• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! მენეჯერი

#OK! მენეჯერი – მაკა უდესიანი

April 1, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

წარმოგიდგენთ რუბრიკა OK! მენეჯერის კიდევ ერთ გამორჩეულ სტუმარს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს და კონტენტ კრეატორს მაკა უდესიანს, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია და პარალელურად ფოტოგრაფიით და ვიდეოგრაფიითაა გატაცებული. დღევანდელ დღემდე საკმაოდ ვრცელი კარიერული გზა გაიარა და უამრავი საინტერესო გამოცდილებაც დააგროვა, რის შესახებაც თავად გვიამბობს ინტერვიუში.

 

 

გაგვეცნით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.
მოგესალმებით. მე ვარ მაკა უდესიანი, პროფესიით ჟურნალისტი, მიუხედავად ძალიან საინტერესო პროფესიისა კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი მონათესავე პროფესია ავარჩიე და 11 წელია ვარ PR/SMM მენეჯერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ასევე ვქმნი კონტენტს სხვადასხვა ბიზნესისთვის, გატაცებული ვარ ფოტოგრაფიით და ამჟამად ვიდეოგრაფიით ვარ დაინტერესებული, საჰაერო გადაღებები DJI დრონის მეშვეობით. მიყვარს მოგზაურობა და ამ ეტაპისთვის მსოფლიოს 70-მდე სხვადასხვა ქალაქში ვარ ნამყოფი, ასევე მუდმივად ვმოგზაურობ საქართველოს ირგვლივ.

გზა რომელიც დღევანდელ დღემდე გაიარეთ. თქვენი სამუშაო გამოცდილებების შესახებ გვიამბეთ.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ჟურნალისტი ვარ, უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ გაზეთში დავიწყე მუშაობა სტაჟიორად, თუმცა  შემდგომ „კიკალა სტუდიოში“  აღმოვჩნდი სამუშაოდ, ამის შემდეგ იყო „საფილო“, „პივოტ პოინტ საქართველო“, „ანბანელა Super Kids“, „რესტორანი ნამდვილი“ და სხვადასხვა საინტერესო პროექტები.  ამ კომპანიებთან თანამშრომლობის პერიოდში, პარალელურად ვიღრმავებდი ცოდნას და გავიარე სხვადასხვა კურსები, სოციალური მედიის მიმართულებით, შევისწავლე დიზაინი, კონტენტის შექმნა სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით. შევიტანე მნიშვნელოვანი წვლილი კომპანიების განვითარებაში. რა თქმა უნდა ეს დიდი შრომაა, მაგრამ როდესაც ძალიან გიყვარს შენი პროფესია ეს ბუნებრივად ხდება. მე მართლა მთელი გულით ვარ ჩართული ჩემი კომპანიების განვითარებაში, მუდმივად ვეცნობი სიახლეებს და ვცდილობ არ ჩამოვრჩე თანამედროვეობას.

 

როგორ ფიქრობთ რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად? როგორ ვიპოვოთ საყვარელი საქმე?

ჩემი აზრით უნივერსიტეტში სწავლის დროს ადამიანი კარგად ვერ აცნობიერებს რა პროფესიას დაეუფლოს, ამისთვის ძალიან ბევრი ძიება არის საჭირო, რა ინტერესები აქვს და მისი ინტერესების შესაბამისად მოძებნოს საქმე, რომელსაც უფრო გულიანად გააკეთებს. როდესაც მიხვდები რომ ამ საქმეს სიამოვნებით აკეთებ, შემდგომ არ უნდა გაჩერდე, მუდმივად უნდა ეძიო სიახლეებს და დარწმუნებული ვარ წარმატება გარდაუვალი იქნება.

რა გაძლევთ მოტივაციას?
მოტივაციის წყარო ძირითადად არის შედეგი. შედეგი საქმეში, თუმცა ეს მარტო არაა საკმარისი მოტივაციისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია პირადი სივრცე, რაშიც ჩემი ოჯახი ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს. მყავს 6 წლის შვილი და  ძალიან დიდ დროს ვატარებთ ერთად, დავდივართ სამოგზაუროდ, გასართობად, ფაქტობრივად ერთად ვიზრდებით.  შემიძლია ვთქვა, ეს არის უპირობო მოტივაცია ქალისთვის და შემგომ საყვარელი საქმე. ერთი მეორეს გარეშე ვერ წარმომიდგენია.

 

 

რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა იწყებენ კარიერას?
აუცილებელია ცოდნა მუდმივად გააღრმაონ და თუ რამე არ იციან აუცლებლად იკითხონ, ისწავლონ, მიიღონ ბევრი გამოცდილება სხვადასხვა კუთხით… დიდი გამოცდილების შემდგომ ყალიბდები პროფესიონალად, როდესაც შენს თავში დარწმუნებული ხარ ყველაფერი გამოდის! ვურჩევდი არ გაჩერდნენ, იბრძოლონ მიზნისკენ.

 

როგორია თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები?
ჩემი მიზნები დაკავშირებულია საკუთარ პროფესიასთან, მინდა ისევ გავიღმაო ცოდნა ამჯერად  ვებ-დეველოპმენტის კუთხით, სხვათაშორის გასულ წელს მქონდა გამოწვევა და  ერთი კომპანიისთვის შევქმენი ვებგვერდი და ძალიან მომეწონა პროცესი. მიზნები დიდი და საინტერესოა, მინდა კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტებზე ვიმუშაო.

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! საკონდიტრო „ითი“ − უცვლელი გემოების მრავალფეროვანი არჩევანი

#OK! საკონდიტრო „ითი“ − უცვლელი გემოების მრავალფეროვანი არჩევანი

March 10, 2021
#OK! ორმაგი პაემანი: კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი ჯასტინ და ჰეილი ბიბერებთან ერთად რომანტიკულ ვახშამზე

#OK! ორმაგი პაემანი: კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი ჯასტინ და ჰეილი ბიბერებთან ერთად რომანტიკულ ვახშამზე

March 23, 2022
#OK! “ასაკის მატებას არ ვებრძვი” – ჰოლი ბერი ცდილობს ჰოლივუდში ქალების მიმართ არსებული სტერეოტიპული აზროვნება რადიკალურად შეცვალოს

#OK! “ასაკის მატებას არ ვებრძვი” – ჰოლი ბერი ცდილობს ჰოლივუდში ქალების მიმართ არსებული სტერეოტიპული აზროვნება რადიკალურად შეცვალოს

May 4, 2025
#OK! კარა დელევინი Clio Peppiatt-ის კაბით! მოდელი მდინარე ტემზაზე გამართულ წვეულებას დაესწრო!

#OK! კარა დელევინი Clio Peppiatt-ის კაბით! მოდელი მდინარე ტემზაზე გამართულ წვეულებას დაესწრო!

July 26, 2021

კვირის ჰიტები

#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია –  პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია – პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

July 8, 2025
#OK! 90-იანების Bixie –  2025 წლის ზაფხულის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა

#OK! 90-იანების Bixie – 2025 წლის ზაფხულის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა

July 11, 2025
#OK! ცივი დღეები დასრულდა –  დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

#OK! ცივი დღეები დასრულდა – დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

July 6, 2025
#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები