• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! როგორ შევარჩიოთ იდეალური საჩუქარი?

February 3, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

დღესასწაულები პოზიტიურ განწყობას გვიქმნის და სასიამოვნო ემოციებით გვავსებს. თუმცა დღესასწაულების მოახლოებისთანავე გონებაში მუდმივად გვიტრიალებს კითხვა: რა ვაჩუქო, რომ მოეწონოს?..  ეს  კითხვა დღესასწაულების პერიოდში აქტუალურობას ნამდვილად არ კარგავს. საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევა განსაკუთრებულ ყურადღებასა და დაფიქრებას საჭიროებს, რათა ზუსტად მოვარტყათ მიზანში და გავახაროთ ადრესატი. რჩევები იმის შესახებ, თუ სად და  როგორ შევარჩიოთ საჩუქრები, ჟურნალ OK-ს დიზაინერმა ეკა ბალანჩივაძემ გაუზიარა.

რას ითვალისწინებთ საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევისას?

საჩუქრის ჩუქება ყოველთვის საინტერესო და ამაღელვებელი პროცესია. შერჩევაზე დახარჯული დრო ადამიანის მიმართ პატივისცემასა და სიყვარულზე მიანიშნებს. რა თქმა უნდა, რაც უფრო ძვირფასია ჩემთვის ადამიანი, მით უფრო ვცდილობ ვასიამოვნო. საჩუქრის შერჩევა დელიკატურობას მოითხოვს, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შეფუთვასა და ხარისხს. საჩუქრის შერჩევისას მეხმარება ადრესატის ხასიათის, გემოვნების, ინტერესის, ჰობის გათვალისწინება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, ადრესატი მიხვდეს, რომ საჩუქარი ნამდვილად მისთვის არის და მას ეძღვნება.  ვფიქრობ, საჩუქრის ღირებულებაზე მეტად ზრუნვაა დასაფასებელი.

 

ყველაზე ორიგინალური საჩუქარი, რაც კი მიგიღიათ…

ყველაზე ორიგინალურ საჩუქრებს საბა და სანდრო მჩუქნიან. მაგალითად, იმწამს გადაღებულ საკუთარ ფოტოს, რომელშიც ის ფოტო უჭირავთ, რაც მაჩუქეს ან რამე მსგავს სიგიჟეებს სჩადიან. სანდრო თავის მოვლის საშუალებებსაც მჩუქნის, იცის, რომ ყველაზე მეტად მიყვარს და გამიხარდება.

ზოგჯერ ორიგინალური საჩუქრის შესარჩევად საკმარისი დრო არ გვრჩება. რა შეიძლება იყოს ნებისმიერ სიტუაციაში სასურველი და პრაქტიკული საჩუქარი?

საჩუქრის შერჩევისას ორიგინალურობა მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობს საჩუქრები, რომლებიც თითქმის ყველა ტიპის ადამიანს უყვარს და ზუსტად ვიცით, რომ მოეწონება. ასეთია თავის მოვლის საშუალებები. არავინ ამბობს უარს მაღალი ხარისხის თავის მოვლის საშუალებებზე, რადგან საკუთარ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა, ალბათ, ყველას გვახალისებს.  ბოლო პერიოდია საჩუქრების შესარჩევად „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში დავდივარ. დროის სიმცირის გამო „იმპექსმა“ გამიადვილა საჩუქრებზე ზრუნვის პროცესი, რადგან ნებისმიერ ასაკსა და გემოვნებაზე გათვლილი ულამაზესი სასაჩუქრე ნაკრებები აქვთ ლამაზი შეფუთვებით. ყველაზე ხშირად  იტალიური პრემიუმკლასის ორგანული და ნატურალური ბრენდის PHYTORELAX-ის სასაჩუქრე ნაკრებებზე ვაჩერებ არჩევანს, რომელიც ექსკლუზიურად „იმპექსშია“ წარმოდგენილი.

საჩუქრის შერჩევისას რატომ არის  თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილება PHYTORELAX-ის სასაჩუქრე ნაკრებები?

როგორც უკვე აღვნიშნე, შეფუთვასა და ხარისხს დიდ ყურადღებას ვაქცევ. Phytorelax-ის სასაჩუქრე ნაკრებების ვიზუალი კი ისეთივე დახვეწილი და სრულყოფილია, როგორიც შიგნით მოთავსებული ორგანული და ნატურალური თავის მოვლის პროდუქტები. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ვირჩევ Phytorelax-ის სასაჩუქრე ნაკრებებს ის არის, რომ  ისინი შეგიძლიათ სხვადასხვა გემოვნების, სურვილებისა და საჭიროებების ადამიანებს მოარგოთ, რადგან ასორტიმენტი მრავალფეროვანია. მაგალითად,  შეგიძლიათ შეარჩიოთ  სხეულის მოვლის ნაკრები, დამზადებული არგანის ზეთზე. მოგეხსენებათ, ეს არის კანის დაბერების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ეფექტური საშუალება და ნებისმიერი ქალბატონისთვის სასურველი პროდუქტი. Phytorelax-ის ასორტიმენტში შეხვდებით ასევე ტკბილი ნუშის ზეთზე დამზადებულ ტანის მოვლის ნაკრებს. ტკბილი ნუშის ზეთი გამომშრალი კანისა და სტრიების პრევენციისათვის იდეალურია. დამეთანხმებით, ბევრი ქალბატონისთვის, ვინც საკუთარ სხეულზე ზრუნავს, საინტერესო და ძალიან პრაქტიკული საჩუქარი იქნება. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია ქოქოსის ზეთზე დამზადებული სხეულის მოვლის ნაკრები. ორგანული ქოქოსის ზეთი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და სასარგებლო ვიტამინებით. ხშირად ვიყენებ და ჩემს კანს ძალიან უხდება. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ასევე ბახის ყვავილებზე დამზადებული სხეულის მოვლის ნაკრები.  ამ ხაზის პროდუქტების უნიკალური თვისება ის არის, რომ იგი ხელს უწყობს ემოციური სტრესის მოხსნას და ფსიქოფიზიკურ კეთილდღეობას.

ტანის მოვლის საშუალებების გარდა Phytorelax-ის ასორტიმენტში  თმის მოვლის სასაჩუქრე ნაკრებებსაც აღმოაჩენთ. მაგალითად, თმის შეღებვის მოყვარულ ქალბატონებს ძალიან გაახარებთ შეღებილი თმისთვის სპეციალურად განკუთვნილი Phytorelax-ის თმის მოვლის პროფესიონალური ნაკრებით, ასევე ხუჭუჭთმიან ქალბატონებს – ხვეული თმის მოვლის ნაკრებით. ასორტიმენტში დაზიანებული და გამომშრალი თმის მოვლის ნაკრებიც არის, რაც, ვფიქრობ, ბევრი ქალბატონის პრობლემაა.

 

მამაკაცებისთვის თუ გვთავაზობს  Phytorealax-ის ბრენდი სასაჩუქრე ნაკრებებს?

დიახ, Phytorelax-ის მამაკაცის თავის მოვლის ნაკრებები მარტივად მოგიგვარებთ მა-მაკაცებისათვის საჩუქრის შერჩევის მარადიულ პრობლემას. Phytorelax-ის მამაკაცის ხაზის პროდუქტები შექმნილია თანამედროვე მამაკაცის მოთხოვნილებებისთვის. ბრენდი 2 ძალიან პრაქტიკულ მამაკაცის ნაკრებს გვთავაზობს. ერთი ნაკრები განკუთვნილია მათთვის ვინც წვერს არ ატარებს და, შესაბამისად, ხშირი პარსვა უწევს, ხოლო Phytorelax-ის მეორე ნაკრები იმ მამაკაცებისთვისაა, ვისაც შედარებით გრძელი წვერის ტარება მოსწონთ. ნაკრებში მოთავსებული პროდუქტები წვერისა და თმის სტაილინგისთვის იდეალურია. სიყვარულის დღე მოდის და, ქალბატონებო, თუკი არ იცით, რა აჩუქოთ საყვარელ მამაკაცს, Phytorelax-ის სასაჩუქრე ნაკრებები, დამერწმუნეთ, კარგი არჩევანია.

ვფიქრობ, რა საჩუქარიც უნდა შეურჩიოთ ადამიანს, მთავარია, ყურადღება იყოს გულწრფელი და თქვენი მზრუნველობა იგრძნობოდეს. როცა თქვენ სიყვარულით ჩუქნით, ნებისმიერი საჩუქარი, წვრილმანიც კი, ძვირფასია!

 

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „Fuck ასაკი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი 11 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
Health & Beauty

#OK! „Fuck ასაკი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი 11 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

March 23, 2023
#OK! Beauty Success-ის ახალი სივრცე „სითი მოლში“ გაიხსნა
Health & Beauty

#OK! Beauty Success-ის ახალი სივრცე „სითი მოლში“ გაიხსნა

March 21, 2023
#OK! კოსმეტიკური პროცედურების მსხვერპლის, ლინდა ევანჯელისტას „ახლიდან დაბადება“ – 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელი და სტივენ მეისელის მუზა
Fashion News

#OK! კოსმეტიკური პროცედურების მსხვერპლის, ლინდა ევანჯელისტას „ახლიდან დაბადება“ – 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელი და სტივენ მეისელის მუზა

March 29, 2023
#OK! ინტერვიუ პერმამენტული მაკიაჟის სპეციალისტთან
Health & Beauty

#OK! ინტერვიუ პერმამენტული მაკიაჟის სპეციალისტთან

March 14, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! თინა ვაშაკიძე

#OK! თინა ვაშაკიძე

March 6, 2022
#OK! ორსული ჰილარი დაფი ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობს! მსახიობმა თმის ფერი შეიცვალა!

#OK! ორსული ჰილარი დაფი ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობს! მსახიობმა თმის ფერი შეიცვალა!

March 23, 2021
#OK! ქენდის სვეინფულის გლამურული იმიჯი: მოდელი სამოსს Giuseppe Zanotti-ს ფეხსაცმელს უხამებს!

#OK! ქენდის სვეინფულის გლამურული იმიჯი: მოდელი სამოსს Giuseppe Zanotti-ს ფეხსაცმელს უხამებს!

June 18, 2021
#OK! დღეს კეტი პერი 38 წლის გახდა: წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სტილის ევოლუციას კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! დღეს კეტი პერი 38 წლის გახდა: წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სტილის ევოლუციას კარიერის დასაწყისიდან დღემდე

October 25, 2022

კვირის ჰიტები

#OK! “ჰეილი ბიბერმა სელენა გომესის ფოტო შემთხვევით მოიწონა, შემდეგ კი მოწონება გააუქმა” – რატომ აკრიტიკებენ მოდელს სოციალურ ქსელში

#OK! “ჰეილი ბიბერმა სელენა გომესის ფოტო შემთხვევით მოიწონა, შემდეგ კი მოწონება გააუქმა” – რატომ აკრიტიკებენ მოდელს სოციალურ ქსელში

March 29, 2023
#OK! პიანისტი, გიორგი გიგაშვილი რუბენშტეინის კონკურსის ფინალშია!

#OK! პიანისტი, გიორგი გიგაშვილი რუბენშტეინის კონკურსის ფინალშია!

March 30, 2023
#OK! „მე პატარა ლუკა ჭოხო ვარ, გუშინ გავქრისტიანდი“ –  გიორგი ჭოხონელიძის და ანეტა ნიკურაძის შვილი გაქრისტიანდა

#OK! „მე პატარა ლუკა ჭოხო ვარ, გუშინ გავქრისტიანდი“ – გიორგი ჭოხონელიძის და ანეტა ნიკურაძის შვილი გაქრისტიანდა

March 27, 2023
#OK! პრემიუმ ხარისხის ტანსაცმლის ბრენდი Marc O’Polo უკვე საქართველოშია

#OK! პრემიუმ ხარისხის ტანსაცმლის ბრენდი Marc O’Polo უკვე საქართველოშია

March 30, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×