• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ქართული ტანისამოსის ბრენდი ART LIKA

April 7, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

Art Lika ტანსაცმლის ხარისხიანი, დახვეწილი და გამორჩეული ქართული ბრენდია, რომელიც მდიდარია ეროვნული ელემენტებით. მისი პროდუქცია გასცდა ქვეყნის საზღვრებს და მივიდა თითოეული ემიგრანტის გულამდე. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა ბრენდის შემქმნელ ლიკა კაკაჩიას.

გვიამბეთ Art Lika-ს შექმნის შესახებ.

Art Lika − ეს არის ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ბევრი საუბარი თავის თავზე, მაგრამ წლების შემდეგ გადაწყვიტა, მოგიყვეთ საკუთარი თავისა და ბრენდის შესახებ. პროფესიით ვარ მათემატიკოსი, მაგრამ სული ყოველთვის ხელოვნებას ეკუთვნოდა. ვარ თვითნასწავლი დიზაინერი, მუდამ ვგრძნობდი, რომ მათემატიკა და ზუსტი მეცნიერება არ არის ის, რის კეთებასაც მთელ ცხოვრებას მივუძღვნიდი, თუმცა ეს ცოდნა ძალიან გამომადგა ბიზნესის აწყობასა და კონსტრუირებაში. თავიდან, ეს იყო მხოლოდ ჰობი, რომელიც საბოლოოდ, ოჯახურ ბიზნესში გადაიზარდა. მე და ჩემი შვილი − მარიამ ვეკუა, ერთად ვქმნიდით სამოსს. დღემდე ერთად ვიზრდებით და ვვითარდებით.

 

 

გვესაუბრეთ პროდუქციის შექმნის პროცესზე.

ყოველდღიური და პრაქტიკული სამოსის შექმნისას, ყოველთვის ვიყენებთ ქართულ ელემენტებს: ორნამენტებს, ხელით ნაქარგებს… დღესდღეობით, დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართული ანბანი! ვიყენებთ ყველაფერს, რაც დაკავშირებულია საქართველოსთან, მის კულტურასა და ისტორიასთან! ჩვენს კოლექციაში ხშირად შეხვდებით აფხაზეთის თემატიკას, რომელიც ჩემი ფესვები და დიდი ტკივილია!

 

 

გვესაუბრეთ პანდემიის პირობებში მუშაობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე.

პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ, ძალიან გაგვიჭირდა მუშაობა: გართულდა ამანათების გაგზავნა, საქართველოში ვეღარ ჩამოდიოდნენ ტურისტები. ფაქტობრივად, ვერ ვემსახურებოდით ჩვენს მთავარ სეგმენტს. თუმცა, ჩემი შვილის დახმარებით, ნელ-ნელა გადავერთეთ ქართულ ბაზარზე, ადგილობრივ მომხმარებლებზე, და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ბრენდი.

 

 

მთავარი ნიშა, რომელიც Art Lika-ს გამოარჩევს…

Art Lika − ეს არის ბრენდი, რომელიც შეიყვარეს ემიგრანტებმა, ტურისტებმა, და რომლებსაც სურთ საქართველოს ნაწილის თან წაღება. ხშირად მიფიქრია: რა არის ჩვენი მიზანი? საერთოდ, რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს? შემდეგ მახსენდება ჩვენი მომხმარებელი ემიგრანტები, რომლებსაც ენატრებათ სამშობლო. მათ გულს უთბობთ იმ სამოსისა და აქსესუარების ტარება, რომელიც ასახავს საქართველოს და ყოველდღიურ ცხოვრებაში აძლევს საშუალებას, იყვნენ მასთან ახლოს. სენტიმენტების გარდა, ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, უამრავი პოზიტივიც არის! ტურისტები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს აცნობენ! და რა თქმა უნდა, ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც დიდი სიამოვნებით და სიამაყით ატარებს ქართულ ბრენდს, ქართული ელემენტებით, თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში!

 

FB: Art Lika

inst: Artlika_official

ტელ: 591 92 16 61

ასევე გაეცანი

#OK! Victoria’s Secret Fashion Show ბრუნდება: ცნობილია შოუს ვარსკვლავური შემადგენლობა
Fashion

#OK! Victoria’s Secret Fashion Show ბრუნდება: ცნობილია შოუს ვარსკვლავური შემადგენლობა

October 8, 2026
#OK! პარიზის მოდის კვირეული დასრულდა – დაათვალიერეთ ვარსკვლავების გამორჩეული ლუქები
Fashion

#OK! პარიზის მოდის კვირეული დასრულდა – დაათვალიერეთ ვარსკვლავების გამორჩეული ლუქები

October 7, 2026
#OK! ქართველი დიზაინერის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე
Fashion

#OK! ქართველი დიზაინერის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე

October 7, 2026
#OK! დემნა გვასალიას სახლი მილანში – დიზაინერის პირადი სივრცე იურგენ ტელერის ობიექტივში
Fashion

#OK! დემნა გვასალიას სახლი მილანში – დიზაინერის პირადი სივრცე იურგენ ტელერის ობიექტივში

October 6, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Alma K მკვდარი ზღვის მინერალებით – ახალი ბრენდი ჯპს-ისგან

#OK! Alma K მკვდარი ზღვის მინერალებით – ახალი ბრენდი ჯპს-ისგან

February 16, 2023
#OK! ბავშვობის ოცნებიდან პლასტიკურ ქირურგობამდე – ქრისტინე ჩალაძის პროფესიული გზა

#OK! ბავშვობის ოცნებიდან პლასტიკურ ქირურგობამდე – ქრისტინე ჩალაძის პროფესიული გზა

May 19, 2024
#OK! მეფე ჩარლზ III -ის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს

#OK! მეფე ჩარლზ III -ის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს

December 27, 2025
#OK! “დედობა საშინლად დამღლელია” – მადონამ აღიარა, რომ დღემდე ვერ გაუგია, როგორ იყოს “შესანიშნავი დედა”

#OK! “დედობა საშინლად დამღლელია” – მადონამ აღიარა, რომ დღემდე ვერ გაუგია, როგორ იყოს “შესანიშნავი დედა”

January 23, 2023

კვირის ჰიტები

#OK!BusinessCelebrity გვინეტ პელტროუ – როგორ აქცია მსახიობმა პირადი ინტერესი მილიონიან ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity გვინეტ პელტროუ – როგორ აქცია მსახიობმა პირადი ინტერესი მილიონიან ბიზნესად

October 13, 2026
#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

October 8, 2026
#OK! Victoria’s Secret Fashion Show ბრუნდება: ცნობილია შოუს ვარსკვლავური შემადგენლობა

#OK! Victoria’s Secret Fashion Show ბრუნდება: ცნობილია შოუს ვარსკვლავური შემადგენლობა

October 8, 2026
#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

October 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები