რამდენიმე საათის წინ ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში Burberry-ის კრეატიულმა დირექტორმა რიკარდო ტიშიმ ბრენდის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის READY-TO-WEAR კოლექცია წარადგინა.
ჩვენებაზე ამერიკელი ტოპ მოდელები ჯიჯი და ბელა ჰადიდებიც გამოვიდნენ.
ჩვენებაზე მიმავალმა ვარსკვლავურმა დებმა მალევე მიიქციეს პაპარაცების ყურადღება.
როგორც იცით, ჯიჯი ჰადიდმა რამდენიმე დღის წინ ვარცხნილობა რადიკალურად შეიცვალა, Burberry-ის ჩვენებაზე კი პლატინისფერი ქერა თმით გამოჩნდა.
იხილეთ სრული კოლექცია: