• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! ქუთაისის „ტორპედო“ მრავალწლიანი წარსულით და სამომავლო გეგმებით

June 12, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

დავით დოლაბერიძე – „ცოტა მოთმინებაც და ევროპის დიდ საფეხბურთო რუკაზე ჩვენ ადგილს დავიბრუნებთ“

სტეფან კინ – ჩვენი მიზანია, ვიყოთ ჩემპიონები და ჯგუფიდან კონფერენს ლიგაზე გავიდეთ

 

ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში წარმატებით, ძლიერი მოთამაშეებითა და კლუბის განვითარებით ყოველთვის გამოირჩეოდა. ქუთაისელები ყველა თამაშს განსაკუთრებული ემოციით და მოგების სურვილით გულშემატკივრობენ. ჩვენი რესპონდენტი, ქუთაისის „ტორპედოს“ გენერალური დირექტორი, დავით დოლაბერიძე კლუბის ისტორიის, გავლილი და გასავლელი გზების შესახებ გვიამბობს.

 

ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ხნის ისტორია აქვს, საინტერესო წარსულის შესახებ მოგვიყევით.

ქუთაისის „ტორპედო“ 1946 წელს დაარსდა და თითქმის 80 წელია კლუბი ქალაქის სიამაყეა, რომლის მაისურს მსოფლიო დონის ვარსკვლავები (ამ ეპითეტის პირდაპირი გაგებით) სიამაყით ატარებდნენ.

ჩვენი სტადიონი რამაზ შენგელიას სახელობისაა. ვინც მსოფლიო ფეხბურთში ერკვევა, მან იცის, თუ რას წარმოადგენდა ეს უკანასკნელი და რა კვალი დატოვა არამარტო ქართულ ფეხბურთში.

სამწვრთვნელო ბაზა აწ გარდაცვლილი ჩვენი ლეგენდის, ჯემალ ხერხაძის სახელობისაა. არ ჩამოვთვლი გვარებს, ნამდვილად შორს წაგვიყვანს.

 

 

დღეისთვის რამდენად ხშირად იმართება თამაშები? ალბათ გამოარჩევთ ძლიერ გუნდებსა და მეტოქეებს.

ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს შეხვედრა“ სამართლიანად მიჩნევა ჩემპიონატის მთავარ დაპირისპირებად (კლასიკო), როგორც ისტორიულად, ისე ტიტულების მიხედვით. თუმცა საქართველოს ჩემპიონატში სხვა გამორჩეული გუნდებიც არის, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ამ უკანასკნელებს ჩვენს ტიტულებთან გათანაბრების საშუალებას არ მივცემთ.

 

როგორ ფიქრობთ, „ტორპედოს“ წარმატების ფორმულა რა არის?

წარმატება ქალაქის სპეციფიკაშია. მთავარი სპეციფიკურობა კი კლუბის გულშემატკივრებისგან მოდის, რომლებიც არ აძლევენ არც ფეხბურთელებს და არც კლუბში მომუშავე ადამიანებს იმის უფლებას, რომ ყველა 100%-ით არ დაიხარჯოს იმ ლოგოსთვის, რასაც ქუთაისის „ტორპედო“ ჰქვია. მართალია, ეს ყველაფერი ერთგვარი წნეხია, მაგრამ სასიამოვნოა, რომ მოდუნების საშუალება არ გეძლევა, რაც თავის მხრივ, დამატებით ძალებს გვმატებს.

 

რას ნიშნავს თქვენთვის ამ გუნდის ხელმძღვანელობა?

ბანალურად, თუმცა გულწრფელად, ცალსახა პასუხია – უდიდესი პასუხისმგებლობა. ვპირდები ქალაქს, რომ თითოეული კლუბში მომუშავე ადამიანი მაქსიმუმს გაიღებს იმედების გამართლებისთვის.

 

ბოლო პერიოდის საინტერესო თამაში გაიხსენეთ.

საინტერესო დაპირისპირება იყო დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, კლუბ „იბერიასთან“, რომელიც 3: 3 დასრულდა. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩვენს ჩემპიონატში, თუ ყველაზე გამორჩეული არა. ჩვენი მომავალიც ისეთი წარმოგვიდგენია, როგორიც ამ თამაშში ჩვენმა გუნდმა შეძლო. 2-ბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, მეორე ნახევარში გუნდმა მაღალი კლასის საშემსრულებლო ოსტატობა და, რაც მთავარია, ჟინი აჩვენა, ძალიან ახლოს ვიყავით ამ თამაშის არათუ ფრესთან, არამედ მოგებასთან.

 

 

როგორია დღევანდელობა და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ასეთი ხარისხის სტანდარტის შენარჩუნება გვმართებს, რათა ჩვენი ქალაქის კლუბს კუთვნილი წარმატება დავუბრუნოთ. კლუბი მომდევნო წლებში რამდენჯერმე გახდება ეროვნული ლიგის გამარჯვებული, თასის მფლობელი და აუცილებლად ვითამაშებთ ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, რაც არა მარტო ქუთაისის, არამდე მთლიანად ქვეყნის წარმატება იქნება.

 

ქუთაისელ გულშემატკივარს რას ეტყვით?

მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ქუთაისელ გულშემატკივარს. ამინდის თუ სხვადასხვა გარემოების მიუხედავად, ისინი მუდმივად ჩვენ გვერდით არიან. თამასას სულ მაღალზე გვიწესებენ და აღნიშნული ერთი ორად ზრდის კლუბის განვითარებას. კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ქალაქისა და კლუბის ლოგოსთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. შეცდომებიც შეიძლება მოგვივიდეს, თუმცა სამუშაო პროცესია და რაღაც ეტაპზე აღნიშნული გარდაუვალია. კლუბი 78 წლისაა, თუმცა ჩვენი პრეზიდენტი, ბატონი დავით კერესელიძე , მე და რამდენიმე ადამიანი, კლუბთან ერთად პირველ ნაბიჯებს ახლა ვდგამთ და დარწმუნებით გეტყვით, რომ ცოტა მოთმინებაც და ევროპის დიდ საფეხბურთო რუკაზე ჩვენ ადგილს დავიბრუნებთ.

 

სტეფან კინ  ქუთაისის ,,ტორპედოს“ მენეჯერია. გუნდის სპეციფიკაზე, განსახორციელებელ გეგმებსა და დასახულ მიზნებზე ვრცლად ინტერვიუდან შეიტყობთ.

პროფესიონალურ ფეხბურთს შოტლანდიაში, პორტუგალიასა და ინგლისში ვთამაშობდი.

 

 

გუნდის მწვრთნელობის მთავარი სპეციფიკა რა არის?

ჩემი სამწვრთნელო ფსიქოლოგიაა, პირველ რიგში, მოთამაშე (ტექნიკურად, ფიზიკურად და მენტალურად) გავაუმჯობესოთ, შემდეგში კი დავეხმაროთ მათ ტაქტიკურად, რადგან მოთამაშეები განსხვავებულად სწავლობენ. ზოგი იგებს გუნდურს, ზოგი კი ინდივიდუალურ ტაქტიკას. ბუნებრივია, რთულია ტაქტიკური გეგმის გაგება და ჩვენ ამ მიმართულებით მათ უნდა დავეხმაროთ. როცა მოთამაშეებმა იციან, რომ მათი განვითარება შეგიძლია, შედეგიც არ აყოვნებს.

 

რა მდგომარეობაა დღეისთვის გუნდში?

ჩვენ გვყავს ახალი გუნდი. 7 ახალი მოთამაშე, რომლებიც გასულ სეზონზე აქ არ თამაშობდნენ. ეს ყველაფერი ცვლილები და დიდი გამოწვევაა. მე ძალიან ბედნიერი ვარ იმ ბიჭებით, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ. ცხადია, მათ ცოტა დრო სჭირდებათ, სხვების თამაში და გუნდის პერსპექტივები რომ გაიცნონ, მათ ამისთვის ყველა შესაძლებლობა აქვთ.

 

ფეხბურთელების მხრივ, როგორია დღევანდელი სიტუაცია?

ვიტყვი, რომ ძლიერი მოთამაშეები გვყავს. არ მიყვარს ინდივიდუალურად ვინმეს გამოყოფა, რადგან ჩვენ ვართ გუნდი.

 

თქვენი გადმოსახედით, რას იტყვით ქუთაისის „ტორპედოს“ შესახებ?

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ასოცირდება გულშემატკივართან. ჩვენ გვესმის, მათ კარგიც და ცუდიც ახსოვთ და რასაც ითხოვენ, ეს არის – ვაჩვენოთ გულშემატკივარს ჩვენი მაქსიმუმი. არცერთი მოთამაშე არაა ისე მნიშვნელოვანი, როგორც გულშემატკივარი და ვიმედოვნებ, ისინი გრძნობენ და ხედავენ, რომ ჩვენ მათთვის ვთამაშობთ.

 

თქვენი მთავარი გეგმები.

ჩვენი მიზანია, ვიყოთ ჩემპიონები და ჯგუფიდან კონფერენს ლიგაზე გავიდეთ.

 

ტექსტი: ნანა კუკულავა

გაიგე მეტი: OKქუთაისი

ასევე გაეცანი

#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სტილის ინსპირაცია ჰეილი ბოლდვინისგან: მოდელის კომფორტული და გემოვნებიანი იმიჯი!

#OK! სტილის ინსპირაცია ჰეილი ბოლდვინისგან: მოდელის კომფორტული და გემოვნებიანი იმიჯი!

June 10, 2021
#OK! “ რაც უფრო მემატება ასაკი, ვხვდები, რომ ნამდვილი სილამაზე გულიდან მოდის” – ქეით უინსლეტი 48 წლის გახდა

#OK! “ რაც უფრო მემატება ასაკი, ვხვდები, რომ ნამდვილი სილამაზე გულიდან მოდის” – ქეით უინსლეტი 48 წლის გახდა

October 5, 2023
#OK! “შაკირა და ტომ კრუზი ერთმანეთს ხვდებიან” – ვარსკვლავების ახალი ფოტოები

#OK! “შაკირა და ტომ კრუზი ერთმანეთს ხვდებიან” – ვარსკვლავების ახალი ფოტოები

May 10, 2023
#OK! საუკეთესო საჩუქრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

#OK! საუკეთესო საჩუქრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

January 6, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

June 20, 2025
#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

June 18, 2025
#OK! 2025 წლის ზაფხულის ასტრო გზამკვლევი ზოდიაქოს 12  ნიშნისთვის

#OK! 2025 წლის ზაფხულის ასტრო გზამკვლევი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

June 24, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები