• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

June 5, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

OK! გაესაუბრა „კუზანოვის კლინიკის“ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავას, რომელმაც ინტერვიუში ისაუბრა მის მიერ განვლილი გზისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ზურამ, აგრეთვე, იმ საჭირო რჩევებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელთა გათვალისწინებაც თითოეულ ადამიანს დაეხმარება თავდაჯერებულობის შენარჩუნებაში.

გვიამბეთ თქვენ მიერ განვლილი გზის შესახებ.

მე გახლავართ პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი. ამჟამად ვმუშაობ „კუზანოვის კლინიკაში“. გახდე პლასტიკური ქირურგი, თან წარმატებული და გარკვეულ დონეზე უკვე მოთხოვნადიც, არც ისე ადვილია. ჩემს განვლილ გზას რაც შეეხება, წარმოშობით ვარ სამეგრელოდან, კერძოდ − ზუგდიდიდან. დავამთავრე რუხის საშუალო სკოლა 16 წლის ასაკში, რის შემდეგაც იმავე წელს გამოცდები ჩავაბარე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე, სამკურნალო საქმით. სწავლა და სტუდენტობა საკმაოდ რთული იყო. ძალიან დიდი შრომა, დრო და ენერგიაა საჭირო იმისთვის, რომ დასძლიო ის სიახლე შენს ცხოვრებაში, ის გამოწვევები და წინაღობები, რომლებიც ამ გზაზე გელოდება. თუმცა, ალბათ, არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც ეს გზა გამოიარა.

ზოგადად, ის, რომ ექიმობა გინდა, არ ნიშნავს იმას, რომ თავიდანვე გადაწყვეტილი გაქვს, კონკრეტულად რა მიმართულების ექიმი უნდა იყო. თავიდანვე ვიცოდი, რომ ქირურგი უნდა ვყოფილიყავი, თუმცა პლასტიკურ ქირურგიაზე ფიქრი უნივერსიტეტის ბოლო წლებში დავიწყე, როცა შეძლებისდაგვარად გავეცანი ყველა მიმართულების ქირურგიას. აღმოჩნდა, რომ უფრო ახლოს ჩემს ხასიათთან ზუსტადაც რომ პლასტიკური ქირურგია იყო. ამიტომაც უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, იმავე წელს, უკვე მყარი გადაწყვეტილებით, გამოცდები ჩავაბარე რეზიდენტურაში, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის მიმართულებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. რეზიდენტურა გავიარე  „კუზანოვის კლინიკაში“, სადაც მივიღე უდიდესი გამოცდილება. მივლინებით ვმუშაობდი საზღვარგარეთაც და საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც, რაც აგრეთვე დამატებითი გამოცდილება იყო ჩემთვის. ასევე, მრავალჯერ მიმიღია მონაწილეობა საერთაშორისო კონგრესებში, სადაც მსოფლიოს წამყვანი პლასტიკური ქირურგები მონაწილეობენ და სადაც ვეცნობით მუდმივ სიახლეებს, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას. რეზიდენტურის დასრულების შემდეგ, როდესაც უკვე ლიცენზირებული ქირურგი გავხდი, მივიღე შემოთავაზება „კუზანოვის კლინიკიდან“, რათა გავმხდარიყავი მათი გუნდის წევრი, რასაც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

პლასტიკური ქირურგია დღესდღეობით საკმაოდ მოთხოვნადი და ამავდროულად, სწრაფად განვითარებადი სპეციალობაა. დროის უდიდეს ნაწილს ჩემს საქმიანობას ვუთმობ. ბედნიერი ვარ, რომ თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ავირჩიე ის, რაც ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. სხვა სპეციალობაში თავი ვერ წარმომიდგენია. მოგეხსენებათ, ყველაზე მთავარი, რაც წარმატებულს გხდის საქმიანობაში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შენი საქმის სიყვარული და როცა გიყვარს იგი, მაშინ თავდაუზოგავად შრომობ და შედეგიც შესაბამისი გაქვს.

რა სახის პროცედურებს სთავაზობთ თქვენს პაციენტებს?

პლასტიკურ ქირურგიაში თითქმის ყველა სახის ოპერაციას ვთავაზობ ჩემს პაციენტებს.

რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა თქვენი პაციენტების მხრიდან?

იმ რეგიონიდან გამომდინარე, სადაც ვცხოვრობთ, ვგულისხმობ კავკასიის რეგიონს, ყველაზე მოთხოვნადი ოპერაცია არის ცხვირის პლასტიკა (რინოპლასტიკა). თუმცა ბოლო დროს, უფრო და უფრო მოთხოვნადი გახდა მკერდის გადიდების ოპერაცია სილიკონის იმპლანტებით. ასევე მოთხოვნადია მუცლის პლასტიკა (აბდომინოპლასტიკა), ლიპოსაქცია, ყურების პლასტიკა (აურიკულოპლასტიკა, ოტოპლასტიკა) და ა.შ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეალურად, რაც დრო გადის, მით მეტად მოთხოვნადი და პოპულარული ხდება ჩვენი სპეციალობა, რადგან აქამდე, ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ, თუ ერთეულები იკეთებდნენ „გაფუჭებულ“ მკერდსა და მუცელს, ამჟამად უმეტესობა ცდილობს თავს მოუაროს და შეინარჩუნოს სილამაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ ადრე ბიჭები ნაკლებად იკეთებდნენ ოპერაციას, თუნდაც ცხვირის პლასტიკას, რაც ამჟამად ნამდვილად არ არის ასე და საკმაოდ ბევრი მამრობითი სქესის პაციენტიც მოგვმართავს.

 

გვესაუბრეთ პროცედურების ეფექტიანობის შესახებ.

რაც შეეხება ჩვენი ოპერაციების ეფექტურობას, ძირითადად, გვყავს ჯანმრთელი პაციენტები, რომელთაც აქვთ თავისი სხეულის თუნდაც რომელიღაც ნაწილის მიმართ კომპლექსი. მაგალითად, ცხვირი. თუ ადამიანს არ მოსწონს საკუთარი ცხვირი და თავს ვერ გრძნობს კომფორტულად, მაშინ ეს მას ხელს უშლის თავისი თავის რეალიზებაში როგორც სამსახურებრივად, ისე პირად ცხოვრებაში. ხშირად რინოპლასტიკის შემდეგ პაციენტის თავდაჯერებულობა იმდენად იცვლება და იზრდება უკეთესობისკენ, რომ საკუთარ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. ეს შეუძლია პლასტიკურ ქირურგიას, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც მცირე ასაკიდან არის ბულინგისა და ჩაგვრის მსხვერპლი თავისი გამოშვერილი ყურების გამო. ხომ წარმოგიდგენიათ, როცა მთელი მისი ცხოვრების კომპლექსი რამდენიმეწუთიანი ოპერაციის შემდეგ მოიხსნება, რამდენად შეცვლის ეს ფაქტი მის ყოველდღიურობას. ასევე ხდება ნებისმიერი ოპერაციის შემდეგაც. ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანი იყოს ჰარმონიულად საკუთარ სხეულში, რაც წარმატების ერთ-ერთი საწინდარია.

რა არის თქვენი ძირითადი პრინციპი მუშაობისას?

ძირითადი პრინციპია შეუპოვრობა, ბოლომდე საკუთარი თავისა და შესაძლებლობების ამოწურვა და ამ პრინციპით იმ შედეგის მიღწევა, რომელიც შენ, როგორც ქირურგს, საოპერაციოდან კმაყოფილს გამოგიყვანს და რომელიც პაციენტს ბედნიერს გახდის. სრულყოფილება რომ დეტალებშია, ეს არის რეალობა და ამ სრულყოფილებისთვის ვაკეთებ მაქსიმუმს, მუდმივი განვითარებისა და სიახლეების ძებნის გზით.

გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგმები.

მედიცინაში არ არსებობს სიტყვები: „დავამთავრე“, „მოვრჩი სწავლას“, „მე უკვე ყველაფერი ვიცი“ და ა.შ. მედიცინაში ყოველდღიურად ინერგება ის სიახლეები, რომლებსაც პროგრესულმა ქირურგმა ფეხი უნდა აუწყოს. ჩამორჩენა დამღუპველია და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ საკუთარი თავის განვითარებას. ასევე, ვფიქრობ, რომ უკვე დრო დადგა პირად ცხოვრებასაც მეტი დრო დავუთმო და ამ მიმართულებითაც ვდგამ რეალურ ნაბიჯებს. კარიერა და პირადი ცხოვრება ნებისმიერი სამომავლო გეგმის განუყოფელი ნაწილია და თუ აქ ყველაფერი კარგად გაქვს ე.ი. შეგიძლია თქვა, რომ შეძელი გეცხოვრა. ორივე ერთად სრულყოფილებაა, ცალ-ცალკე კი, საბოლოოდ, არაფრისმომცემი.

რას ურჩევდით თქვენს მომავალ პაციენტებსა და ჩვენს მკითხველს?

ყველა პაციენტისთვის მნიშვნელოვანია, გაცნობიერებული იყოს პრობლემაში. ვგულისხმობ იმას, რომ როცა ოპერაციის გაკეთება სურთ, ეს არ უნდა იყოს ახირების გამო. არამედ საფუძვლიანი დასკვნისა და ფიქრის შედეგი უნდა გახლდეთ. დღეს საქართველოში საბედნიეროდ, ძალიან ბევრი კარგი პლასტიკური ქირურგია, თუმცა ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია მიდგომით, ხედვით, ხელწერით და ა.შ. საბედნიეროდ, სოციალური ქსელებით შესაძლებელია ყველას მუშაობის სპეციფიკისა და შედეგების ნახვა. პაციენტები უნდა გაეცნონ ყველას თუ არა, რამდენიმეს ნამუშევარს მაინც, და ვინც მის გემოვნებას მეტად აკმაყოფილებს, იმის მიხედვით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. უნდა გაიარო კონსულტაცია, რა დროსაც ხდება ექიმისა და პაციენტის აზრებისა და ხედვების დაახლოება ერთმანეთთან. გარდა ამისა, ყველა ოპერაციული ჩარევა გარკვეულწილად რისკს შეიცავს, რომ სრულად შესაძლოა ის შედეგი ვერ დადგეს, რომელიც პაციენტს სურს. უნდა იცოდნენ, რომ ქირურგები ადამიანები არიან და არა ღმერთები, ან ჯადოქრები. ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენზე − ქირურგებზე, ბევრი რამ კი ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. ამიტომ მგონია, რომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს პაციენტი, რომ გაიკეთოს ოპერაცია, მაქსიმალურად ინფორმირებული უნდა იყოს ნებისმიერ შესაძლო შედეგზე, რაც ჩვენი, ქირურგების პასუხისმგებლობაა და ასევე, პაციენტი უნდა იყოს ფსიქოლოგიურად მზად ცვლილებისთვის. ამით პაციენტისა და ექიმის ურთიერთობაც დაცული იქნება არასასურველი დამოკიდებულებისგან. დასკვნის სახით კი აღვნიშნავ, რომ მაქსიმალური ინფორმირებულობა გვაძლევს მეტ შანსს, მივიღოთ ის, რაც გვინდა. წარმატებებს, ჯანმრთელობასა და სილამაზეს ვუსურვებ ჩვენს პაციენტებსა და მკითხველს.

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები
Health & Beauty

#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები

December 17, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა
Health & Beauty

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

December 10, 2025
OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში
Health & Beauty

OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში

December 3, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ავტომექანიკოსი ქალები – გზა პროფესიული ოცნების ასრულებისკენ

#OK! ავტომექანიკოსი ქალები – გზა პროფესიული ოცნების ასრულებისკენ

March 7, 2025
#OK! ლიდერფუდი ბედნიერი მომენტებისთვის

#OK! ლიდერფუდი ბედნიერი მომენტებისთვის

May 8, 2021
#OK! რამდენად გაყიდა ჯეფ ბეზოსმა ბილეთი, რომელიც მყიდველს კოსმოსში მასთან ერთად ამოგზაურებს?

#OK! რამდენად გაყიდა ჯეფ ბეზოსმა ბილეთი, რომელიც მყიდველს კოსმოსში მასთან ერთად ამოგზაურებს?

July 20, 2021
#OK! ონლაინმაღაზია „წიგნების თარო“ აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის

#OK! ონლაინმაღაზია „წიგნების თარო“ აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის

March 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025
ეკა ლაშხის პროფესიული გზა

ეკა ლაშხის პროფესიული გზა

December 21, 2025
#OK! კენდო – გოგონებისთვის, რომლებსაც უყვართ მოდური სამოსი

#OK! კენდო – გოგონებისთვის, რომლებსაც უყვართ მოდური სამოსი

December 15, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები