• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! მენეჯერი

#OK! მენეჯერი – თეო ლეჟავა

April 1, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

მინდა რუბრიკა OK! მენეჯერის სტუმარი თეო ლეჟავა წარმოგიდგინოთ, რომელიც „თიბისი“ ბანკში 10 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ „ნამაის“ გუნდს სრულიად ახალი გეგმებითა და მიზნებით შეუერთდა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ თეო მეშვიდე შვილს ელოდება და როგორც თავად აღნიშნავს იდეალურად უთავსებს პირად ცხოვრებასა და კარიერას ერთმანეთს. მთავარია სურვილი და ის, რომ გჯეროდეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების.

 

 

თეო, თქვენი საქმიანობის შესახებ გვიამბეთ.

სულ რაღაც ერთი თვეა, რაც ჩემთვის განსხვავებულ – სამშებელო დეველოპერულ სფეროს შემოვუერთდი.“ნამაი” ლიეტუველების, ბალტიის საინვესტიციო ჯგუფის მიერ დაფუძნებული სამშენებლო, დეველოპერული კომპანიაა, სადაც აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიცია დავიკავე. ჩემთვის ძალიან უცნაური იყო გამიმდინარე იქიდან, რომ 20 წელი საბანკო მიმართულებით ვმუშაობდი. სრულიად უცხო სფეროა, შესაბამისად მეც უფრო დიდი შემართება და ენთუზიაზმი მაქვს. პარალელურ რეჟიმში ვსწავლობ და ვმუშაობ. ვცდილობ მაქსიმალურად ავუწყო ფეხი იმ დარგს, რომელშიც ახლახან გადავაბიჯე.

 

 

გზა, რომელიც დღევანდელ დღემდე გაიარეთ.

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გზა გავიარე, გამომდინარე იქიდან, რომ სრულიად უცხო სფეროდან მოვხვდი საბანკო სფეროში 19 წლის ასაკში, იქამდე ფაქტობრიდვად ტელევიზიაში გავიზარდე. 9 წლის ასაკიდან მიმყავდა გადაცემა რადიოში. განათლებაც ამ მიმართულებით მივიღე, დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკუკტეტი.

რადიკალურად განსხვავებულ გარემოში ინტერესის გამო მოვხვდი, თუმცა იქაც ისეთ მიმართულებებში აღმოვჩნდი, რაც ჩემთვის ძალიან ახლო და ნაცნობი იყო – მომხმარებელთა მომსახურება, მუდმივი აქტივობები, შეხვედრები, ღინისძიებების დაგეგმვა… ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ის, რომ ფილიალის მმართველი მაძლევდა ამ ყველაფრის განხორციელების შესაძლებლობას. სულ ცოტა ხანში მარკეტინგის გუნდში გადავედი, სადაც ფილიალების აქტივობების მიმართულება მებარა და ესეც დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. პირველი ათი წელი „პროკრედიტ ბანკში“ სულ განსხვავებულ პოზიციებზე ვიმუშავე. შემდეგ ცოდნა გავიღრმავე – კომუნიკაციის ფსიქოლოგიის მიმართულებით. შემდეგ გერმანიაში ვიყავი სასწავლებლად. მოკლედ რომ ვთქვათ მუშაობის პარალელურად ვსწავლობდი და ვვითარდებოდი.

ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყო „თიბისის“ 10 წლიანი პერიოდი, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება და ადამიანებთან ურთიერთობის კაპიტალი დავაგროვე. ამ დროის განმავლობაში ისეთი პროექტები გვაქვს გახორციელებული ერთი შეხედვით წარმოუდგენლად რომ მიგაჩნია. აქაც ბევრ სხვადასხვა პოზიციაზე ვიმუშავე, როგორც მიმართულების, ასევე რანგის თვალსაზრისით. ვხელმძღვანელობდი კომუნიკაციების და სოციალური პასუხისმგებლობის გუნდს, შემდეგ შვილობილ კომპანიაში – „თიბისი ლიზინგში“ გადავედი, სადაც ასევე საპასუხისმგებლო მიმართულებები მევალა, როგორიც არის ეიჩარი, მომხმარებელთა კმაყოფილების მიმართულება თავისი ადმინისტრაციით და მარკეტინგით.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ხნის მანძილზე დავაგროვე არის ადამიანები, რომლებიც ამ მრავალწლიანი მოღვაწეობის შედეგად გაჩდნენ ჩემს ცხოვრებაში და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მათგან. კარგი მენეჯრები მყავდა ყოველთვის, რაშიც შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად მიმართლებდა. ძალიან ერთგული ვარ, თავს ვუძღვნი იმას, რასაც ვაკეთებ. სწორედ ამას უსვამს ხაზს ჩემი 10 წლიანი მუშაობა „თიბისიში“.

 

 

რა გაძლევთ მოტივაციას?

რაც შეეხება საქმეს და კარიერას მოტივაციას მაძლევს უკუკავშირები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ემოციების სახით მიღებულ უკუკავშირს. როდესაც დიდი კომპანიიდან პატარაშიგადავედი, საკმაოდ საგრძნობი იყო ყოველდღიური მუშაობა, რადგან თითოეული ნაბიჯი ისახებოდა კომპანიის წინსვლაზე. მიმაჩნია, რომ მთავარია იგრძნო პასუხისმგებლობა იმ კონკრეტული საქმისადმი, რაც ჩაბარებული გაქვს. უნდა გავიაზროთ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული დღე, როგორც ნაყოფიერი ასევე უშედეგო, ჩვენც შესაბამისად უნდა მოვიქცეთ.

ხოლო ცხოვრებაში ჩემი მოტივატორები ჩემი შვილები არიან. მეშვიდე შვილს ველოდები ახლა. სულ მეკითხებიან როგორ ვუთავსებ პირად ცხოვრებას და კარიერას ერთმანეთს. მე კი მიმაჩნია,რომ არანაირი აზრი არ ექნებოდა არც ჩემს წარმატებას, არც განვლილ გზას, მითუმეტეს იმ ტემპში, რომელშიც ვმუშაობთ, რომ არა ჩემი ოჯახი. ყველაფერი ერთმანეთს ავსებს და აბალანსებს.

 

 

რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერული ნაბიჯების გადადგმას?

ვურჩევდი, რომ იყვნენ მოუსვენრები, ცნობისმოყვარეები, მუდმივად იძიებდნენ რა ხდება იმ ბაზარზე, რომელ სფეროშიც მოღვაწეობენ. იმდენად დინამიურია ყველაფერი და სწრაფად იცვლება, რომ მნიშვნელოვანია არ გადავეშვათ რუტინაში. ახალ მოსულ თანამშრომლებს სულ ვეუბნები, რომ მოსვლის და პირველი შემხებლობის ემოციები სულ ჩაიწერონ, რადგან ყოველდღიურობაში უკვე გვიჭირს ამ ყველაფრის შემჩნევა. სულ უყვარდეთ და  აინტერესებდეთ ის რასაც აკეთებენ, ეს მნიშვნელოვანია როგორც კომპანიისთვის ასევე მათთვის პირველ რიგში. აუცილებელია საქმისადმი გულისხმიერება და ერთგულება. არ დაიზაროთ და არ ითაკილოთ არანაირი შრომა, გამოიყენეთ ყველა ის შესაძლებლიბა, რაც მოგეცემათ ცხოვრებაში. იყავით გაბედულები, არ შეუშინდეთ გადაწყვეტილებების მიღებას და პასუხისმგებლობის აღებას.

 

სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

ჩემი სამომავლო გეგმები სრულიად „ნამაის“ უკავშირდება. როგორც აღვნიშნე ერთი თვეა შემოვუერთდი გუნდს, ძალიან დინამიური სფეროა სამშენებლი დეველოპერული ბიზნესი. ახალ პროექტს ვიწყებთ.  შესაბამისად მთელი ჩემი ცოდნა, გამოცდილება, შრომისმოყვარეობა, ენთუზიაზმი მიმართულია ახალი პროექტის განვითარებისთკენ. კომპანიაშიც ბევრი საინტერესო მიზანი და გეგმა მაქვს დაწყევული გუნდით, დამთავრებული პროცესებით. რაც შეეხება განათლებას, მინდა კიდევ განვვითარდე და ბიზნესსა და ფინანსებს დავეუფლო.

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Dolce & Gabbana-ს 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის READY-TO-WEAR კოლექცია, რომელიც კიმ კარდაშიანთან კოლაბორაციით შეიქმნა

#OK! Dolce & Gabbana-ს 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის READY-TO-WEAR კოლექცია, რომელიც კიმ კარდაშიანთან კოლაბორაციით შეიქმნა

September 27, 2022
#OK! „გვჯერა, როგორც ბათუმელებისთვის გახდა „ლევილი“ საყვარელი სივრცე, დედაქალაქშიც მოვიპოვებთ მსგავს ნდობასა და სიყვარულს“

#OK! „გვჯერა, როგორც ბათუმელებისთვის გახდა „ლევილი“ საყვარელი სივრცე, დედაქალაქშიც მოვიპოვებთ მსგავს ნდობასა და სიყვარულს“

September 11, 2021
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

October 3, 2022
#OK! ნიკოლას ქეიჯი მეხუთედ დაქორწინდა!

#OK! ნიკოლას ქეიჯი მეხუთედ დაქორწინდა!

March 7, 2021

კვირის ჰიტები

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

June 16, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები