OK! Gastro Book-ის რესპონდენტი შეფმზარეული ალექსანდრე მარმულოვია. მას ბავშვობის ასაკიდანვე გაუჩნდა ინტერესი კულინარიის მიმართ და უბრალო ჰობი პროფესიად აქცია. დღეს იგი ბარ Le Tapis‑ის შეფმზარეულია, რომელიც საერთაშორისო ბრენდ ACCOR-ის ქსელის სასტუმროს − „იბის თბილისი სტადიუმს“ ეკუთვნის. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, ალექსანდრე მარმულოვი თავად გვიამბობს.
უპირველესად, გაგვეცანით. როდიდან დაინტერესდით ამ პროფესიით?
მოგესალმებით. მე ვარ ალექსანდრე მარმულოვი, 28 წლის. ბავშვობიდან მაინტერესებს კულინარია, მიყვარდა ახალი გემოების გასინჯვა და სხვადასხვა კერძის მომზადება. ასაკის მატებასთან ერთად, მივხვდი, რომ ჩემი ჰობი პროფესიად უნდა მექცია. ეს იქნებოდა საქმე, რომელიც ერთდროულად სიამოვნებასაც მომანიჭებდა და გახდებოდა ჩემი შემოსავლის წყარო.
რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე?
19 წლიდან დავიწყე ამ პროფესიით მუშაობა. ჩემი გამოცდილება ძირითადად მოიცავს საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებში მუშაობას. 9 წლის განმავლობაში, ვფიქრობ, საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღე, სასტუმროებისა და მათი რესტორნების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე.
ამჟამად რით ხართ დაკავებული?
ამჟამად ვარ ბარ Le Tapis-ის შეფმზარეული, რომელიც მდებარეობს საერთაშორისო ბრენდ ACCOR-ის ქსელის სასტუმრო „იბის თბილისი სტადიუმში“.
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Le Tapis ბარი სთავაზობს მომხმარებელს ბურგერებისა და ასევე, ჯანსაღი კერძების მრავალფეროვან არჩევანს. ბრენდის მიმართულება, მენიუსთან ერთად, გვაძლევს საშუალებას, დავაინტერესოთ სხვადასხვა ტიპის მომხმარებელი. მიუხედავად იმისა, რომ „იბისის“ ბრენდი გლობალურად თავად სთავაზობს სასტუმროში განთავსებულ რესტორნებს კონცეფციას, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა საკუთარი კონცეპტი, სადაც ერთმანეთს ერწყმის კერძებისა და სასმლის ასორტიმენტი.
გვესაუბრეთ პროდუქციაზე და მის ხარისხზე.
ჩვენი კომპანია ორიენტირებულია ადგილობრივ მომწოდებლებზე, ხოლო პროდუქტი, რომელსაც ვიყენებთ, არის ეკოლოგიურად სუფთა. ბურგერები მზადდება ქართული, გაუყინავი ხორცით, პური კი ცხვება ადგილზე, უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან. ჩვენთვის ხარისხი და მომხმარებლის კმაყოფილება მთავარი პრიორიტეტებია.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვაპირებთ მეტად განვვითარდეთ და მეტი სიახლე შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
სასტუმრო „იბის თბილისი სტადიუმი“
მის: თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზ. 178
T: (+995) 32 222 10 35
E-mail: [email protected]