• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მოდის ინდუსტრიის უცვლელი საკულტო სუპერმოდელი – ქეით მოსი

January 16, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მოდის ინდუსტრია ყოველდღიურად იცვლება, ვითარდება და ყალიბდება. საერთაშორისო ასპარეზზე ჩნდებიან დამწყები მოდელები, ტოპ მოდელები, სუპერმოდელები, და არსებობს უბრალოდ – ქეით მოსი. ქალი, რომელმაც შეძლო და მიაღწია იმდენს, რაც დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებლად ითვლებოდა.

ინგლისელი ლამაზმანი სამ ათწლეულზე მეტია მუშაობს მოდის ინდუსტრიაში, რომლის პარალელურად ყალიბდება განსხვავებული ტენდენციები, მოთხოვნები და სილამაზის კრიტერიუმები. მუდმივად ცვალებად ბიზნესში კი ქეით მოსის ფენომენი კვლავ აქტუალური რჩება. 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელები კარიერული “აღორძინების” შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო საქმიანობას ხშირად თავს ანებებდნენ, ხოლო დიდხნიანი პაუზის შემდეგ საკუთარი ადგილის დაბრუნებას ცდილობენ. ცხადია, ქეით მოსი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. ის მოდის ინდუსტრიის მუდმივად განვითარებად სახედ რჩება.

ქეითი 1974 წლის 16 იანვარს ქალაქ კროიდონში, ინგლისში დაიბადა. მისი სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, როდესაც Storm Model Management-ის დამფუძნებელმა ნიუ-იორკში JFK-ის აეროპოტში მისი სახით 14 წლის პოტენციური სუპერმოდელი აღმოაჩინა. ქეითმა რამდენიმე წარმატებული ფოტოსესიისა და კამპანიის შემდეგ, 16 წლის ასაკში ჟურნალ The Face-ის გარეკანი დაამშვენა, ეს იყო მისი სადებიუტო ყდა, რომლის შემდეგაც ახალგაზრდა გოგონას სამოდელო კარიერა რადიკალურად შეიცვალა.

საზოგადოება “ქეით მოსის სახეს” 25 წელზე მეტია იცნობს, ის უდაოდ არის საუკუნის გამორჩეული სუპერმოდელი, ეგრეთწოდებული “ნოვატორი პიონერი” და ერთ-ერთი პირველი, სტანდარტების მიხედვით დაბალი (170 სმ) მოდელი, რომელმაც მაღალი მოდის ჩვენებებზე გაიარა. 2011 წელს ბრიტანელმა ლამაზმანმა მსოფლიოს მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელის წოდება მიიღო.

კარიერის დასაწყისში, ქეითი ცნობილი იყო ცხოვრების არაჯანსაღი სტილით, ის წლების განმავლობაში კარგავდა მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმების შესაძლებლობას გახმაურებული სკანდალებისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო. სუპერმოდელი არაერთხელ დაადანაშაულეს ანორექსიის პროპაგანდაში, როდესაც მან WWD-სთან საუბრისას განაცხადა, რომ “სიგამხდრე ყველაზე სასიამოვნო რამ იყო, რაც კი ადამიანს შეეძლო შეეგრძნო.”

ცხოვრებაში არსებული სირთულეებისა და გამოწვევების პარალელურად ქეითი ტრანსფორმირდა წარმატებულ მოდელად და ბიზნესვუმენად, რითიც დაამტკიცა, რომ საკუთარ თავზე მუშაობითა და მონდომებით ყველაფერი შესაძლებელია.

“ჩემი ცხოვრება ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. ვმუშაობდი, ვმოგზაურობდი, ვთამაშობდი, ვერთობოდი, ეს ყველაფერი კი ერთხელაც გაუწონასწორებელი გახდა… ძალიან ბევრი საშინელი და უსამართლო ბრალდება ითქვა ჩემს შესახებ. მე კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საუკეთესო შურისძიება – წარმატებაა.”

“მინდა ცხოვრება გავატარო ისე, რომ, როდესაც ასაკი მომემატება და წარსულს გავიხსენებ ვთქვა – არა გადავრჩი, არამედ ვიცხოვრე.”

ქალი, რომელიც უბრალო თონეიჯერი გოგონადან საკულტო სუპერმოდელად იქცა, გამოირჩევა არატრადიციული გარეგნობით, რომელიც გამუდმებით უნარჩუნებს მას ხიბლსა და ელეგანტურობას. თავად ქეითი ფიქრობს, რომ სილამაზე ფართო ცნებაა და მას ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს.

“მე ტრადიციული სილამაზის მქონე ქალი არ ვარ, თუმცა, როგორც ჩანს ხალხი საპირისპიროს ფიქრობს. ბანალურად ჟღერს, თუმცა მგონია, რომ თუ შინაგანად ლამაზი ხარ, ეს ყველაფერი გარეგნულადაც აისახება. შეიძლება გქონდეს მშვენიერი სახე, მაგრამ არ იყო ლამაზი, როგორც ადამიანი.”

“ქეით მოსი ნებისმიერი ვიზაჟისტის ოცნებაა, გამოკვეთილი ყვრიმალებით, გულის ფორმის ტუჩებითა და ნუშისებრი თვალებით.” – აღწერს სუპერმოდელთან მუშაობის პერიოდს Makeup არტისტი შარლოტა ტილბერი.

ქეით მოსს ფანტასტიკურად აქვს შერწყმული პროფესიული საქმიანობა და დედობრივი მოვალეობები. კარიერა, რომელმაც მას სუპერმოდელის სტატუსი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნა, დღესაც ძალიან წარმატებულია, თუმცა ეს ყველაფერი ქალიშვილთან ურთიერთობაში ხელს საერთოდ არ უშლის.

47 წლის ინგლისელი ლამაზმანი აღნიშნავს, რომ ძალიან ნერვიულობდა, როდესაც Miu Miu-ს ჩვენებაზე ლაილას სადებიუტო გამოსვლა შედგა.

“ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სენტიმენტალური მომენტი ჩემს ცხოვრებაში, ძალიან ვნერვიულობდი, ამ დროს მეგობრებთან ერთად სამზარეულოში ვიჯექი და ჩვენების ციფრული ფორმატის დაწყებას ველოდი. როდესაც ლაილა პოდიუმზე დავინახე ძალიან გამიხარდა და ვამაყობდი, გამუდმებით ერთ ფრაზას ვუმეორებდი საკუთარ თავს “მან ეს გააკეთა, ლაილამ ეს შეძლო.”

ქეითის და ლაილას საერთო დებიუტი Fendi-ის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებაზე შედგა. ვარსკვლავური დედა-შვილი აღნიშნავს, რომ საქმიანობის პარალელურად ყოველდღიურ ცხოვრებაში მეგობრული ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთს თავის მოვლასთან დაკავშირებულ რჩევებსაც ხშირად უზიარებენ.

“ერთხელ შევამჩნიე, რომ დედა ჰაილაითერს არასწორად ისვამდა და გადავწყვიტე მისთვის მაკიაჟის ხრიკები მესწავლებინა. ქეითი ყოველთვის ყველასგან გამორჩეულ და განსაკუთრებულ რჩევებს მაძლევს. მახსოვს, ჩემი პირველი კამპანიის დაწყებამდე მითხრა: “მოუსმინე და გააკეთე ის, რასაც გეტყვიან.” თავდაპირველად ძალიან შემეშინდა, თუმცა საქმე ძალიან გამიადვილა იმ ფაქტმა, რომ მარკ ჯეიკობსთან და მის შემოქმედებით გუნდთან ერთად მიწევდა მუშაობა.”

“იშრომე ბევრი, იყავი ზრდილობიანი ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც შეხვდები და ყოველთვის დარწმუნებული იყავი, რომ თავს კომფორტულად გრძნობ საყვარელი საქმის კეთების პროცესში.” – ეს არის საუკეთესო რჩევა რაც კი ოდესმე დედისგან მიმიღია.”

გარდა იმისა, რომ ქეით მოსი დღეს მოდის სამყაროს საკულტო პერსონად ითვლება, ბევრი ადამიანისთვის ჯერ კიდევ უცნობია, რომ მისი მოღვაწეობა პროფესიული საქმიანობის გარდა მუსიკალურ ინდუსტრიასაც მოიცავს. ის არაერთხელ იხილა მაყურებელმა ისეთი ცნობილი შემსრულებლებისა და მუსიკალური ბენდების ვიდეოკლიპებში, როგორებიც არიან ელტონ ჯონი, The White Stripes და Marianne Faithfull. ქეითი ხშირად აღნიშნავს, რომ რომ არა სამოდელო საქმიანობა, ბედს აუცილებლად მუსიკალურ სამყაროში სცდიდა.

“ბავშვობაში მინდოდა გავმხდარიყავი როკვარსკვლავი, რომელიმე ჯგუფის სოლისტი, შემდეგ კი წევრებთან ერთად ავტობუსით გასტროლებზე წავსულიყავი. ძალიან მიყვარს მუსიკა და რომ შემეძლოს დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მიკ ჯაგერის ადგილას The Rolling Stones-ში.”

სუპერმოდელი აღნიშნავს, რომ გასული დეკადები თანამედროვე რეალობისგან რადიკალურად განსხვავდება, კონკრეტული დეტალები კი აღნიშნულ ათწლეულებს განსაკუთრებულ ღირებულებებს მატებს.

“90-იანი წლებიდან განსაკუთრებით მენატრება მობილური ტელეფონებისგან თავისუფალი სამყარო. როდესაც მოდელებმა ვიცოდით, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩვენს მოძრაობას კამერებით არ გადაიღებდნენ, ამის ნაცვლად კი რეალურად დაგვაკვირდებოდნენ. რაც შეეხება მიმდინარე დეკადას, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალიშვილთან ურთიერთობაა, რაც ყველა დანარჩენზე მაღლა დგას.”

სამოდელო სამყაროში მიღწეული უამრავი წარმატების შემდეგ, ქეითი მიიჩნევს, რომ ყველაზე ბედნიერი მომენტი, როდესაც ფიქრობდა, რომ “ცხოვრება უკეთესი ვეღარ გახდებოდა” იყო დღე, როდესაც დედოფალი ელიზაბეტისგან ბუკინგემის სასახლეში მისაპატიჟებელი მოსაწვევი მიიღო.

მოდის ინდუსტრიის უმაღლესი მწვერვალების დაპყრობის შემდეგ 47 წლის ინგლისელი ლამაზმანი საყვარელ საქმიანობას ამჟამადაც წარმატებულად განაგრძნობს, თუმცა აღნიშნავს, რომ აქვს ჯერჯერობით აუხდენელი “მარტივი ოცნება”, როგორც თავად ეძახის “საიდუმლო ამბიცია” – წავიდეს სამოგზაუროდ, ისე რომ სამსახურეობრივ მოვალეობებზე საერთოდ არ იფიქროს.

გაიგე მეტი: FendiMiu MiuVogueWWDლაილა მოსიქეით მოსი

ასევე გაეცანი

#OK! BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა – „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
OK! News

#OK! BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა – „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა

September 15, 2026
#OK! ქართველი არტისტის დიდი აღიარება ჩინეთში – დავით კენჭიაშვილი ,,Silk Way Star”-ის უცვლელი ჟიურის წევრია
OK! News

#OK! ქართველი არტისტის დიდი აღიარება ჩინეთში – დავით კენჭიაშვილი ,,Silk Way Star”-ის უცვლელი ჟიურის წევრია

September 14, 2026
#OK! ქართველი პროდიუსერების წარმატება ვენეციაში – A Few Moments of Happiness Orizzonti-ის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გახდა
OK! News

#OK! ქართველი პროდიუსერების წარმატება ვენეციაში – A Few Moments of Happiness Orizzonti-ის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გახდა

September 14, 2026
„საკუთარ თავს დავპირდი, რომ არ ვიტირებდი“ – სელინ დიონი ექვსი წლის შემდეგ სცენას დაუბრუნდა
OK! News

„საკუთარ თავს დავპირდი, რომ არ ვიტირებდი“ – სელინ დიონი ექვსი წლის შემდეგ სცენას დაუბრუნდა

September 14, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

August 10, 2025
#OK! კორეული კოსმეტიკის ბუმი საქართველოში – რატომ გახდა K-beauty თავის მოვლის ახალი სტანდარტი

#OK! კორეული კოსმეტიკის ბუმი საქართველოში – რატომ გახდა K-beauty თავის მოვლის ახალი სტანდარტი

June 28, 2026
#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

October 27, 2025
#OK! MEN – გუგა ქაშიბაძე

#OK! MEN – გუგა ქაშიბაძე

August 20, 2024

კვირის ჰიტები

#OK! „ისინი სამეფო ოჯახის მოქმედი წევრები არ არიან“ – რა წერილს ავრცელებს ბუკინგემის სასახლე

#OK! „ისინი სამეფო ოჯახის მოქმედი წევრები არ არიან“ – რა წერილს ავრცელებს ბუკინგემის სასახლე

September 9, 2026
#OK! Health&Beauty შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“

#OK! Health&Beauty შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“

September 12, 2026
#OK! სად მიდის შენი ენერგია

#OK! სად მიდის შენი ენერგია

September 11, 2026
#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

September 12, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები