ზაფხული წლის ის სეზონია, რომელსაც, როგორც წესი, ყოველთვის მოუთმენლად ველით, რადგან ნებისმიერი ადამიანისთვის ასოცირდება დასვენებასთან, გართობასა და დაუვიწყარ მოგონებებთან. ტემპერატურის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტად გვინდება, ნაკლები დრო გავატაროთ შინ და თავისუფალი დრო უცხო ადგილების შესწავლას დავუთმოთ. Batumi Avia Tour კი ის კომპანიაა, რომელიც უკვე მრავალი წელია სწორედ ამ მიზანს ემსახურება და საზოგადოებას სთავაზობს ავიაბილეთებს ნებისმიერი მიმართულებით. კომპანიის მომსახურებაში შედის ასევე შემომავალი და გამავალი ტურები; მატარებლისა და ავტობუსის ბილეთები საქართველოსა და ევროპის მასშტაბით; სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს დაჯავშნა და სატრანსფერო სერვისი საერთაშორისო მასშტაბით. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჟურნალი OK! სააგენტოს დამფუძნებელს, ლეილა დიასამიძეს ესაუბრა.
რამდენი ხანია, რაც კომპანია ბაზარზე ოპერირებს და საიდან გაჩნდა იდეა?
ტურუსტული სააგენტო Batumi Avia Tour 2005 წლის აგვისტოში დაარსდა, თუმცა ბაზარზე ოპერირება აქტიურად 2006 წლის ივნისიდან დაიწყო. დაარსების იდეა ჩემს უახლოეს მეგობარს გაუჩნდა და თავადვე დამეხმარა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ მისი მადლიერი ვარ, რადგან სწორედ მან მაპოვნინა ჩემი საყვარელი საქმე, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვუძღვები.
გვიამბეთ კომპანიის საქმიანობის შესახებ. რა მომსახურებებს სთავაზობთ საზოგადოებას და რა მიმართულებით ახორციელებს ტურებს Batumi Avia Tour?
საზოგადოებას ვთავაზობთ ავიაბილეთებს ნებისმიერი მიმართულებით. ასევე, მატარებლისა და ავტობუსის ბილეთებს საქართველოსა და ევროპის მასშტაბით, შემომავალ და გამავალ ტურებს, სამოგზაურო დაზღვევას, სასტუმროს დაჯავშნას და სატრანსფერო სერვისს საერთაშორისო მასშტაბით. ამ ეტაპზე ძირითადად გამავალი ტურიზმითა და ავიაბილეთებით ვართ დაკავებული.
როგორ ხდება ტურების დაჯავშნა?
თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ და მათი გემოვნებითა და სურვილით ვგეგმავთ მათთვის სასურველ საგზურს. გუშინ ჩვენი მომხმარებელი, დღეს უკვე ჩვენი მეგობარია, რადგან ჩვენთვის პრიორიტეტი მათი აზრი და სურვილის გათვალისწინებაა. ყველა ტური სწორედ მათთან შეთანხმებით იგეგმება.
ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ხარისხია, რაც სააგენტოს დაარსების დღიდან მხოლოდ და მხოლოდ უმჯობესდება და ეს შეუმჩნეველი არცერთ ჩვენს მომხმარებელს არ რჩება. თავიდანვე ეს იყო ჩვენი მიზანი და შედეგიც სახეზეა. Batumi Avia Tour უკვე მრავალი წელია ინარჩუნებს ნდობას საზოგადოების მხრიდან და ისევ და ისევ ხარისხს.
რას ეტყოდით თქვენს ამჟამინდელ და მომავალ მომხმარებლებს?
ჩვენმა ამჟამინდელმა მომხმარებლებმა უკვე კარგად იციან ჩვენი მომსახურების ხარისხი, სწორედ ამიტომ წლების განმავლობაში თანამშრომლობენ Batumi Avia Tour-თან. ჩვენს მომავალ მომხმარებელს კი რჩევის სახით ვეტყოდი: გვენდონ, როგორც პროფესიონალთა გუნდს, რადგან ჩვენი დახმარებით ნამდვილად სასიამოვნო დასვენება გელოდებათ.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ გაფართოებას ვგეგმავთ და გვსურს, რომ ჩვენი მომხმარებლის მრავალრიცხოვანი გუნდი კიდევ უფრო გაიზარდოს.