• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

December 10, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

მოგესალმებით, ძვირფასო მკითხველებო!

დეკემბერი დაგვიდგა, წინასაახალწლო, გადამდები განწყობა უკვე ჰაერში ტრიალებს და ყველამ ფუსფუსი დავიწყეთ. ვემზადებით.

ვინც საახალწლოდ კანის მომზადების საკითხი დეკემბრისთვის მოიტოვეთ, მინდა გირჩიოთ, როგორ მოუაროთ კანს ერთი თვის ფარგლებში ისე, რომ თვის ბოლოს მბზინავი, ჯანსაღი, გალამაზებული და გაახალგაზრდავებული კანი დაინახოთ სარკეში ჩახედვისას.

მაშ ასე, რას მოვასწრებთ ერთ თვეში?

კანის მოვლა ყოველთვის ეპიდერმისიდან იწყება. ნებისმიერი ტიპის კანს სჭირდება კაბინეტური, პროფესიონალური წმენდა, ხოლო რა ტიპის წმენდას ჩაატარებს – ულტრაბგერით ზედაპირულს თუ ღრმა წმენდას, ამას თავად სპეციალისტი გადაწყვეტს, თქვენი კანის ტიპის და მდგომარეობის გათვალისწინებით. გაწმენდილ კანზე არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს მსუბუქი ქიმიური პილინგის პროცედურას. მოგეხსენებათ, პილინგი მჟავა კოქტეილების სახეზე დატანის პროცედურაა, რომელიც კანის მსუბუქ აშრევებას, ექსფოლიაციას იწვევს და შესაბამისად, ვიღებთ მკვდარი უჯრედებისგან თავისუფალ, გაახალგაზრდავებულ კანს. პილინგი ჩემი საყვარელი პროცედურაა, რომელსაც ხშირად ვიტარებ და რომელსაც ვუმადლი ჩემი კომბინირებული, აკნესკენ მიდრეკილი კანის საუკეთესო მდგომარეობას. ქიმიური პილინგი აუცილებელია ყველა ტიპის, მათ შორის, მშრალი კანისთვისაც და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, თუ რომელი სახის პროდუქტს, როგორ კოქტეილმჟავას გამოიყენებს სპეციალისტი, ამას თავად გადაწყვეტს თქვენი კანის ტიპის მიხედვით. როგორც წესი, მშრალ კანზე ძალიან ფაქიზი ქიმიური პილინგი კეთდება, რომ არ გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და არასასურველი, გადამეტებული აშრევება.

ვინაიდან პილინგები კურსის სახით ტარდება, თუ კანის მოვლას დეკემბრის დასაწყისიდანვე შეუდგებით, თავისუფლად მოასწრებთ პილინგის მეორე პროცედურასაც, რომელიც კიდევ უფრო ამოანათებს თქვენს კანს.

 

 

ახლა კი გადავიდეთ კანის ინტრადერმულ მოწესრიგებაზე. რაკი დრო არ გვრჩება ბიორევიტალიზაციის/მეზოთერაპიის სრული კურსის ჩასატარებლად, მოდი, არჩევანი გავაკეთოთ ბუსტერის ერთ პროცედურაზე. ბუსტერი კიდევ უფრო მსუყე კონცენტრაციის, არასტაბილიზებული ჰიალურონის მჟავას შემცველი პროდუქტია, ვიდრე ბიორევიტალიზანტი. მისი მოლეკულური დატვირთვა უფრო მასიურია და შესაბამისად, ერთი პროცედურაც ხშირად საკმარისია, რომ კარგი ეფექტი მივიღოთ. ბუსტერისგან დატოვებული პაპულები (ნანემსრის ადგილას პატარა ბუშტუკებად შეყვანილი ჰიალურობის მჟავა) 3-4 დღეში აგილაგდებათ და აი, დადგება მოვლის პროცედურების გვირგვინის – ბოტულინოთერაპიის დრო. სახის ზედა მესამედის ბოტოქსით თერაპია დაასრულებს თქვენი კანის მოვლის პროცედურას, დაადგამს მას ესთეტიკის გვირგვინს და მინიმუმ 5 წლით უკან დაგაბრუნებთ, სწორედ ამიტომ მიყვარს ბოტოქსი და მას შეუცვლელ ესთეტიკურ თერაპიად ვთვლი. ეცადეთ ბოტოქსის გაკეთება ახალ წლამდე 2 კვირით –  10 დღით ადრე მოასწროთ, რადგან ბოტოქსის ეფექტი დაახლოებით ამ დროით შუალედში დგება.

ესეც ასე, შევკარით დეკემბრის კანის მოვლის გეგმა და ახლა ჯერი თქვენზეა.

მოუარეთ თავს, გალამაზდით, შეიძინეთ საახალწლო საჩუქრები, რომლის ასორტიმენტს ჩვენი ჟურნალის ბიუთი ვიზუალებშიც აღმოაჩენთ და, რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ საჩუქარი საკუთარ თავსაც მიუძღვნათ.

ბედნიერი, ლაღი და მშვიდი ახალი წელი თქვენ და თქვენს ოჯახებს!

 

სიყვარულით,

თაკო გვაზავა

ჟურნალ OK!-ს ბიუთი რედაქტორი

ასევე გაეცანი

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში
Health & Beauty

#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში

January 10, 2026
#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია
Health & Beauty

#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

January 5, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

January 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! საკუთარი თავის ძიებაში – ენდრიუ გარფილდი კინოსამყაროდან პაუზას იღებს

#OK! საკუთარი თავის ძიებაში – ენდრიუ გარფილდი კინოსამყაროდან პაუზას იღებს

January 12, 2023
#OK! ისტორიაში პირველად – პირველი ლედი Harper’s BAZAAR-ის გარეკანზე

#OK! ისტორიაში პირველად – პირველი ლედი Harper’s BAZAAR-ის გარეკანზე

May 31, 2022
#OK! ლინდზი ლოჰანის იმიჯის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე!

#OK! ლინდზი ლოჰანის იმიჯის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე!

July 2, 2021
#OK! ლილი რეინჰარტის შავ-თეთრი ფოტოსესია! მსახიობი საშა სამსონოვას ობიექტივში!

#OK! ლილი რეინჰარტის შავ-თეთრი ფოტოსესია! მსახიობი საშა სამსონოვას ობიექტივში!

March 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სტივენ სიგალმა რუსეთში ბიზნეს საქმიანობა შეწყვიტა და სახლს ყიდის

#OK! სტივენ სიგალმა რუსეთში ბიზნეს საქმიანობა შეწყვიტა და სახლს ყიდის

January 30, 2026
#OK! საგრადა ფამილია – 143 წლიანი მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა

#OK! საგრადა ფამილია – 143 წლიანი მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა

January 30, 2026
#OK! ოჯახური სკანდალის ფონზე ვიქტორია ბექჰემს საფრანგეთში საპატიო ორდენი გადასცეს

#OK! ოჯახური სკანდალის ფონზე ვიქტორია ბექჰემს საფრანგეთში საპატიო ორდენი გადასცეს

January 27, 2026
#OK! ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს  2-დან 8 თებერვლამდე? – კვირის 4 რჩეული

#OK! ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს 2-დან 8 თებერვლამდე? – კვირის 4 რჩეული

February 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები