• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! გიული შანიძე – ბედნიერებაა იზრუნო ადამიანების ბედნიერი ემოციებისთვის

October 20, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

მიაჩნია, რომ ბედნიერებაა აკეთო საქმე, რომელიც ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი დღის დღესასწაულად გადაქცევას ემსახურება. დიზაინის შექმნისას უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ ნიუანსს, ცდილობს ყველა დეტალი დახვეწილი და საინტერესო იყოს, შექმნას სივრცე, რომლის ხილვისას აღფრთოვანებას, გულწრფელ კომპლიმენტებს არ დაიშურებენ ადამიანები. „Ok! ბათუმის“ სტუმარი დიზაინერი გიული შანიძეა, რომელიც საქორწინო და სადღესასწაულო დიზაინს ქმნის და ფიქრობს, რომ საყვარელი საქმისადმი მისმა დამოკიდებულებამ მოაპოვებინა ის ნდობა და სიყვარული,

რაც დღეს საზოგადოებაში აქვს.

ხართ დიზაინერი, წვლილი შეგაქვთ ადამიანების მნიშვნელოვანი დღის გალამაზება-გამრავალფეროვნებაში. გვიამბეთ, როდის დაიწყეთ აღნიშნული საქმიანობა და რამ განაპირობა?

ყოველთვის მომწონდა, მიზიდავდა და აღმაფრთოვანებდა ყვავილებთან ურთიერთობა. საბედნიეროდ, ჩემი მეუღლის ოჯახის საქმიანობის სფეროც იგივე აღმოჩნდა – საქორწინო და სადღესასწაულო წვეულებების ორგანიზება-გაფორმება. ია დიასამიძე, ჩემი მეუღლის დედა თავის მრავალწლიან გამოცდილებას მიზიარებდა, რამაც მომცა შესაძლებლობა და სტიმული, კიდევ უფრო განმევითარებინა და დამეხვეწა ჩემი უნარები ამ საქმიანობაში.

საკმაოდ კონკურენტუნარიანი გარემოა იმ მიმართულებით, რაშიც საქმიანობთ. რა ნიშა გაქვთ, რა გამოგარჩევთ სხვებისგან?

ვცდილობ ყველა მომხმარებელს შევთავაზო არა შაბლონური და სტანდარტული, არამედ ინდივიდუალური, მათზე მორგებული დიზაინი. მთელ ენერგიას და ძალისხმევას ვდებ იმაში, რომ თითოეული მომხმარებელი ჩემთან თანამშრომლობით კმაყოფილი იყოს. საბედნიეროდ, ასეც არის, რაც დამატებითი სტიმულია ჩემთვის.

დღე, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ…

მსგავსი დღე არაერთია, მაგარამ გამოვარჩევ ჩემს პირველ დიდ შეკვეთას, როცა ამ სფეროში ახალბედა ვიყავი, თუმცა გამომიცხადეს სრული ნდობა. ვფიქრობ, პირნათლად გავართვი თავი და მას შემდეგ ჩემი ამ კომპანიასთან თანამშრომლობა დღემდე გრძელდება.

როგორ ფიქრობთ, რას მოაქვს საზოგადოების ნდობა და სიყვარული?

პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლიანობას, გულისხმიერებას. როცა გიყვარს შენი საქმე, როცა ისე აკეთებ ყველაფერს, როგორც, მაგალითად, საკუთარი ქორწილისთვის ან დაბადების დღისთვის გააკეთებდი, შეუძლებელია ეს შეუმჩნეველი დარჩეს. გულწრფელობა ის ძალაა, რომელსაც მოაქვს ნდობა და სიყვარული.

 

რა ტიპის წვეულებებს, ქორწილებს ანიჭებენ უპირატესობას დღეს, რა ტენდენციაა ამ კუთხით?

ღია სივრცეში გამართული წვეულებები საკმაოდ აქტუალურია, მოთხოვნაც მაღალია, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაკლებად ვართ განებივრებული მსგავსი ადგილების არსებობით…

კმაყოფილი მომხმარებელი, მათგან მიღებული ემოცია…

ეს არის ის ძალა და მუხტი, რაც მაძლევს მოტივაციას, რომ ჩემი მიღწეული შედეგები უფრო და უფრო გავაუმჯობესო.

სამომავლო გეგმები….

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, დიდი სურვილი მაქვს, მქონდეს წვეულებათა სახლი, სადაც მომხმარებელს შევთავაზებ განსხვავებულ სერვისს დღესასწაულებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რაც გულით გინდა, აუცილებლად შეგისრულდება და მეც შევძლებ მეტი შემართებით გავაგრძელო ადამიანებისთვის ზღაპრული შთაბეჭდილებების მინიჭება.

ასევე გაეცანი

#OK! გიორგი ოჩხიკიძის სპორტული ფორმულა – შინაგანი თავდაჯერებულობა, რწმენა და შრომა
OK! ბათუმი

#OK! გიორგი ოჩხიკიძის სპორტული ფორმულა – შინაგანი თავდაჯერებულობა, რწმენა და შრომა

December 16, 2025
#OK! ხმა, რომელიც სიყვარულად იქცა – თამთა ხუხუნაიშვილი
OK! ბათუმი

#OK! ხმა, რომელიც სიყვარულად იქცა – თამთა ხუხუნაიშვილი

December 16, 2025
#OK! უსასრულო სამყარო – იოსებ ბარდანაშვილის ბგერების ფილოსოფია
OK! ბათუმი

#OK! უსასრულო სამყარო – იოსებ ბარდანაშვილის ბგერების ფილოსოფია

December 16, 2025
#OK! საკუთარი სინათლით შექმნილი სამყარო ანა შამილაძის გზა…
OK! ბათუმი

#OK! საკუთარი სინათლით შექმნილი სამყარო ანა შამილაძის გზა…

December 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჯონ მალკოვიჩის სრულყოფილი გარდასახვები სანდრო მილერის ფოტორეპლიკებში

#OK! ჯონ მალკოვიჩის სრულყოფილი გარდასახვები სანდრო მილერის ფოტორეპლიკებში

February 3, 2022
#OK! საბავშვო ევროვიზიაზე 2022 წელს საქართველოს მარიამ ბიგვავა წარადგენს

#OK! საბავშვო ევროვიზიაზე 2022 წელს საქართველოს მარიამ ბიგვავა წარადგენს

December 9, 2022
#OK! TOPTHESHAKER – ანუნა თოფურიას ბლოგი

#OK! TOPTHESHAKER – ანუნა თოფურიას ბლოგი

April 6, 2022
#OK! დათო არჩვაძის ახალი ემოციური კლიპი, რომელიც აგვისტოს ომის გმირს მიუძღვნა!

#OK! დათო არჩვაძის ახალი ემოციური კლიპი, რომელიც აგვისტოს ომის გმირს მიუძღვნა!

February 2, 2024

კვირის ჰიტები

#OK! სნუპ დოგი აშშ-ის ოლიმპიური ნაკრების საპატიო მწვრთნელად დანიშნეს

#OK! სნუპ დოგი აშშ-ის ოლიმპიური ნაკრების საპატიო მწვრთნელად დანიშნეს

December 12, 2025
#OK! გიორგი ოჩხიკიძის სპორტული ფორმულა – შინაგანი თავდაჯერებულობა, რწმენა და შრომა

#OK! გიორგი ოჩხიკიძის სპორტული ფორმულა – შინაგანი თავდაჯერებულობა, რწმენა და შრომა

December 16, 2025
#OK!  პამელა ანდერსონი ევას ქანდაკებასთან, დახეულ წინდებში გადაიღეს

#OK! პამელა ანდერსონი ევას ქანდაკებასთან, დახეულ წინდებში გადაიღეს

December 10, 2025
#OK! Arte-ს წარმატების ისტორია – იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე

#OK! Arte-ს წარმატების ისტორია – იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე

December 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები