• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Dyson ოფიციალურად უკვე საქართველოშია

May 19, 2023
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

Dyson-ის პროდუქციას მისი დახვეწილი და უნიკალური დიზაინით, სხვა მსგავსი ტექნიკისგან, მარტივად გამოარჩევთ. შეუმჩნეველი ვერც მისი ტექნოლოგიური უპირატესობები და ინოვაციური მახასიათებლები დაგრჩებათ. Dyson-ს ქართველი მომხმარებლების ნაწილი უკვე იცნობს, თუმცა რამდენიმე თვეა ის უფრო ფართოდ გახდა ხელმისაწვდომი, მას შემდეგ, რაც „ჯეოტეკ დისტრიბუციამ“ საქართველოში და ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებში მისი პროდუქციის ოფიციალურად შემოტანა დაიწყო.

რას ნიშნავს იყო Dyson-ის ოფიციალური პარტნიორი, რაში მდგომარეობს ბრენდის უნიკალურობა და ინოვაციურობა?  – ამ და სხვა თემებზე „ჯეოტეკ დისტრიბუციის“ ბიზნეს სტრატეგიის განვითარების ხელმძღვანელს, სოფიო ჭუმბურიძეს ვესაუბრეთ.

 

 

პირველ რიგში, მოდით, უკეთ გავაცნოთ ქართველ მომხმარებელს Dyson. რა პროდუქციას აწარმოებს ბრენდი და რაში მდგომარეობს მისი ინოვაციურობა?

 

Dyson 30 წლის წინ დაარსდა ინგლისში და აწარმოებს პრემიუმ კლასის საყოფაცხოვრებო ტექნიკას – მტვერსასრუტებს, ჰაერის გამწმენდებს, ხელის საშრობებს, განათებებსა და თმის მოვლის ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა თმის საშრობი, სტაილერი და უთო.

აღსანიშნავია, რომ ბაზარზე არსებულ ნებისმიერ სხვა პროდუქციასთან შედარებით, Dyson-ის ყველა პროდუქტი გამოირჩევა როგორც ვიზუალით, ასევე თავისი ტექნოლოგიით, რომელიც უნიკალურია და დაპატენტებულია Dyson-ის მიერ.

თმის სტაილერი და ფენი გამოირჩევა სიმსუბუქით, ჰაერის ტემპერატურისა და ნაკადის კონტროლით, რაც იცავს თმას დაზიანებისგან. ჰაერის გამწმენდ მოწყობილობებს აქვთ ინოვაციური ჰაერის გამანაწილებელი ტექნოლოგია, რომელიც ქმნის მძლავრ, გლუვ ჰაერის ნაკადს ოთახის გასაგრილებლად, გასათბობად თუ ჰაერის გასაწმენდად. უნიკალურია Dyson-ის მტვერსასრუტებიც, რომლებიც სიმსუბუქესთან ერთად, სიმძლავრით გამოირჩევა. ასევე, მათ გააჩნიათ ციკლონური ტექნოლოგია, რისი მეშვეობითაც მტვრის უმცირეს ნაწილაკებსაც კი აქრობს ნებისმიერი ზედაპირიდან.

Dyson-ის ყველა პროდუქტის საერთო უნიკალურობა კი მათ ციფრულ ძრავაშია, რომელიც გამოირჩევა ხმის დაბალი დონით, დიდი სიმძლავრითა და კომპაქტური ზომით. სწორედ ამიტომაა Dyson უკონკურენტო.

მოგვიყევით თქვენს კომპანიაზე – რამდენი ხანია ბაზარზე ხართ? რა ტიპის პროდუქცია შემოგაქვთ და რატომ შეაჩერეთ არჩევანი Dyson-ზე?

 

„ჯეოტეკ დისტრიბუცია“ თითქმის 20 წელია ოპერირებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ არაერთი პოპულარული ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი ვართ, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ისე აუდიო მოწყობილობების ბრენდების, მათ შორისაა: Ninja, Cuisinart, BaByliss, JBL, HarmanKardon, Audio-Technica და სხვა.

Dyson-თან თანამშრომლობის გაფორმება, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის. მოგეხსენებათ, Dyson-ი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია მთელ მსოფლიოში და, შესაბამისად, ყველა დისტრიბუტორისა თუ საცალო ქსელის სასურველი პარტნიორია. ჯერ კიდევ ბრენდთან ურთიერთობის დაწყებამდე, ბევრი წინასწარი კვლევა ჩავატარეთ ბაზარზე, რათა აღნიშნული თანამშრომლობისთვის სწორი მიდგომა გვეპოვა. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, 2023 წლის იანვარში კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი და უკვე ოფიციალურად გავხდით Dyson-ის ერთადერთი დისტრიბუტორი რეგიონის სამ ქვეყანაში – საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

Dyson-ის რა პროდუქტებია დღეს საქართველოში ხელმისაწვდომი? სად არის მათი შეძენა შესაძლებელი?

 

დღევანდელი მდგომარეობით Dyson-ის სამი კატეგორიაა წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე – მტვერსასრუტების, თმის მოვლის საშუალებებისა და ჰაერის გამწმენდი მოწყობილობების. აღნიშნული კატეგორიების პროდუქციის შეძენა მომხმარებელს უკვე მარტიდან შეუძლია როგორც ონლაინ, ისე სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიათა ქსელში, მათ შორისაა: ალტა, ზუმერი, ელიტ ელექტრონიქსი, ეფლ სითი, აიტექნიკსი, ვენდუ, ველი სთორი, კონტაქტ ჰოუმი და ექსტრა ჯი.

 

რამდენად იცნობდა ქართული საზოგადოება ბრენდს ქვეყანაში მის ოფიციალურად შემოსვლამდე?

 

Dyson-ის პროდუქციას ქართული საზოგადოება მანამდეც იცნობდა, რადგან მომხმარებლებს დიდი ინტერესი აქვთ ხარისხიანი პროდუქციისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართ. თუმცა, სამწუხაროდ, მომხმარებლები არაოფიციალური და არაორიგინალი პროდუქციის შეძენით გამოწვეულ უსიამოვნებებს ხშირად აწყდებოდნენ ხოლმე. საბედნიეროდ, ჩვენი Dyson-თან გაფორმებული თანამშრომლობით ბაზარზე არსებული ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია.

 

თქვენი დაკვირვებით რამდენად გაიზარდა Dyson-ის პროდუქციაზე მოთხოვნა დროთა განმავლობაში? თუ გაიზარდა, რამ განაპირობა მისი პოპულარიზაცია?

 

ბოლო ორი თვის განმავლობაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაყიდვების დინამიკა არის მზარდი, რადგან მომხმარებელს ხელი მიუწვდება ორიგინალი პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე, მომსახურების პრემიუმ დონეზე, ოფიციალურ საგარანტიო პირობებზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურებას, თუკი ამის საჭიროება დადგება. უკვე ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს, რასაც დადებითი უკუკავშირი მოწმობს.

 

როგორც ვიცით, გეგმავთ Dyson-ის პროდუქციის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მასზე ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებას. როგორია თქვენი გეგმები ამ მიმართულებით, კონკრეტულად რა ღონისძიებების განხორციელებას ისახავთ მიზნად?

 

უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს შევთავაზოთ Dyson-ის ბრენდირებული ზონები მათსავე მაღაზიებში, სადაც მომხმარებელს დახვდებიან გადამზადებული, პროფესიონალი ექსპერტები. აქ დაინტერესებულ პირებს პროდუქციას ადგილზე გააცნობენ, გაუწევენ სრულფასოვან კონსულტაციას მის ტექნიკურ მახასიათებლებზე და ამით დაეხმარებიან მარტივად მიიღონ Dyson-ის პრემიუმ პროდუქციის შეძენის სასიამოვნო გადაწყვეტილება.

ასევე, მომხმარებლებს რეგულარულად შევთავაზებთ ბევრ სხვადასხვა კამპანიას, რაც უახლოეს მომავალში ბაზარზე კიდევ უფრო მეტად აამაღლებს ბრენდის ცნობადობას.

 

 

დაბოლოს, რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი ქართველმა მომხმარებელმა Dyson-ზე? რას სთავაზობს მისი პროდუქცია მათ ისეთს, რაც სხვა მსგავს პროდუქტებს არ გააჩნიათ?

 

როდესაც ვსაუბრობთ Dyson-ზე, ვსაუბრობთ ინოვაციურ პრემიუმ ხარისხზე. ყველასათვის მიმზიდველი ვიზუალის უკან დგას უმთავრესი რამ – ეს არის უნიკალური, დაპატენტებული ტექნოლოგია, რომელსაც მხოლოდ Dyson სთავაზობს მომხმარებელს.

Dyson-ის იდენტობა სრულად ეფუძნება გამორჩეულ ტექნოლოგიებს. ბრენდმა იცის, რომ მომხმარებელს აღიზიანებს პროდუქტი, რომელიც არ მუშაობს სწორად და ამ პრობლემას მარტივად ჭრის – მუდმივი სიახლეებითა და პროგრესით.

ასევე გაეცანი

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?
OK! News

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! რეგიონის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის მისიით გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 19-21 ივნისს ბრუნდება
OK! Business

#OK! რეგიონის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის მისიით გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 19-21 ივნისს ბრუნდება

June 23, 2026
#OK! გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026 – წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა თბილისში ბრუნდება
OK! News

#OK! გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026 – წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა თბილისში ბრუნდება

May 22, 2026
#OK! რე:სქული – ახალი თაობის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია
OK! Business

#OK! რე:სქული – ახალი თაობის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია

May 23, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! განახლებული სასტუმროს ნომრები და საკონფერენციო დარბაზები „თბილისი მარიოტისგან“

#OK! განახლებული სასტუმროს ნომრები და საკონფერენციო დარბაზები „თბილისი მარიოტისგან“

August 5, 2022
#OK! ემილი რატაკოვსკი Attico-ს კაბით! მოდელი დროს მეუღლესთან ერთად ატარებს!

#OK! ემილი რატაკოვსკი Attico-ს კაბით! მოდელი დროს მეუღლესთან ერთად ატარებს!

June 2, 2021
#OK! ორსული რიანა Vogue-ის მაისის ნომრის გარეკანს ამშვენებს

#OK! ორსული რიანა Vogue-ის მაისის ნომრის გარეკანს ამშვენებს

April 12, 2022
#OK! Arte-ს წარმატების ისტორია – იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე

#OK! Arte-ს წარმატების ისტორია – იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე

December 15, 2025

კვირის ჰიტები

#OK! „მეტამორფოზა“ – გზა ცვლილებებიდან შინაგან თავისუფლებამდე

#OK! „მეტამორფოზა“ – გზა ცვლილებებიდან შინაგან თავისუფლებამდე

November 21, 2026
#OK! ნინა ჯალიაშვილი „Mrs Planet 2026“-ის გამარჯვებული გახდა

#OK! ნინა ჯალიაშვილი „Mrs Planet 2026“-ის გამარჯვებული გახდა

November 25, 2026
#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი

#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი

November 23, 2026
#OK! პროფესიული სიზუსტე და ადამიანური ენა სამედიცინო კომუნიკაციაში – ეკატერინე ხიდაშელი სამედიცინო სფეროს კომუნიკაციებზე

#OK! პროფესიული სიზუსტე და ადამიანური ენა სამედიცინო კომუნიკაციაში – ეკატერინე ხიდაშელი სამედიცინო სფეროს კომუნიკაციებზე

November 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები