• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

OK! Luca Polare რაც ყველაზე ძალიან მიყვარს… – ვრცლად ქართული ბრენდის სიახლეების შესახებ

February 1, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

მაშინ, როდესაც მინდა ქალაქის ქაოსს გავექცე, ჩემს საყვარელ კაფეს „ლუკა პოლარეს“  ვსტუმრობ. აქ მოსვლა ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან კომფორტული გარემო და გემრიელი გემოები ერთმანეთთან ჰარმონიაშია. ეს არის სივრცე, სადაც მომუშავე პერსონალი, თავისი უშუალობითა და გულწრფელი ღიმილით გიქმნის შეგრძნებას, რომ შენ ხარ იქ, სადაც გელიან და შენი მისვლა უხარიათ. აქ შემიძლია ჩემი ყოველდღიურობა გვერდზე გადავდო და განვიტვირთო.

 

„ბრენდის მთავარი მისიაც სწორედ ეს არის,  ჩვენს სივრცეში  შეგიძლია ზუსტად ის იყო, ვინც ხარ და ჩვენი გარემოთი, მომსახურებით თუ ერთი კოვზი სიტკბოებით დიდი ბედნიერება იგრძნო“, – აღნიშნავს საუბრისას Luca Polare-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი.

 

ასე მგონია, აქ მომუშავე ადამიანებიც განსაკუთრებულად ამ გარემოსთვის ჰყავთ შერჩეული. თანამშრომლებს, მომხმარებლები ქუჩაში ლუკას მიღმაც კი ყოველთვის სიამოვნებით და ღიმილით ესალმებიან. ვფიქრობ, ბრენდის წარმატებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

 

„თუ სერვისის თანამშრომლებზე ვსაუბრობთ, გეტყვით, რომ ძირითადად გვყავს ახალგაზრდები/სტუდენტები, რომლებისთვისაც შესაძლოა „ლუკა პოლარე“ პირველი სამუშაო გამოცდილება იყოს, ამიტომ ყველაზე მეტად ყურადღებას  მათ მოტივაციას, შემართებას და ბრენდის მიმართ დამოკიდებულებას ვაქცევთ.

 

ძალიან გვიმართლებს, რადგან ისეთი ახალგაზრდები მოდიან ჩვენთან, რომლებსაც უყვართ ხალხთან კომუნიკაცია და რაც ყველაზე მეტად გვახარებს, უყვართ ჩვენი ბრენდი. ეს კი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია იმისა, რომ ახალი წევრები შეეწყონ ჩვენი გუნდის კულტურასა და ფასეულობებს, მალევე გახდნენ ლუკაპოლარელები და სწორედ ეს გვეხმარება ჩვენს კაფეებში ის გარემო შეიქმნას, რასაც თქვენ აღნიშნავთ: მეგობრული, უშუალო და ნამდვილი პოლარული“. – მაკა ობოლაშვილი, ლუკა პოლარეს Hr კოორდინატორი.

 

გარდა ამ მეგობრული ატმოსფეროსი, „ლუკა პოლარე“ ბევრისთვის ხარისხთან ასოცირდება. იტალიური ტექნოლოგიით ნატურალური რძისა და ხილისგან დამზადებულმა ნაყინმა მომხმარებლის გული მალევე მოიგო.

 

 

მართალია, გარეთ ჯერ კიდევ ზამთარია, მაგრამ ნაყინის სიყვარულმა სეზონი არ იცის. მით უფრო, როცა სუსხიან დღეებში ცხელი ყავა, გემრიელ დესერტთან ერთად, საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ლუკას განსაკუთრებულ ყავაზე ბევრიც დაწერილა და დარწმუნებული ვარ, ბევრიც გსმენიათ. ეს არის გემო, რომელიც სხვაში ვერ აგერევათ, მოსმენილს გასინჯული სჯობსო. ასე რომ, ვისაც ჯერ კიდევ არ დაგიგემოვნებიათ ლუკას ყავა, მთელი სიამოვნება წინ გელით.

 

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, წლების განმავლობაში „ლუკა პოლარე“ უცხოური ბრენდი მეგონა. მართალია ბრენდის მარკეტინგული კონცეფცია წამყვანმა გერმანულმა მარკეტინგულმა კომპანიამ შეიმუშავა, ხოლო ნაყინის რეცეპტები იტალიურმა ექსკლუზიურად „ლუკა პოლარესთვის“ შექმნა, მაგრამ „ლუკა პოლარე“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქართული ბრენდია, რომლის პირველი სანაყინეც 2008 წელს გაიხსნა.

 

„ბრენდი იმდენად განსხვავებული მარკეტინგული სახით შემოვიდა ბაზარზე, დაწყებული ბრენდის დასახელებით და ვიზუალით, დასრულებული პროდუქტითა და მომსახურების ხარისხით, რომ ყველას საერთაშორისო ბრენდთან გაუჩნდა ასოცირება. თუმცა სიამაყით ვამბობთ, რომ „ლუკა პოლარე“ არის ქართული ბრენდი, რომელიც მალე გავა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და საერთაშორისო ბრენდის სტატუსს მიიღებს“, – ანი ციცქიშვილი.

 

ხშირად გვესმის გარშემო ბრენდის კარგი ამბებისა და სიახლეების შესახებ. მე, როგორც ერთგულ სტუმარსა და გულშემატკივარს, ძალიან მახარებს ლუკას წარმატებები.

 

„შარშან რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გვქონდა ბრენდის გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით: 3 ახალი ფილიალი გავხსენით, დავიწყეთ ბიონაყინის წარმოება და არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ ჩვენს შემოგარენშიც ბიონაყინის ხელმისაწვდომობის პირველი პრეცედენტი გაჩნდა“.

 

როგორც ანიმ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ლუკა ახალ საწარმოზე მუშაობს. მისი თქმით, ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეკომეგობრული და თანამშრომლებზე მორგებული განსხვავებული კონცეფციის სივრცე ოფისით, შოურუმებით, ღონისძიებებისა და სატრენინგო სივრცეებით.

 

„გარდა ახალი საწარმოსი, დავაანონსებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს – 2023 წელს „ლუკა პოლარე“ გაიხსნება უზბეკეთსა და აზერბაიჯანში და ეს იქნება ბრენდის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ეტაპი“. – გაგვიმხილა ანიმ.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ვერძი – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან
ბლოგი

#OK! ვერძი – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

March 21, 2023
#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის
Gastro

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

March 11, 2023
#OK! შოკმანჟე – სივრცე განსაკუთრებული მომენტებისთვის
Gastro

#OK! შოკმანჟე – სივრცე განსაკუთრებული მომენტებისთვის

March 11, 2023
#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის
Gastro

#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის

March 11, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! მარიამ ბოლქვაძე ჩოგბურთზე, საყვარელ ქალაქსა და მისწრაფებებზე

#OK! მარიამ ბოლქვაძე ჩოგბურთზე, საყვარელ ქალაქსა და მისწრაფებებზე

September 14, 2021
#OK! უილ სმიტი GQ Magazine-ისთვის!

#OK! უილ სმიტი GQ Magazine-ისთვის!

September 28, 2021
#OK! აფხაზეთის უნიკალური კადრები ფრანგი ფოტოგრაფის ობიექტივში

#OK! აფხაზეთის უნიკალური კადრები ფრანგი ფოტოგრაფის ობიექტივში

March 30, 2021
#OK! პენელოპა კრუზი “შანელის” 2021 წლის Cruise კოლექციით Vogue Arabia-სთვის

#OK! პენელოპა კრუზი “შანელის” 2021 წლის Cruise კოლექციით Vogue Arabia-სთვის

December 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK! “სწორად შერჩეული მაკიაჟი ბედნიერს მხდის, რადგან ამ დროს ვგრძნობ, რომ ლამაზი ვარ” – ჯესიკა ჩესტეინი

#OK! “სწორად შერჩეული მაკიაჟი ბედნიერს მხდის, რადგან ამ დროს ვგრძნობ, რომ ლამაზი ვარ” – ჯესიკა ჩესტეინი

March 23, 2023
#OK! ქეთი მელუა პირველად შვილთან ერთად – როიალ ალბერტ ჰოლში იმყოფება

#OK! ქეთი მელუა პირველად შვილთან ერთად – როიალ ალბერტ ჰოლში იმყოფება

March 22, 2023
#OK! სელენა გომესი საქორწილო კაბაში – კადრები, რომლებიც ინტერნეტს იპყრობს

#OK! სელენა გომესი საქორწილო კაბაში – კადრები, რომლებიც ინტერნეტს იპყრობს

March 22, 2023
#OK! ბელა ჰადიდმა იმიჯი შეიცვალა – მოდელი ხვეული თმით და Amy Shehab-ის კაბით ლას ვეგასში რესტორნის გახსნაზე

#OK! ბელა ჰადიდმა იმიჯი შეიცვალა – მოდელი ხვეული თმით და Amy Shehab-ის კაბით ლას ვეგასში რესტორნის გახსნაზე

March 20, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×