• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty
Face Beauty Skin Care, Woman Natural Make Up, Beautiful Model Closed Eyes Advertising Product in Hands

Face Beauty Skin Care, Woman Natural Make Up, Beautiful Model Closed Eyes Advertising Product in Hands

#OK! 10 რჩევა რომელიც თქვენი სახის კანს ნათელს და მბზინვარეს გახდის

February 8, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

ნათელი, ნაზი და მბზინვარე სახის კანი ყველა ქალის ოცნებაა, სწორედ ამიტომ თქვენთვის რამდენიმე მარტივი რჩევა შევაგროვეთ, რომელიც თქვენი კანის სტრუქტურას გააუმჯობესებს და რაც მთავარია ყველაფერი სახლის პირობებში შეგიძლიათ გააკეთოთ.

  1. დაიბანეთ სახე დღეში 2-ჯერ

    კოსმეტოლოგები გვირჩევენ დღეში ორჯერ დავიბანოთ სახე. დილით, რადგან გაღვიძებისთანავე აუცილებელია კანის მიერ გამოყოფილი ტოქსინებისა და მკვდარი უჯრედების ჩამობანა და საღამოს იმისათვის, რომ მაკიაჟი და დღის განმავლობაში დაგროვილი მტვერი ჩამოვიბანოთ.

  2. სახე დაიბანეთ ნელ-თბილი წყლით

    სისტემატურად ცივი წყლით დაბანა იწვევს სისხლძარღვების სპაზმს და აფერხებს სახის კანის კვებას. ცხელი წყლით დაბანის შემთხვევაში სისხლძარღვები ფართოვდება და სახის კანი დროთა განმავლობაში კარგავს ელასტიკურობას, ნაადრევად ჩნდება ნაოჭები. სახის დასაბანად წყლის ოპტიმალური ტემპერატურა 18-20 გრადუსია.

  3. გაიკეთეთ სახის მასაჟი

    სახის მასაჟი სტრესის მოხსნის ერთ-ერთი საშუალებაა. ის ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, ამკვრივებს კანს და ხელს უწყობს სახის კუნთების აღდგენას. სახის მასაჟი ასევე სასარგებლოა კანის ანთებით დაავადებებზე, როგორიცაა აკნე. ის ზრდის სისხლის მიმოქცევას და ჟანგბადის მიწოდებას, რომელიც საჭიროა სამკურნალოდ, ასევე ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას, რომლებიც ხშირად პასუხისმგებელნი არიან გამონაყარზე.

  4. დალიეთ წყალი

    დღეში 2 ლიტრამდე წყლის დალევა აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ზრდასრული ადამიანის სხეულის დაახლოებით 60% სწორედ წყალია, ამიტომ ბუნებრივია, რომ მისი დეფიციტი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს, რაც შემდგომში ჩვენს კანზეც აისახება.

  5. წაისვით მზისგან დამცავი

    მიუხედავად იმისა, რომ მზისგან დამცავი კრემის ტარება შეიძლება დამატებულ ამოცანად მოგეჩვენოთ, რომელიც მყისიერ შედეგს არ აჩვენებს, მისი გამოყენება აუცილებელია.  მზისგან დამცავი საშუალება იცავს თქვენს კანს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან და აფერხებს ნაოჭებს, ლაქებს და კანის კიბოს.

  6. გამოიყენეთ სახის ნიღბები

    სახლში დამზადებული სახის ნიღაბიც კი არის მარტივი და მყისიერი გზა ჯანსაღი კანის მისაღწევად. სახის ნიღბები გაჯერებულია ნიაცინამიდით, ჰიალურონის მჟავით და გლიცერინით, რაც ხელს უწყობს კანის ღრმა დატენიანებას. ის ქმნის ლიპიდურ ბარიერს, რომელიც საჭიროა კანის დატენიანების უნარის გასაძლიერებლად.

  7. ძილის რეჟიმის მოწესრიგება

    ძილი აღადგენს სხეულის დატენიანებას და უნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს. თქვენი სხეული აძლიერებს სისხლის მიმოქცევას კანში ძილის დროს, რაც ნიშნავს, რომ თქვენ იღვიძებთ ჯანსაღი ბზინვარებით. გასათვალისწინებელია, რომ კარგი ძილი არა მხოლოდ კანის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის არის კარგი, არამედ ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვისაც.

  8. ხშირად გამოცვალეთ ბალიშის გადასაფარებელი

    ბალიშის გადასაფარებელი, როგორც წესი, ინახავს უამრავ ჭუჭყს, ზეთს და ბაქტერიას რომელიც თქვენი თმიდან, კანიდან და მაისურიდან შეიძლება იყოს, რაც შემდგომში თქვენი კანის სტრუქტურას აზიანებს. ამიტომ, გირჩევთ, კვირაში ერთხელ მაინც შეცვალოთ ბალიშის გადასაფარებლები და თავიდან აიცილოთ მავნე ნივთიერებების კანზე მოხვედრის საფრთხე.

  9. აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი დაწოლისას

    პასუხი იმაზე, თუ როგორ უნდა მიიღოთ გლუვი სახის კანი, მდგომარეობს თქვენი კანის მოვლის რუტინაში. არის დღეები, როცა სამსახურიდან მისულებს ერთი სული გვაქვს, როდის დავწვებით დასაძინებლად, თუმცა სანამ მთელი მაკიაჟით დაძინებას გადაწყვეტთ, შეგახსენებთ, რომ ამან შეიძლება გააუარესოს თქვენი კანის მდგომარეობა და ფორები. მაკიაჟით დაძინება შლის კოლაგენს და იწვევს ნაადრევ დაბერებას.

  10. ნუ შეეხებით სახეს

    სახეზე შეხება შეიძლება უვნებელ საქციელად მოგეჩვენოთ, მაგრამ იცოდით, რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თქვენი კანი ბინძურდება?  ჩვენი ხელები აგროვებს უამრავ ჭუჭყს მთელი დღის განმავლობაში და როდესაც მათ სახეზე ვეხებით, საბოლოოდ ბაქტერიების გადატანა ჩვენს სახეზე ხდება. ამგვარად, პირველი ნაბიჯი კანის გასასუფთავებლად არის თავიდან აიცილოთ სახის შეხება დღეში რამდენჯერმე.

გაიგე მეტი: კანის მოვლის რუტინასახის მოვლასილამაზე

ასევე გაეცანი

#OK! Lionel Richie-ის მიძღვნილი სტატუსი ნუცა ბუზალაძეს!
Hollywood News

#OK! Lionel Richie-ის მიძღვნილი სტატუსი ნუცა ბუზალაძეს!

April 1, 2023
#OK! პირველად ისტორიაში – 106 წლის Maria Oggay ჟურნალ Vogue-ის ყდაზე
Fashion News

#OK! პირველად ისტორიაში – 106 წლის Maria Oggay ჟურნალ Vogue-ის ყდაზე

March 31, 2023
#OK! “ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი განქორწინებას გეგმავენ” – რას წერენ უცხოური გამოცემები წყვილის შესახებ
Hollywood News

#OK! “ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი განქორწინებას გეგმავენ” – რას წერენ უცხოური გამოცემები წყვილის შესახებ

March 31, 2023
#OK! პიანისტი, გიორგი გიგაშვილი რუბენშტეინის კონკურსის ფინალშია!
OK! Men

#OK! პიანისტი, გიორგი გიგაშვილი რუბენშტეინის კონკურსის ფინალშია!

March 30, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! 56 წლის მონიკა ბელუჩის გლამურული გამოჩენა და პერფორმანსი თეატრში (ვიდეო)

#OK! 56 წლის მონიკა ბელუჩის გლამურული გამოჩენა და პერფორმანსი თეატრში (ვიდეო)

September 24, 2021
#OK! ჩრდილოეთ კორეაში ტანზე მომდგარ ჯინსებს კრძალავენ

#OK! ჩრდილოეთ კორეაში ტანზე მომდგარ ჯინსებს კრძალავენ

May 19, 2021
#OK! 2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ სოფია ბზეკალავასთან

#OK! 2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ სოფია ბზეკალავასთან

December 28, 2021
#OK! ბელა ჰადიდმა, ნაომი კემპბელმა და ირინა შეიკმა ნიუ-იორკის ქუჩებში მოდური ჩვენება გამართეს

#OK! ბელა ჰადიდმა, ნაომი კემპბელმა და ირინა შეიკმა ნიუ-იორკის ქუჩებში მოდური ჩვენება გამართეს

April 10, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ტეილორ სვიფტს iHeartRadio-ს დაჯილდოებაზე “ინოვატორის ჯილდო” გადასცეს

#OK! ტეილორ სვიფტს iHeartRadio-ს დაჯილდოებაზე “ინოვატორის ჯილდო” გადასცეს

March 28, 2023
#OK! “მთავარია ზეინი იყოს კარგი მამა და არ აქვს მნიშვნელობა ვის შეხვდება” – ჯიჯი ჰადიდი სელენა გომესისა და ზეინ მალიკის ურთიერთობის შესახებ

#OK! “მთავარია ზეინი იყოს კარგი მამა და არ აქვს მნიშვნელობა ვის შეხვდება” – ჯიჯი ჰადიდი სელენა გომესისა და ზეინ მალიკის ურთიერთობის შესახებ

March 29, 2023
#OK! როგორ მიულოცა ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუას დაბადების დღე?

#OK! როგორ მიულოცა ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუას დაბადების დღე?

March 26, 2023
#OK! ჯენიფერ ენისტონი ლოს ანჯელესში Murder Mystery 2-ის პრემიერაზე

#OK! ჯენიფერ ენისტონი ლოს ანჯელესში Murder Mystery 2-ის პრემიერაზე

March 29, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×