• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure – ახალი გასტრონომიული აღმოჩენები კომფორტულ გარემოში

April 9, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure მდებარეობს პეტრე მელიქიშვილის გამზირზე, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ლოკაციაზე. სასტუმრო განთავსებულია ყოფილი ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობაში, რომელიც 1929-1930 წლებში აშენდა. შენობის იერსახე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ერწყმის ერთმანეთს განსხვავებული ეპოქის სხვადასხვა სტილისტური მახასიათებლები. „ქართული სტილის“ არქიტექტურა ორგანულად აერთიანებს სიმარტივეს და საქართველოს ისტორიული არქიტექტურული მემკვიდრეობის ცალკეულ ელემენტებს. Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure-ს კონცეფციასა და სასტუმროში განთავსებულ რესტორან – MUSE-ზე უფრო დეტალურად გენერალური მენეჯერი, ჰოლგერ ბუხვალდი და აღმასრულებელი შეფი, არტურ ლინკევიჩი გვიამბობენ.

 

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

ჰოლგერ ბუხვალდი: Tbilisi Philharmonic Hotel-ი 2023 წლიდან იმართება ბრენდ Mercure-ს ეგიდით. სასტუმრო განასახიერებს ბრენდის „ადგილობრივი შთაგონების“ ფილოსოფიას, რომელიც შესანიშნავად ერწყმის მიმდებარე ლანდშაფტს. ახალი სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს გონივრული ფასებისა და მაღალი ხარისხის მომსახურების სრულყოფილ კომბინაციას წლის ნებისმიერ დროს, ასევე დამატებით პრივილეგიებს და წვდომას ყველასთვის ლოიალობის გლობალურ პროგრამაზე – Accor Live Limitless.

Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure გთავაზობთ სხვადასხვა კატეგორიის 120 დახვეწილ ნომერს – ქალაქისა თუ მთაწმინდის ხედით. ყველა ოთახს აქვს გამორჩეული დიზაინი, მყუდრო ინტერიერი. რა თქმა უნდა, ოთახები აღჭურვილია ყველაფრით, რაც საჭიროა კომფორტული დასვენებისა და მუშაობისთვის, მათ შორის: კონდიციონერი, სამუშაო მაგიდა, ჩაის და ყავის საშუალებები და უფასო მაღალსიჩქარიანი Wi-

Fi.

Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure-ს უპირატესოებები:

უპირველესად, მიმზიდველია სასტუმროს ადგილმდებარეობა, ის ხელსაყრელი ლოკაციაა ტურისტებისთვის და არამხოლოდ. ქუჩის მოპირდაპირედ მდებარეობს თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია), ხოლო ქალაქის მთავარი შოთა რუსთაველის გამზირი მომხიბვლელი კაფეებით, რესტორნებითა და მრავალფეროვანი მაღაზიებით ფეხით სავალ მანძილზეა.

გარდა კომფორტული ოთახებისა, აღსანიშნავია სასტუმროში არსებული რესტორანი MUSE, რომელიც მუსიკალური თემით არის შთაგონებული. რესტორანი გთავაზობთ როგორც საერთაშორისო სამზარეულოს, ისე ადგილობრივ კერძებს. მყუდრო ბარს აქვს ადგილობრივი ღვინოების ვრცელი ჩამონათვალი, ასევე იმპორტირებული სასმელები და კოქტეილები. სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ დაძაბულობისგან განმტვირთველი საღამოთი აპერიტივის ან დიჯესტივის სასმელების მირთმევით, ან შეუკვეთონ ყავა და კერძები ბარის გახსნის საათებში, დილის 7:00-დან საღამოს 23:00 საათამდე.

 

 

სანამ უშუალოდ მენუს გაგვაცნობთ, მოგვიყევით, როდის დაიწყო თქვენი კულინარიული მოგზაურობა?

არტურ ლინკევიჩი: ჩემი კულინარიული მოგზაურობა დაიწყო ლატვიაში, 16 წლის ასაკში. შემდეგ იყო ლონდონი და პარიზი, ვიმუშავე მიშლენის ორვარსკვლავიან რესტორნებში. ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება. მსოფლიოს რვაწლიანი მოგზაურობის შემდეგ, საქართველოში ჩამოვედი, სადაც ახალ გამოწვევებს ვეძებდი. თავდაპირველად ვიყავი სამზარეულოს მთავარი შეფმზარეული, ახლა კი ვარ სასტუმროს აღმასრულებელი შეფმზარეული, რაც სამი წლის დაუღალავი შრომისა და განვითარების შედეგია. სამზარეულო მოითხოვს სიზუსტეს და ფოკუსირებას. მნიშვნელოვანია, კერძში ჩააქსოვო სიყვარული და ვნება, რაც მას უნიკალურს ხდის. როგორც ჩემმა მენტორმა სენ-ტროპეში, არნო დონკელემ, ერთხელ თქვა: „მოხარშეთ ისე, თითქოს ყველა კერძი თქვენი საყვარელი ადამიანისთვის არის შექმნილი. წარმოიდგინეთ, რომ ის რესტორანში ზის და მიირთმევს თქვენს გაკეთებულ კერძს, თითქოს ის კულინარიული სასიყვარულო წერილი იყოს“. როცა სიყვარულით ქმნი, წარმატებაც გარდაუვალია.

 

გვესაუბრეთ მენიუზე

რესტორან Muse-ში თქვენ გელოდებათ ახალი, განსხვავებული და დაუვიწყარი გემოები. აქ ქართული, ფრანგული, იტალიური და სხვა ქვეყნების სამზარეულოს დაგემოვნებას შეძლებთ. მენიუში არის როგორც კლასიკური რეცეპტებით დამზადებული კერძები, ისე თანამედროვე, ახლებურიც. მაგალითად, ჩვენი ნორვეგიული ორაგულის კერძი, რომელიც შეიცავს სოუსს „ბეურ ბლანს“, რომელიც გაჟღენთილია კიტრით და შავი ხიზილალით. ჩვენს მენიუში შეხვდებით განსხვავებულ მიდგომას, შებოლილი და შემწვარი გემო ყველა კერძში, თუნდაც დესერტებში, მაგალითად: შემწვარი ქართული ადგილობრივი ქლიავი, რომელიც თან ახლავს ჩვენს ჩიზქეიქს. მივესალმებით გაზაფხულს და მოხარული ვართ შემოგთავაზოთ ადგილობრივი წარმოების ბოსტნეული თბილისის სათბურებიდან.

Mercure-ის თბილისის ფილარმონიაში სტუმრებს შეუძლიათ მიირთვან შეფმზარეულის სპეციალური ვახშამი, სადაც მათ შეუძლიათ ისიამოვნონ შესანიშნავი კერძებით და ცოცხალი მუსიკით.

 

 

სამომავლო გეგმები

ჰოლგერ ბუხვალდი: კონცეფცია by Mercure შეიქმნა იმისთვის, რომ დაეხმაროს ხარისხიანი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების მფლობელებს, შეუფერხებლად გადავიდნენ Mercure-ის ბრენდზე ხუთი წლის განმავლობაში, თანდათანობით გააერთიანონ ბრენდის სტანდარტები და დაუყოვნებლივ მიიღონ წვდომა გლობალური ბრენდის ყველა უპირატესობაზე. ამავდროულად, სტუმრებს გარანტირებული აქვთ კომფორტის უკომპრომისო საერთაშორისო სტანდარტები, ოთახის ზომა, კეთილმოწყობა და მომსახურების ხარისხი, როგორც Mercure-ის ყველა სასტუმროში. ამიტომ, აქედან გამომდინარე, დანერგვა და გადასვლა სრულ შესაბამისობაში Accor-ის ბრენდის Mercure სასტუმროზე, ჩვენი მთავარი მიზანია მომავალი წლებისთვის.

Accor-ი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას და აძლიერებს პოზიციებს ქვეყანაში. გასულ წელს ჯგუფმა თბილისში ორი სასტუმრო გახსნა და წლის ბოლოს რამდენიმე ახალი სასტუმროს დანერგვას დედაქალაქში გეგმავს. Mercure’s Tbilisi Philharmonic Hotel გახდა Accor-ის მეექვსე სასტუმრო საქართველოში. ჯგუფი გეგმავს შემდგომ ქვეყანაში გაფართოებას.

გამოიყენე პრომოკოდი OKMUSE24 და მიიღე – 5%-იანი  ფასდაკლება მენიუზე MUSE რესტორანში.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 17, 2025
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა
Slider Area

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025
#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა
OK! Doctors

#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

November 11, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დათო ტურაშვილი საავადმყოფოში სტენოკარდიული შეტევის გამო გადაიყვანეს – ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია

#OK! დათო ტურაშვილი საავადმყოფოში სტენოკარდიული შეტევის გამო გადაიყვანეს – ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია

March 20, 2023
#OK! AMOSA

#OK! AMOSA

December 28, 2021
#OK! ალიშა კისი Billboard Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე Valentino-ს კაბით გამოჩნდა!

#OK! ალიშა კისი Billboard Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე Valentino-ს კაბით გამოჩნდა!

May 24, 2021
#OK! 2021 წლის ყველაზე გამორჩეული და განხილვადი მომენტები წითელი ხალიჩიდან

#OK! 2021 წლის ყველაზე გამორჩეული და განხილვადი მომენტები წითელი ხალიჩიდან

December 30, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ემა სტოუნი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მსახიობად აღიარეს

#OK! ემა სტოუნი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მსახიობად აღიარეს

November 17, 2025
იმოგზაურე მარტივად – სელფის Travel eSIM ნებისმიერი ქსელის მომხმარებლისთვის

იმოგზაურე მარტივად – სელფის Travel eSIM ნებისმიერი ქსელის მომხმარებლისთვის

November 18, 2025
#OK! ქეით მიდლტონი საშობაო მსახურებას ოფიციალურად უბრუნდება

#OK! ქეით მიდლტონი საშობაო მსახურებას ოფიციალურად უბრუნდება

November 16, 2025
#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

November 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები