• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ეროვნული არქივის ციფრული აწმყო

December 10, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ტექნოლოგიების განვითარებამ რომ კაცობრიობას ყველანაირი ინფორმაციის მოძიება გაუადვილა, ეს ახალი არავისთვისაა. მოხდა მასალებისა და დოკუმენტების ციფრულ ფორმატში გადაყვანა, რამაც გაამარტივა სასურველ ინფორმაციაზე წვდომა და გაზარდა ინტერესი საზოგადოების მხრიდან. არც ეროვნული არქივი ყოფილა გამონაკლისი და უკვე წლებია, რაც ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით ნებისმიერ მოქალაქეს უამრავ საინტერესო მასალაზე წვდომას სთავაზობს. ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ OK! საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს, თეონა იაშვილს ესაუბრა.

 

 

ქალბატონო თეონა, როგორ გესახებათ ეროვნული არქივის დიჯიტალური აწმყო?

საქართველოს ეროვნულ არქივში ხუთ მილიონზე მეტი წერილობითი დოკუმენტია დაცული და თითოეული მათგანი დიდ ინტერესს იწვევდა საზოგადოებაში. ამას ისიც ადასტურებს, რომ საცნობარო კუთხით წელიწადში დაახლოებით 27 000 მოქალაქეს ვემსახურებით. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, უკვე ხელმისაწვდომია ონლაინსაცნობარო მომსახურებაც. მოქალაქის პორტალიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოაგზავნოს მოთხოვნა და მიიღოს წვდომა მისთვის საჭირო ინფორმაციაზე. ეს კი იმის საშუალებას იძლევა, რომ დაინტერესებული პირი აღარ მივიდეს იუსტიციის სახლში განცხადების შესატანად ან მზა ცნობის გასატანად. მას უკვე მარტივად შეუძლია მოქალაქეთა პორტალიდან ელექტრონულად ჩამოტვირთოს არქივის პასუხი.

იმისათვის, რომ დოკუმენტები კარგად იყოს დაცული, მათი ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზაროს და მკვლევრებმა უფრო სწრაფად შეძლონ მეტი ინფორმაციის დამუშავება, ჩვენ წლების წინ დავიწყეთ წერილობითი დოკუმენტების გაციფრულება. შესაბამისად, უკვე შეგვიძლია, რომ მკვლევრებს ელექტრონულ ფორმატში მივაწოდოთ დოკუმენტები.

 

 

რა შეცვალა ეროვნული არქივის გაციფრულებამ?

გაციფრულებამ ეროვნული არქივის საიტის მეშვეობით შესაძლებელი და ხელმისაწვდომი გახადა სხვადასხვა ფონდი და კოლექცია. მაგალითად, პირველი რესპუბლიკის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით გავაკეთეთ კატალოგი, რომელზეც ატვირთულია რამდენიმე ფონდი, ეს გახლავთ მზარდი კატალოგი. შესაბამისად, მას მუდმივად ემატება ახალ-ახალი ფონდები პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის სხვადასხვა დაწესებულება-ორგანიზაციის თუ კონკრეტული პირის შესახებ.

 

კონკრეტულად რა სახის მასალებია ხელმისაწვდომი ვებგვერდის მეშვეობით?

საკმაოდ ვრცელი რესურსი გვაქვს წარმოდგენილი ელექტრონული კატალოგების, გამოფენების, გამოცემების, აუდიოჩანაწერების, კინონარკვევებისა და ფოტოკატალოგის სახით. ფაქტობრივად, ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ეროვნულ არქივში დაცული ფონდების სრული კატალოგი და საისტორიო არქივის ფონდების ყველა ჩანაწერი. ასევე, ეგრეთ წოდებული მეტრიკული წიგნების (საეკლესიო ჩანაწერების) სრული საძიებელი. საიტზე არსებული ელექტრონული რესურსები საკმაოდ მრავლისმომცველია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს არქივში მოუსვლელად გაეცნოს დიდ ბაზებს, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და დისტანციურად ხელმისაწვდომია.

ჩვენს საიტზე განთავსებულია საინტერესო აუდიოჩანაწერები − მხატვრული და ლიტერატურული კითხვის მართლაც უნიკალური ნიმუშები, რომელთაც ჩვენი მწერლობის, კინოსა თუ თეატრის კორიფეები, მსახიობები კითხულობენ. ამავე დროს, გვაქვს ძალიან საინტერესო საბავშვო ზღაპრები. ალბათ, წლების წინ ამ ჩანაწერებს ჩვენი ბევრი მოქალაქე ქალაქის რადიოს მეშვეობით ისმენდა. ეს ზღაპრებიც ხელმისაწვდომია ეროვნული არქივის საიტზე.

ამავე ვებგვერდზე შესაძლებელია დაათვალიეროთ გამოფენები. წლების მიხედვით განთავსებული გვაქვს კატალოგები, რომელშიც თავმოყრილია იმ ექსპოზიციების მასალები, რომლებიც ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში იმართება. პავილიონში მოსვლას ყველა ვერ ახერხებს და გამოფენებიც პერიოდულია. შესაბამისად, მათი დათვალიერება რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს, ჩვენს საიტზე სპეციალურად გამოფენების გვერდი განვათავსეთ, რამაც შესაძლებელი გახადა მათი ონლაინფორმატით ნახვა.

გარდა ამისა, გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო ელექტრონული რესურსი − ეს გახლავთ ეროვნული არქივის გამოცემები, წიგნები. ბუნებრივია,  ისინი მატერიალური სახით ხელმისაწვდომია და ყველას შეუძლია მათი შეძენა, თუმცა ეროვნული არქივის საიტზე ელექტრონულ ფორმატში მათი სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ, გაეცნოთ, წაიკითხოთ და დაათვალიეროთ.

 

გვიამბეთ საჯარო ბიბლიოთეკასთან ერთად ჩატარებულ პროექტზე.

საჯარო ბიბლიოთეკასთან ერთად გავაკეთეთ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძალიან საინტერესო საძიებელი, სადაც ეროვნული არქივი აქტიურად იყო ჩართული. ერთობლივი ძალით ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა და მზა რესურსიც მასშტაბური აღმოჩნდა. ამ საძიებელს ძალიან ბევრი მნახველი ჰყავს, რომლებიც შემდგომ უფრო მეტი ინფორმაციის გასაცნობად გვიკავშირდებიან.

როგორ ხდება მასალების გაციფრულება?

დღეის მდგომარეობით, ეროვნულ არქივს უკვე აქვს იმისი ტექნიკური შესაძლებლობა, რომ ყველა ფორმატის დოკუმენტი ციფრულ მატარებელზე გადაიტანოს და დისტანციურად ხელმისაწვდომი გახადოს მათი დათვალიერება, გაცნობა თუ მოსმენა. ეს ეხება კინოფირებსაც, რომელთაც 4K-გაფართოებით ვაციფრულებთ.

ელექტრონულ ვერსიაზე დოკუმენტების გადატანა, როგორც წერილობითი, ისე აუდიოვიზუალური, ვფიქრობ უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას გვაძლევს თვითონ დოკუმენტის დედანი უკეთ იყოს დაცული, არ მოხდეს დედნის გამოყენება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება უნდა ჰქონდეს ელექტრონული ასლით ისარგებლოს. ელექტრონულ ასლთან შეხება შეიძლება იყოს დისტანციური, რაც აუმჯობესებს დოკუმენტების ხელმისაწვდომობას, ამიტომ ეს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

 

ასევე გაეცანი

#OK! რეგიონის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის მისიით გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 19-21 ივნისს ბრუნდება
OK! Business

#OK! რეგიონის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის მისიით გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 19-21 ივნისს ბრუნდება

June 23, 2026
#OK! გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026 – წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა თბილისში ბრუნდება
OK! News

#OK! გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026 – წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა თბილისში ბრუნდება

May 22, 2026
#OK! რე:სქული – ახალი თაობის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია
OK! Business

#OK! რე:სქული – ახალი თაობის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია

May 23, 2026
#OK! ინოვაცია, საინჟინრო სიზუსტე და ჭკვიანი სახლის ახალი კულტურა
OK! Business

#OK! ინოვაცია, საინჟინრო სიზუსტე და ჭკვიანი სახლის ახალი კულტურა

March 28, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის მდიდრული ქორწილი

#OK! ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის მდიდრული ქორწილი

June 24, 2025
#OK! კრისტინა აგილერას იშვიათი გამოჩენა! მომღერლის მონოქრომული იმიჯი!

#OK! კრისტინა აგილერას იშვიათი გამოჩენა! მომღერლის მონოქრომული იმიჯი!

April 20, 2021
#OK! სიდნეიში მდებარე სახლი, რომელშიც ჯასტინ ბიბერი ცხოვრობდა 21,5 მილიონ დოლარად იყიდება!

#OK! სიდნეიში მდებარე სახლი, რომელშიც ჯასტინ ბიბერი ცხოვრობდა 21,5 მილიონ დოლარად იყიდება!

March 29, 2021
#OK! LENURA’S PROJECT კომპანია, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვან დღეს დღესასწაულად აქცევს

#OK! LENURA’S PROJECT კომპანია, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვან დღეს დღესასწაულად აქცევს

October 12, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

October 9, 2026
#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

October 8, 2026
#OK! ნინო ხაჟომია: რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და ვუთხარი „არა“

#OK! ნინო ხაჟომია: რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და ვუთხარი „არა“

October 12, 2026
#OK! ქართველი დიზაინერის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე

#OK! ქართველი დიზაინერის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე

October 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები