ჟურნალი OK! კიდევ ერთხელ გიამბობთ კომპანია Robo Coder-ის შესახებ. ეს არის საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ბავშვები და მოზარდები სწავლობენ და ეუფლებიან მომავლის უნარებს, აწყობენ და აპროგრამებენ რობოტებს Lego-კონსტრუქტორების დახმარებით. სწავლება დაფუძნებულია Lego education საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაზე, მორგებული და ადაპტირებულია ქართველი ბავშვების თავისებურებებსა და მოთხოვნებზე. LEGO კონსტრუქტორები ეხმარება მოსწავლეებს ტექნიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში და ასწავლის პრობლემების გადაჭრას სხვადასხვა ხერხით.
Robo Coder-ის პროგრამები გათვლილია 3-15 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის. პროგრამები დაგეგმილი და გაწერილია სხვადასხვა ასაკის განვითარების თავისებურებათა გათვალისწინებით და მიზნად ისახავს ასაკისთვის საჭირო უნარების განვითარების ხელშეწყობას.
კომპანია უკვე სამი წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს, მიუხედავად სხვადასხვა გამოწვევისა, მან შეძლო ადგილის დამკვიდრება და ერთგული მომხმარებლის მოზიდვა. როგორც Robo Coder-ში აღნიშნავენ, დაინტერესება განმავითარებელი წრეების მიმართ წლიდან წლამდე იზრდება, მათ შორის ტექნიკური მიმართულებით. რაც თავის მხრივ, ტექნოლოგიების განვითარების სწრაფი ზრდითაა გამოწვეული. მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო სივრცეების მიზანია, რომ მოზარდები თამამად შეხვდნენ სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ მომავალს, რაშიც მათ Lego საგანმანათლებლო პროგრამაც ეხმარება.
Robo Coder-ის დამფუძნებლის და დირექტორის − ნინა ბექაურის აზრით, „საქართველოში საკმაოდ გვიან მოხდა გააზრება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია STEAM პროგრამებში ბავშვების ჩართულობა. Lego საგანმანათლებლო პროგრამა აღიქმებოდა, როგორც მხოლოდ გასართობი, სათამაშო აქტივობა მაშინ, როცა ის უკვე 40 წელზე მეტია გამოიყენება მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებებში და თანამშრომლობს უახლესს ტექნოლოგიურ პლატფორმებსა და კომპანიებთან“.
გარდა ამისა, როგორც ნინა აღნიშნავს, დღემდე არსებობს სტერეოტიპი, რომ კონსტრუირებისა და პროგრამირების აქტივობა მხოლოდ ბიჭებისთვის არის, გოგონები ნაკლებად გამოხატავენ ინტერესს და მათთვის ამ უნარების შეძენა არ არის საჭირო. ეს ყველაფერი კი აფერხებს ტექნიკური მიმართულებით გოგონების განვითარებას ადრეული ასაკიდან. ასეთი სტერეოტიპების შეცვლა აუცილებელია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2022-2023 სასწავლო წელს გოგონების ჩართულობა 18-22%-ით გაიზარდა.
ცალკე აღსანიშნავია Robo Coder-ის გუნდი, რომელიც შედგება ახალგაზრდა და ენერგიული პედაგოგებისგან. ისინი მუდმივად მზად არიან სიხლეების სწავლისა და გაზიარებისთვის. მოსწავლეები კი კომფორტულად და მშვიდად გრძნობენ მათთან თავს და იციან, რომ ყოველთვის მიიღებენ მხარდაჭერას და წარმოქმნილ პრობლემებს ერთად გადაჭრიან.
სამომავლოდ Robo Coder-ის გუნდს დიდი გეგმები აქვს. გარდა ახალი ფილიალებისა, კომპანია გეგმავს „რობო კოდერის“ საბავშვო ბაღის გახსნას. Robo Coder-ის ერთ-ერთი სასწავლო კურსი, „შექმენი შენი Lego ისტორია“, გათვლილია სწორედ სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე. აღნიშნული კურსი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და გახდა წინა პირობა იმისა, რომ კომპანიას შეექმნა Robo Coder-ის ახალი პროდუქტი – საბავშვო ბაღი BABY Coder. Lego education სკოლამდელი პროგრამების რესურსების საშუალებით ბავშვები დააგროვებენ გამოცდილებას და შეძლებენ პატარა ასაკიდან მოემზადონ სწრაფად განვითარებადი მომავლისთვის.
„ჩვენ პირველად ვცადეთ და მოვარგეთ Lego საგანმანათლებლო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განვითარების სახელმწიფო სტანდარტებს და ეს პროდუქტი ჩვენს მომხმარებელს შევთავაზეთ. ბაღი Baby Coder იქნება სივრცე, სადაც ბავშვები განვითარდებიან ბედნიერ, მზრუნველ და მხარდამჭერ გარემოში“. – აღნიშნავს ნინა ბექაური.
Robo Coder-ის და უკვე Baby Coder-ის სივრცე ელოდება ყველა ბავშვს, რომელიც მზადაა იყოს კრეატიული, გაიგოს უფრო მეტი მიზეზშედეგობრივი გზით, დააკვირდეს კავშირებს და თამამად შეხვდეს სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ მომავალს.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი