• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ირმა დაუშვილი − პასუხი, თუ რატომ არასდროს არის ქალი სუსტი

May 31, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ირმა დაუშვილი ყველასთვის კარგად ნაცნობი და დასაბამიდანვე ლიდერი კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. ჯერ კიდევ 1996 წლიდან ის ოჯახთან ერთად წარმატებით გამორჩეულ ბრენდს სათავეში უდგას და ბაზარზე მეტალპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების, ფარდა-ჟალუზების, საჩრდილობელი სისტემების, ავტომატიზებული კარების წარმოებით წამყვან კომპანიას წარმოადგენს.

ირმას რეზიუმეში „დიო“ ყველაზე ხანგრძლივი კარიერული განვითარების შემაჯამებელია, თუმცა არა ერთადერთი წარმატებული პროექტი. იგი ასევე ჩართულია კურორტ ,,ნუნისის” მართვასა და განვითარებაში. ამჟამად კი ის მეუღლესთან, ექიმ-ფიტოთერაპევტ დათო ვაშაძესთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს,  რომელიც ქვეყანაში ფიტოთერაპიული მკურნალობის განვითარებას გულისხმობს.

ირმა ბიზნესასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ ბორდის წევრიც გახლავთ და მისი მრავალმხრივი საქმიანობის წარმატებული მენეჯმენტის საიდუმლო ის ფაქტია, რომ მუშაობას დილის 07:20 წუთიდან იწყებს და შუაღამის 02:30 საათზე ასრულებს…

გაგვიზიარეთ ის მთავარი მუხტი, რომლის ხარჯზეც წარმატების მიღწევა შესაძლებელია. თქვენ რაში და როგორ პოულობთ მას?

საინტერესო შეკითხვაა… ჩემთვის წარმატების მუხტი შრომასა და მიღებულ შედეგთან ასოცირდება. საწყის ეტაპზე, ნებისმიერი ახალი პროექტი ჩემს წარმოდგენაში იქმნება, ნათლად ვხედავ განვითარების პროცესსა და განხორციელების გზებს. ერთიანი იდეა კი მავსებს, მმატებს ენერგიას, მამხნევებს და თავიდან ბოლომდე მმუხტავს. ზუსტად ვიცი, ჩემ გვერდით იქნებიან ოჯახის წევრები, და-ძმა, მეუღლე, რომლებიც ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან. ასევე კოლეგები, რომლებიც მუდმივად ენთუზიაზმით იზიარებენ იდეას. სასურველი შედეგის მიღწევა კი ყოველი ახალი საქმის წამოწყების საწინდარია, ახალი მუხტია. ასე გრძელდება უკვე წლებია (30 წელია) და მჯერა, შემართების მუხტს არასდროს დავკარგავ.

 

გვიამბეთ პროექტ „ნუნისის“ შესახებ?

ნუნისი ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკთან მდებარე საოცარი ადგილია. აქვს რაღაც მისტიკური ამ ადგილს − ერთხელ რომ მიხვალ, გინდა იქ დაბრუნდე. სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი ბალნეო-კლიმატური კურორტის უნიკალურობას სწორედ ორი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის − სამკურნალო წყლისა და ჰავის შერწყმა განსაზღვრავს. ნუნისის წყალი უნიკალურია კანის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, ალერგიები, ატოპიური დერმატიტი და სხვ.

ადგილის მისტიკურობასა და უნიკალურობას მრავალი ლეგენდა უკავშირდება. ვფიქრობ, დღევანდელი გარემოებების, პანდემიის გათვალისწინებით, სწორედაც განსაკუთრებულ ადგილს წარმოადგენს. ტერიტორიაზე არ შედის ავტომობილი და სუფთა ჰაერი გაჯერებულია ჟანგბადით. ნუნისის წყლის საოცარ თვისებებს შეუძლია ათასობით ადამიანს შეუმსუბუქოს კანის სხვადასხვა დაავადება. ასევე, თავისი უნიკალური ბუნებით, იდეალური დასასვენებელი ადგილია. სამწუხაროა, რომ დამსვენებლების მიღება მხოლოდ სეზონურად, მაისიდან ნოემბრამდე შეგვიძლია.

პანდემიამდე დღითი დღე იზრდებოდა უცხოელი ტურისტების დაინტერესება, და თუ სამომავლოდ ადგილზე ინფრასტრუქტურაც მეტად მოწესრიგდება, დამსვენებლების მიღება მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

თქვენ თავად როგორ მოხვდით ამ საოცარ ადგილას? რა ისტორია გაკავშირებთ მასთან?

პირველად ნუნისში სტუდენტობის მეგობრებმა − კახამ, მაკამ და მისმა მეუღლემ, დავითმა მიმიწვიეს. მახსოვს, ნოემბრის სუსხიანი დღე იყო, თუმცა შემოდგომის საოცარი ფერები, ათასფრად შეღებილი ბუნება, ოქროსფერი, მიმოფანტული ფოთლები და უზარმაზარი ნაძვების სიმწვანე არაჩვეულებრივ ფერთა გამას ქმნიდა. წვიმისა და ბუნების სურნელი საოცრად შთამბეჭდავი იყო…

როდესაც მკითხეს, დავინტერესდებოდი თუ არა ამ ადგილით, დიდხანს არ დავაყოვნე და მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციო პირობები არასახარბიელო იყო, თანხმობა ვუთხარი. როგორც ყოველთვის, ჩემმა და-ძმამ − თამუნამ და თამაზმა მხარი დაგვიჭირეს და გადავწყვიტეთ, ნუნისის განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადაგვედგა.

მოგეხსენებათ, როდესაც ახალგაზრდა ხარ, გადაწყვეტილებას არა პრაგმატული ბიზნესგათვლებით, არამედ ხშირად ემოციებზე დაყრდნობით იღებ. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა, თუმცა არ ვნანობთ და გვჯერა, დასახულ გეგმას აუცილებლად ბოლომდე განვახორციელებთ.

როგორია თქვენი ოჯახური საქმიანობა? როგორ ახერხებთ დროის გადანაწილებას და თუ პოულობთ თქვენი ხასიათის შტრიხში იმ კონკრეტულ ნიშანთვისებას, რომელიც ორთავე მხრივ თქვენთვის მხოლოდ ხელშემწყობია? ასევე, რამდენად ჰგავხართ შინ და სამსახურში ერთმანეთს და რომელი პრინციპები რჩება უცვლელი?

ეს შეკითხვა ალბათ მამაკაცების მისამართით იშვიათად დაისმის. შესაძლოა იმიტომ, რომ თითქოს ქალისთვის ოჯახი მთავარ პრიორიტეტადაა ოდითგანვე დაწესებული. დიახ, ეს ასეც არის, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, მოახერხო დროისა და ენერგიის დაბალანსება ოჯახსა და საქმიანობას შორის. სწორედ ამიტომ იქცევს საქმიანი და წარმატებული ქალი ყურადღებას საზოგადოებაში, რომ ჩვენ ვახერხებთ დროისა და ენერგიის დაბალანსებას ოჯახსა და საქმიანობას შორის მეტად, ვიდრე ალბათ მამაკაცები.

მე არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს − ექიმი-ფიტოთერაპევტი დავით ვაშაძე. ორი მოუსვენარი და მხიარული შვილი − ნანიკო და მამია.

ნამდვილად გამიმართლა − ჩემი მეუღლე საოცრად ნიჭიერი ადამიანია, მისი პროფესიიდან გამომდინარე, ისიც მუდამ დაკავებულია, მისი საქმიანობა კი ვფიქრობ, უნიკალურია. ის ყოველთვის გაგებით ხვდება ფაქტს, რომ ბევრ დროს ვერ ვუთმობ. დავითი არაჩვეულებრივი კულინარიც გახლავთ და ამით ძალიან გვანებივრებს, ამიტომ სამზარეულოში იშვიათად ვატარებ დროს, თუმცა ნამცხვრების ცხობა უზომოდ მიყვარს.

იცით, ვერ ვიტყოდი, რომ შინ და სამსახურში განსხვავებული ვარ. შინაც ენერგიული ვარ, არ მიყვარს საქმის გადადება. ერთნაირად მომთხოვნი ვარ საკუთარი თავისა და ბავშვების მიმართაც, ისევე, როგორც სამსახურში გასაკეთებელი საქმის მიმართ. ვფიქრობ, მთავარი პრიორიტეტები, როგორიცაა გეგმის მიხედვით საქმის განხორციელება, შედეგზე ორიენტირება, მობილიზება − ორივეგან იდენტურია. ერთადერთი ისაა, რომ შინ შეიძლება მეტად მოვეშვა და რომელიღაც დეტალებს ყურადღება არ მივაქციო (მაგალითად, შემიძლია მივცე თავს უფლება და არ დავალაგო საწერი მაგიდა, თავისუფალი სტილის ტანსაცმელი ჩავიცვა და ა.შ.).

მიყვარს მხიარულება და წვეულებების მოწყობა (თუმცა პანდემიამ ეს შესაძლებლობა წაგვართვა). გავატარო დღე საინტერესოდ, ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორც სამსახურში, ასევე შინ.

ხშირად უსახავთ თავს ამოცანებს? მიზნებს უმეტესად თავად ეძებთ თუ ის გპოულობთ?

ჩემთვის ყოველი დღე სავსეა ახალი გამოწვევებით, რომელიც მომდევნო ამოცანების განხორციელების საწინდარია. განვითარების სურვილი მუდმივად სხვადასხვა მიზანს წარმოშობს, დღევანდელ გარემოში კი სიახლეებისა და პროგრესის გარეშე წინსვლა შეუძლებელია. ვფიქრობ, ამოცანებსა და მიზნებს ძირითადად ადამიანები თავად ირჩევენ და შემდეგ მუდამ არიან ამ მიზნების განხორციელების მარათონში. ეს კი საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრისა და აღმოჩენის საშუალებაა.

რატომ არასდროს არის ქალი სუსტი?  

დიახ, ქალი არასდროს არის სუსტი, რადგან ქალებისთვის დამახასიათებელია ყველაზე და ყველაფერზე ზრუნვა − შვილებზე, მამაკაცზე, ოჯახზე და ა.შ. რაც აძლიერებს და კიდევ უფრო მეტ სიმტკიცეს სძენს მის დაუდგრომელ ბუნებას! ქალის როლი საზოგადოებისა და სოციუმის განვითარებაში უდიდესია. დაბოლოს − ქალი არის დედა, რაც უკვე ნიშნავს ყველაზე ძლიერს!

რა გეგმებს სახავთ სამომავლოდ?

სამომავლო გეგმები ნამდვილად მაქვს, თუმცა ეს არის თემა, რომელზე საუბარიც წინასწარ არ მიყვარს. წელს კომპანია „დიო“ 25 წლის გახდა, საუკუნის მეოთხედი განვვლეთ, კომპანია ჩამოყალიბდა და განვითარდა ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ერთად.

ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. მოუთმენლად ველით პანდემიის დასრულებას, რათა ჩვენს ერთგულ მომხმარებელს ახალი, საინტერესო პროდუქტი შევთავაზოთ. მიუხედავად რთული პერიოდისა, ჩვენ მუდმივად ვართ ორიენტირებული სიახლეებზე.

ახალი მიზნები და გეგმები გვაქვს ფიტო-ბალნეოთერაპიის განვითარებასთან დაკავშირებითაც. ბუნება თავად არის საუკეთესო მკურნალი, რასაც აქტიური შესწავლა და გამოყენება სჭირდება.

 

ტექსტი: ელენე ბერიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 21, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026
#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია
OK! Doctors

#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია

August 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კვირიკეს გორაკები – ყველა სეზონზე საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის

#OK! კვირიკეს გორაკები – ყველა სეზონზე საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის

August 20, 2021
#OK! ღია ფანჯრებიდან დანახული თბილისი – თეკო ურუშაძე

#OK! ღია ფანჯრებიდან დანახული თბილისი – თეკო ურუშაძე

May 7, 2021
#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

January 20, 2026

#OK! Cybex – მსოფლიო ბრენდი მომავლის ხალხისთვის – for all tomorrow’s people

November 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

August 20, 2026
OK! Health&Beauty LIERAC GLOW FRESH – ბზინვარების ახალი სტანდარტი

OK! Health&Beauty LIERAC GLOW FRESH – ბზინვარების ახალი სტანდარტი

August 18, 2026
#OK! Health&Beauty Estee Lauder – მარადიული ხარისხის ფორმულა

#OK! Health&Beauty Estee Lauder – მარადიული ხარისხის ფორმულა

August 17, 2026
#OK!BusinessCelebrity NUKI Cosmetics – ერთი ტუჩსაცხიდან საერთაშორისო ბრენდამდე

#OK!BusinessCelebrity NUKI Cosmetics – ერთი ტუჩსაცხიდან საერთაშორისო ბრენდამდე

August 18, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები