• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ლისი ტოპოგრაფი – გამორჩეული ახალი უბანი ლისის ტბის ნაპირთან

September 30, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

„ლისი ტოპოგრაფი“ დასავლური ტიპის, დაბალი განაშენიანების მქონე ახალი თანამედროვე კერძო დასახლებაა. ლისის ტბიდან მხოლოდ 350 მეტრში, 41.8 ჰექტარზე, იშლება უბანი, რომელიც თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე სრულად არის მორგებული. მისი მთავარი იდეაც ადამიანებისთვის კომფორტული, ჰარმონიული და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნას ემსახურება. OK! „ლისი ტოპოგრაფის“ პროექტის განვითარების კონსულტანტს, ნინო აბსანძეს ესაუბრა.

მოგვიყევით „ლისი ტოპოგრაფზე“.

„ლისი ტოპოგრაფი“ ახალი, დასავლური ტიპის უბანია, სადაც მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ყველაზე ახლოს ლისის ტბასთან, ახალი კერძო დასახლება ვითარდება. ეს არის უბანი, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს. ფართო ქუჩები, გამწვანება, ურბანული ინფრასტრუქტურა და ლისის ტბასთან სიახლოვე, პროექტის მთავარ უპირატესობას განაპირობებს.

კომპლექსში განთავსდება 5 პარკი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთისა და ფეხბურთის სტადიონები, ბავშვთა გასართობი სივრცეები და უბნის მცხოვრებელთა საჭიროებებზე გათვლილი სხვადასხვა სამომხმარებლო ობიექტი. „ლისი ტოპოგრაფი“ მხოლოდ 244 ოჯახზეა გათვლილი და მიწის ნაკვეთების მინიმალური ფართობი 1000 კვ.მ-იდან იწყება.

რა იყო „ლისი ტოპოგრაფის“ შექმნის მთავარი ინსპირაცია?

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის კონცეფციის მთავარი ინსპირაცია გახდა „ლისი ტოპოგრაფის“ ტერიტორიის ტოპოგრაფიული სტრუქტურა. უბნის განაშენიანება იდეალურად ერწყმის არსებულ ბუნებრივ ლანდშაფტს და ჰარმონიულად ინტეგრირდება მთებით და ტბით შემოსაზღვრულ სივრცეში. ტერიტორიის განაშენიანების გეგმაზე მომუშავე არქიტექტორებმა და ურბანისტებმა უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭეს რეკრეაციასა და სივრცის ჰარმონიულ განვითარებას, შედეგად კი მიღებულ იქნა გარემოსთან მთლიანად ინტეგრირებული სივრცე, რომელიც სრულად არის რეგულირებული განაშენიანების რეგულირების გეგმით, რომელზეც რამდენიმე წელი მიდიოდა მუშაობა და საბოლოოდ, მივიღეთ ჰარმონიულად დაგეგმილი უბანი, სადაც 244 მიწის ნაკვეთი სამშენებლო ნებართვის მოსაპოვებლად სრულყოფილად არის მომზადებული.

როდის შეძლებენ უბნის მცხოვრებლები „ლისი ტოპოგრაფში“ სრულყოფილად ცხოვრებას?

„ლისი ტოპოგრაფი“  დაყოფილია A,B,C,D სექტორებად. პროექტის განვითარების პირველი ეტაპი სრულდება 2022 წლის ბოლოს.

B სექტორში სრულყოფილი ცხოვრების შესაძლებლობა მობინადრეებს უკვე 2022 წლის შემოდგომაზე ექნებათ, ვინაიდან ამ ვადაში სრულად გაიმართება უბნის ამ მონაკვეთის ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მცხოვრებლებს ნაკვეთებთან მიყვანილი დახვდებათ ყველა ძირითადი საკომუნიკაციო ქსელი: წყალი, კანალიზაცია, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ტერიტორიაზე მოწყობილი სანიაღვრე ქსელი. ამ მომენტისთვის პროექტის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩის 3-კილომეტრიან მონაკვეთზე, მიმდინარეობს „ლისი ტოპოგრაფის“ წყალარინების ქსელის ქალაქის ცენტრალურ სისტემაზე დაერთება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაკვეთის შეძენისას მყიდველს ინდივიდუალური საკანალიზაციო ჭის მოწყობა ესაჭიროება და აუზის მოწყობის შესაძლებლობაც დაბალია, „ლისი ტოპოგრაფის“ მცხოვრებლებს კი ეს პრობლემა უკვე მოგვარებული დახვდებათ.

რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს „ლისი ტოპოგრაფში“ ნაკვეთის შეძენისას მომავალმა მცხოვრებელმა?

ხშირად ხდება, როდესაც ადამიანები მიწას ყიდულობენ საინვესტიციოდ, შემდგომში გაყიდვის მიზნით, ვინაიდან მიწის ნაკვეთებზე ფასის ზრდის ტენდენცია საკმაოდ გამოკვეთილია. „ლისი ტოპოგრაფში“ ნაკვეთის შეძენისას, მყიდველი იღებს ვალდებულებას, შეთანხმებულ ვადაში დაასრულოს სახლის მშენებლობა, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ნაკვეთების გაყიდვა მოხდეს მათი შემდგომი განვითარების მიზნით და უბანმა მალე მიიღოს დასრულებული იერსახე.

ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უბნის ერთიანი იერსახის და არქიტექტურული სტილის შენარჩუნება, რათა ის არ იყოს ამოვარდნილი იმ საერთო სურათიდან, რომელიც „ლისი ტოპოგრაფს“ აქვს. სწორედ ამიტომ, მომხმარებლები ვალდებულნი არიან სახლის პროექტი შეგვითანხმონ, ან აარჩიონ პროექტები ჩვენი პარტნიორი არქიტექტურული კომპანიების მიერ, სპეციალურად „ლისი ტოპოგრაფისთვის“ შექმნილი პორტფოლიოდან.

 

 

თბილისში პარკინგი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. რამდენად ითვალისწინებს თქვენი პროექტები ამ პრობლემის გადაჭრას?

„ლისი ტოპოგრაფს“ მისი საკმაოდ გააზრებული საპარკინგე და საგზაო ინფრასტრუქტურა გამოარჩევს. გარდა იმ საპარკინგე ადგილებისა, რასაც 244 ოჯახი უბანში მოაწყობს, საერთო ტერიტორიებზე დაახლოებით 500 საპარკინგე ადგილია დაგეგმილი. გზები „ლისი ტოპოგრაფში“ 14 მეტრი სიგანისაა და მოიცავს ორმხრივი მოძრაობისთვის განკუთვნილ ორ ზოლს, დამატებით ზოლს მანქანების პარკირებისთვის, საკმაოდ განიერ ორ საფეხმავლო ბილიკს გამწვანებით და ველობილიკს, რომელიც 5 კმ სიგრძისაა.

რას გეგმავთ გარემო-პირობების გამწვანება-გაჯანსაღებისთვის?

„ლისი ტოპოგრაფის“ პროექტის მთავარი გამოწვევაც და საზრუნავიც ტერიტორიის რეკრეაციული ბუნების შენარჩუნება, კომპლექსის გამწვანება და ლისის ტბის მოვლაა.

პროექტის განვითარების პარალელურად, ჩვენ ლისის ტბაზეც დავიწყეთ ფიქრი და პროექტის გასწვრივ მდებარე არხის დასუფთავებაზე ვიზრუნეთ. „ლისი ტოპოგრაფის“ მიერ მოხდა არსებული არხის ნაგვისგან გასუფთავება და გაჯანსაღება.

არხზე სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს. სწორედ ეს არხი აღადგენს ზედაპირებზე წარმოქმნილი ნალექის შეკრებას და ხელს შეუწყობს ლისის ტბისთვის დამატებითი წყლის მიწოდებას. არხის გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, მის გასწვრივ უკვე დაირგო 250 წიწვოვანი ხე.

„ლისი ტოპოგრაფის“ ტერიტორიაზე პროექტის დასრულებამდე იგეგმება კიდევ 1000-მდე ხის დარგვა. გარემო-პირობებზე ზრუნვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ საკუთარ მობინადრეებს ვთავაზობთ ლისის ტბასთან მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას.

რამდენად დიდია მოთხოვნა „ლისი ტოპოგრაფის“ ტიპის საცხოვრებელ უბნებზე?

თბილისში და მის შემოგარენში საცხოვრებელ მიწებზე ყოველთვის იყო მოთხოვნა, თუმცა ბოლო პერიოდში ეს მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს შეიცვალოს საცხოვრებელი გარემო და იცხოვროს ქალაქგარეთ, უფრო მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა სივრცეში, სადაც იქნება მეტი ადგილი ოჯახის ყველა წევრისთვის.

ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება და მოთხოვნაც და ფასებიც განაგრძობს ზრდას. ვინც დღეს განიხილავს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას კერძო სახლის სასარგებლოდ, ვურჩევთ არ გადადონ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი მხრივ მათ ვთავაზობთ გადახდის საკმაოდ მოქნილ

პირობებს. „ლისი ტოპოგრაფში“ მიწის ნაკვეთის შეძენა 29 თვემდე განვადებით არის შესაძლებელი.

ჩვენი შიდა ტენდენცია აჩვენებს, რომ ჩვენი მცხოვრებლები ყიდიან უძრავ ქონებას ქალაქის ცენტრალურ უბნებში და გეგმავენ „ლისი ტოპოგრაფში“ მუდმივი საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

ცხოვრობდე „ლისი ტოპოგრაფში“, ნიშნავს ცხოვრობდე ქალაქგარეთ ცხოვრების ყველა უპირატესობით ქალაქში.

„ლისი ტოპოგრაფი“ არის იდეალური ადგილი მათთვის, ვინც ეძებს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ და მშვიდ გარემოს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად. ჩვენთან ყველაფერია, ჰარმონიული და ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

 

 

ტექსტი: მაიკო წერეთელი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია
ინტერვიუ

#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია

May 14, 2025
#OK! თათია გაბისონია – წარმატებული მეწარმე და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი
ინტერვიუ

#OK! თათია გაბისონია – წარმატებული მეწარმე და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი

May 14, 2025
#OK! ბრიტანული ყავის სახლების ქსელი Costa Coffee უკვე საქართველოში
Slider Area

#OK! ბრიტანული ყავის სახლების ქსელი Costa Coffee უკვე საქართველოში

May 13, 2025
#OK! Doctors – OK!-ის ახალი პროექტი
OK! Doctors

#OK! Doctors – OK!-ის ახალი პროექტი

May 14, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ტრიუმფალური თაღი თეთრი ქსოვილით შეფუთეს: ქრისტო და ჯინი კლოდების ოცნების ასახდენად 14 მილიონი ევრო გამოიყო

#OK! ტრიუმფალური თაღი თეთრი ქსოვილით შეფუთეს: ქრისტო და ჯინი კლოდების ოცნების ასახდენად 14 მილიონი ევრო გამოიყო

September 20, 2021
#OK! მატილდა გვარლიანი Calvin Klein-ის ახალ კამპანიაში

#OK! მატილდა გვარლიანი Calvin Klein-ის ახალ კამპანიაში

November 6, 2022
#OK! ტანმოვარჯიშე დედის ტანმოვარჯიშე შვილი – ქეთი ხატიაშვილი დედის ამპლუაში

#OK! ტანმოვარჯიშე დედის ტანმოვარჯიშე შვილი – ქეთი ხატიაშვილი დედის ამპლუაში

December 2, 2021
#OK! Biologique Recherche – ლამაზი და მოვლილი კანის ფილოსოფია

#OK! Biologique Recherche – ლამაზი და მოვლილი კანის ფილოსოფია

July 10, 2023

კვირის ჰიტები

#OK! თათია გაბისონია – წარმატებული მეწარმე და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი

#OK! თათია გაბისონია – წარმატებული მეწარმე და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი

May 14, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

May 10, 2025
#OK! ექთნების საერთაშორისო დღე – კავკასიის მედიცინის ცენტრის მაღალკვალიფიციურ ექთანთა გუნდი

#OK! ექთნების საერთაშორისო დღე – კავკასიის მედიცინის ცენტრის მაღალკვალიფიციურ ექთანთა გუნდი

May 13, 2025
#OK! მასაჟის თერაპია თქვენი ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობისთვის

#OK! მასაჟის თერაპია თქვენი ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობისთვის

May 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები