• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში – ზუზუ ნოდიას საოცარი შედეგი

February 7, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

ჟურნალ OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი

 

ბალნეოლოგიურ კურორტს საქართველოში აქვს უნიკალური შესაძლებლობები, როგორც სამკურნალო-სარეაბილიტაციო, ასევე სპა-გამაჯანსაღებელი მიმართულებებით. სწორედ ამიტომ OK!-მ გადაწყვიტა, ამ დაწესებულებასთან ერთად ახალი პროექტი დაეწყო. ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა, რომ თვე-ნახევარში ძალიან რეალურია საშუალოდ ათი კილოგრამის დაკლება ისე, რომ არანაირი ზიანი არ მიიღოს ორგანიზმმა. პირიქით − ეს მოხდეს მისი გაჯანსაღებისა და გაახალგაზრდავების გზით.

 

ექსპერიმენტის ფარგლებში, ნინო (ზუზუ) ნოდიას უპირველესად, გაუკეთდა ანალიზები, ასევე გაიარა კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან, ბალნეოთერაპევტთან, პროფესიონალ მასაჟისტსა და ფსიქოლოგთან. ამ ყველაფრის შემდეგ კი პერსონალური მენეჯერის მიერ მოხდა კვებისა და პროცედურების გრაფიკის შედგენა. შეძლო თუ არა ზუზუმ სასურველი შედეგის მიღწევა, ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

ზუზუ, გაგვაცანით ექსპერიმენტის შედეგი

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ჯადოსნურ შესაძლებლობებზე ბევრი მქონდა გაგონილი, სწორედ ამიტომ მჯეროდა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ზედმეტ კილოგრამებს დავიკლებდი.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ პროცესს პროფესიონალი, გამოცდილი სამედიცინო კადრი წარმართავდა, რის გამოც უფრო შემართებით ვიყავი. ამ ყველაფერს ემატებოდა მაგიური გოგირდის წყალი, საოცარი მასაჟები და, რა თქმა უნდა, ჩემი მონდომებაც.

ამ ყველაფერმა საოცარი შედეგი გამოიღო და დავიკელი ათი კილოგრამი. საოცარი სიმსუბუქის, სიჯანსაღის და კომფორტულობის შეგრძნება მაქვს.

 

რა სახის პროცედურები ჩაგიტარდათ პროგრამის ფარგლებში?

პროცედურები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და მუდმივად ცვალებადი, ამით ორგანიზმს შესვენების საშუალებაც ჰქონდა.

პირველი პროცედურა, რითიც დაიწყო ჩემი მოგზაურობა ამ საოცარ გამაჯანსაღებელ ცენტრში, იყო აკვააერობიკა, რაც გვეხმარება როგორც წონის დაკლებაში, ისე ცელულიტის მოშორებაში. გარდა ამისა, ის ხსნის სტრესს და სხეულს ენერგიით ავსებს.

ასევე ჩამიტარდა ჰიდროკოლონოთერაპიის ხუთი პროცედურა, რომელიც ინიშნება როგორც სამკურნალოდ, ასევე  ორგანიზმის გაწმენდისა და გაჯანსაღებისთვის.

ტალახის შეფუთვა/მასაჟი, რომელიც სასარგებლოა როგორც კანისთვის, ისე ორგანიზმისთვის, გეხმარება ადამიანს სტრესის გაქრობაში, ნერვული სისტემის დამშვიდებაში.

გარდა ამისა, პროგრამა მოიცავდა: ანტიცელულიტურ მასაჟს, შარკოს შხაპს, წყალქვეშა მასაჟს, ლიმფოდრენაჟ-მასაჟს, სამკურნალო და სარელაქსაციო მასაჟს, აკუპუნქტურის რამდენიმე სეანსს, სპა კაფსულას და სხვ. აღნიშნული პროცედურების შემდეგ აქ გატარებული 1 საათი უდიდესი სიამოვნებაა.

 

 

როგორც ვხედავთ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასაჟი…

რა თქმა უნდა, მხოლოდ დიეტის საშუალებითაც შესაძლებელია გახდომა, მაგრამ რჩება ზედმეტი კანი და არ ხდება კორექცია. დიდი ცხიმგროვების ადგილიდან ცხიმს გამოსვლა უჭირს, რადგან დრენაჟი დარღვეულია. მასაჟისა და დიეტის კომბინაციით კი დაკლება ხდება პრობლემურ ადგილებში, კანიც იჭიმება, იკვეთება წელი, მუხლი, წვივი, სწორდება გალიფე და მუცელი.

როგორც ამიხსნეს, მასაჟი მთელ სხეულში აღადგენს ლიმფოდრენაჟს და სისხლის მიმოქცევას, დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აღადგენს ძვალსახსროვანი სისტემის ნორმალურ მუშაობას, ხსნის კუნთების სპაზმს, აუმჯობესებს ქსოვილების კვებას და შესაბამისად, შინაგანი ორგანოების მუშაობასაც.

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროცედურების პარალელურად ვსვამდი სხვადასხვა ნატურალურ კოქტეილს, აქ დამზადებულ ჟანგბადის კოქტეილებს.

მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მადლიერება. თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი არის სივრცე,  სადაც მკურნალობა, გაჯანსაღება და დასვენება ერთდროულადაა შესაძლებელი. ასევე აღსანიშნავია სისუფთავე და სიკოხტავე,  თანაც, ადგილზე გვხვდება ის პირადი მოხმარების ნივთები, რომელიც გვჭირდება (ხალათი, ჩუსტი და სხვ).

ეს არ არის ის ძველი შენობა და სტაფი, ეს არის უკვე გადამზადებული, პროფესიონალების გუნდი, რომელსაც უყვარს თავისი საქმე და ზრუნავს მომხმარებლის ჯანმრთელობაზე.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „Fuck ასაკი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი 11 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
Health & Beauty

#OK! „Fuck ასაკი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი 11 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

March 23, 2023
#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით
ინტერვიუ

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით

March 21, 2023
#OK! Beauty Success-ის ახალი სივრცე „სითი მოლში“ გაიხსნა
Health & Beauty

#OK! Beauty Success-ის ახალი სივრცე „სითი მოლში“ გაიხსნა

March 21, 2023
#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში
ინტერვიუ

#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში

March 22, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! “ამ ფოტოებისთვისაც გამაკრიტიკეს” – შორენა ბეგაშვილი შვიდი წლის წინ გამართული ფოტოსესიის ისტორიას გვიზიარებს!

#OK! “ამ ფოტოებისთვისაც გამაკრიტიკეს” – შორენა ბეგაშვილი შვიდი წლის წინ გამართული ფოტოსესიის ისტორიას გვიზიარებს!

September 28, 2021
#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცნობ კარდაშიანებს?

#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცნობ კარდაშიანებს?

July 4, 2021
#OK! 9 მოდური მომენტი, როდესაც მეგან მარკლის ინსპირაციის წყარო პრინცესა დაიანას საკულტო სტილი გახდა

#OK! 9 მოდური მომენტი, როდესაც მეგან მარკლის ინსპირაციის წყარო პრინცესა დაიანას საკულტო სტილი გახდა

August 4, 2022
#OK! კენდალ ჯენერის იშვიათი გამოჩენა მეგობარ მამაკაცთან, დევინ ბუკერთან ერთად!

#OK! კენდალ ჯენერის იშვიათი გამოჩენა მეგობარ მამაკაცთან, დევინ ბუკერთან ერთად!

May 31, 2021

კვირის ჰიტები

#OK! “ვიწვევ საკუთარ თავს, ვიღვიძებ 4 ან 5 საათზე, რომ ვივარჯიშო, ამის მიზეზი არა ლამაზი სხეული, არამედ მენტალური ჯანმრთელობაა” – ჯენიფერ ლოპესი

#OK! “ვიწვევ საკუთარ თავს, ვიღვიძებ 4 ან 5 საათზე, რომ ვივარჯიშო, ამის მიზეზი არა ლამაზი სხეული, არამედ მენტალური ჯანმრთელობაა” – ჯენიფერ ლოპესი

March 23, 2023
#OK! “პლასტიკური ქირურგიის მორიგი მსხვერპლი” – შერილ კოულის დრამატულმა ცვლილებამ საზოგადოება გააოცა

#OK! “პლასტიკური ქირურგიის მორიგი მსხვერპლი” – შერილ კოულის დრამატულმა ცვლილებამ საზოგადოება გააოცა

March 24, 2023
#OK! დათო ტურაშვილი საავადმყოფოში სტენოკარდიული შეტევის გამო გადაიყვანეს – ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია

#OK! დათო ტურაშვილი საავადმყოფოში სტენოკარდიული შეტევის გამო გადაიყვანეს – ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია

March 20, 2023
#OK! “ჰარი სტაილსის და ემილი რატაკოვსკის კოცნა” – წყვილის ახალი ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

#OK! “ჰარი სტაილსის და ემილი რატაკოვსკის კოცნა” – წყვილის ახალი ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

March 26, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×