• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ჟურნალი OK!-ის ახალი რუბრიკა – ინტერიერის დიზაინერის რჩევები

March 5, 2024
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
ვიწყებთ ახალ რუბრიკას – რჩევები ინტერიერის დიზაინერისგან. თვეში ერთხელ არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი, სალომე თოდრია, გაგიზიარებთ საჭირო და საინტერესო რჩევებს ინტერიერის მოსაწყობად. სალომემ საკმაოდ ვრცელი გზა განვლო იმისთვის, რათა ესწავლა, დაეგროვებინა გამოცდილება და შემდგარიყო პროფესიონალად საკუთარ პროფესიაში. დღეს მას უკვე თავისი კომპანია Morpholo აქვს.

 

როდის დაინტერესდით ამ პროფესიით და რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე?

თავდაპირველად ჩემ მიმართ სხვა მოლოდინები ჰქონდათ, ყველას ეგონა, რომ ბიზნესის მიმართულებით წავიდოდი, რადგან ვსწავლობდი ბრიტანულ სკოლაში და განსაკუთრებით გაძლიერებულად ვემზადებოდი ამ მიმართულებით, თუმცა ბოლო წუთს შევცვალე ჩემი გადაწყვეტილება და სულ სხვა სფერო ავირჩიე. შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ხელოვნების მიმართ სიყვარული აუცილებლად ითამაშებდა მნიშვნელოვან როლს ჩემი პროფესიის არჩევაში და ასეც მოხდა. ბაკალავრი დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ასევე ვმუშაობდი არქიტექტურულ კომპანიაში Architectural orchestra, სადაც კომპანიის გუნდთან ერთად ვმუშაობდი ლოპოტას ტურისტული კომპლექსის განვითარებაზე. ეს ჩემთვის პირველი და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.

ამის შემდეგ გადავწყვიტე მაგისტრის ხარისხის მიღება და სწავლა გავაგრძელე ესტონეთში, ტალინში ინჟინერიისა და დიზაინის (დღესდღეობით მომავალი ტექნოლოგიები და დიზაინი) ფაკულტეტზე. სწავლის პროცესში ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ესტონურ კომპანიასთან და ერთობლივად ვმუშაობდით სხვადასხვა სახის პროექტებისა და პროდუქტების განვითარებაზე. ასევე, გარკვეული პერიოდი ვსწავლობდი პრაღაში, პრაღის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ექსპერიმენტული არქიტექტურის ფაკულტეტზე. ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კი დავიწყე მუშაობა ესტონეთის წამყვან არქიტექტურულ კომპანიაში KOKO ARCHITECT, სადაც უდიდესი გამოცდილება მივიღე და უცხოურ პროექტებზე მუშაობის გარდა, საქართველოში არსებულ და მიმდინარე პროექტებზე ვიმუშავე.

პანდემიის პერიოდში კი დავბრუნდი საქართველოში და შევუერთდი კომპანიას Artstudio project, სადაც გუნდთან ერთად ვიმუშავე თბილისში მიმდინარე ბევრ საინტერესო პროექტზე, მაგალითად, Citizen-ზე. მიღებული გამოცდილების შემდეგ დავაარსე ჩემი კომპანია Morpholo – არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და ავეჯის დიზაინის განხრით.

 

 

როგორც ჩანს, ძალიან დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება გაქვთ, როგორია თქვენთვის ინტერიერის დიზაინის პროექტზე მუშაობის პროცესი?

ზოგადად ვცდილობ სხვადასხვა ტიპის პროექტებზე ვიმუშაო, არ მიყვარს ერთფეროვნება და ამიტომ მუდმივად სიახლეების ძიებაში ვარ. ინტერიერის დიზაინის ყოველი პროექტი ახალ-ახალი გამოწვევებით, გამოცდილებითა და აღმოჩენებით არის სავსე. ძალიან მიყვარს მუშაობის პროცესი, რადგან თითოეული დამკვეთი განსაკუთრებული ხასიათისა და თვისებების მატარებელია, შესაბამისად, ყველას ინდივიდუალური მიდგომა ესაჭიროება. პირველ რიგში, ვეცნობი დამკვეთს და მის მოთხოვნებს, შემდგომ სივრცეს. ეს ის ორი მნიშვნელოვანი მომენტია, რომლის გარეშეც ინტერიერის შესრულება გაგვიჭირდება, რადგან ეს ორი მოცემულობა გვაძლევს მიმართულებას, თუ როგორ წარვმართოთ სამუშაო პროცესი, იქნება ეს ტექნიკური თუ კრეატიული დავალება. მუშაობის პროცესში აუცილებლად ვეცნობი შენობას, მის ისტორიას, თუ რა დეტალები უნდა გავითვალისწინო ინტერიერის შესრულების დროს, ასევე ადგილმდებარეობას და ბუნებრივ განათებას. შემდგომ გადავდივარ სივრცის დაგეგმარებასა და კონცეფციის შემუშავებაზე, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ავეჯის განლაგებას, განათების მოწყობას და ბევრ საინტერესო ნიუანსს. აღსანიშნავია ის, რომ თითოეული ეტაპი და დეტალი ქმნის საჭირო ატმოსფეროს ინდივიდუალური სივრცისთვის და საერთო ჯამში ეს ძალიან შრომატევადი და საინტერესო პროცესია.

 

ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას − ფუნქციას თუ ესთეტიკას?

ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია.

 

 

რისგან იღებთ შთაგონებას? ითვალისწინებთ თუ არა ტენდეციებს?

ჩემთვის ბევრი რამ არის შთაგონების წყარო, ერთს ვერ გამოვარჩევ. სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამე მეხმარება. შესაძლოა მაღაზიაში ან გარეთ ერთი რაიმე ნივთის აღმოჩენა გახდეს დიდი ინსპირაცია და ამაზე ააწყო მთელი კონცეფცია. ასევე, ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა, წიგნების მაღაზია, გარეთ უმისამართოდ სეირნობა, გამოფენა, შენი იდეების გაზიარება მეგობრებთან და საუბრიდან წამოსული იდეები.

ტენდენციებს აუცილებლად ვეცნობი, მაგრამ ყოველთვის არ ვიყენებ. ვცდილობ ისეთი ტიპის ინტერიერი შევქმნა, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იქნება აქტუალური.

 

ჟურნალ OK-სთან ერთად რუბრიკას გეგმავთ, მოდი, დავაანონსოთ…

ერთ სივრცეში (ოთახში) შეიძლება შექმნა მთელი სამყარო, რომელიც თავისით მოჰყვება ისტორიას, სხვადასხვა ნივთის, განათების, დეკორის, ავეჯის, ფერისა და გამწვანების მეშვეობით. ვეცდები ამ რუბრიკის მეშვეობით უფრო მეტი ინტერესი გავუჩინო მკითხველს საკუთარი ინტერიერის შესაქმნელად, გარკვეული რჩევების სახით და დავეხმარო მეტი კომფორტისა და სილამაზის შექმნაში.

 

სამომავლო გეგმები

ვგეგმავ მიმდინარე საინტერესო პროექტებზე მუშაობას (კერძო სახლისა და ბინების ინტერიერზე მუშაობა, ასევე კომერციულ პროექტზე – ღვინის ბარის პროექტზე, რომელიც გაზაფხულზე გაიხსნება). გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ვაპირებ საკუთარი დიზაინით შექმნილი ავეჯის პრეზენტაციას, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველ დიზაინერებთან კოლაბორაციის მეშვეობით შეიქმნა.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში
ინტერვიუ

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 11, 2026
#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა
ინტერვიუ

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

February 11, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
Slider Area

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026
#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”
OK! Business

#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Fornasetti

#OK! Fornasetti

May 1, 2022
#OK! “უსასრულო შესაძლებლობები, ცოცხალი ფორმები და კაშკაშა ფერები” – ზენდეია ვალენტინოს უახლეს კამპანიაში

#OK! “უსასრულო შესაძლებლობები, ცოცხალი ფორმები და კაშკაშა ფერები” – ზენდეია ვალენტინოს უახლეს კამპანიაში

February 21, 2022
#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე

#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე

December 15, 2025
#OK! ბალენსიაგამ გუჩი ჩაანაცვლა და Lyst Index-ზე ყველაზე პოპულარული ბრენდი გახდა

#OK! ბალენსიაგამ გუჩი ჩაანაცვლა და Lyst Index-ზე ყველაზე პოპულარული ბრენდი გახდა

October 20, 2021

კვირის ჰიტები

#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

February 9, 2026
#OK! ზამთრის ოლიმპიადა – რა უნდა ვიცოდეთ?

#OK! ზამთრის ოლიმპიადა – რა უნდა ვიცოდეთ?

February 11, 2026
#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

February 7, 2026
#OK! Dior-ის გაყიდვები 10%-ით გაიზრდება – ანალიტიკოსების პროგნოზი

#OK! Dior-ის გაყიდვები 10%-ით გაიზრდება – ანალიტიკოსების პროგნოზი

February 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები