• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! სასტუმრო „თეორია“ – გაატარე დაუვიწყარი დღეები უგემრიელეს კერძებთან ერთად

December 28, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

სასტუმრო „თეორია“ გაიხსნა მათთვის, ვინც ყველაზე მეტად აფასებს მაღალ სტანდარტზე მორგებულ და კარგად აღჭურვილ გარემოს. აქ წარმოდგენილი უნიკალური მენიუ კი გულგრილს ვერავის დატოვებს. ყოველ სეზონზე ცვალებადი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან დამზადებული და განსხვავებული სერვირებით წარმოდგენილი კერძები თავს აუცილებლად დაგამახსოვრებთ და „თეორიას“ თქვენს საყვარელ ადგილად აქცევს. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა სასტუმროს მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერ ნანა ხვედელიძეს და რესტორნის შეფ დავით პოღოსიანს.

 

გვიამბეთ „თეორიას“ შესახებ.

(ნანა):  „თეორია“ სასტუმროსა და რესტორნის კონცეფციების შერწყმით შეიქმნა. რაც შეეხება უშუალოდ სასტუმროს ნაწილს, 4 ტიპის 17 ნომერს მოიცავს. „თეორია“ ძირითადად განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც მივლინებით ჩამოდიან საქართველოში. აღსანიშნავია, რომ თითოეული ოთახი ერთმანეთისგან განსხვავებულია. სასტუმრო უნიკალურია იმითაც, რომ ავეჯის დიდი ნაწილი იმპორტირებულია, ნაწილი კი ხელნაკეთია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი სასტუმროს ნომრები სრულად აღჭურვილია და მათი ფასი მორგებულია სერვისზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სასტუმრო ფართომასშტაბიანი არ არის, აქვს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი და შესაბამისი ბაზა. სწორედ „თეორიის“ შედარებით მომცრო ზომა გვაძლევს საშუალებას, მომხმარებელი ვამყოფოთ ყურადღების ცენტრში და მივაწოდოთ ძალიან მაღალი ხარისხის მომსახურება სასტუმროს, კერძებისა თუ სასმელების კუთხით.

 

დავით, ვინაიდან თქვენ სასტუმრო „თეორიას“ რესტორნის მთავარი შეფი ბრძანდებით, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე გევალებათ. გვესაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი პრინციპით არჩევთ კერძებს თქვენი მენიუსთვის.

(დათო):  უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჩვენს მენიუს გამოარჩევს სერვირების განსხვავებული ფორმა. არაერთი კვლევის საფუძველზე შევისწავლეთ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები და 110 კერძიდან გადარჩევის პრინციპით დავიტოვეთ 20-მდე, რომლებიც სასტუმრო „თეორიას“ რესტორნის მთავარი ნიშა გახდა. მსურს ხაზი გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ მენიუ აუცილებლად იქნება სეზონური. შესაბამისად, ზამთრის მენიუს ამოქმედების პარალელურად ჩვენმა გუნდმა უკვე დაიწყო საგაზაფხულო მენიუზე მუშაობა. ყოველივე ამაში ხელს გვიწყობს ნიუანსი, რომ ჩვენი მენიუ არის შედარებით პატარა ზომის და ცვალებადი, სეზონური პროდუქტებიდან გამომდინარე.

 

რა დროის განმავლობაში ამუშავებდით მენიუს?

(დათო):  რამდენიმე თვის წინ, ჩემი რესტორანში მოსვლის დღიდან დავიწყე მენიუზე ფიქრი და კვლევების ჩატარება იმის შესახებ, თუ რომელი პროდუქციაა ყველაზე მეტად მოთხოვნადი და როგორ შევთავაზო იგი საზოგადოებას განსხვავებული ფორმით − როგორიც ჯერ არსად არის. შედეგად კი მივიღეთ ზამთრის მენიუ 20-მდე საინტერესო და მართლაც გამორჩეული კერძით.

გვესაუბრეთ ღვინის იმ ფართო ასორტიმენტზე, რომელიც თქვენთან არის წარმოდგენილი.

(დათო):  უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ჩვენს ბარში წარმოდგენილია სასმელების ფართო ასორტიმენტი. რაც შეეხება უშუალოდ ღვინოს, იგი შერჩეულ იქნა ხანგრძლივი ფიქრის შედეგად. საწყის ეტაპზე 300-დან 400-მდე სახეობის ღვინო დავაგემოვნეთ როგორც ჩვენ, ისე კომპეტენტურმა სომელიეებმა, რადგან ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი სწორედ ხარისხი გახლავთ. დაგემოვნებული ღვინის 5% კი შეირჩა „თეორიასთვის“, რომლებიც დღეს საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და მოთხოვნადია მომხმარებლის მხრიდან.

გვიამბეთ „თეორიას“ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

(ნანა):  გახსნის დღიდან ზრდისა და განვითარების პროცესი არ შეგვიწყვეტია, შესაბამისად ამბიციურებიც ვართ სამომავლო გეგმებთან მიმართებაში. ვგეგმავთ სხვადასხვა დღესასწაულის აღნიშვნასა და არაერთი ივენთის ჩატარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალ წელს ველოდებით ჩვენს მომხმარებლებს, რათა ერთად აღვნიშნოთ იგი და დაუვიწყარი გავხადოთ ეს დღე.

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება
Gastro

#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება

March 18, 2025
#OK! ჩადრაგინები – ბრენდად ქცეული მიზანი
Gastro

#OK! ჩადრაგინები – ბრენდად ქცეული მიზანი

February 12, 2025
#OK! დააგროვეთ ზამთართან დაკავშირებული ძვირფასი მოგონებები რესტორან “პანორამაში”
Gastro

#OK! დააგროვეთ ზამთართან დაკავშირებული ძვირფასი მოგონებები რესტორან “პანორამაში”

February 3, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ნანუკა გულუა და კახა კაშია მეორე შვილის მოლოდინში!

#OK! ნანუკა გულუა და კახა კაშია მეორე შვილის მოლოდინში!

June 10, 2023
#OK! ყველა ქალს აქვს სუპერძალა, მთავარია მოვუსმინოთ საკუთარ თავს და აღმოვაჩინოთ

#OK! ყველა ქალს აქვს სუპერძალა, მთავარია მოვუსმინოთ საკუთარ თავს და აღმოვაჩინოთ

March 6, 2023
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის დეკემბრის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის დეკემბრის ნომრისთვის

December 1, 2022
#OK! აბრეშუმის ისტორია

#OK! აბრეშუმის ისტორია

May 7, 2021

კვირის ჰიტები

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

June 23, 2025
#OK! სტეფანე

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები