• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

#OK! გიორგი ოჩხიკიძის სპორტული ფორმულა – შინაგანი თავდაჯერებულობა, რწმენა და შრომა

December 16, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

სპორტში მთავარი არა მხოლოდ შედეგი, არამედ ის ენერგიაა, რასაც გზაზე ტოვებ. OK! ბათუმის სტუმარი, კალათბურთელი გიორგი ოჩხიკიძე, სწორედ იმ თაობის სპორტსმენია, ვინც მოედანზე ყოველ წუთს ბოლომდე იხარჯება. მისთვის კალათბურთი პროფესია კი არა ყოველდღიური რიტუალია, სუნთქვის მსგავსი პროცესია.ბავშვობიდან ბურთთან ერთად გაზრდილი გიორგი იმ პრინციპით ცხოვრობს, რომ გამარჯვება მხოლოდ მას ეკუთვნის, ვინც არ ჩერდება. სწორედ ამიტომ, მის თამაშში იგრძნობა თავდადება, ხასიათი და ძლიერი ნებისყოფა – ის იბრძვის, ფიქრობს და თამაშობს ისე, თითქოს ყოველი თამაში ფინალია. OK! ბათუმის ფურცლებიდან კიდევ უფრო ახლოს გაიცნობთ ახალგაზრდა სპორტსმენს, საკალათბურთო კლუბ ბათუმისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, რომელიც თავდაუზოგავი შრომითა და მიღწევებით ნამდვილად არის სამაგალითო.

 

 

 

გიორგი, როგორ დაიწყო თქვენი გზა კალათბურთში –  ეს ბავშვობის მისწრაფება იყო თუ შემთხვევით აღმოჩნდით მოედანზე?

ვფიქრობ, ჩემი გზა კალათბურთში თავიდანვე გარკვეული იყო. მამაჩემი კალათბურთის მწვრთნელია, ბებიაც ყოფილი კალათბურთელი, ამიტომ, სპორტი და განსაკუთრებით კალათბურთი ბავშვობიდანვე ჩემს გარემოსა და ყოველდღიურობაში იყო. ოჯახის მხარდაჭერამ და მათმა მაგალითმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ ძალიან პატარა ასაკიდანვე ამ თამაშის მიმართ სიყვარული გამჩენოდა. შეიძლება ითქვას, რომ კალათბურთი ჩემთვის უბრალოდ სპორტი კი არა – ცხოვრების ნაწილი გახდა და დღემდე ასეა.

 

გახსოვთ პირველი მომენტი, როცა მიხვდით, რომ სპორტი მხოლოდ ჰობი აღარ იყო და ცხოვრების წესად გექცათ?

პირველი ბურთთან შეხების მომენტიდანვე მივხვდი, რომ კალათბურთი ჩემთვის უბრალოდ გართობა არ იქნებოდა. იმ ასაკში, როცა ბავშვები ჯერ სწავლაზე ფიქრობენ და შემდეგ ირჩევენ ჰობის, მე უკვე ვიცოდი, რომ სპორტი ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი იქნებოდა. ეს გადაწყვეტილება ბუნებრივად მივიღე – თითქოს შინაგანად ვგრძნობდი, რომ მოედანზე ვიყავი იმ ადგილას, სადაც საკუთარ თავს ყველაზე კარგად ვგრძნობდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ კალათბურთი არა ჰობი, არამედ ჩემი მიზანი და ცხოვრების წესია.

 

 

სპორტში, ხშირად რთულია პროფესიული გზის გავლა – რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი სირთულე?

როგორც ყველა სპორტსმენის კარიერაში, ჩემს გზაზეც არაერთი სირთულე ყოფილა. ყველაზე რთული, ალბათ, ის პერიოდებია, როცა შედეგი დაუყოვნებლივ არ ჩანს, თუმცა, მაინც გიწევს ყოველდღე მუშაობა და რწმენის შენარჩუნება. სპორტული ცხოვრება დიდ დისციპლინას მოითხოვს – ყოველდღიური რეჟიმი, ვარჯიშები, სწორი კვება და მუდმივი თვითკონტროლი. ხშირად საჭიროა ბევრ რამეზე უარის თქმა.

 

დღეს საკალათბურთო კლუბ ბათუმის, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ხართ, რას ნიშნავს თქვენთვის აღნიშნული მიღწევები?

ბათუმში თამაში ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ეს  ჩემი მშობლიური ქალაქია. აქ დავიბადე, გავიზარდე და კალათბურთის სიყვარულიც სწორედ აქედან დაიწყო. ბათუმის ფორმის ტარება იმ პატარა გიორგის სურვილი იყო, რომელიც მამას დაყვებოდა თამაშებზე, მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებლობაცაა. მსურს, რომ ჩემი წვლილი შევიტანო კლუბის წარმატებაში და ქალაქს დავუბრუნო ის, რაც ამდენი წლის განმავლობაში მასწავლა.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს – ეს უკვე სრულიად სხვა ემოციაა. როცა ქვეყნის სახელით გამოდიხარ მოედანზე და ისეთი ლეგენდარული კალათბურთელების გვერდით თამაშობ, როგორიც ჩვენს ნაკრებს ჰყავს, გსურს, რაც შეიძლება დიდხანს იყო ამის ნაწილი და ყველა ძალისხმევა ჩადო ქვეყნისთვის. ყოველი წამი მნიშვნელოვნად და განსაკუთრებულად იგრძნობა. სპორტული მიზანი – ესაა პატივისცემა, პასუხისმგებლობა და უდიდესი მოტივაცია, ყოველთვის მაქსიმუმი გააკეთო. ნაკრების ფორმა ჩემთვის სიმბოლოა იმისა, რომ შრომა, რაც წლების განმავლობაში ჩავდე, დაფასდა, და ამავდროულად – ვალდებულებაა, განვაგრძო განვითარება და ღირსეულად წარმოვადგინო საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე.

 

 

რას მოაქვს სპორტსმენის ცხოვრებაში ნამდვილი წარმატება – ტიტულები, გამარჯვებები თუ რაღაც უფრო შინაგანი?

ჩემი აზრით, ნამდვილი წარმატება სპორტში იწყება შინაგანი სურვილით, რომელიც გაძლევს ძალას – რომ არ გაჩერდე. ტიტულები და გამარჯვებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ უნდა დაანახო საკუთარ თავს, რომ საკუთარი მაქსიმუმი გაეცი და შენ თავთან მიცემული პირობა შეასრულე. როცა ეს გრძნობა გამოძრავებს, ყველაფერი სხვა ამ დროს თავისთავად მოდის. სწორედ ამ შინაგანი სურვილით, მუდმივი ვარჯიშით და თავდაუზოგავი ძალისხმევით დგება შედეგი, რომელიც საბოლოოდ ჯერ პატარ-პატარა გამარჯვებებამდე და შემდეგ უკვე ტიტულებამდე მიგიყვანს. ჩემთვის სწორედ ეს კავშირია მთავარი – შინაგანი თავდაჯერებულობა, რწმენა და შრომა.

 

არის რაიმე წესი, რომელსაც არასოდეს არღვევთ? შეიძლება ეს იყოს ვარჯიშის დისციპლინა, ან ცხოვრებისეული პრინციპი.

დიახ – დისციპლინა მოედანზეც და მოედნის გარეთაც. ჩემთვის ეს მხოლოდ წესრიგი ან რუტინა არ არის, ეს არის დამოკიდებულება

ყველაფრის მიმართ, რასაც ვაკეთებ. ვცდილობ, ყოველთვის ვიყო ფოკუსირებული, პასუხისმგებლიანი და ერთგული იმ მიზნების, რაც დავისახე. როგორც ვარჯიშზე, ისე ცხოვრებაშიც მჯერა, რომ შედეგი მოდის მაშინ, როცა ყოველდღე აკეთებ საჭირო საქმეს, მიუხედავად იმისა, გინდა თუ არა. სწორედ ესაა ის წესი, რომელსაც არასდროს ვარღვევ.

 

რას ნიშნავს თქვენთვის ბათუმი – უბრალოდ ქალაქი, სადაც დაიბადეთ, თუ ადგილი, რომელიც განგაწყობთ და გეხმარებათ მოედანზე საკუთარ თავთან იყოთ?

ბათუმი ჩემთვის განსაკუთრებულია – აქ დავიბადე და გავიზარდე, ამიტომ ამ ქალაქს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩემს ცხოვრებაში. როცა ბათუმის მოედანზე ვარ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. აქ მივიღე ის საფუძველი, რაც ახლა მაძლევს ძალას და თავდაჯერებულობას, მოედანზე ვაკეთო ის, რაც მიყვარს.

 

მოედანს მიღმა როგორი ხართ? როგორ ატარებთ დროს, როცა სპორტზე არ ფიქრობთ?

მოედანს მიღმა ცხოვრებაშიც, სპორტი დიდ ადგილს იკავებს – თითქმის ყველა ფიქრი და საუბარი მაინც მასთან არის დაკავშირებული, თუმცა, ეს არასოდეს მაწუხებს. თავისუფალი დროის გატარება ყველაზე მეტად მიყვარს ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან – ოჯახთან, მეგობრებთან და განსაკუთრებით შეყვარებულთან. ის ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მის გვერდით ყოველთვის სიმშვიდეს, სითბოს და შინაგან სრულყოფას ვგრძნობ. მისი უსაზღვრო მხარდაჭერა და რწმენა კი მაძლევს იმ თავდაჯერებას, რომ ყველაზე რთულ მომენტებშიც კი ძლიერად ვიდგე და მოედანზე მეტად ფოკუსირებული, მოტივირებულ ვიყო.

 

რა გაძლევთ მოტივაციას მაშინ, როცა ემოციურად რთულია წაგება, ტრავმა, ან უბრალოდ გადაღლა?

რთული მომენტები სპორტში ყოველთვის არის წაგება, ტრავმა ან, უბრალოდ, გადაღლა ამ გზის ნაწილია. ასეთ დროს ყველაზე დიდ მოტივაციას მაძლევს ის ფიქრი, რომ ამდენი წლის შრომა არ უნდააღმოჩნდეს ამაო. ყოველთვის ვახსენებ საკუთარ თავს, რატომ დავიწყე ეს გზა და რა გრძნობას მაძლევს კალათბურთი. ეს მეხმარება არ დავკარგო ფოკუსი და ნაბიჯ-ნაბიჯ დავუბრუნდე საკუთარ ფორმას. დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებსაც, ვისაც გვერდში დაიყენებ. მათი მხარდაჭერა და რწმენა მაძლევს ძალას, რომ ყოველი სირთულე გადავაქციო ახალ სტიმულად და დავბრუნდე მოედანზე უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ვიყავი.

 

 

არის ადამიანი ან მოვლენა, რომელმაც თქვენი ხედვა სპორტზე შეცვალა?

ადამიანი, რომელმაც სპორტზე ჩემი ხედვა ყველაზე მეტად შეცვალა, მამაჩემია. ბავშვობიდან მის გვერდით ვიზრდებოდი და ვხედავდი, როგორი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო. მან მასწავლა, რომ სპორტი მხოლოდ თამაში არ არის, ეს ყოველდღიური დისციპლინა, გამძლეობა და საკუთარი თავის დაძლევაა.

იყო მომენტები, როცა მარცხი ძალიან გამიჭირდა, მაგრამ სწორედ მაშინ ვიგრძენი მისი სიტყვების მნიშვნელობა, რომ მთავარი არ არის მხოლოდ მოგება, არამედ ის, როგორ დგები რთული ეტაპის შემდეგ. ამან მთლიანად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება და დღესაც ყოველ ნაბიჯზე მახსენებს, რატომ დავიწყე ეს გზა.

 

რას ეტყოდით იმ ბავშვებს, რომლებიც ახლა იწყებენ კალათბურთზე ფიქრს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველ ნაბიჯებში?

პირველ რიგში, ვეტყოდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია გულით უყვარდეთ ის, რასაც აკეთებენ. კალათბურთი, ისევე როგორც ნებისმიერი სპორტი, მოითხოვს შრომას, მოთმინებას და დროს, მაგრამ როცა ეს საქმე გიყვარს, ყველაფერი მარტივდება. არ უნდა ეშინოდეთ სირთულეების, რადგან სწორედ ეს აყალიბებს ნამდვილ სპორტსმენს.

 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შეუშინდნენ შეცდომების დაშვებას, სწორედ შეცდომებზე სწავლა გვაძლევს გამოცდილებას, რაც ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია სპორტში, როგორც წარმატება. ბევრი ფიქრობს, რომ წარმატება მხოლოდ ტალანტზეა დამოკიდებული, თქვენ რას უპასუხებთ მათ, ვინც ასე ფიქრობს?

მართლაც, ტალანტი მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ის ვერ მოგცემს წარმატების გარანტიას. ჩემს გამოცდილებაშიც, ყველაზე მეტად მნიშვნელობა აქვს შრომას, დისციპლინას და სურვილს, არასდროს

შეწყვიტო განვითარება. ნიჭი არის დასაწყისი, შრომა კი გზა – რაც რეალურ შედეგამდე მიგიყვანს.

 

არის რომელიმე თამაში, რომელიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ, როგორც ემოცია, როგორც გარდამტეხი მომენტი?

კი, რამდენიმე თამაში ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული იყო, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი და გარდამტეხი იყო ეროვნულ ნაკრებში ჩემი დებიუტი. ეს იყო მომენტი, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი ხედვა სპორტზე და დამანახა, თუ რამხელა თავდადებას მოითხოვს მაღალ დონეზე ასპარეზობა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გავიხსენებ საფრანგეთთან ეურობასკეტზე მოპოვებულ გამარჯვებას, ეს მართლაც რომ უდიდესი სიხარული იყო, რადგან საქართველო ევროპის საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდა, რითიც თამასა ავწიეთ მთელი ქვეყნისთვის. ორივე მომენტი ჩემთვის გარდამტეხია – პირველმა მიმახვედრა, რომ ეროვნული ნაკრების მაისურის ტარება სხვა დონის გამოცდილებაა, მეორემ კი მაჩვენა, რას ნიშნავს პასუხისმგებლობის, თავდადების და გამარჯვების გრძნობა ქვეყნისთვის.

 

როგორია შეყვარებული გიორგი ოჩხიკიძე?

ალბათ, ამ კითხვაზე ყველაზე კარგად ჩემი შეყვარებული უპასუხებდა, თუმცა, მეც ვეცდები. ვფიქრობ, რომ ვარ ერთგული, ყურადღებიანი და მზრუნველი შეყვარებული. ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ნდობა და პატივისცემა, ამიტომ, ყოველთვის მინდა, რომ გულწრფელად, მთელი გულით და სითბოთი მივუძღვნა მას ყველაფერი, რაც შემიძლია.

 

როგორ წარმოგიდგენიათ ხუთი წლის შემდეგ თქვენი კარიერა, რა არის თქვენი მაქსიმუმი, რომელსაც გინდათ რომ მიაღწიოთ?

ხუთი წლის შემდეგ მინდა ვიყო მოთამაშე, რომელიც უკვე საერთაშორისო დონეზე დამკვიდრდა და ბევრისთვის მაგალითია.

ჩემი მაქსიმუმი არ შემოიფარგლება მხოლოდ ტიტულებით ან პირადი მიღწევებით, ჩემთვის მთავარი არის მუდმივი განვითარება, მაღალ დონეზე თამაში და პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელსაც თან ვატარებ გუნდში და ნაკრებში. მსურს, ჩემი ენერგია და გამოცდილება სხვა ადამიანებსაც გავუზიარო, ვაჩვენო, რომ თუ გულით გიყვარს ის, რასაც აკეთებ, თუ არასოდეს ნებდები, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. ეს არის ჩემი მიზანი, რომელიც ყოველდღე მიბიძგებს წინსვლისკენ და ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში მეხმარება.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მსურს, რა დაპირებებიც ჩემს თავს მივეცი შემისრულდეს, ხოლო შემდეგ უკვე დასახული მიზნები ავისრულო.

 

 

 

 

 

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025
#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე
OK! ბათუმი

#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

December 19, 2025
#OK! ელენე ბოჭორიშვილი – პროფესიონალიზმი, ბუნებრიობა და ესთეტიკური ჰარმონია
OK! ბათუმი

#OK! ელენე ბოჭორიშვილი – პროფესიონალიზმი, ბუნებრიობა და ესთეტიკური ჰარმონია

December 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „მივხვდი რომ ჯენ ზი ყველაფრის აზრზე არიან და ძირითადად მართლები“ – სტეფანე მღებრიშვილი Gen Z-ის თაობაზე

#OK! „მივხვდი რომ ჯენ ზი ყველაფრის აზრზე არიან და ძირითადად მართლები“ – სტეფანე მღებრიშვილი Gen Z-ის თაობაზე

March 14, 2023
#OK! დღეს ქენდის სვეინფული 35 წლის გახდა: გავიხსენოთ მოდელის გამორჩეული მოდური მომენტები წითელი ხალიჩიდან

#OK! დღეს ქენდის სვეინფული 35 წლის გახდა: გავიხსენოთ მოდელის გამორჩეული მოდური მომენტები წითელი ხალიჩიდან

October 20, 2023
#OK! უბრალოდ, ჟანრი…

#OK! უბრალოდ, ჟანრი…

June 22, 2022
#OK! ინვესტიცია უძრავ ქონებაში – საჭირო რჩევები დიმიტრი კირხანიდისგან

#OK! ინვესტიცია უძრავ ქონებაში – საჭირო რჩევები დიმიტრი კირხანიდისგან

February 7, 2024

კვირის ჰიტები

#OK! საახალწლო საჩუქრების იდეები ოჯახის წევრებისთვის

#OK! საახალწლო საჩუქრების იდეები ოჯახის წევრებისთვის

December 13, 2025
#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ბრაზილია

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ბრაზილია

December 18, 2025
#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები

#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები

December 17, 2025
#OK! დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟი მოდელზე ქორწინდება

#OK! დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟი მოდელზე ქორწინდება

December 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები