ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის შვილი, დამიანე კვარაცხელია გაქრისტიანდა. წყვილმა შვილის ნათლობა ახლობლების წრეში აღნიშნა.
ფოტოებიდან ირკვევა, რომ ნათლობის შემდეგ სტუმრებს მთაწმინდაზე, რესტორანში უმასპინძლეს.
როგორც ცნობილია “ნაპოლის” მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 21 აგვისტოს გახდა მამა. პატარა დამიანე კვარაცხელიას დაბადების შემდეგ “კვარა” სამშობლოდან ნეაპოლში დაბრუნდა. ხვიჩა და ნიცა ძირითადად სწორედ იქ არიან.
შეგახსენებთ, რომ სპორტსმენმა სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტზე 2023 წლის 16 ოქტომბერს იქორწინა. წყვილს დიდი ხნის სასიყვარულო ისტორია აქვს და ოფიციალური ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად იტალიაში გადავიდნენ, სადაც ხვიჩა, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდში თამაშობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ქორწილის პირველი კადრები!
#OK! ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის მოკრძალებული ქორწილი!
#OK! “ბიჭს ველოდები” – ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე პირველ შვილს ელოდებიან