• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „აკნეს გარეშე“ – მეტი, ვიდრე სოციალური პროექტი

August 7, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დერმატოლოგიური და ესთეტიკური კლინიკა იწყებს ახალ სოციალურ პროექტს – „აკნეს გარეშე“, რომლის მიზანია აკნეს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სწორი ინფორმაციის გავრცელება და იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვისაც პროფესიონალურ მკურნალობაზე წვდომა ფინანსური მიზეზების გამო შეზღუდული აქვს.

პროექტის ავტორები და ინიციატორები არიან: ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, სალიტა მერკვილაძე და პიარის სპეციალისტი მარიამ პაკაცოშვილი.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 5 სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს კლინიკაში სრულიად უსასყიდლოდ უმკურნალებენ.

თითოეული მონაწილე მიიღებს სრულფასოვან დერმატოლოგიურ შეფასებას, ინდივიდუალურად შედგენილ მკურნალობის გეგმასა და მკურნალობის პროცესში პროფესიონალურ მეთვალყურეობას.

 

 

აკნე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანის დაავადებაა, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ დისკომფორტს არ იწვევს. ის ხშირად გავლენას ახდენს ადამიანის თვითშეფასებაზე, ემოციურ მდგომარეობასა და სოციალურ ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ პროექტის მთავარი გზავნილია, რომ აკნე არ არის პრობლემა, რომლის დამალვაც საჭიროა – ეს არის მდგომარეობა, რომელსაც სწორი დიაგნოსტიკითა და თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობებით ეფექტურად შეიძლება მართვა.

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, საზოგადოებაში ჯერ კიდევ მრავლადაა მცდარი წარმოდგენები აკნეს შესახებ. სწორედ ამიტომ, „აკნეს გარეშე“ მხოლოდ სამკურნალო ინიციატივა არ არის – ეს არის საგანმანათლებლო და სოციალური კამპანია, რომელიც ხელს შეუწყობს სწორი ინფორმაციის გავრცელებას და ადამიანებს პროფესიონალური დახმარებისკენ მოუწოდებს.

სალიტა მერკვილაძე ამბობს, რომ პროექტი „აკნეს გარეშე“ არის ინიციატივა, რომელიც აერთიანებს პროფესიონალიზმს, სოციალურ პასუხისმგებლობასა და საზოგადოების მხარდაჭერის სურვილს. პროექტის მთავარი იდეა მარტივია – ჯანმრთელი კანი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ხოლო დროული მკურნალობა ადამიანს არა მხოლოდ კანის, არამედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაშიც ეხმარება.

პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებრივი კამპანიაა. სალიტა მერკვილაძის პირადი ბრენდ მენეჯერი და კლინიკის PR სპეციალისტი, მარიამ პაკაცოშვილი, საზოგადოებისთვის საინტერესო ინიციატივით გამოდის და ცნობილ ადამიანებს გამოწვევაში ჩართვას სთავაზობს.

გამოწვევის ფარგლებში ცნობილი ადამიანები საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ – ისაუბრებენ, ჰქონიათ თუ არა აკნესთან დაკავშირებული გამოწვევები, როგორ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას და რას ურჩევენ იმ ადამიანებს, რომლებიც დღესაც ებრძვიან კანის ამ დაავადებას. კამპანიის მიზანია სტიგმის შემცირება, რეალური ისტორიების გაზიარება და იმის ჩვენება, რომ აკნე არავის არჩევს და დახმარების თხოვნა სირცხვილი არ არის.

ასევე გაეცანი

#OK! ლევან კოღუაშვილის “გურია“ Asia Pacific Screen Awards-ის გამარჯვებულია
OK! News

#OK! ლევან კოღუაშვილის “გურია“ Asia Pacific Screen Awards-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?
OK! News

#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

October 30, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია
OK! News

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
OK! News

#OK! პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

October 30, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ეკა ესთეტიკი“ – თქვენი სილამაზის ყველა სინთეზი ერთ სივრცეში

#OK! „ეკა ესთეტიკი“ – თქვენი სილამაზის ყველა სინთეზი ერთ სივრცეში

June 12, 2025
#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

March 21, 2024
#OK! კომპანია „ცელსიუსი“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

#OK! კომპანია „ცელსიუსი“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

February 13, 2026
#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

August 18, 2023

კვირის ჰიტები

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

October 29, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

October 30, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები