივანდერის მაღაზიაში“ იგრძნობა. აქ შეგიძლიათ მთელი რიგი ჯადოსნური საჩუქრების შეძენა, როგორიცაა ჰარი პოტერის ჟელიბონები, პოტერის შოკოლადის ჯოხი, ბერტი ბოტის ყველა გემოს კანფეტი. მოგეხსენებათ, აღნიშნული კანფეტი მეოცე საუკუნის დასაწყისში ჯადოქარმა კონდიტერმა – ბერტი ბოტმა სულ შეცდომით შექმნა. მას კანფეტის ქვაბში შემთხვევით ბინძური წინდა ჩაუვარდა, რამაც კანფეტს მრავალი გემო მისცა – დაწყებული ალუბლისა და ტორტის არომატებით, დამთავრებული მიწის ჭიისა და ყურის გოგირდის.

გარდა ამისა, „ოლივანდერის მაღაზიის“ ჯადოქრების სამყაროში იპოვით საკოლექციო ჯოხებს, Quibbler-ის ყელსაბამს, ჰარი პოტერის ბრელოკებს და სხვა საინტერესო აქსესუარებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯადოქრული ტკბილეულობა, რომელიც თანაბრად აოცებს და ახალისებს როგორც პატარებს, ასევე დიდებს. ჯადოსნურ სამყაროში არსებობდა საყოველთაოდ ცნობილი და ყველასთვის საყვარელი შოკოლადის ბაყაყები. შოკოლადის ბაყაყი ჯადოსნური ინგრედიენტისაგან – კროკოასგან იყო დამზადებული, რაც ბაყაყს ჯადოსნურ თვისებებებს ანიჭებდა. შეფუთვის გახსნის შემდგომ ბაყაყი აუცილებლად გადაგიხტებოდათ და თქვენ მისი დაჭერა მოგიწევდათ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც გამოუცდელ ჯადოქარს საკუთარი ნუგბარი გაჰქცევია. შოკოლადის ბაყაყის შეძენა „ოლივანდერშიც“ შეგიძლიათ, თუმცა გარწმუნებთ, რომ ამჟამად ბაყაყი არ გაგექცევათ.

 

 

„ოლივანდერის მაღაზიის“ მომხმარებელი ის გულანთებული ახალგაზრდები არიან, რომლებმაც ეს-ესაა დაასრულეს „ჰარი პოტერის“ კითხვა და ჯადოქრული სამყაროთი მონუსხულები არიან. ისინი იზიარებენ იმ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც ჰარი პოტერის წიგნებსა და ფილმებშია გადმოცემული – ამბავი სიკეთის, მეგობრობისა და გამბედაობის შესახებ.

ყველას, ვისაც აქვს სურვილი, კიდევ ერთხელ შეაღოს „ჰარი პოტერის“ ზღაპრული სამყაროს კარი, „ოლივანდერის მაღაზიის“ კარი მათთვის ღიაა შემდეგ მისამართებზე:

  • კორნელი კეკელიძის 5;
  • სითი მოლი საბურთალო;
  • ბათუმი მოლი, ზურაბ გორგილაძის 88, ბათუმი
  • გალერია თბილისი ;

სულ ახლახან გაიხნა „გალერია თბილისის“ ფილიალი (კინოთეატრ „კავეას“ ტერიტორიაზე). აღნიშნული ფილიალის შექმნის ინსპირაცია მრუდე ქუჩა გახლდათ, სადაც ჯადოქრების სამყაროში იპოვიდით ნებისმიერ ნივთს, რომელიც ჯადოქარს შეიძლებოდა დასჭირვებოდა – მფრინავი ცოცხები, მანტიები, ჯადოსნური ცხოველები და მცენარეები, ჯადოსნური წიგნები და ყოველდღიური მოხმარების საგნები. მრუდე ქუჩაზე ჯადოქრების ჯადოსნური ბანკიც კი იყო.

 

 

და თუ წვიმიან ამინდში მრუდე ქუჩაზე სასეირნოდ არ გცალიათ, მაშინ შეგიძლიათ „ოლივანდერის მაღაზიი“ს საიტიდან – ollivander.ge-დან თავად გამოიწეროთ თქვენთვის სასურველი ჯადოსნური ნივთები და ოლივანდერის ბუები უმალ მოგიფრენენ თქვენს შეკვეთას თქვენთვის სასურველ მისამართზე. აგრეთვე, „ოლივანდერის მაღაზიის“ ნივთები შეგიძლიათ შეიძინოთ ვოლტის პლატფორმის გამოყენებითაც.

„ოლივანდერის მაღაზიის“ ბრენდული ფილიალების გარდა, პოტერჰედებს ჯადოსნური ნივთების შეძენა Superheroes Shop-ის ფილიალებშიც შეუძლიათ.

მომავალ თავგადასავლამდე! გახსოვდეთ, ოცნებები სრულდება.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ასევე გაეცანი

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! ბედნიერების პატარა მომენტები – ლიკა ევგენიძე
Slider Area

#OK! ბედნიერების პატარა მომენტები – ლიკა ევგენიძე

September 9, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის
Uncategorized

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

September 8, 2026
# OK! Unlimited Summit ოქტომბერში გაფართოებული საერთაშორისო ფორმატით ბრუნდება
OK! News

# OK! Unlimited Summit ოქტომბერში გაფართოებული საერთაშორისო ფორმატით ბრუნდება

September 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

July 18, 2025
#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

December 22, 2021
#OK! Fornasetti

#OK! Fornasetti

May 1, 2022
#OK! ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო შეიძინა

#OK! ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო შეიძინა

June 16, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

October 30, 2026
#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

October 28, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

November 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები