• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ჭიქა ყავასთან – გიორგი ცინცაძე (ვიდეო)

April 2, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

გიორგი ცინცაძე ოცი წელი   საქართველოს იმ ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი იყო, რომელსაც ქვეყნისთვის არაერთი გამარჯვება მოუტანია. გიორგიმ სანაკრებო კარიერა 26 თებერვალს დაასრულა, თუმცა მისი ზედმეტსახელი ბუ ყველას გულსა და გონებაში დარჩება. იგი ამჯერად ჩვენი ვიდეორუბრიკის #OK! ჭიქა ყავასთან სტუმარია და იგი ისაუბრებს იმ დასამახსოვრებელ მომენტებზე, რომლებითაც ქართველ ხალხს თავი დაამახსოვრებინა.

რუბრიკის პარტნიორია მალონგო ☕

გიორგი საიდან მოდის ბუს ისტორია?

სრული ავტორიზაცია ეკუთვნის ჩემს ბავშვობის მწვრთნელს ომარ ლებანიძეს, რომელმაც საკმაოდ პატარა ასაკში შემარქვა. საიდან გადაწყვიტა რომ ბუ ზუსტად არ  ვიცი, მაგრამ ალბათ პასების გადაცემის დროს მაქსიმალურად ვატრიალებ თავს და ბუც ხომ 360 გრადუსით ტრიალდება, მანდედან მოდის ინსპირაცია.

რამ გამოიწვია კალათბურთის მიმართ ინტერესი?

მამაჩემი იყო ადრე კალათბურთელი და დედაჩემსაც ფეხბურთზე მეტად ეს სპორტი მოსწონდა. მიზანთან ერთად მონდომებაც მქონდა, შემდეგ ნიჭიც აღმომაჩნდა და ცალსახად მხოლოდ კალათბურთს გავყევი. შეიძლება ითქვას, რომ მალევე მივაღწიე წარმატებას, 17 წლის ასაკში უკვე ეროვნულ ნაკრებში ვიყავი და ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ განწირული იყო ჩემი კარიერა კალათბურთისთვის.

რას ნიშნავს იყო ნაკრების წევრი თქვენთვის?

ჩემთვის 90-იან წლებში კუმირები იყვნენ ის მოთამაშეები, რომლებთან ერთადაც შემდეგ ნაკრებში ვითამაშე და ეროვნული მაისურით  გადაჭედილ სპორტის სასახლეში გამოვედი. ეს იყო ენით აღუწერელი გრძნობა და ასევე ყველაზე დასამახსოვრებელი წუთები ჩემს კარიერაში. 20 წელი შეიძლება ძალიან ბევრი ჩანს, თუმცა რომ გადავხედო თითოეული მატჩი და გრძნობა მახსოვს, რადგან ეროვნულ ნაკრებში თამაში სხვა ემოციაა. აქ არ თამაშობ შენი კარიერისთვის, ფინანსური კეთილდღეობისთვის, გამოდიხარ შენი ქვეყნისთვის, დროშისთვის და იმ ბიჭებისთვის, რომლებთან ერთადაც თამაშობ. ყველას თითო აგური დაუდია ამ პროცესში და მეც ერთ-ერთი ვარ, ამიტომ მეამაყება ნაკრების წევრობა ნამდვილად.

 

თქვენს კარიერაში რომელ წლებს გამოარჩევდით?

26-27 წლიდან 33 წლამდე არის კარიერული პრაიმი,სადაც ფიზიკურადაც და გონებრივადაც ჩამოყალიბებული სპორტსმენი ხარ,ემოციურადაც მდგრადი ხარ და ალბათ ეს 7-8 წელი ითვლება სპორტში მნიშვნელოვნად. მეც მაგ პერიოდს გამოვყოფდი.

 

აპირებთ კალათბურთის მიმართულებით საქართველოში სამწვრთნელო კარიერის დაწყებას?

ვალდებულად ვთვლი თავს რომ რაღაც პერიოდი კალათბურთში უნდა დავრჩე. რადგან თუ რამე მაქვს და ცხოვრებაში ვნახე, დიდწილად კალათბურთის დამსახურებით და მეც მინდა დავუბრუნო უკან თუ შევძლებ ან გამოადგება ვინმეს, რა თქმა უნდა.

 

რა გრძნობაა, როცა  იმ ნაკრების თამაშის ყურება გიწევს ტრიბუნიდან, რომლის წევრიც 20 წელი იყავი?

ზოგიერთი ის ბიჭი, ვინც დღეს ნაკრებშია, დაბადებულიც არ იყო მე რომ ვთამაშობდი და ამდენი წლების შემდეგ, უბრალოდ რომ აღარ ხარ მისი ნაწილი, რთულია ემოციურად. ცხოვრება ასეა, ახალგაზრდები, უკეთესი მოთამაშეები მოდიან და უნდა დავუთმოთ. ყოველთვის ნაკრების წევრი ვიქნები შინაგანი შეგრძნებით მაინც და თუ დახმარება დასჭირდათ, ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები.

 

გაიგე მეტი: giorgi tsintsadzeბუგიორგი ცინცაძეჭიქა ყავასთან

ასევე გაეცანი

#OK! კენდალ ჯენერი: უცნობი ფაქტები მოდელის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ
OK! კულტურა

#OK! კენდალ ჯენერი: უცნობი ფაქტები მოდელის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ

November 3, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები Met Gala 2026-ზე

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები Met Gala 2026-ზე

May 5, 2026
#OK! Rihanna პრესტიჟულ რესტორანს A$AP Rocky-სთან ერთად ეწვია! მომღერალმა იმიჯს Fendi-ს ჩანთა შეუხამა!

#OK! Rihanna პრესტიჟულ რესტორანს A$AP Rocky-სთან ერთად ეწვია! მომღერალმა იმიჯს Fendi-ს ჩანთა შეუხამა!

April 12, 2021
#OK! ფინეთში სამსახურში ძილისთვის ხელფასს გადაგიხდიან

#OK! ფინეთში სამსახურში ძილისთვის ხელფასს გადაგიხდიან

November 19, 2025
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

January 13, 2026

კვირის ჰიტები

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

October 29, 2026
#OK! ვინ არის სანდრო ბაზაძის მეუღლე და როგორია ქართველი მოფარიკავის ოჯახური ცხოვრება – სპორტული წარმატებები და პირადი ამბები

#OK! ვინ არის სანდრო ბაზაძის მეუღლე და როგორია ქართველი მოფარიკავის ოჯახური ცხოვრება – სპორტული წარმატებები და პირადი ამბები

November 2, 2026
ჰეილი ბიბერის Rhode ქალთა ჯანმრთელობის კვლევისთვის 5 მილიონ დოლარს გამოყოფს

ჰეილი ბიბერის Rhode ქალთა ჯანმრთელობის კვლევისთვის 5 მილიონ დოლარს გამოყოფს

November 4, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები