ჯასტინ და ჰეილი ბიბერები ზაფხულს სასიამოვნოდ ატარებენ, რისი მიზეზიც მხოლოდ მზიანი დღეები და სიყვარულით სავსე ურთიერთობა არ არის. 31 წლის გრემის მფლობელი მუსიკოსი ჯასტინ ბიბერი სცენაზე, ოთხი წლის შემდეგ პირველი სოლო ალბომით, Swag – ით ბრუნდება. ეს ალბომი არა მხოლოდ მუსიკალური ნამუშევარია, არამედ შემოქმედებითი თავისუფლების სიმბოლო, რომელიც მეუღლის, ჰეილი ბიბერის, მხარდაჭერით შეიქმნა.


ჯასტინ ბიბერის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალბომი სრულიად დამოუკიდებლად შექმნა და ისეთი გამოვიდა, როგორზეც ოცნებობდა. ალბომის იდეა ლოს ანჯელესში დაიბადა, საკუთარ სახლში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან Carter Lang, Eddie Benjamin და DJ Tay James. სწორედ ამ სესიების დროს გაჩნდა ის ორგანული ჟღერადობა, რომელიც Swag-ის უნიკალურობას ქმნის – ცოცხალი ინსტრუმენტებით, მინიმალური ეფექტებითა და მაქსიმალურად გულახდილი ტექსტებით.
გადამწყვეტი როლი ამ პროცესში ჰეილი ბიბერმა შეასრულა. წყაროები PEOPLE-თან ამბობენ, რომ მეუღლე ალბომის შექმნის ყველა ეტაპზე ჯასტინის გვერდით იდგა.

„ყველამ იცის ჯასტინი, როგორც ვარსკვლავი, მაგრამ ახლა ხალხს შანსი ეძლევა გაიცნოს არტისტი, რომელსაც ჰეილი იცნობდა მთელი ამ წლების განმავლობაში“ – წერს People.
ჯასტინმა წინა წელს 15-წლიანი პროფესიული ურთიერთობა, მენეჯერ სკუტერ ბრაუნთან, დაასრულა. ეს ნაბიჯი მისთვის დიდი თავისუფლების პატარა დასაწყისი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განშორებისა, სკუტერ ბრაუნმა Instagram-ის Stories-ში ბიბერს მხარდასაჭერი სთორი მიუძღვნა.
ახალი ალბომი 21 სიმღერას აერთიანებს და ჟანრობრივად R&B-ს, პოპსა და ექსპერიმენტული ჟღერადობის სინთეზსს წარმოადგენს. ალბომში მონაწილეობენ თანამედროვე შემსრულებლები – Gunna, Sexyy Red, Cash Cobain, Marvin Winans…
DAISIES – ჰეილის მიუძღვნა და ამ სიმღერით გამოხატა, რომ იმაზე მეტადაა შეყვარებული, ვიდრე ურთიერთობის დასაწყისში.
ჯასტინ ბიბერის 10 თვის ვაჟმა, ჯეკ ბლუზ ბიბერმა, უკვე დიდი ემოცია გამოიწვია სოციალურ მედიაში. სიმღერა GO BABY სიმბოლურად აგრძელებს ჯასტინის საკულტო ჰიტს Baby. თუ თინეიჯერი ჯასტინი პირველი სიყვარულის შესახებ მღეროდა, დღეს ის უკვე მამობრივ ემოციებზე წერს.
ასევე დაგაინტერესებთ:












