ჟურნალ OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი
ბალნეოლოგიურ კურორტს საქართველოში აქვს უნიკალური შესაძლებლობები, როგორც სამკურნალო-სარეაბილიტაციო, ასევე სპა-გამაჯანსაღებელი მიმართულებებით. სწორედ ამიტომ OK!-მ გადაწყვიტა, ამ დაწესებულებასთან ერთად ახალი პროექტი დაეწყო. ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა, რომ თვე-ნახევარში ძალიან რეალურია საშუალოდ ათი კილოგრამის დაკლება ისე, რომ არანაირი ზიანი არ მიიღოს ორგანიზმმა. პირიქით − ეს მოხდეს მისი გაჯანსაღებისა და გაახალგაზრდავების გზით.
ექსპერიმენტის ფარგლებში, ნინო (ზუზუ) ნოდიას უპირველესად, გაუკეთდა ანალიზები, ასევე გაიარა კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან, ბალნეოთერაპევტთან, პროფესიონალ მასაჟისტსა და ფსიქოლოგთან. ამ ყველაფრის შემდეგ კი პერსონალური მენეჯერის მიერ მოხდა კვებისა და პროცედურების გრაფიკის შედგენა. შეძლო თუ არა ზუზუმ სასურველი შედეგის მიღწევა, ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ზუზუ, გაგვაცანით ექსპერიმენტის შედეგი
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ჯადოსნურ შესაძლებლობებზე ბევრი მქონდა გაგონილი, სწორედ ამიტომ მჯეროდა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ზედმეტ კილოგრამებს დავიკლებდი.
ასევე, მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ პროცესს პროფესიონალი, გამოცდილი სამედიცინო კადრი წარმართავდა, რის გამოც უფრო შემართებით ვიყავი. ამ ყველაფერს ემატებოდა მაგიური გოგირდის წყალი, საოცარი მასაჟები და, რა თქმა უნდა, ჩემი მონდომებაც.
ამ ყველაფერმა საოცარი შედეგი გამოიღო და დავიკელი ათი კილოგრამი. საოცარი სიმსუბუქის, სიჯანსაღის და კომფორტულობის შეგრძნება მაქვს.
რა სახის პროცედურები ჩაგიტარდათ პროგრამის ფარგლებში?
პროცედურები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და მუდმივად ცვალებადი, ამით ორგანიზმს შესვენების საშუალებაც ჰქონდა.
პირველი პროცედურა, რითიც დაიწყო ჩემი მოგზაურობა ამ საოცარ გამაჯანსაღებელ ცენტრში, იყო აკვააერობიკა, რაც გვეხმარება როგორც წონის დაკლებაში, ისე ცელულიტის მოშორებაში. გარდა ამისა, ის ხსნის სტრესს და სხეულს ენერგიით ავსებს.
ასევე ჩამიტარდა ჰიდროკოლონოთერაპიის ხუთი პროცედურა, რომელიც ინიშნება როგორც სამკურნალოდ, ასევე ორგანიზმის გაწმენდისა და გაჯანსაღებისთვის.
ტალახის შეფუთვა/მასაჟი, რომელიც სასარგებლოა როგორც კანისთვის, ისე ორგანიზმისთვის, გეხმარება ადამიანს სტრესის გაქრობაში, ნერვული სისტემის დამშვიდებაში.
გარდა ამისა, პროგრამა მოიცავდა: ანტიცელულიტურ მასაჟს, შარკოს შხაპს, წყალქვეშა მასაჟს, ლიმფოდრენაჟ-მასაჟს, სამკურნალო და სარელაქსაციო მასაჟს, აკუპუნქტურის რამდენიმე სეანსს, სპა კაფსულას და სხვ. აღნიშნული პროცედურების შემდეგ აქ გატარებული 1 საათი უდიდესი სიამოვნებაა.
როგორც ვხედავთ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასაჟი…
რა თქმა უნდა, მხოლოდ დიეტის საშუალებითაც შესაძლებელია გახდომა, მაგრამ რჩება ზედმეტი კანი და არ ხდება კორექცია. დიდი ცხიმგროვების ადგილიდან ცხიმს გამოსვლა უჭირს, რადგან დრენაჟი დარღვეულია. მასაჟისა და დიეტის კომბინაციით კი დაკლება ხდება პრობლემურ ადგილებში, კანიც იჭიმება, იკვეთება წელი, მუხლი, წვივი, სწორდება გალიფე და მუცელი.
როგორც ამიხსნეს, მასაჟი მთელ სხეულში აღადგენს ლიმფოდრენაჟს და სისხლის მიმოქცევას, დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აღადგენს ძვალსახსროვანი სისტემის ნორმალურ მუშაობას, ხსნის კუნთების სპაზმს, აუმჯობესებს ქსოვილების კვებას და შესაბამისად, შინაგანი ორგანოების მუშაობასაც.
ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროცედურების პარალელურად ვსვამდი სხვადასხვა ნატურალურ კოქტეილს, აქ დამზადებულ ჟანგბადის კოქტეილებს.
მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მადლიერება. თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი არის სივრცე, სადაც მკურნალობა, გაჯანსაღება და დასვენება ერთდროულადაა შესაძლებელი. ასევე აღსანიშნავია სისუფთავე და სიკოხტავე, თანაც, ადგილზე გვხვდება ის პირადი მოხმარების ნივთები, რომელიც გვჭირდება (ხალათი, ჩუსტი და სხვ).
ეს არ არის ის ძველი შენობა და სტაფი, ეს არის უკვე გადამზადებული, პროფესიონალების გუნდი, რომელსაც უყვარს თავისი საქმე და ზრუნავს მომხმარებლის ჯანმრთელობაზე.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი