• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! დაუვიწყარი მოგონებები, ბიუჯეტური მოგზაურობა და ახალი თავგადასავლები NTRAVEL-თან ერთად

June 14, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

მოგზაურობა განტვირთვისა და დასვენების საუკეთესო საშუალებაა და ახალი ქვეყნის მონახულება დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გვიტოვებს. ბევრისთვის ის ადამიანების გაცნობასა და მეგობრების შეძენასთანაც ასოცირდება. ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ ვიდრე მოგზაურობას გადავწყვეტთ, დეტალების წინასწარ დაგეგმვა მნიშვნელოვანია. მათ შორის ბილეთის შეძენა, სასტუმროს დაჯავშნა, ტრანსპორტირება… სწორედ ამაში დაგეხმარებათ ტურისტული კომპანია Ntravel, რომელიც ქართულ ბაზარზე 5 წელია ოპერირებს

და ორიენტირებულია ხარისხიან მომსახურებასა და მუდმივ განვითარებაზე.

ჟურნალი „OK! ქუთაისი“ მის დამფუძნებელსა და დირექტორს − ნანიტა ზაუტაშვილს ესაუბრა.

როგორია Ntravel-ის შექმნის ისტორია?

ტურისტული კომპანია „ენთრეველი“ 2018 წელს დაარსდა და შესაბამისად, 5 წელია ბაზარზეა წარმოდგენილი. ვფიქრობ, პიროვნება წარმატებულია მაშინ, როდესაც იმ საქმეს ემსახურება, რომელიც ძალიან უყვარს. მე ბედნიერი ვარ, საკუთარი პროფესიით ვმუშაობ. იმ საქმით ვარ დაკავებული, რომელიც ვისწავლე და შევიყვარე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის მენეჯმენტზე ვსწავლობდი და ტურიზმი ლექტორმა, კობა არაბულმა შემაყვარა. 2011 წლიდან ვმოგზაურობ და ჩემი მოგზაურობის ისტორია უკვე 30-მდე ქვეყანას ითვლის. სწავლა იტალიაში გავაგრძელე და როდესაც საქართველოში დავბრუნდი, მუშაობა ქუთაისში, ტურისტულ კომპანიაში დავიწყე. ის დაიხურა და სხვა სამსახურის ძებნა რომ დავიწყე, ჩემი მოგზაურები მიკავშირდებოდნენ, სახლში მაკითხავდნენ, მწერდნენ და მთხოვდნენ, ეს სფერო არ მიმეტოვებინა. სწორედ ჩემი მგზავრები იყვნენ დიდი სტიმული, რომ საკუთარი ტურისტული კომპანია გამეხსნა, რომელიც დღეს ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ მე-2 სართულზე, 20 ნომერში მდებარეობს.

რა სახის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

მომხმარებელს ვთავაზობთ ყველა ტიპის მომსახურებას, ყველაზე დაბალ ფასად მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულების ავიაბილეთებზე, სასტუმროებზე, ჯგუფურ, გამყვან და შიდა ექსკურსიებზე. ასევე, დამხვედრ ტრანსფერებზე ისრაელის, კვიპროსისა და ეგვიპტის პილიგრიმულ ტურებსა და კომბინირებულ საზღვაო კურორტებზე. ჩვენთან სავიზო აპლიკაციების შევსება და თარგმნაც შესაძლებელია. ჩვენს კომპანიაში მომხმარებლებს კონსულტაციებს ტურიზმის სფეროში მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლები უწევენ. აწყობენ სამოგზაურო ტურს,რომელიც შედგენილია ქალაქის რუკებით, მარშრუტებითა და მთავარი ღირსშესანიშნაობებით. ასევე ემიგრანტებს საქართველოში დასაბრუნებელ იაფ ავიაბილეთებს და კოვიდდაზღვევას ვთავაზობთ.

 

რომელი მიმართულებებია ამ ეტაპზე მოთხოვნადი?

ამ ეტაპზე მოთხოვნადია ეგზოტიკური ტურები, როგორიცაა ტაილანდი, ბალი, მალაიზია, შრი-ლანკა, მალდივი… ასევე, მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ ჯგუფური ტურები. მოგზაურები უცხო ქვეყნის კულტურას და ხალხს ეცნობიან და გარდა ამისა, ტურში გაცნობილი მგზავრები ერთმანეთის საუკეთესო მეგობრებიც კი ხდებიან.

რა შედის ტურის ღირებულებაში?

ტურისტული პაკეტი ავიაბილეთებს, სასტუმროს, დაზღვევას, შიდა გადაადგილებას, ასევე ტრანსფერს და მუზეუმის ბილეთებს მოიცავს.

რატომ უნდა აირჩიონ მგზავრებმა Ntravel?

ტურისტული კომპანია „ენთრეველი“ მომხმარებელმა იმის გამო უნდა აირჩიოს, რომ აქ პროფესიონალი, გულისხმიერი და ყურადღებიანი ოპერატორები არიან დასაქმებული. მათ მოგზაურობის დიდი გამოცდილება აქვთ და ადამიანებს მოგზაურობასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე კომპენტენტურ კონსულტაციას უწევენ. თითოეულ მგზავრს ინდივიდუალურად დიდი დრო ეთმობა, რათა მათი ინტერესები მოთხოვნის შესაბამისად იქნას გათვალისწინებული და საზღვრის უპრობლემო გადაკვეთა შეძლონ. ხშირად გვაქვს შემთხვევა, როცა მხოლოდ რჩევისა და კონსულტაციისთვის მოდის მგზავრი. ჩვენ მათ დიდი სიამოვნებით ვუთმობთ დროს და რეკომენდაციებს ვაძლევთ.

ჩვენი კომპანია განვითარებისთვის მუდმივად ზრუნავს და ტრენინგებს სისტემატურად ეწევა. ასევე, საინფორმაციო ტურებს ქვეყნის გარეთაც ვაწყობთ.

რა რჩევებს მისცემთ მათ, ვინც ახლო მომავალში მოგზაურობას გეგმავს?

ვინც ზაფხულის შვებულების დაგეგმვას აპირებს, ტურების წინასწარ დაჯავშნას ვურჩევ, რადგან ტური ფრენამდე ერთი-ორი თვით ადრე გაცილებით მეტი ღირს. ბიუჯეტი აუცილებლად განსაზღვრონ და მოგზაურობა შესაბამისად დაგეგმონ.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ტურისტული კომპანია „ენთრეველი“ გაფართოებას გეგმავს და გვსურს, რომ ფილიალები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გავხსნათ.

 

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის
OK! News

#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის

September 23, 2023
#OK! BABY COLLEGE TBILISI – ინოვაციური სასწავლო გარემო მშობლებისა და ბავშვებისთვის
OK! Kids

#OK! BABY COLLEGE TBILISI – ინოვაციური სასწავლო გარემო მშობლებისა და ბავშვებისთვის

September 14, 2023
#OK! “ჩემთვის 85 წელი ცხოვრების ახალი ეტაპია” – ჯეინ ფონდას სილამაზის საიდუმლო და “ბედნიერი სიბერე”
Fashion News

#OK! “ჩემთვის 85 წელი ცხოვრების ახალი ეტაპია” – ჯეინ ფონდას სილამაზის საიდუმლო და “ბედნიერი სიბერე”

September 15, 2023
#OK! ბარიატრიული ქირურგია – ჭარბი წონის კლების ყველაზე ეფექტური საშუალება
Health & Beauty

#OK! ბარიატრიული ქირურგია – ჭარბი წონის კლების ყველაზე ეფექტური საშუალება

September 7, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ტენდენციური მაკიაჟი შემოდგომა/ზამთარი 2022/2023

#OK! ტენდენციური მაკიაჟი შემოდგომა/ზამთარი 2022/2023

October 8, 2022
OK! ტყუპები – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

OK! ტყუპები – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

May 23, 2023
#OK! ქალწული – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

#OK! ქალწული – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

September 8, 2023
#OK! მეტი თავდაჯერებულობა „ბესტიასთან“ ერთად

#OK! მეტი თავდაჯერებულობა „ბესტიასთან“ ერთად

April 10, 2023

კვირის ჰიტები

#OK! “ჩემმა ძმამ შოუზე არ დამპატიჟა, ღმერთმა დალოცოს, მისი სულისთვის ვლოცულობ” – გურამ გვასალია

#OK! “ჩემმა ძმამ შოუზე არ დამპატიჟა, ღმერთმა დალოცოს, მისი სულისთვის ვლოცულობ” – გურამ გვასალია

October 2, 2023
#OK! “კაილი ჯენერმა მორიგი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა?” – რას წერენ სოციალურ მედიაში ვარსკვლავის შესახებ

#OK! “კაილი ჯენერმა მორიგი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა?” – რას წერენ სოციალურ მედიაში ვარსკვლავის შესახებ

September 29, 2023
#OK! “დავწერე წიგნი, რომელიც ეხება ჩემი ცხოვრების აქამდე საიდუმლო დეტალებს”- პრიანკა ჩოპრა

#OK! “დავწერე წიგნი, რომელიც ეხება ჩემი ცხოვრების აქამდე საიდუმლო დეტალებს”- პრიანკა ჩოპრა

September 29, 2023
#OK! დღეს მონიკა ბელუჩი 59 წლის გახდა: პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული მსახიობი იუბილარია

#OK! დღეს მონიკა ბელუჩი 59 წლის გახდა: პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული მსახიობი იუბილარია

September 30, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები