• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! მე სხვა დატვირთვა შევძინე კალიგრაფიას – ქართული ასოებისგან შექმნილი პორტრეტები

September 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ქართული OK! გაგაცნობთ შემოქმედს, რომლის ნამუშევრებსაც უნდა იცნობდეთ. ეს არის ადამიანი, რომელთანაც მცირეხნიანი საუბარიც კი საკმარისია იმისათვის, რათა დარწმუნდეთ, რომ ის მართლაც სხვაგვარად ხედავს, ესმის და ფიქრობს. მუსიკოსი და მხატვარ-კალიგრაფისტი შოთა საგანელიძე პირველია, რომელმაც შექმნა უნიკალური სტილი მსოფლიო კალიგრაფიაში.

ის ქართული ასოებით ხატავს პორტრეტებს. მისი მინიმალისტური სტილი დახვეწილი და ზღვა შინაარსის მატარებელია. როგორც თვითონ აღნიშნავს, არ აქვს ხოლმე მოლოდინი იმისა, რომ მის ნამუშევრებს ბოლომდე გაიგებენ, თუმცა ჩვენ მაინც ვეცდებით, იმ თითოეული ასოს მიღმა, რომელიც ერთი შეხედვით მხოლოდ სახის რომელიღაც ნაწილს გამოხატავს, აღმოვაჩინოთ და დავინახოთ ის ფიქრები და ემოციები, რომელთა გადმოცემა ასე ძალიან უნდოდა ავტორს.

აღსანიშნავია, რომ 27, 28, 29 ივლისს მწერალთა სახლის საგამოფენო სივრცეში გაიმართა „შოთა საგანელიძის პერსონალური გამოფენა − თანამედროვე ქართული კალიგრაფიული ხელოვნების“ სახელწოდებით. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თამარ მეფის, შოთა რუსთაველის, ექვთიმე თაყაიშვილის, პეტრე ოცხელის, სოფიკო ჭიაურელისა და სხვა ისტორიული ფიგურების ფერწერული ტილოები. ასევე, საზოგადოებამ პირველად იხილა შოთა საგანელიძის მხატვრობით შექმნილი სამოსის მცირე კოლექცია: ხელით ნაქარგი მაისურები კალიგრაფიულ-ორნამენტული ელემენტებით, თავად ხელოვანის მიერ მოხატული აბრეშუმის კაბები. გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტი, როგორიცაა თამარ მეფის სამაჯური, კერამიკის ფილები და დაპრინტული ჩანთები თუ მაისურები.

როგორ გაჩნდა იდეა, შეგექმნათ პორტრეტები ანბანით?

პირველად, ძალიან ადრე, გაუცნობიერებლად შევქმენი კალიგრაფიული ნამუშევარი. ეს იყო მუსიკალური ჯგუფის ლოგო − ქართული ასოებით დავხატე ხიდი. შემდეგ უკვე შოთა რუსთაველის სახე შევქმენი ასოებით − ეს გახლდათ ჩემი პირველი პორტრეტი. მას მოჰყვა თამარ მეფე, რომელიც 21 სხვადასხვა ფილისგან შევქმენი; ასევე, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, პეტრე ოცხელი და სხვ. ეს მინიმალისტური სტილი − თვალი თუ ცხვირი ასოებისგან, არ არსებობს არცერთ დამწერლობაში, ანუ მხატვრობაში. ვმუშაობ როგორც კერამიკაზე, ისე აბრეშუმზე, ამ ყველაფერს კი ვქმნი სხვადასხვა ტექნიკით.

როდესაც ქართულ ასოებს დავაკვირდი, თითოეულს იმხელა შინაარსი ჰქონდა, მინდოდა ეს ყველაფერი გადმომეცა. მინდა აღვნიშნო, რომ შინაარსობრივად დღეს ყველაზე დახვეწილია ქართული დამწერლობა.

ჩემი მიზანი არ არის მხოლოდ ვიზუალის შექმნა. ვცდილობ გადმოვცე იმ ადამიანის ფსიქოტიპი, ვის პორტრეტსაც ვქმნი. ამაში კი მეხმარება მასზე არსებული ინფორმაცია − მაგალითად, რა ეცვა, რომელ ფერზე წერდა, როგორი ინტერესები ჰქონდა და სხვ.

გვესაუბრეთ თქვენს ბოლო ნამუშევარზე.

ახლახან დავასრულე მარო მაყაშვილის პორტრეტზე მუშაობა. რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი მისი შექმნა. მე მაროში დავინახე ორი ადამიანი: ერთი მხრივ გოგო, რომელიც არის განათლებული, კარგი ოჯახის შვილი, დისციპლინირებული, და მეორე მხრივ გოგო, რომელიც გვერდით გასწევს ლამაზ აწმყოს და მომავალს, წინ სამშობლოს დააყენებს და მსხვერპლს გაიღებს. სწორედ ეს დავინახე, როცა მაროს ფოტოს ვუყურებდი, სახე გავყავი შუაზე და აღმოვაჩინე ორი რადიკალურად სხვა სახე და ადამიანი.

გზა, მუსიკიდან კალიგრაფიამდე…

მუსიკაც და ხატვაც ჩემთვის არის გამოხატვის საშუალება. საკუთარ ემოციებს, ხედვას და ჩემს თავს გამოვხატავ ორი სხვადასხვა ფორმით. საკუთარ თავში დაბადებულ მელოდიას ხან ვქმნი როგორც მუსიკას, ხან კი ვხატავ − ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ იმ მომენტში რომელი ფორმა უფრო ახლოს არის ჩემთან. მთელი ცხოვრებაა ვხატავ, ხატვის დროს ვწერ იმ ტექსტს, რომელიც ჩემთვის არის სიმღერა.

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

ტექსტი: სოფიო მალანია

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! სასადილო მაგიდა და სკამები თუ ბარის კომპლექტი – რომელია სწორი არჩევანი შენი სამზარეულოსთვის
Décor

#OK! სასადილო მაგიდა და სკამები თუ ბარის კომპლექტი – რომელია სწორი არჩევანი შენი სამზარეულოსთვის

July 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ამანდა ჰოლდენი დევიდ კომას სამოსით გამოჩნდა

#OK! ამანდა ჰოლდენი დევიდ კომას სამოსით გამოჩნდა

January 28, 2022
#OK! Puredistance – სუნამოებად ქცეული ისტორიები

#OK! Puredistance – სუნამოებად ქცეული ისტორიები

January 10, 2025
#OK! მეგობრები – ანა დოი და თორჩო (ვიდეო)

#OK! მეგობრები – ანა დოი და თორჩო (ვიდეო)

April 2, 2025
#OK! ნუცა ბუზალაძე  American Idol – ის ანონსში!

#OK! ნუცა ბუზალაძე American Idol – ის ანონსში!

February 23, 2023

კვირის ჰიტები

#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

July 8, 2025
#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

July 8, 2025
#OK! წარსულის სცენა მომავლის მოძრაობა

#OK! წარსულის სცენა მომავლის მოძრაობა

July 4, 2025
#OK! ცივი დღეები დასრულდა –  დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

#OK! ცივი დღეები დასრულდა – დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

July 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები