• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! „მკაცრი დედა ვარ“ – ჯულია რობერტსი

October 7, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ჯულია რობერტსმა, რომელიც კამერების წინ პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს, ჯორჯ კლუნთან ინტერვიუში სამი შვილის აღზრდასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ილაპარაკა. ოსკაროსანი მსახიობები შვილების აღზრდასთან დაკავშირებულმა საკითხებმა გააერთიანა, ამიტომ საუბარი გულწრფელი და ემოციური გამოვიდა.

 

ჰოლივუდის 57 წლის ვარსკვლავი ოპერატორ დენიელ მოდერთან 23 წლის წინ დაქორწინდა. წყვილს სამი შვილი ჰყავს: 20 წლის ტყუპი – ჰეიზელი და ფინეუსი, ასევე 18 წლის ჰენრი. 64 წლის ჯორჯ კლუნი, რომელიც ასევე ტყუპების მამაა,  დაინტერესდა, როგორ აკონტროლებდნენ ჯულია და დენი ინტერნეტის გამოყენებას, როცა მათი შვილები პატარები იყვნენ. ოსკაროსანმა მსახიობმა აღნიშნა, რომ ეს თემა მისთვისაც აქტუალურია, რადგან ის და მისი მეუღლე, ამალი, 8 წლის ტყუპებს – ალექსანდრეს და ელას ზრდიან.

 

„არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. არც ერთ სოციალურ ქსელში რეგისტრირებული არ ვარ, რადგან ასე ცხოვრება ბევრად მარტივია, მაგრამ, რა თქმა უნდა, შვილებზე ვდარდობ,“ – თქვა ჯორჯმა.

კლუნიმ გაიხსენა, რომ 12 წლის ასაკში სამწუხარო შეცდომა დაუშვა, თუმცა მაშინ არც გაჯეტები იყო და არც სოციალური ქსელები, ამიტომ ამ შეცდომას სკოლაში და  კოლეჯში სწავლაზე და სამსახიობო კარიერაზე გავლენა არ მოუხდენია, როგორც ეს დღეს, ინტერნეტის ეპოქაში ხდება.

„რისკები იზრდება და შედეგები უფრო დიდხანს მიგვყვება. ჩვენ ვცდილობთ, შვილები ინტერნეტს მოვაშოროთ, მაგრამ ზოგი მათი საშინაო დავალება კომპიუტერზე სრულდება. ასევე, ბავშვებს ძალიან უყვართ კარგი მულტფილმის ყურება მაგალითად, სნუპიზე. მაინტერესებს, თქვენ როგორ იქცეოდით – ზღუდავდით მათ ინტერნეტზე წვდომას თუ უბრალოდ ესაუბრებოდით ამაზე?“ — ჰკითხა კლუნიმ.

ჯულიამ აღიარა, რომ როცა ბავშვები პატარები იყვნენ, ის და დენიელი ყველანაირად იცავდნენ სოციალური ქსელისა და გაჯეტების ზემოქმედებისგან.

 

„ჩემი შვილები თავიანთ ასაკობრივ ჯგუფში ერთ-ერთი უკანასკნელები იყვნენ, ვისაც მობილური ტელეფონი და კომპიუტერი გაუჩნდა. მე და დენი ჩვენს უბანში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მშობლებად ვითვლებოდით. იმიტომ არა, რომ ჩვენს კანონებს ვადგენდით. უბრალოდ, გვაქვს წესები და ცხოვრების საზღვრები, რომლებიც არასოდეს იცვლება“. – აღნიშნა რობერტსმა.

მსახიობის თქმით, ასეთი რაციონალური და პრაგმატული მიდგომა მათ შვილებს დაეხმარა, რომ ემოციურად ჯანსაღ გარემოში გაზრდილიყვნენ.

 

„შეუძლებელია, ჩემგან ერთი პასუხი მიიღო და ჩემი ქმრისგან სხვა. ასე არ ხდება და არასოდეს მოხდება. ვფიქრობ, სწორედ ეს ქმნის იმ სტაბილურობას, რომელიც ჩემს შვილებს დაცულობის შეგრძნებას აძლევს. მათ იციან, რომ არსებობს უპირობო სიყვარულისა და უსაფრთხოების სამყარო “ – ამბობს ჯულია.

კლუნიმ გაიხსენა, რომ მისმა ვაჟმა ცოტა ხნის წინ ჰკითხა, რას ნიშნავს იყო ცნობილი ადამიანი, ამიტომ დაინტერესდა  განიცდიდნენ თუ არა ჯულიას შვილები ზეწოლას დედის ვარსკვლავური სტატუსის გამო.

 „ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილები სწორი ღირებულებებით გაიზარდონ. ეს არის ის, რისკენაც როგორც მშობლები, ვისწრაფვით. ნაწილობრივ ეს იმითაა გამოწვეული, რომ მე და დენი ძირითად ღირებულებებში ყოველთვის ერთნი ვიყავით და ერთიანად ვმოქმედებდით. როცა ბავშვები პატარები არიან, მხოლოდ ის იციან, რისი ცოდნის ნებასაც ვაძლევთ. ვერც კი გეტყვი, რამდენი წლისები იყვნენ, როცა გაიაზრეს, რა ადგილი მეკავა შრომის სამყაროში,“ — დაამატა ოსკაროსანმა მსახიობმა.

საუბრის დასასრულს ჯორჯ კლუნმა ჯულია შეაქო და უთხრა, რომ ის შესანიშნავი დედაა და შეიძლება იამაყოს, რადგან ღირსეული შვილები გაზარდა.

„ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება, როგორ გიჭერენ ისინი შენ მხარს, შენ კი მათ,“ — ღიმილით დაასრულა მსახიობმა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! “მეგობრობა, რომელსაც წლებმა ვერაფერი დააკლო” – ჯორჯ კლუნი და ჯულია რობერტსი

 

ასევე გაეცანი

#OK! ანიტა აბგარიანი – Shine Like A Star, საქართველოს საკონკურსო სიმღერა საბავშვო ევროვიზია 2025-ზე
OK! News

#OK! ანიტა აბგარიანი – Shine Like A Star, საქართველოს საკონკურსო სიმღერა საბავშვო ევროვიზია 2025-ზე

November 7, 2025
#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს  – ვინ არის ზოჰრან მამდამი?
OK! News

#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს – ვინ არის ზოჰრან მამდამი?

November 7, 2025
#OK! ცეცხლოვანი ცხენი – რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის სიმბოლოზე?
OK! News

#OK! ცეცხლოვანი ცხენი – რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის სიმბოლოზე?

November 7, 2025
#OK! მეგან მარკლი კინოს უბრუნდება
OK! News

#OK! მეგან მარკლი კინოს უბრუნდება

November 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ვალენტინობა, როგორც რომანტიკული დღესასწაული

#OK! ვალენტინობა, როგორც რომანტიკული დღესასწაული

February 22, 2023
#OK! კენდალ ჯენერის თამამი იმიჯი! მოდელი პარიზში შენიშნეს!

#OK! კენდალ ჯენერის თამამი იმიჯი! მოდელი პარიზში შენიშნეს!

July 1, 2021
#OK! ირინა შეიკი Mugler-ის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სამოსით

#OK! ირინა შეიკი Mugler-ის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სამოსით

June 7, 2021
#OK! NEMSITSVERIDZE, MAMULASHVILI & PARTNERS ინტერვიუ საადვოკატო ბიუროს დამფუძნებლებთან − ბექა ნემსიწვერიძესა და ვასილ მამულაშვილთან

#OK! NEMSITSVERIDZE, MAMULASHVILI & PARTNERS ინტერვიუ საადვოკატო ბიუროს დამფუძნებლებთან − ბექა ნემსიწვერიძესა და ვასილ მამულაშვილთან

April 4, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ახალ სახლში გადავიდნენ

#OK! ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ახალ სახლში გადავიდნენ

November 3, 2025
#OK! ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რატომ იწვევს ძველი სიმღერების მოსმენა ძლიერ ემოციებს

#OK! ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რატომ იწვევს ძველი სიმღერების მოსმენა ძლიერ ემოციებს

November 1, 2025
#OK! პრინცმა უილიამმა 34 წლის შემდეგ, დედის საკულტო ფოტოები გაიმეორა

#OK! პრინცმა უილიამმა 34 წლის შემდეგ, დედის საკულტო ფოტოები გაიმეორა

November 7, 2025
#OK! მეგან მარკლი კინოს უბრუნდება

#OK! მეგან მარკლი კინოს უბრუნდება

November 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები