• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! საქართველო განსაკუთრებული ადგილი

June 2, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

ალბათ ყველანი ვთანხმდებით, რომ საქართველოში ძალიან ლამაზი ბუნება, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, ბევრი ისტორიული ადგილი და განსაკუთრებულად სტუამრთმოყვარე ხალხია. ასეთი ქვეყნისთვის ტურიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჟურნალი OK! გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მაია ომიაძესთან.

 

რამდენად რთულია, უხელმძღვანელო ტურიზმის სფეროს საქართველოში?

ზოგადად მიყვარს გამოწვევები, ფრთხილად და, ამავე დროს, თამამად ვეგებები მათ. ვფიქრობ, ეს ძალიან მეხმარება რადიკალური და პოზიტიური ცვლილებების მიღებაში. როდესაც ახალ სფეროში იწყებ მუშაობას, პირველი, რასაც აკეთებ, არის ის, რომ უნდა მიიღო ყველა რჩევა, მოუსმინო კომპეტენტურ ადამიანებს, კარგად აწონ-დაწონო ინფორმაცია და მიიღო გადაწყვეტილება.

საბედნიეროდ, ცხოვრებაში ბევრ რამეში გამიმართლა. მშობლები მუდმივად მეხმარებოდნენ, რომ მეპოვა საქმე, რომელიც მომეწონებოდა და შემიყვარდებოდა. ვფიქრობ, ადამიანმა იმიტომ კი არ უნდა იმუშაოს, რომ სამსახური ჰქონდეს, არამედ იმიტომ, რომ ისიამოვნოს იმ საქმით, რასაც აკეთებს. რაც უფრო მეტად მოგწონს და რაც უფრო დიდ ენერგიას დებ რამეში, ის აუცილებლად წარმატებით სრულდება.

ვფიქრობ, ნებისმიერ საქმიანობაში, რაც არ უნდა პროფესიონალი იყო, თუ ადამიანებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის უნარი არ გაგაჩნია, აუცილებლად გაგიჭირდება. ადამიანი არასოდესაა მარტო, წარმატება მარტო არ მოდის, ოჯახში წარმატებული ხარ ოჯახთან ერთად, მეგობრებში – მეგობრებთან ერთად და სამსახურში – თანამშრომლებთან, იმ გუნდის წვერებთან, რომლებიც შენ გვერდით არიან.

არ უნდა გაჩერდე. თუ მუდმივად განვითარების სურვილი არ გაქვს, ვერ უპასუხებ თანამედროვე გამოწვევებს. როდესაც ვხედავ, რომ რაღაც არ ვიცი, ვჩუმდები და ვცდილობ მაქსიმალურად ბევრი გავიგო ამ საკითხზე, ერთგვარი გამოწვევაა თითქოს, ბევრად მეტ ენერგიას დებ – იცი, რომ ბევრი გაქვს სასწავლი და საბოლოოდ ეს ყველაფერი გზრდის.

 

ტურისტული სეზონი იწყება, როგორ ხვდება საქართველო ახალ სეზონს?

საერთოდ, ტურიზმის სექტორი შედეგებს 2019 წელს ადარებს. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის ურთულესი პერიოდი, ხოლო 2021-22 წლები ერთგვარი გამოღვიძების პერიოდი იყო.

შემოსავლების კუთხით უკვე გავუსწარით 2019 წლის პირველ კვარტალს, წინ ზაფხულის სეზონია, რომელიც ბევრად უფრო აქტიურია.

მუდმივად გვაქვს საერთაშორისო კამპანიები. მაგალითად, წელს ბერლინში ტურისტული გამოფენის მასპინძლები ვიყავით, რომელმაც მასშტაბურად და პოზიტიურად ჩაიარა. გალა კონცერტი და მიღება გვქონდა და სამი დღის განმავლობაში საერთაშორიაო გამოფენაზე ბიზნეს შეხვედრები გაიმართა.

მინდა აღვნიშნო ახალი და საინტერესო პროდუქტი Starring Georgia, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იყო ინიცირებული. ტურიზმის ხელშესაწყობად ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი წამოწყებაა, საქართველო მსოფლიო კალენდრის მნიშვნელოვან თარიღებში ჩაეწერა. 31 აგვისტოს ჩვენს ქვეყანას imagine dragons ეწვევა, რომელიც ვარსკვლავური პიკის ზენიტში მყოფი ჯგუფია. აღსანიშნავია, რომ ამ კონცერტის მიმართ უზარმაზარი ინტერესია მთელი მსოფლიოდან: გერმანია, საფრანგეთი, ამერიკა და სხვ, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც ადამიანი ჩამოდის სხვა ქვეყნიდან, ის მხოლოდ ერთი დღით არ ჩამოდის.

ვიმედოვნებ, რომ საფესტივალო ტურიზმი ჩვენთან ჩამოიყვანს ბევრ ისეთ მოგზაურს, რომელიც შეიძლება მანამდე საერთოდ არ გეგმავდა საქართველოში სტუმრობას.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს გასტრონომიული ტურიზმი, რომელიც გულისხმობს მხოლოდ ლოკალურ პროდუქტებზე მომზადებულ კერძს, სადაც ავთენტურობა და ისტორია არის შენარჩუნებული. დამეთანხმებით, რომ საქართველო ამით ძალიან მდიდარია და ამ მიმართულებითაც ბევრ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ. ერთ-ერთია „გემო ფესტი“, რომელიც ივნისში ქუთაისში გაიმართება. პროექტის ფარგლებში ხდება ადგილობრივი კულინარების შერჩევა, რომელსაც შეფმზარეულები ეხმარებიან აღნიშნულ ფესტივალზე კერძების სწორი ფორმით წარდგენაში.

ბალნეოლოგიური მიმართულებითაც უამრავი სიახლეა – სხვადასხვა პროექტი მუშაობის პროცესშია. საქართველოში ბალნეოლოგია ყოველთვის იყო განვითარებული და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს სფერო კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადავა.

 

 

წელს რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?

საქართველოში ტურიზმის დარგი ათწლეულებია ვითარდება და ამაში კერძო სექტორს უდიდესი წვლილი აქვს, მათ შორის სახელმწიფოს ჩართულობით. საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე როგორც ძალიან საინტერესო ქვეყანა. ახლა გადავედით ახალ ეტაპზე, თუ როგორ გავხდეთ კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა. თუ აქამდე ჩვენი მიზანი იყო გაეგოთ ქვეყანა საქართველოს შესახებ, ახლა ჩვენი სურვილია, დაიწყონ იმაზე საუბარი, თუ როგორი ქვეყანაა საქართველო. ეს ქვეყანა არის განსაკუთრებული ნიშის და დროა, ახალ ეტაპზე გადავიდეს. წელს იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრ ტურისტს უმასპინძლებს. სხვათა შორის უნდა აღვნიშნო, რომ კოვიდის შედეგად მივიღეთ ის, რომ ადამიანებმა დაიწყეს ქვეყნის შიგნით მოგზაურობა, რაც ძალიან მახარებს.

დიდი გამოწვევაა კანონი, რომელიც საკმაოდ მოძველებულია, ეს სექტორი კი იმსახურებს ახალ კანონს ისე, რომ ბიზნესს ხელი უფრო შეეწყოს. ჩვენი ქვეყანა უნდა გადავიდეს ახალ საფეხურზე, მსოფლიო რუკაზე უნდა აღინიშნოს, როგორც განსაკუთრებული ადგილი.

 

არის მოსაზრება, რომ როდესაც ქალს აქვს წარმატებული კარიერა, ის პირადში არ არის ბედნიერი… ეთანხმებით?

რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ სტერეოტიპების მსხვერპლი არ უნდა ვიყოთ.

თანასწორუფლებიანი ურთიერთობები ნებისმიერ გარემოში ამართლებს, პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა, როდესაც ადამიანები ერთმანეთის სივრცესა და არჩევანს პატივს სცემენ. როდესაც რაიმე გამოსვლა მაქვს, ჯერ ჩემს მეუღლეს ვეკითხები რჩევას, მეხმარება სიტყვის დაწერასა თუ გამოწვევების გადალახვაში.

დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის მხრიდან ხელშეწყობას. 11 და 5 წლის შვილები მყავს. უფროსი აქტიურად არის ჩართული ჩემს საქმიანობაში. დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის როლს სახლში. ჩემი შვილები მთელი ცხოვრებაა უყურებენ ისეთ დედას, ბებიებს, დიდ ბებიებს, რომელთაც საკუთარი საქმე და თავიანთი ადგილი ეჭირათ საზოგადოებაში. მიუხედავად გადატვირთული რეჟიმისა, ვცდილობ, ყოველთვის გამოვნახო დრო მათთან საურთიერთოდ.

ვერ ვიტყვი, რომ ქალისა და კაცის საქმიანობა სხვადასხვანაირია. არის გარკვეული სფეროები, სადაც ნაკლები ქალია, მაგალითად ენერგიტიკაში, ტურიზშში კი პირიქით – ქალები აქტიურად საქმიანობენ, თან წარმატებით. აქტიურად ვუჭერ მხარს ქალებს, შესაძლოა თამამი ნათქვამი გამომივიდეს, თუმცა მიმაჩნია, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში ქალები უფრო მეტად თანამიმდევრულები და პრაქტიკულად მოაზროვნეები არიან, ვიდრე კაცები. ასევე, გადაწყვეტილებების მიღებისას ქალები ბევრად პოზიტიური და მშვიდობიანი შედეგისკენ არიან ორიენტირებული.

 

 

დაბოლოს, რას ეტყოდით ქალებს, ვინც ახლა იწყებენ კარიერას?

მინდა ვუთხრა ქალებს, რომ თქვენი თავი თქვენ უნდა გეკუთვნოდეთ და საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თავად უნდა იყოთ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი და დიდი შრომა სჭირდება იმის მიღებას, რაც გსურს. საბოლოო ჯამში ყველაფერი უდიდეს შრომას, უნარების განვითარებასა და განათლებას მოითხოვს.

ტექსტი: მაიკო წერეთელი

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “ატლასპროფილაქს ინ ჯორჯია“ – ხერხემლის პრობლემების დროული და ეფექტური მკურნალობა

#OK! “ატლასპროფილაქს ინ ჯორჯია“ – ხერხემლის პრობლემების დროული და ეფექტური მკურნალობა

August 15, 2023
#OK! დღეს ქენდის სვეინფული 35 წლის გახდა: გავიხსენოთ მოდელის გამორჩეული მოდური მომენტები წითელი ხალიჩიდან

#OK! დღეს ქენდის სვეინფული 35 წლის გახდა: გავიხსენოთ მოდელის გამორჩეული მოდური მომენტები წითელი ხალიჩიდან

October 20, 2023
#OK! ვინი ჰარლოუს ფერადი იმიჯი: მოდელი Brandon Blackwood-ის ტრენდული ჩანთით!

#OK! ვინი ჰარლოუს ფერადი იმიჯი: მოდელი Brandon Blackwood-ის ტრენდული ჩანთით!

August 13, 2021
#OK! 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის ტენდენციები – აღმოაჩინეთ სეზონის მთავარი ტრენდები ALDO-ს კოლექციაში

#OK! 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის ტენდენციები – აღმოაჩინეთ სეზონის მთავარი ტრენდები ALDO-ს კოლექციაში

October 4, 2022

კვირის ჰიტები

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! 2025 წლის ზაფხულის ასტრო გზამკვლევი ზოდიაქოს 12  ნიშნისთვის

#OK! 2025 წლის ზაფხულის ასტრო გზამკვლევი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

June 24, 2025
#OK! 2025 წლის ივლისში დედამიწა ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწევს

#OK! 2025 წლის ივლისში დედამიწა ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწევს

June 24, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები