• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro
Colorful herbs spices and fresh ingredients on a painters palette

Colorful herbs spices and fresh ingredients on a painters palette

#OK! კულინარია, როგორც თერაპია

September 5, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

დღეს არტთერაპია საკმაოდ პოპულარულია. ის შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვა. თვითგამოხატვის ეს ფორმა საკმაოდ ინფორმაციულია, რომელიც ეხმარება ადამიანს გამოხატოს მისთვის არასასიამოვნო განცდა ხელოვნების სხვადასხვა საშუალებით: ხატვით, ძერწვით, მუსიკით, კულინარიით და ა.შ. თუ როგორ ეხმარება კულინარია ადამიანს, ამის შესახებ ჟურნალ OK!-ის ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ანა პირველი ესაუბრა.

 

 

თქვენ როგორ შეაფასებდით, გასცდა თუ არა კულინარია სამზარეულოს? და რა როლი აქვს მას ჩვენს კულტურულ-სოციალურ ცხოვრებაში?

ჰიპოთეზურად საკვების მომზადების პროცესი განვითარდა, როგორც გადარჩენის მექანიზმი. ადამიანები მიხვდნენ, რომ მომზადებული საჭმელი ხელს უწყობს მონელების პროცესს და ამცირებს მავნე ბაქტერიებს. სამწუხაროდ, თანამედროვე დაჩქარებულ ცხოვრებაში, დროის უქონლობის გამო ადამიანები სულ უფრო იშვიათად ამზადებენ შინ საჭმელს, ხოლო თუ ამზადებენ, ხშირად ვერ ხდება პროცესში სრული ჩართვა და ემსგავსება ერთგვარ მოვალეობას. თუმცა აღსანიშნავია, რომ კულინარია, უშუალოდ გამოკვების გარდა, თავის თავში მოიაზრებს ისეთ სოციალურ ფასეულობებს, როგორიცაა ახლობელ ადამიანებზე ზრუნვა და მათთან საკვების გაზიარება. ერთად მზადების პროცესში იზრდება სიახლოვისა და მიკუთვნებულობის შეგრძნება. ერთი სიტყვით, კულინარია სოციალური აქტივობაა.

არტთერაპია საკმაოდ პოპულარულია, რომელსაც აქვს სხვადასხვა განხრა. მოიაზრება თუ არა კულინარიაც მის ერთ-ერთ განხრად?

კულინარია, როგორც თერაპიის ერთ-ერთი მეთოდი, აქტიურად გამოიყენება მენტალური ჯანმრთელობის სფეროში. კულინარიული თერაპიის გამოყენება მოიცავს საკმაოდ ფართო სპექტრს. სხვადასხვა ინტერვენციასთან ერთად, მას იყენებენ ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, კვებითი დარღვევები, ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი, დამოკიდებულებები და სხვ.

 

და როგორ ეხმარება კულინარია ადამიანს?

უშუალოდ საჭმლის მომზადების პროცესი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნებაა: იქმნება კერძი, რა დროსაც ჩართულია აღქმისა და გრძნობის ისეთი ორგანოები, როგორიცაა მზერა, ყნოსვა, შეხება და გემოს გასინჯვა, რაც გვაგრძნობინებს სიამოვნებას.

მაგალითად, როდესაც ვამზადებთ სალათას, ჯერ ხდება ინგრედიენტებზე ვიზუალურად დაკვირვება, აღვიქვამთ მათ ფერს, გათლისა და დაჭრის დროს ვეხებით სხვადასხვა ბოსტნეულის განსხვავებულ ზედაპირს, ვგრძნობთ მათ არომატს. პროცესშივე სახეს ვუცვლით მათ ვიზუალს და გემოებს, ბოლოს კი ჩვენი შექმნილი კერძის მირთმევით ვიღებთ სიამოვნებას.

კერძის შექმნის პროცესი თავისთავად გულისხმობს მომენტზე ფოკუსირებას, როდესაც არ ვფიქრობთ წარსულზე და არ ვნერვიულობთ მომავალზე, ეს კი, თავის მხრივ, წააგავს მედიტაციურ მდგომარეობას, რაც ხელს უწყობს აწმყოზე კონცენტრირებას და სტრესის შემცირებას.

საჭმლის მომზადებისა და კვების პროცესის სხვებთან ერთად გაზიარება შესაძლოა ასევე დამხმარე აღმოჩნდეს სოციალურად იზოლირებული ადამიანებისთვის, რადგან ამ პროცესმა შეიძლება მოხსნას სხვადასხვა ბარიერი და მოიტანოს ერთიანობის განცდა, ხელი შეუწყოს სოციალური უნარების გაზრდას.

არტთერაპიაში არსებობს ასეთი გამოთქმა: „ვქმნი, ნიშნავს – ვიქმნები…“ კერძის შექმნით რას ქმნის ადამიანი? და როცა კარგ შედეგს ვიღებთ, რა ხდება ამ დროს?

კულინარია ასევე ხელს უწყობს კრეატიულობის განვითარებას. კონკრეტულ მომენტში შესაძლოა არ მოგვეპოვებოდეს ზუსტი ინგრედიენტები და სიტუაცია

 

ასევე გაეცანი

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?
Gastro

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?

August 12, 2025
#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?
Gastro

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?

August 7, 2025
#OK! 3 წიგნი კულინარიის შესახებ
Gastro

#OK! 3 წიგნი კულინარიის შესახებ

July 27, 2025
#OK! ,,ჯანსაღი კვების თეფში” – რას გვირჩევენ ჰარვარდის მეცნიერები?
Gastro

#OK! ,,ჯანსაღი კვების თეფში” – რას გვირჩევენ ჰარვარდის მეცნიერები?

July 18, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია –  პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია – პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

July 8, 2025
#OK! Victoria’s Secret-ის პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი მოდელი – ემირა დისპეინი

#OK! Victoria’s Secret-ის პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი მოდელი – ემირა დისპეინი

February 4, 2022
#OK! ზუსტი ანალიზი სწორი მკურნალობის საფუძველია! – სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი HOPEMED LAB

#OK! ზუსტი ანალიზი სწორი მკურნალობის საფუძველია! – სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი HOPEMED LAB

June 12, 2025
#OK! “სიბერე ბუნებრივი პროცესია, ასაკის მატების არ მეშინია” – სარა ჯესიკა პარკერი დღეს 57 წლის გახდა

#OK! “სიბერე ბუნებრივი პროცესია, ასაკის მატების არ მეშინია” – სარა ჯესიკა პარკერი დღეს 57 წლის გახდა

March 25, 2022

კვირის ჰიტები

#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

October 6, 2025
#OK! მიშელ პფაიფერი ბებია გახდა – აპირებს თუ არა 67 წლის მსახიობი კინოსთვის თავის დანებებას?

#OK! მიშელ პფაიფერი ბებია გახდა – აპირებს თუ არა 67 წლის მსახიობი კინოსთვის თავის დანებებას?

October 1, 2025
#OK! „მკაცრი დედა ვარ“ – ჯულია რობერტსი

#OK! „მკაცრი დედა ვარ“ – ჯულია რობერტსი

October 7, 2025
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს

October 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები