• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! “როდესაც ჩადიხარ ქვეყანაში, სადაც ყველა ერთმანეთს უდგას გვერდში, მაშინ ხვდები თუ რა გვაკლია ჩვენ” – შონ პენი

April 13, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი, ოსკაროსანი მსახიობი შონ პენი იმ
ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც არამხოლოდ საჯაროდ გამოხატეს უკრაინელი
მოსახლეობის მხარდაჭერა, არამედ რომლებიც ყველაფერს აკეთებენ მათი კეთილდღეობის
შესაქმნელად, საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად, სწორი ინფორმაციის
გასავრცელებლად და მიმდინარე მოვლენების შესახებ ხალხის ცნობიერების ასამაღლებლად.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა და ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ
შეიჭრა, ამერიკელი კინორეჟისორი კიევში ჩაფრინდა და საომარ ვითარებას ახლოდან ადევნებდა
თვალს.

დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩასული ვარსკვლავი დაესწრო ოფიციალურ ბრიფინგებს,
გაესაუბრა ჯარისკაცებსა, სამხედრო პირებს და დაზარალებულ მოქალაქეებს. ამერიკელი
რეჟისორი ასევე პირადად შეხვდა ქვეყნის პირველ პირს ვოლოდიმირ ზელენსკის.

პრეზიდენტ ოფისში განაცხადეს, რომ ისინი მადლობლები არიან გაწეული სამსახურისთვის და
იმ ყურადღებისთვის, რომელსაც შონ პენი ურთულეს მომენტებში უკრაინელებისადმი იჩენდა.

 

„რეჟისორი, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა კიევში, რათა საკუთარი თვალით ენახა რა
ხდებოდა ქვეყანაში, რომ ეთქვა მსოფლიოსთვის სიმართლე რუსული ოკუპაციის შესახებ, თუ
როგორ უკანონოდ შემოიჭრნენ ისინი ჩვენს ქვეყანაში და ომი დაიწყეს. დღეს შონ პენი არის იმ
ადამიანთა შორის, რომლებსაც აქვთ გამბედაობა თქვან სიმართლე. ის ავლენს სიმამაცეს,
რომელიც დღეს ბევრ ადამიანს აკლია, თუნდაც დასავლელ პოლიტიკოსებს. რაც უფრო მეტი
ადამიანი მოიქცევა მისნაირად, მით უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს უკრაინის
თავისუფლებას და მით უფრო სწრაფად შევაჩერებთ რუსულ ოკუპაციას“.

რეჟისორმა და ორგანიზაცია CORE-ის თანადამფუძნებელმა პრეზიდენტ ზელენსკისთან
საუბრისას მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან შეხვედრამ მასზე
დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.

„თითქოს რაღაცის მოწმე ვიყავი. არ ვიცი, ის ხვდება თუ არა, თუმცა, სწორედ ამ საქმისთვის არის
დაბადებული. მისი ძალისხმევა უკრაინელ ხალხზეც აისახა, ეს ხომ ცხადია, მის მიერ
გამომჟღავნებულმა სიმამაცემ და სიყვარულმა მთელი ქვეყანა გააერთიანა“.

 

როგორც თავად შონ პენი აღნიშნავს მისი ორგანიზაცია CORE ამჯერად პოლონეთის საზღვარზე
მუშაობს იმისთვის, რომ ლტოლვილებს დაეხმარონ. მისი ჯგუფი ამზადებს ჰიგიენურ
საშუალებებს, ფულად დახმარებებს, წყალსა და საკვებს რათა ადამიანებმა საზღვრის გადაკვეთა
მარტივად შეძლონ.

 

„ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ლტოლვილებს, რადგან ამჟამად მათ ჩვენი დახმარება ყველაზე
მეტად სჭირდებათ. ერთია, როდესაც ადამიანები ცდილობენ დატოვონ ქვეყანა, მეორე, როდესაც
ცდილობენ გაარკვიონ რის გაკეთებას შეძლებენ სხვა ქვეყანაში საზღვრის გადაკვეთის შემდეგ.

ბევრმა ადამიანმა მიატოვა სამსახური, დატოვა პლასტიკური ბარათები და მხოლოდ ტანსაცმლის
ამარა გადავიდა უცხო ქვეყანაში“.

„ეს არის ჩვენი ახალი რელობა, ამიტომაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება“.

„პუტინმა დაუშვა სასტიკი შეცდომა მთელი კაცობრიობის წინაშე, გაანადგურა არაერთი
უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე. პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი მოსახლეობა
პრინციპულობისა და გამბედაობის ისტორიულ სიმბოლოებად იქცნენ. თუ ჩვენ მათ მარტო
ბრძოლის უფლებას მივცემთ, ჩვენი ამერიკული სული დაიკარგება“.

კინორეჟისორმა და მსახიობმა უკრაინა კოლეგებთან ერთად ფეხით დატოვა. მისივე
განცხადებით, მანქანა გზაზე გააჩერა და პოლონეთის საზღვრამდე კოლეგებთან ერთად ფეხით
მივიდა.

„მე და ჩემმა ორმა კოლეგამ პოლონეთის საზღვრამდე რამდენიმე მილი ფეხით გავიარეთ, მას
შემდეგ, რაც მანქანა გზაზე დავტოვეთ. თითქმის ყველა მანქანაში ქალები და ბავშვები იყვნენ.
მათ არანაირი ბარგი არ ჰქონდათ, ერთადერთი მათი ქონება მანქანები იყო“.

61 წლის ვარსკვლავმა CNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ სანამ დროა, უკრაინის
დასახმარებლად მთელმა მსოფლიომ რაღაც უნდა გააკეთოს და უკრაინელი მოსახლეობის
გადასარჩენად ყველაფერი გაიღონ.

„ჩვენ უნდა გავიღოთ ყველაფერი, რაც გვაქვს უკრაინის გადასარჩენად, სხვაგვარად უნდა
შევწყვიტოთ იმის ფიქრი, რომ ამერიკა ყოველთვის არის იმედისმომცემი. მე არ ვარ ომის
კორესპონდენტი, მაგრამ მიმოგზაურია სხვადასხვა ქვეყნებში და არაერთხელ მინახავს ომის
დროს დაზარალებული ხალხი, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის“.

„როგორც აქამდე აღვნიშნე, უკრაინის დატოვებისას, მე და ჩემს გუნდს გვქონდა იმის ფუფუნება,
რომ საზღვარი მანქანით გადმოგვეკვეთა. გაოცებული ვიყავი ადამიანების რაოდენობით, ქალები
და ბავშვები, რომლებიც საზღვარს ტოვებდნენ იყვნენ ძალიან შეშინებულები. ზოგიერთს
გვერდით არ ჰყავდა მამა, როგორც იცით, 18-დამ 60 წლამდე მამაკაცები ვალდებულები არიან
დაეხმარონ თავიანთ ქვეყანას რუსეთთან ბრძოლაში. ადამიანებს საზღვართან არ ჰქონდათ
ჩემოდნები, არანაირი ბარგი, თითქოს მათ ჰქონდათ იმედი და რწმენა უკან ძალიან მალე
დაბრუნების“.

შონ პენი იმედოვნებს, რომ რუსეთი-უკრაინის ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. ის
მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს გააკეთონ ყველაფერი შესაძლებელი უკრაინელი მოსახლეობის
დასახმარებლად. რეჟისორი პროგნოზირებს, რომ მისი დოკუმენტური ფილმი დაანახებს
საზოგადოებას რეალობას, რელობას, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

გაიგე მეტი: შონ პენი

ასევე გაეცანი

#OK! დისნეიმ „კარიბის ზღვის მეკობრეები 6“- ზე მუშაობა უკვე დაიწყო
OK! Men

#OK! დისნეიმ „კარიბის ზღვის მეკობრეები 6“- ზე მუშაობა უკვე დაიწყო

July 15, 2025
#OK! ჯენიფერ ენისტონი შეყვარებულია
OK! News

#OK! ჯენიფერ ენისტონი შეყვარებულია

July 15, 2025
#OK! ,,ჰარი პოტერი” ბრუნდება – გაიცანით ჰოგვარტსის ახალი გმირები
OK! News

#OK! ,,ჰარი პოტერი” ბრუნდება – გაიცანით ჰოგვარტსის ახალი გმირები

July 15, 2025
#OK! რას წერს უცხოური მედია ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე ნიცა თავაძეზე?
OK! Men

#OK! რას წერს უცხოური მედია ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე ნიცა თავაძეზე?

July 15, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მედიცინის მსოფლიო სტანდარტი – lorence Healthcare International

#OK! მედიცინის მსოფლიო სტანდარტი – lorence Healthcare International

July 14, 2025
#OK! “იყო დრო, როდესაც სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვაც კი მეზიზღებოდა” – The Weeknd

#OK! “იყო დრო, როდესაც სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვაც კი მეზიზღებოდა” – The Weeknd

March 25, 2021
#OK! ჭიქა ღვინოსთან – მარიკა ბაკურაძე (ვიდეო)

#OK! ჭიქა ღვინოსთან – მარიკა ბაკურაძე (ვიდეო)

April 2, 2025
#OK! დიალოგი მარჯანიშვილის თეატრის კულისებს მიღმა

#OK! დიალოგი მარჯანიშვილის თეატრის კულისებს მიღმა

October 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია –  წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია – წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

July 10, 2025
#OK! ცეკვის ხელოვნება

#OK! ცეკვის ხელოვნება

July 10, 2025
#OK! ვირტუალური რეალობა შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალოდ – როგორ მუშაობს VR ფსიქოთერაპიაში?

#OK! ვირტუალური რეალობა შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალოდ – როგორ მუშაობს VR ფსიქოთერაპიაში?

July 10, 2025
#OK! Best Western Kutaisi – არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს

#OK! Best Western Kutaisi – არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს

July 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები