• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! ინტერვიუ ბიზნესის სფეროს წარმომადგენელ ანა ზივზივაძესთან

June 12, 2025
საკითხავი დრო: 4 წუთში წასაკითხი

ქუთაისში კვებისა და მომსახურების კუთხით, საზოგადოებას მრავალფეროვან გემოსა და არჩევანს „პიცა შოპი“, „ბეიქერი ჰანი“ და „სასტუმრო ბუტიკი ჰანი“ სთავაზობს. რით არის გამორჩეული და რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა ეს სივრცეები? ამ თემებზე სასაუბროდ ჟურნალ ok, მათ დამფუძნებელს, ანა ზივზივაძეს გაესაუბრა.

 

როგორც ვიცით, თქვენი საქმიანობა ბაზარზე სამ ბიზნესს აერთიანებს: იტალიურ რესტორანს, საცხობსა და სასტუმროს. გვიამბეთ, როდის გაჩნდა მათი შექმნის იდეა და როგორ განვითარდა ყველაფერი დღემდე?

დღესდღეობით ქუთაისის ბაზარზე სამი ბრენდით ვართ წარმოდგენილი – „ბეიქერი ჰანი“, „პიცა შოპი“ და „სასტუმრო ბუტიკი ჰანი“. „ბეიქერი ჰანის“ შექმნის იდეა 2017 წელს გაჩნდა, სადაც ვაწარმოებთ დაახლოებით 30-მდე დასახელების ასაწონ ტკბილეულსა და ნამცხვრებს. ასევე, ქუთაისის ბაზარზე პირველებმა შემოვიტანეთ ტკბილეულის სასაჩუქრე ბოქსები, რომლებიც 3 სხვადასხვა სოუსისა და 5 სახეობის ტკბილეულისგან შედგება. პროდუქტი ძალიან მალე გახდა პოპულარული და მოთხოვნადი. რაც შეეხება „პიცა შოპს“, 2023 წლის დასაწყისში დაფუძნდა და მომხმარებელს მრავალი სახეობის იტალიურ პიცასა და პასტას ვთავაზობთ. ამ ეტაპზე წარმოდგენილი ვართ მხოლოდ ონლაინპლატფორმაზე, მაგრამ უახლოეს პერიოდში იტალიური რესტორნის გახსნას ვგეგმავთ. ფრანგული სტილის „სასტუმრო ბუტიკი ჰანი“, რომელიც ქუთაისის ცენტრში მდებარეობს, საბოლოო ეტაპებს გადის და სტუმრებს ძალიან მალე, მაისის თვიდან უმასპინძლებს, პროექტზე მუშაობა უკვე დასრულდა.

 

რა მომსახურებას შესთავაზებს სასტუმრო მომხმარებელს?

ჩვენი სასტუმრო ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად კომფორტული ნომრები, შესანიშნავი ლოკაცია და უგემრიელესი საუზმე შესთავაზოს. მოთხოვნის შემთხვევაში, სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ქართული და იტალიური კერძები, ასევე ღვინოები.

 

რას გვეტყვით „პიცა შოპის“ მენიუს სპეციფიკურობასა და მრავალფეროვნებაზე?

რესტორნის მენიუ 17 სახის იტალიურ პიცას, კალცონეს და 15 სახეობის პასტას მოიცავს. ჩვენი პროდუქტი მზადდება ასი პროცენტით პრემიალური ხარისხის ინგრედიენტებით. პროდუქტი სრულად მოწესრიგებული, თერმომდგრადი ჭურჭლით შეფუთული მიდის მომხმარებლამდე, რაც უზრუნველყოფს საკვების ცხელი და საჭირო ხარისხით მიწოდებას. ასევე გვაქვს იტალური დესერტი ტირამისუ, რომელზეც მომხმარებელთა მოთხოვნა ყოველთვის მაღალია.

 

რა პროდუქციაა ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის „ბეიქერი ჰანიში“?

„ბეიქერი ჰანი“ ბაზარზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი ასაწონი ტკბილეულით, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ტკბილეულის ბოქსების შეძენა კი მომხმარებელს როგორც ადგილზე, ასევე საკურიერო მომსახურებით, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია.

 

სირთულეები…

როცა ბიზნესის სფეროსთან უშუალო შეხება გაქვს, ყოველთვის არსებობს სირთულეები. პროდუქციის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა და მათთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. მოგეხსენებათ, რომ ქუთაისს ძალიან პრეტენზიული მომხმარებელი ჰყავს, განსაკუთრებით კვების სექტორში. ამ ქალაქში თუ მართლა ხარისხიან პროდუქტს არ ქმნი, თითქმის შეუძლებელია თავის დამკვიდრება. ბოლოდროინდელი გამოწვევა, პანდემიის პერიოდი, დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ეტაპიც წარმატებით გადავლახეთ.

 

თქვენი აზრით, რა ფაქტორები განაპირობებს წარმატებულ ბიზნესს?

წარმატებულ ბიზნესს ძალიან დიდი შრომა და მაღალი ხარისხი განაპირობებს. მნიშვნელოვანია სწორი მარკეტინგი და მომხმარებლისთვის ახალი პროდუქციის სწორ და საინტერესო დროს შეთავაზება. მუდმივად უნდა აუწყო ფეხი ცვლილებებს და მომხმარებლის აზრი გაითვალისწინო.

 

სამომავლო გეგმები…

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გვსურს „ბეიქერი ჰანი“  კიდევ უფრო გავაფართოოთ, დავამატოთ ახალი სახეობები და ჩვენი პროდუქცია საქართველოს მასშტაბით წარმოვადგინოთ. ახლო მომავალში ვგეგმავთ იტალიური რესტორნის გახსნას. „პიცა შოპი“ როგორც ონლაინ, ასევე უშუალოდ ადგილზე იფუნქციონირებს, სადაც შეძლებთ გაეცნოთ იტალიურ სამზარეულოს და საინტერესო კერძები და დესერტები დააგემოვნოთ.

 

ტექსტი: მაკუნა შავგულიძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე / ქრისტინა შვეცი

ასევე გაეცანი

OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”
ინტერვიუ

OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 11, 2026
#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო
ინტერვიუ

#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო

February 11, 2026
#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო
ინტერვიუ

#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო

February 11, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
ინტერვიუ

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 10, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

#OK! მოაგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები ART TRAVEL-თან ერთად

February 6, 2023
#OK! ჯანსაღი გარემო თქვენი პატარებისათვის – ეკო საბავშვო ბაღი

#OK! ჯანსაღი გარემო თქვენი პატარებისათვის – ეკო საბავშვო ბაღი

May 8, 2021
#OK! ჯადოქრები დაბრუნდნენ – „Practical Magic 2“- ის გადაღებები დაიწყო

#OK! ჯადოქრები დაბრუნდნენ – „Practical Magic 2“- ის გადაღებები დაიწყო

July 19, 2025
#OK! „მენატრება ეს ბიჭი… ყველგან ხარ, ყველგან“ – ნათია ბანძელაძის ემოციური მიმართვა მეუღლეს

#OK! „მენატრება ეს ბიჭი… ყველგან ხარ, ყველგან“ – ნათია ბანძელაძის ემოციური მიმართვა მეუღლეს

March 19, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ესპანეთი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას შეზღუდავს

#OK! ესპანეთი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას შეზღუდავს

February 4, 2026
#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

February 7, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 9, 2026
#OK! ზამთრის ოლიმპიადა – რა უნდა ვიცოდეთ?

#OK! ზამთრის ოლიმპიადა – რა უნდა ვიცოდეთ?

February 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები