• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Go Tour – დაუვიწყარი მოგონებები და ახალი თავგადასავლები

December 1, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ტურისტული კომპანია Go tour მეათე წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. კომპანია ორიენტირებულია ხარისხიან მომსახურებასა და მუდმივ განვითარებაზე. დასამახსოვრებელი დღეები, ზღვა ემოციები, განსხვავებული პროგრამები და საზოგადოებისათვის ცნობილ და საყვარელ ადამიანებთან ერთად მოგზაურობა − ეს არის ის არასრული ჩამონათვალი, რასაც Go tour საზოგადოებას ჰპირდება. კომპანიის განვლილ გზაზე, ახალ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ჟურნალ OK!-ის მისი დამფუძნებელი და დირექტორი − ნინო წიკლაური ესაუბრა.

როგორია Go tour-ის შექმნის ისტორია და რას სთავაზობთ საზოგადოებას?

ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ბავშვობიდან ბევრს ვმოგზაურობ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საზღვრები ჩაკეტილი იყო, ცეკვის განხრით ვახერხებდი სხვადასხვა ქვეყანაში გასვლას. შემდეგ უკვე გერმანიაში ვისწავლე, საიდანაც მქონდა საშუალება მარტივად მემოგზაურა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი ახალი ქვეყნების გაცნობით, საინტერესო ადგილების აღმოჩენით და ხალხთან ურთიერთობით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ტურიზმის სფეროსთან დამეკავშირებინა ჩემი საქმიანობა, რასაც ვფიქრობ საკმაოდ წარმატებით გავართვი თავი. უკვე ათი წელია ბაზარზე ვართ და ერთ მომხმარებელსაც ვერ იპოვით, რომელიც ჩვენი მომსახურებით უკმაყოფილოა. რა თქმა უნდა, ეს უპირველესად იმ პროფესიონალთა გუნდის დამსახურებაა, რომელიც ქმნის Go tour-ს და რაც ძალიან დიდ მოტივაციას გვანიჭებს.

გარდა სტანდარტული ტურებისა, მომხმარებელს ვთავაზობთ ჯგუფურ ტურებს, რომლებიც ძალიან პოპულარულია. პირველი ტური გვქონდა წლების წინ სტამბოლში − ნიკა წულუკიძესთან ერთად, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად განვაახლეთ ეს პროდუქტი და უკვე რამდენიმე ძალიან ლამაზი ჯგუფური ტური ჩავატარეთ სხვადასხვა ქვეყანაში, საზოგადოებისთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად. პანდემიის პერიოდში ისე გვაკლდა ადამიანებს რეალური ურთიერთობები, ემოციები, რომ ახლა გვაქვს საშუალება ავინაზღაუროთ ეს დანაკლისი.

როგორ გადალახეთ პანდემიის პერიოდი და რა სახის გამოწვევების წინაშე არიან ტურისტული კომპანიები დღეს?

მოგეხსენებათ, პანდემიამ უპირველეს ყოვლისა ტურიზმს დაარტყა. ამ დროს გადავწყვიტე ჩვენი მომხმარებლისთვის შემეთავაზებინა საქართველოს გარშემო მოგზაურობა, ძალიან საინტერესო პროგრამებით, რასაც თავის მხრივ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველანაირი წესების დაცვით ვახერხებდით ჩაგვეტარებინა შიდა ტურები, რამაც რეალურად ფსიქოლოგიურად გადაგვარჩინა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ყველანაირ სიტუაციაში არის შესაძლებელი გამოსავლის ნახვა, თუ მართლა მთელი გულით და სულით ხარ საკუთარ საქმეზე შეყვარებული.

რაც შეეხება გამოწვევებს, ალბათ ყველა სფეროში, მათ შორის ტურიზმში, მუდმივად ვდგავართ გამოწვევების წინაშე, თუმცა პანდემიის შემდეგ, ალბათ აღსანიშნავია ფასების ზრდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ მოგზაურობაზე. ამის მიუხედავად, ჩვენი კომპანია მუდმივად ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს ბიუჯეტური ტურები, რათა ყველა კატეგორიის მომხმარებელმა შეძლოს და მოახერხოს თუნდაც რამდენიმე დღით დასვენება.

 

თქვენი აზრით, როგორ მოიპოვეთ მომხმარებლის ნდობა და რა არის თქვენი მთავარი უპირატესობა?

ვფიქრობ, ჩვენი მიდგომებით დავიმსახურეთ ეს ნდობა. ყოველთვის ვცდილობთ გავუგოთ მომხმარებელს, არასოდეს დავაღალატოთ ის და მუდმივად შევთავაზოთ სიახლეები. ეს არის საქმე, რომელიც მოითხოვს დიდ შრომას და პასუხისმგებლობას. პროფესიონალიზმი − ეს ჩვენი გუნდის წევრებს კარგად აქვთ გააზრებული. თითოეული მათგანი ძალზე დიდ დროს, კომპანია კი საკმაოდ დიდ ფინანსებს ხარჯავს იმაში, რომ უფრო მეტად განვვითარდეთ, ეს ყველაფერი კი აისახება ჩვენი მომსახურების ხარისხზე.

ჩვენ ბრმად, გადმოცემით ან ფოტოებით არ ვთავაზობთ ტურებს მომხმარებელს. ადამიანები არიან სრულად ინფორმირებულნი ყველა დეტალზე და ამით თავიდან ვიცილებთ სხვადასხვა გაუგებრობას.

მნიშვნელოვანია ასევე ექსკლუზიური პროგრამები, რომლებსაც ჩვენი ტურები მოიცავს − ძალიან საინტერესო და ახალი ლოკაციები.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვცდილობთ გამოვხატოთ მადლიერება საკუთარი მომხმარებლის მიმართ და ძალიან ხშირად ვთავაზობთ ბაზარზე პირველები სიახლეებს. მაგალითად, გვაქვს Go club-ის ლოიალური ბარათი, სადაც შესაძლებელია ქულების დაგროვება და შემდგომ ამ ქულების გადაცვლა, რა თქმა უნდა, ისევ მოგზაურობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ პირველებმა შევქმენით სასაჩუქრე ვაუჩერები, რომლებსაც თავად ხშირად გადავცემთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს. ასევე, საახალწლოდ ვინც შეიძენს საგზურებს, მათაც გავახარებთ და მიიღებენ სასაჩუქრე ვაუჩერებს.

რომელია ყველაზე მოთხოვნადი ტური?

ეს დამოკიდებულია სეზონზე. ზაფხულში აქტუალურია თურქეთისა და ევროპის ზღვისპირა კურორტები, ზამთარში − უფრო თბილი და ეგზოტიკური ქვეყნები, სადაც ამ პერიოდშია სეზონი: დუბაი, ეგვიპტე, მალდივები, ტაილანდი, შრი-ლანკა. ასევე, ევროპული ქვეყნები, რომლებიც ძალიან ლამაზია განსაკუთრებით წინასაშობაო პერიოდში.

სამომავლო გეგმები…

ძალიან დიდი და საინტერესო გეგმები გვაქვს. მომავალი წლიდან ვაპირებთ დავგეგმოთ კიდევ უფრო შორი მიმართულებები, მაგალითად, ინდოეთი, რომელიც დაემთხვევა ქართული კულტურის დღეებს ინდოეთში − მომხმარებელს ელოდება საოცარი თავგადასავალი და ემოციები. ასევე, საზოგადოებას შევთავაზებთ სხვა საინტერესო ქვეყნებსაც, რომლებსაც ცოტა ხანში დავაანონსებთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, Go Tour-ი სიახლეებს არ უშინდება, პირიქით − მუდმივად ვცდილობთ დავნერგოთ ინოვაციები. მაგალითად, დეკემბერში პირველად, ვგეგმავთ Fashion-ტურს სამოდელო სააგენტო „კატრინთან“ ერთად. ეს პარტნიორობა რა თქმა უნდა მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ საზოგადოებას შევთავაზოთ განსხვავებული და საინტერესო პროგრამები, რათა მომხმარებელი კმაყოფილი და ბედნიერი იყოს.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი
Travel

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი

November 13, 2026
#OK! MICE ტურიზმის ქართული გზა
OK! Business

#OK! MICE ტურიზმის ქართული გზა

October 13, 2026
#OK! თბილისის მახლობლად მდებარე საუკეთესო ტბები და ადგილები ერთდღიანი დასვენებისთვის
Travel

#OK! თბილისის მახლობლად მდებარე საუკეთესო ტბები და ადგილები ერთდღიანი დასვენებისთვის

July 14, 2026
#OK! თბილისის 5 საუკეთესო აუზი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის
Slider Area

#OK! თბილისის 5 საუკეთესო აუზი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

June 26, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო  ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

February 13, 2026
#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

September 11, 2024
#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

October 7, 2021
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

November 13, 2026
#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

November 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები