ანა კაკაბაძე პროფესიით ექიმი-სტომატოლოგია, მაგრამ ესთეტიკურ მედიცინაში წლების წინ დაიმკვიდრა თავი და ქუთაისში სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი „ანალაინი“ დააფუძნა. ამბობს, რომ ადამიანების გალამაზება მისი ბავშვობის მოწოდებაა, თუმცა პატარაობაში ვერ აცნობიერებდა, რომ ეს ბავშვური გატაცება ცხოვრების მთავარი საქმე და ახლა უკვე დიდი ბიზნესი გახდებოდა. მიზნად უფრო მეტად განვითარება და პროფესიული ზრდა აქვს დასახული. 5 წლის შემდეგაც თავს ადამიანების გალამაზების სამსახურში მოიაზრებს და ესთეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებს „ანალაინში“ დანერგავს.
რას სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს „ანალაინი“, ამაზე თავად ანა კაკაბაძე მოგვიყვება.
იდეა და პირველი დღეები
წლებთან ერთად გამოცდილებაც დამიგროვდა. ჩემთან მოსულ მომხმარებელს სურდა, ერთ სივრცეში ესარგებლა ყველა სერვისით და გაჩნდა იდეა, რომ პაციენტებისთვის შემექმნა კომფორტის ზონა, სადაც მათ სრული მომსახურების მიღების შესაძლებლობა ექნებოდათ.
„ანალაინის“ შექმნაში ძალიან დიდი შრომა ჩავაქსოვეთ, ყველა დეტალზე ვიფიქრეთ და მაღალი პასუხისმგებლობით მივუდექით. მოსამზადებელ სამუშაოებში დასაწყისიდანვე ჩავერთე და დიზაინერიც თავად ვიყავი. მინდოდა კიდეც, ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც ჩანაფიქრებული მქონდა. ყველა პროფესიას პატივს ვცემ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ჩემ გარეშე არ უნდა გაკეთებულიყო.
როდესაც ადამიანი რაიმეს ქმნის, თავად უნდა იყოს მაქსიმალურად ჩართული, თავისი ხასიათი, თავისი სული ჩადოს და შემდეგ ყველამ შეძლოს ამ ემოციის დანახვა.
ვფიქრობ, გამოვიდა. ღირდა წვალებად და ლოდინად. მთელი ამ სარემონტო პერიოდის პარალელურად, ვმუშაობდი, პაციენტებს ვიღებდი და ჩემთან ერთად ისინიც ელოდებოდნენ დასრულებულ სახეს, ყოველდღიურად აკვირდებოდნენ პროგრესს, რომ სხვა პროცედურებით სარგებლობა შესძლებოდათ.
მკურნალობა და პროცედურები
მნიშვნელოვანია, რომ ესთეტიკის ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი ვარ და პაციენტებს ინიექციურ კოსმეტოლოგიაში თავად ვუწევ მომსახურებას, როგორიცაა ფილერით სახის ზონების კორექცია, ბოტულინო თერაპია, ბიორევიტალიზაცია და სხვა ყველა ინიექციური პროცედურა.ამასთანავე, „ანალაინში“ შესაძლებელია არაინიექციური პროცედურების ჩატარებაც. ეს არის სხვადასხვა აპარატურული თუ არააპარატურული პროცედურები, სახის წმენდა, ლაზერული ეპილაცია, პერმანენტული მაკიაჟი, პედიკიურ-მანიკიური, წამწამების ღეროვანი დაგრძელება და ა.შ.
„ანალაინში“ მოსულ მომხმარებლებს აქვთ იმის გარანტია, რომ აქ ნებისმიერი პროცედურის ჩატარებაა შესაძლებელი და მათი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება. ჩვენი სლოგანიც ესაა, ოცნებები რეალობა ხდება.
ცენტრი მომხმარებელს ჭარბთმიანობის მკურნალობის საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს. ასევე, სახის კანის მრავალსაფეხურიანი წმენდა უახლესი თაობის LUMIER-ის აპარატით, რომლის შესაძლებლობები ძალიან დიდია. გარდა წმენდისა, მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა პროცედურას, როგორიცაა კავიტაცია, რფ ლიფტინგი, ქულინგი და კანის მოვლის სხვა არაინიექციური საშუალებები.
ამასთანავე, „ანალაინი“ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ისარგებლოს პოდოლოგის მომსახურებით, უახლესი მეთოდებით მოაგვაროს ფეხის ტერფისა და ფრჩხილის პრობლემები და შეინარჩუნოთ მისი სიჯანსაღე.
სერვისის გარდა, ვცდილობთ ადამიანებს საშუალება მივცეთ, დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას. ამისათვის ესთეტიკურ ცენტრში ამოქმედდა სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც კლასიკურ კოსმეტოლოგიას, ასევე ინიექციური კოსმეტოლოგიის სრულ კურსს. ამ ეტაპზე უკვე გვყავს პირველი სამოსწავლო ჯგუფი და სწავლის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მსურველების მიღებას კურსის დასრულების შემდეგაც გავაგრძელებთ.
ესთეტიკურ ცენტრში თითოეული პროცედურის ჩატარება ძალიან საპასუხისმგებლოა, ამიტომ დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ პროდუქცია, რომელსაც ვიყენებ, არის უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყველა სერვისი უმაღლეს დონეზე შესრულდეს და ამიტომაც, „ანალაინში“ მოსულმა პაციენტებმა იციან, რომ მთლიანი გუნდი უპირატესობას მაღალი ხარისხის ბრენდებს ვანიჭებთ, ვართ ხარისხსა და მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული.
თუმცა არსებობს მომხმარებელი, რომელიც ბიუჯეტურ პროდუქციას ირჩევს. აბსულუტურად გვესმის მათი და ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, ბიუჯეტურ კატეგორიაშიც მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქცია შევარჩიოთ.
რატომ გვირჩევს მომხმარებელი…
ესთეტიკის ცენტრი „ანალაინი“ სრულფასოვანი ცენტრია, სადაც მომხმარებლებისთვის იმდენად კომფორტული გარემოა, რომ აქედან წასვლაც არ უნდათ ხოლმე და ამას ყველა აქ მომსვლელი აღნიშნავს.
პირველივე ვიზიტისას ყველასთვის დასამახსოვრებელია თბილი და ოჯახური გარემო, პერსონალის განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება. გუნდის წევრები ზრუნავენ იმაზე, რომ მომხმარებლებმა საკუთარ სახლში იგრძნონ თავი. ზუსტად ამ მიზნის მისაღწევად ბევრი ვიზრუნე და მივაღწიე კიდეც.
ამ ეტაპზე ცენტრში დასაქმებულია 10 ადამიანი. ყველა მათგანი არის კვალიფიციური და ხარისხზე ორიენტირებული. ასე რომ, როცა მომხმარებელს აჩვენებ შედეგს, რისთვისაც მოდის, ხვდები, რომ ეს არის ყველაზე მთავარი. ამ ყველაფერს კიდევ ემატება მეგობრული გარემო და პაციენტს სიამოვნებას ანიჭებს ასეთ ატმოსფეროში გატარებული რამდენიმე საათი. თუმცა, ჩემი აზრით, მთავარი ხარისხია, რაც ყველასგან გამოგვარჩევს.
რჩევები ანა კაკაბაძისგან
დაივიწყეთ კომპლექსები, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შემაწუხებელია და დისკომფორტს გიქმნით. შესაძლებელია ყველაფერი დაკორექტირდეს ზომიერების ფარგლებში. ვინც მიჰყვება ჩემს რჩევას მათი შედეგი ესთეტიკურად და ჰარმონიულად გამოიყურება. შეიძლება ყველა ზონას შევეხოთ, მაგრამ ნორმის ფარგლებს არ გავცდეთ და ზომიერება დავიცვათ.
ბოლო დროს მიხარია, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა მამაკაცებმაც დაიწყეს. ასაკობრივ ცვლილებებს ზუსტად ისევე განიცდის მამაკაცის კანი, როგორც ქალის და ისე უნდა მოვლა, როგორც ქალის სახის კანს. ქართველ კაცებს ცოტა ერიდებათ კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარების, მაგრამ ეს სრულებით არაა სათაკილო.
გეგმები მწვერვალებისკენ…
ესთეტიკური ცენტრის გახსნა მარტივი არააა. ბევრ სირთულეს წავაწყდი ამ გზაზე. თუმცა საქმის სიყვარულით და დიდი შრომით წარმატებაც მოვიდა. ეს იყო ბიზნესში ჩემი პირველი ნაბიჯები და ვფიქრობ, კარგად გამოვიდა. რა თქმა უნდა, უახლოეს გეგმებში არის სიახლე, რომელსაც ამ ეტაპზე არ გავახმაურებ და სიურპრიზად დავტოვებ.
ამ ყველაფერში, თავიდანვე და ახლაც, სტიმულს მაძლევს და მეხმარება ჩემი ოჯახი. არ არის მარტივი, 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად დაიწყო სერიოზული ბიზნესი, განვითარდე და გაიზარდო პროფესიულად, რომ არა ჩემი ოჯახის თანადგომა.
პროფესია, დიდი ოჯახი და შვილების აღზრდა თავისუფალ დროს არ მიტოვებს, თუმცა ყველაზე კარგ თერაპიად ბავშვობის მეგობრებთან ერთად გართობა მიმაჩნია. მიყვარს ბუნებასთან ახლოს ყოფნა და ექსტრემალური გატაცებებიც მაქვს.
ტექსტი: დეა მანაგაძე
ფოტო: ლანა ვახტანგაძე