• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო

ინტერვიუ ელენე ჯაფარიძესთან

February 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

როგორც ბევრი თქვენგანისთვის ცნობილია, კანონში შესული ცვლილების შესაბამისად, 2026 წლის მარტიდან უნდა ამოქმედდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – ერთიანი ციფრული ბაზა, რომელიც გააერთიანებს ყველა იმ ადამიანის შესახებ ინფორმაციას, ვინც ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისს იღებს. რა გავლენას მოახდენს ეს რეესტრი საზოგადოებასა და მასში საკმაოდ გამჯდარ სტიგმაზე, ასევე, პირველ რიგში, პაციენტებსა და სპეციალისტებზე – ამ თემებზე სასაუბროდ ფსიქოლოგსა და მწერალს, ელენე ჯაფარიძეს ვეწვიეთ.

 

 

რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი და ვინ მოხვდება მასში?

ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი, რომელიც 2026 წლიდან კანონით ამოქმედდება, გულისხმობს ერთიან ციფრულ ბაზას, სადაც აისახება ნებისმიერი მოქალაქის ინფორმაცია, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისთან ექნება შეხება.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი არ არის უბრალოდ სტატისტიკური პროექტი, ეს არის პიროვნების ადმინისტრაციული მონიშვნის ახალი მექანიზმი, რომელიც: არღვევს პიროვნების კონფიდენციალობასა და დაცულობას; აჩენს შიშს დახმარების მიმართ; აზიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ავტორიტეტს; აძლიერებს სახელმწიფო კონტროლის ბადეს და საზოგადოებრივ სტიგმას. ეს არის მავნე ნარატივის და პრაქტიკის გაჯერება: „ვინც განსხვავებულია, ის პოტენციურად სახიფათოა“.

რეესტრში შეიძლება მოხვდნენ: ადამიანები, ვისაც ფსიქიატრიულ კლინიკაში სტაციონარული ან ამბულატორიული მკურნალობა ესაჭიროება; ნებისმიერი პირი, ვისაც ჩაუტარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა; ადამიანები, ვისაც აქვთ სხვადასხვა სახის ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდამჭერის საჭიროება, რომლის სპექტრიც საოცრად ფართოა, დაწყებული მსუბუქი ფსიქოლოგიური საკითხებით, როგორიცაა შფოთვა, უგუნებობა, უძილობა, დასრულებული „ქცევითი დარღვევებით“ და უფრო რთული ფსიქიკური დიაგნოზებით.

მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ რეესტრი არ გულისხმობს მხოლოდ ჯანმრთელობის აღრიცხვას – ეს რეესტრი ქმნის ხანგრძლივ, ადმინისტრაციულ-მაკონტროლებელ სიას/დოსიეს, რაც თავისთავად შეიცავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკს, რადგან რეესტრზე წვდომა ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს. არცერთ განვითარებულ ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის მონაცემები არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის კონტროლის ქვეშ. ასეთი მონაცემები არის კონფიდენციალური, მაქსიმალურად დაცული და გროვდება წმინდად სამედიცინო მიზნებით – პროგრამების დასახვეწად, ინტერვენციული და პრევენციული აქტივობების გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის გასაძლიერებლად.

 

რა რისკებს შეიცავს ასეთი რეესტრი მოქალაქეებისთვის? გამოიწვევს თუ არა ეს საზოგადოებრივი სტიგმის გაძლიერებას?

დიახ, ეს ცვლილება საბედისწეროდ გააძლიერებს სტიგმას, რომელიც ისედაც ღრმად ფესვგადგმულია ქართულ საზოგადოებაში. ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების მიუხედავად, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობა მაინც სტიგმატიზებულია. ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან ვიზიტი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის სირცხვილსა და პიროვნულ სისუსტესთან ასოცირდება. ფსიქიატრიულში მოხვედრა ხომ საერთოდ… ადამიანს სამუდამო იარლიყს აკრავენ, ხშირად ფსიქიატრიული პრობლემის მქონე ადამიანი განურჩევლად იმისა, თუ რა ტიპის ქცევას ჩადის, აღიქმება „საფრთხედ“, „დეფექტურად“ და ეს იარლიყი სამუდამოდ მიკრული რჩება მის იდენტობაზე, რაც ამ ადამიანების საზოგადოებაში რეინტეგრაციასა და სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელებას საგრძნობლად აფერხებს.

შესაბამისად, სახელმწიფო ადგენს ერთიან რეესტრს, სადაც განსხვავებაც კი არ არის ნაგულისხმები, მაგ: კლინიკურად მძიმე დიაგნოზებსა და სტრესზე რეაქციებს შორის, როგორიცაა შფოთვა, უძილობა, გუნება-განწყობის ხშირი ცვლა. ან, მაგალითად, ალკოჰოლური დამოკიდებულება და ერთხელ განვითარებული ალკოჰოლური ინტოქსიკაცია; ან, მაგალითად, წამალდამოკიდებულება და ექსპერიმენტული მოხმარება და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ყველა ამ გამოცდილებას აყენებს ერთ სტიგმატიზებულ სიბრტყეზე და შესაბამისად, რეესტრი იმუშავებს არა როგორც მხარდაჭერის, არამედ როგორც სასჯელის ნიშნული.

 

როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ადამიანებზე, ვინც დახმარებას საჭიროებს? შემცირდება თუ არა სპეციალისტებთან მიმართვიანობა?

ფსიქოლოგიური დახმარების ძირითადი ფაქტორი, გარდა პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კონკრეტული სპეციალისტის პროფესიონალიზმისა, პირველ რიგში, ეფუძნება  კონფიდენციალობას, ნდობასა და უსაფრთხოების განცდას.

თუ ადამიანი იფიქრებს, რომ მისი ვიზიტი სპეციალისტთან გამოიწვევს შსს ხელთ არსებულ სისტემაში რეგისტრაციას, რაც შესაძლოა მომავალში (სამსახურში, სასამართლოში, პირად ურთიერთობებში) მის წინააღმდეგ გამოიყენონ და აგრეთვე მისი მიმართვა სპეციალისტთან სამართლებრივი ან სოციალური სტიგმის საფუძველი გახდება, ის ყველანაირად ეცდება დახმარებისგან შეიკავოს თავი.

ამის გარდა, რეესტრი ფსიქიკური ჯანმრთელობის ჩრდილოვან ბაზარს გააჩენს, სადაც ადამიანები ფარულად ეცდებიან დახმარების პოვნას, რაც, თავის მხრივ, გაზრდის სავალალო შედეგების ალბათობას – დაგვიანებული მკურნალობა, არაპროფესიონალური სერვისები, თვითმკურნალობა, ინტოქსიკაციისა და ლეტალური შედეგების რისკი.

 

 

რა ზიანს მიაყენებს ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს კანონში ცვლილება და ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრის ჩამოყალიბება?

ეს ცვლილება ეთიკურ კოლაფსში აგდებს პროფესიონალებს. სპეციალისტი ვეღარ არის მხოლოდ მხარდაჭერის ფიგურა – ის ხდება ინფორმაციის გადამცემი; კონტროლის აგენტი; პაციენტის „დამთვალიერებელი“, რომელიც ვალდებულია, გააზიაროს ეჭვი, მდგომარეობა ან ქცევა მესამე მხარესთან. ფსიქოლოგი და ფსიქიატრი კარგავს თერაპიულ ნეიტრალიტეტს. ეს ნიშნავს ნდობის დანგრევას, დახმარების ხარისხის ვარდნას და აგრეთვე პროფესიული გადინების დაწყებას.

 

არსებობს თუ არა სხვა ქვეყნებში მსგავსი პრეცედენტები და რა შედეგები გამოიღო?

საბჭოთა კავშირში ფსიქიატრია აქტიურად გამოიყენებოდა დისიდენტების წინააღმდეგ. ფსიქიატრიული დიაგნოზი აძლევდათ შესაძლებლობას, ნებისმიერი პოლიტიკური აქტივისტი შეერაცხათ „შეურაცხადად“.

რუსეთში დღეს ოპოზიციონერები, რომლებიც აპროტესტებენ სისტემას, ხშირად ხდებიან ფსიქიატრიული შეფასებების და იარლიყების ობიექტები. და არაერთი შემთხვევაა, როდესაც აქტივისტმა ან ჟურნალისტმა გააკრიტიკა პუტინის რეჟიმი და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა მიესაჯა.

ეს ყველაფერი აჩვენებს: ფსიქიატრიული ინსტრუმენტები პოლიტიკური რეპრესიების ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ფორმაა, რადგან არ საჭიროებს პირდაპირ ძალადობას, არამედ მხოლოდ დიაგნოზსა და დოკუმენტს.

 

როგორ შეიძლება დავძლიოთ საზოგადოებაში არსებული სტიგმა და რა ალტერნატივა არსებობს რეესტრის ნაცვლად?

სტიგმა იცვლება მხოლოდ განათლებით და გამოცდილებით, არა კონტროლით.

საჭიროა ფსიქიკური სერვისების პოპულარიზაცია თემზე დაფუძნებულ დონეზე – სკოლებში, უნივერსიტეტებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ონლაინსივრცეებში.

აუცილებელია საჯარო კამპანიები, რომლებიც გაუსვამენ ხაზს, რომ ფსიქიკური სირთულე ბუნებრივია; რომ დახმარება სიძლიერეა; რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დასჭირდეს მხარდაჭერა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ისეთივე ნორმა და რუტინული საკითხია, როგორიც ჰიგიენა.

ხაზგასმა და კომუნიკაციური კამპანიაა საჭირო, რომ სტიგმა უფრო მავნეა, ვიდრე დიაგნოზი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ფსიქიკური ფენომენი, იქნება ეს შფოთვა, სტრესი, ემოციური საქანელა თუ სხვა ფენომენები, ხშირად არის გარემო სიტუაციაზე საპასუხო რეაქცია, რაც გარემოს ცვლილებასთან ერთად იცვლება.

რეესტრში კი მონაცემი უცვლელად რჩება, მაშინაც კი, როდესაც ადამიანის მდგომარეობა შესაძლოა გამოსწორდეს, გაუმჯობესდეს, სრულად გამოკეთდეს – რეესტრში ჩანაწერი რჩება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი სოციალური კონტროლის თანამედროვე ფორმაა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს განვითარებას საქართველოში სჭირდება დაცულობა, არა აღრიცხვა; თანაგრძნობა, არა მონაცემთა მონიტორინგი; ჰუმანიზაცია, არა ინსტიტუციონალიზაცია.

 

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ქალების როლი თანამედროვე დეველოპმენტში – FK Development – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან
OK! Business

#OK! ქალების როლი თანამედროვე დეველოპმენტში – FK Development – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

March 8, 2026
#OK! რენიუ – პლასტიკურ/რეკონსტრუქციული ქირურგიისა და ესთეტიკის ინოვაციური სივრცე
Health & Beauty

#OK! რენიუ – პლასტიკურ/რეკონსტრუქციული ქირურგიისა და ესთეტიკის ინოვაციური სივრცე

March 8, 2026
#OK! უთხარი არა სხვებს, რათა უთხრა საკუთარ თავს – დიახ
ინტერვიუ

#OK! უთხარი არა სხვებს, რათა უთხრა საკუთარ თავს – დიახ

March 7, 2026
#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს
Health & Beauty

#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს

March 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! შეუძლებელი არაფერია – პროფესიული რჩევები და ინსპირაცია ქალი ლიდერისგან

#OK! შეუძლებელი არაფერია – პროფესიული რჩევები და ინსპირაცია ქალი ლიდერისგან

June 9, 2025
#OK! სელენა გომესი გახდა ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც ინსტაგრამზე 400 მილიონი გამომწერი დააგროვა

#OK! სელენა გომესი გახდა ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც ინსტაგრამზე 400 მილიონი გამომწერი დააგროვა

March 19, 2023
#OK! 24 წლის შონ მენდესი 51 წლის შეყვარებულთან ჯოსელინ მირანდასთან ერთად

#OK! 24 წლის შონ მენდესი 51 წლის შეყვარებულთან ჯოსელინ მირანდასთან ერთად

April 13, 2023
#OK! სელენა გომესი “ემის” დაჯილდოებაზე ოსკარ დე ლა რენტას კაბით გამოჩნდა

#OK! სელენა გომესი “ემის” დაჯილდოებაზე ოსკარ დე ლა რენტას კაბით გამოჩნდა

February 9, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ისტორია ლედი დის ,,შურისძიების კაბა”-ზე

#OK! ისტორია ლედი დის ,,შურისძიების კაბა”-ზე

March 8, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

March 7, 2026
#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

March 7, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები