#OK! “ბიჭს ველოდები” – ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე პირველ შვილს ელოდებიან

ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი EURO 2024 play-offs-ის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს პენალტების სერიაში სძლია და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის დასრულების დროს გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა და აცნობა, რომ ის და მისი მეუღლე, ნიცა თავაძე პირველ შვილს, ბიჭს ელოდებიან.