• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! როგორ აქცია დემნა გვასალიამ “ბალენსიაგა” 2021 წლის ყველაზე განხილვად ბრენდად

December 23, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერი და “ბალენსიაგას” მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ექსცენტრიული ხედვით, რევოლუციური იდეებითა და სენსაციური კოლექციებით მოდის ინდუსტრიის მწვერვალებს იპყრობს.

გლობალური პანდემიის დროს ბევრმა დიზაინერმა სრულიად შეწყვიტა ახალი სამოსის შექმნა, თუმცა დემნა გვასალიამ თავისუფალი დრო თავისდა სასიკეთოდ გამოიყენა. მისი დამსახურებით “ბალენსიაგამ” 2020 წელს უამრავი მოგება ნახა, Lyst Index-ის პლატფორმაზე “გუჩიც” კი ჩამოიტოვა და წლის ყველაზე პოპულარული ბრენდი გახდა.

მარტივად რომ ვთქვათ, „პოსტ-აპოკალიფსური დისტოპიიდან“ დაწყებული, საკუთარი ვიდეო-თამაშით დამთავრებული, ქართველი გენიოსი მოდის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი ფიგურების განცვიფრებას ყოველთვის ახერხებს.

Cathy Horyn Talks to Balenciaga's Demna Gvasalia-Demna Gvasalia Interview With The Cut

ბალენსიაგას” წლევანდელმა Haute Couture კოლექციამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. ბრენდის სამოსით წითელ ხალიჩაზე არაერთი ვარსკვლავი გამოჩნდა. რატომ გადაწყვეტიეთ Haute Couture კოლექციის შექმნა და როდის გაგიჩნდათ ეს იდეა პირველად?

“ბალენსიაგაში დიდი ხანია ვმუშაობ, მაგრამ Haute Couture-ზე ფიქრსაც კი ყოველთვის თავს ვარიდებდი, თითქოს მეშინოდა… ორი წლის წინ მივხვდი, რომ უკვე იმდენად კომფორტულად ვგრძნობდი თავს Ready-To-Wear კოლექციების შექმნისას, რომ “კომფორტის ზონიდან” უნდა გამოვსულიყავი და რაღაც ახალი უნდა გამეკეთებინა. საკუთარ თავს ვკითხე რა იყო შემდეგი, პასუხად კი მივიღე – ოტ კუტიური.”

ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ თავიდან ეკონომიკაზე სწავლობდით, რადგან მამათქვენს სურდა ბიზნესმენი გამოსულიყავით. როგორი დამოკიდებულება აქვთ ახლა თქვენს მშობლებს, როდესაც “ბალენსიაგაში” გხედავენ?

“წლების შემდეგ, როგორც იქნა, მამაჩემი აღიარებს, რომ მოდის დიზაინერი ნამდვილი პროფესიაა და არა მხოლოდ საქმე მდიდარი გოგონებისთვის. ეს არის სამუშაო, რომლითაც შეგიძლია გააბედნიერო სხვა ადამიანები. მე საბჭოთა საქართველოში გავიზარდე,  ბავშვობაში არასდროს მინახავს მოდის ჟურნალები. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ Vogue-ის და სხვა დასავლური ჟურნალების ასლები. მაშინ დავიწყე მოდის არსის აღმოჩენა, ერთგვარი “ოცნებების სამყაროსი”, რომლის არსებობის შესახებაც მანამდე არაფერი ვიცოდი.“

Everything you want to know about Demna Gvasalia, Balenciaga and Vetements | Vogue France

როგორი იყო ბავშვობის წლები საბჭოთა საქართველოში?

“მე გავიზარდე ქვეყანაში, სადაც გამოხატვის ყველა ფორმა შეზღუდული იყო და მოდა არ არსებობდა, რადგან ყველას ერთნაირი ტანსაცმელი ეცვა. ჩემი ბავშვობა ომისა და რთული ოლიტიკური ვითარების გამო არასტაბილური იყო. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საზღვარგარეთ წამოსვლა გადავწყვიტე, მე მჭირდებოდა ადგილი, სადაც თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობდი, როდესაც ღამით ქუჩაში გამოვიდოდი.”

“თინეიჯერობის წლები მაინც ძალიან ამაღელვებელი იყო, იმიტომ, რომ უეცრად ჩვენამდე უამრავმა ინფორმაციამ მოაღწია: მუსიკა, ფილმები, მოდა, დასავლური ვიზუალური კულტურა. აღმოვაჩინე გოთური მუსიკა, ჰიპ-ჰოპი და მასთან დაკავშირებული ტანსამლის სხვადასხვა კულტურა. მიუხედავად ომისა და ტრაგიკული პოლიტიკური ვითარებისა, თინეიჯერობის წლები ბავშვობასთან შედარებით ჩემთვის უფრო ფერადი და ბედნიერი იყო.”

Demna Gvasalia Interviewed by André Leon Talley and Starring Iman

მარტივად აითვისა საზოგადოებამ დასავლური კულტურის ელემენტები?

“მახსოვს, როდესაც Levi’s-ის ჯინსები პირველად ჩავიცვი ეს იყო დღესასწაული ჩემი სამეზობლოსთვის. ხალხს უნდოდა ჩემი სამოსის ნახვა, იმიტომ, რომ მათ ამერიკული ჯინსები მანამდე ნანახი  არ ჰქონდათ… ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც მოდა ძალიან აინტერესებდა და ტანსცმელები უყვარდა, მოზარდობის პერიოდი იყო ნამდვილი “ოქროს ნახა.” არც კი ვიცოდი დიზაინერების არსებობის შესახებ, ჩვენ ხომ ინტერნეტთან წვდომა არ გვქონდა… მოდის ინდუსტრიის შესწავლამ გამაანალიზებინა, რომ მანამდე ვცხოვრობდი სარდაფში, სადაც დღის სინათლე არასდროს შემოდიოდა.”

This Is What Makes Demna Gvasalia Tick | Vanity Fair

როდის აღმოაჩინეთ თქვენი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და რა გავლენა იქონია ამან თქვენს ცხოვრებაზე?

“დიდი ხანი დამჭირდა ამ ყველაფრის გასააზრებლად, თუმცა, ვფიქრობ, რომ საკუთარი ორიენტაციის შესახებ გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი. ბუნებრივიცაა, მე ხომ ვიზრდებოდი ქვეყანაში, სადაც მენტალიტეტი ჰომოფობიური იყო, რაც სამწუხაროდ დღემდე ასეა.”

“თავიდან ჩემი ოჯახისაც კი მეშინიდა, საკუთარ თავს 20 წლამდე ვატყუებდი. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი სამშობლოს დატოვებისა, ვიცოდი, რომ იქ თავისუფალი ვერ ვიქნებოდი… მიხარია, რომ დღეს ვმუშაობ ინდუსტრიაში, სადაც ჰომოსექსუალიბა მიღებულია. მიუხედავად დიდი ცვლილებებისა, სამყარო უმცირესობების მიმართ მაინც აგრესიულია, ამიტომ ვცდილობ, ჩემი საქმიანობა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ვამოვიყენო.”

Demna Gvasalia on Balenciaga, Haute Couture, and Why He's Staying Put in Zurich | Vogue

VÊTEMENTS-მა მსოფლიო მოდაში საკუთარი სიტყვა თქვა. როდესაც ეს ლეიბლი შექმენით, წარმოიდგენდით, რომ მოდის ინდუსტრიაზე ამხელა ზეგავლენას მოახდენდა?

“საერთოდ არ მქონია ასეთი განზრახვა. Vêtements-ში მუშაობა დავიწყე მაშინ, როდესაც იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვიყავი. მანამდე მოდის არაერთ სახლში ვმუშაობდი, საკმაოდ პრესტიჟულ თანამდებობაზე და ვფიქრობდი – “ეს არის მოდა?”, თავს ძალიან შეზღუდულად ვგრძნობდი. არ მჯეროდა იმის, რასაც ვაკეთებდი.

‘’ მე ვიყავი ჩემი სურვილების ერთგული, ამიტომ Vetements წარმოადგენდა ადგილს, სადაც შემეძლო ვყოფილიყავი ის, ვინც რეალურად ვიყავი. უბრალოდ ინსტინქტებს მივყევი და გადავწყვიტე საზოგადოებისთვის “საკუთარი მოდა” შემეთავაზებინა… როდესაც ფულის კავშირი იგრძნობა  კონცეპტუალურ და შემოქმედებით კონტექსტში, რთულია გადაარჩინო შენი იდეალები. ამიტომ, მას შემდეგ, რაც Vetements აღარ წარმოადგენდა “ოცნებას” და გახდა ბრენდი, როგორც ბიზნესი, წამოვედი.”

ბოლოდროინდელ ინტერვიუებში საკუთარ თავს “უცნაური” არაერთხელ უწოდეთ. რამდენად თვლით, რომ დღეს სასურველ ადგილას ხართ ცხოვრებაში?

“ვფიქრობ, მთელი ცხოვრება უცნაური და მარტოხელა ვიყავი. დღესაც ისეთივე უცნაური ადამიანი ვარ, როგორც ადრე. 40 წლის ასაკში ვაღიარებ და ვაცნობიერებ, რომ განსხვავებული ვარ. არ მაქვს სხვების მსგავსი აზროვნება, სტილი და გარეგნობა, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. ადრე არ მინდოდა “უცნაური” ვყოფილიყავი, რადგან ეს არასწორი მეგონა.  დღეს ვიცი, რომ ეს ჩემი “სუპერძალაა”.

გაიგე მეტი: ბალენსიაგადემნა გვასალია

ასევე გაეცანი

#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე
Uncategorized

#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე

December 15, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები
Uncategorized

#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები

October 23, 2025
#OK! ვარდისფერი ოქტომბერი  ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე
Uncategorized

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

November 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ქლოი კარდაშიანი ტრისტან თომპსონს ოფიციალურად შეურიგდა!

#OK! ქლოი კარდაშიანი ტრისტან თომპსონს ოფიციალურად შეურიგდა!

June 21, 2021
#OK! ადრიანა ლიმას კიდევ ერთი გლამურული გამოჩენა ვენეციის კინოფესტივალზე! სუპერმოდელი Etro-ს ძვირადღირებული სამოსით!

#OK! ადრიანა ლიმას კიდევ ერთი გლამურული გამოჩენა ვენეციის კინოფესტივალზე! სუპერმოდელი Etro-ს ძვირადღირებული სამოსით!

September 11, 2021
#OK! “ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიური მამაკაცები” მეცნიერული გამოთვლების მიხედვით

#OK! “ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიური მამაკაცები” მეცნიერული გამოთვლების მიხედვით

March 30, 2023
#OK! კაილი ჯენერი “ბალენსიაგას” ტრენდული ჰუდით, რომლის ღირებულებაც £579-ია

#OK! კაილი ჯენერი “ბალენსიაგას” ტრენდული ჰუდით, რომლის ღირებულებაც £579-ია

April 5, 2022

კვირის ჰიტები

#OK! მეფე ჩარლზ III -ის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს

#OK! მეფე ჩარლზ III -ის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს

December 27, 2025
#OK! მეგო დენტი – ღიმილის ხელოვნება და სანდოობის ისტორია

#OK! მეგო დენტი – ღიმილის ხელოვნება და სანდოობის ისტორია

December 28, 2025
#OK! პირველად ენდრიუს გარეშე – სამეფო ოჯახი საშობაო წირვაზე, სანდრინგემში შეიკრიბა

#OK! პირველად ენდრიუს გარეშე – სამეფო ოჯახი საშობაო წირვაზე, სანდრინგემში შეიკრიბა

December 27, 2025
#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ფილიპინები

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ფილიპინები

December 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები